Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #70724268)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ozurgeti Municipality
Номер конкурса: 70724268
Дата публикации: 14-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260002740
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.02.2026 18:45
Начало приема предложения 01.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 06.03.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 48`378.75 GEL
Контрактная цена объекта закупки 600`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
  • 45233000 - Строительство, укладка фундаментов и дорожного и уличного покрытия
  • 45233200 - Различные работы по покрытию
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საგზაო საფარის მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 6`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit gordeladze :: 08.02.2026 14:48
  • Последнее исправление: davit gordeladze :: 13.02.2026 18:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671910&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საგზაო საფარის მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოების აღწერა და პირობები მოცემულია: სატენდერო დოკუმენტაციის დანართიN2-ში (სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა-პრეისკურანტი) და ხელშეკრულების პროექტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ გაცემული კონკრეტული დავალებ(ებ)ის შესაბამისად, რის შესახებაც მიმწოდებელი ინფორმირებული იქნება 5 (ხუთი) კალენდარული დღით ადრე მაინც.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. სამუშაოს შესრულების ადგილია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; კონკრეტული ლოკაციები მიმწოდებლისთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში, შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვეს.
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
1.1 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 300 000 ლარისა.
2. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების/ქუჩების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის სამუშაოები.
3. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N3–ის შესაბამისად;
3.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2-ები; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
4. პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი), ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ 100 000 (ასიათასი) ლარისა, რაც დადასტურებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით. მოცემული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც უნდა დასტურდებოდეს სამუშაოების დასრულება და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება.
4.2 სატენდერო დოკუმენტაციის მე-5 პუნქტში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია კერძო კომპანიის (არა შესყიდველი ორგანიზაცია) დაკვეთით, პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.
4.3 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
4.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 4.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის - ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტი, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება) წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში (გზების, საგზაო ინჟინერი ან/და მიმოსვლის გზათა ინჟინერი) საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ - 1 სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტების პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები (ფორმა N2) და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტების მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
ინფორმაცია სპეციალისტების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N5-ის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (იმის მიხედვით, თუ როდის დგება ქვეკონტრაქტორის აყვანის საჭიროება), წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი პირები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

1. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
2. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შ.პ.ს. „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“ (ს/კ 205229439);
3. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
4. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 4 შესაბამისად.
6. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, პრეტენდენტის მიერ წარგენილ საბოლოო ხარჯთაღრიცხვაში (პრეისკურანტში) დაფიქსირებულ ერთეულის ფასებთან მიმართებით. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.1 indicate the reason that conditioned the necessity of requiring document(s) showing registration/legal data

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა განაპირობა სახელშეკრულებო ღირებულების მოცულობამ - იგი აღემატება 200 000 ლარს (შეადგენს 600 000 ლარს).

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.
ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას; ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იქნება 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე;
3. ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
4. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, შ.პ.ს. „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“-ს, ს/კ 205229439, (შემდგომში - ზედამხედველი) მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე, რაც დადასტურებული უნდა იყოს ზედამხედველის მიერ ფორმა №2-ზე ხელმოწერით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით ღლონტი, 579100391, oz.sheskidvebi@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
6. სატენდერო წინადადებაში ფასები გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვაში (პრეისკურანტი) მითითებული ერთეულის ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
7. პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე 48 378,75 ლარზე;
8. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2–ში პრეტენდენტის მიერ მითითებული სამუშაოს ერთეულის ფასები (გრაფა №5) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე შემსყიდველის მიერ მითითებულ სავარაუდო ფასებს (გრაფა N4);
9. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული %-ლი სხვაობის მიხედვით, პრეისკურანტის ყველა პოზიციაზე ფასის პროპორციული კლებით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში (დანართი N2) განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში;
10. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდება 600 000 (ექვსასიათასი) ლარზე;
11. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (პრეისკურანტში) განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru