1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და
გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის ფაქტობრივად შესრულებული
ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების
ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების 50%-სა.
1.1. გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი
გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის
ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ
დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის
დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების
წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი
წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც
ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების
ადგილი და შემსრულებელი.
2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2023-დან წინამდებარე ტენდერში
წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს;
3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს
მიეკუთვნება: აეროდრომების ხელოვნურ საფარიანი ასაფრენ-დასაფრენი
ზოლის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის/რეაბილიტაციის სამუშაოები,
რომელიც მოიცავს საფარის მოწყობას ან/და საავტომობილო გზების ან/და
მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების: მშენებლობა; ან/და
რეკონსტრუქცია; ან/და მოდერნიზაცია; ან/და რეაბილიტაცია; ან/და სტიქიის
სალიკვიდაციო სამუშაოები; ან/და პრევენციის სამუშაოები; ან/და
პერიოდული შეკეთების ან/და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები;
4. საანგარიშო პერიოდში შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის,
სირთულის და შინაარსის სამუშაოების თაობაზე პრეტენდენტმა უნდა
წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი
პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, საიდანაც, ნათლად უნდა
იკვეთებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების
შესაბამისი, შესრულებული სამუშაოს შინაარსი/დეტალური აღწერილობა და
ღირებულება (სამუშაოების შესრულების აქტი (მაგ.ფორმა N2), ან/და
შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და სამუშაოების
დასრულების/შესრულების სერტიფიკატები, ან/და შესრულებული სამუშაოების
დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო
შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით
მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის
წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ)
მითითებით.
ამასთან:
ა) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი
ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
ბ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ ან დამკვეთის მიერ,
დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების
სამუშაოები შეასრულა პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების
ფარგლებში.
4.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 4.1. პუნქტით მოთხოვნილი
ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
5.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
5.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1
მუხლით მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის
ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან)
შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად (გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი).
6. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი
ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
7.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად.
7.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1.
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების
დამადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ქვეკონტრაქტი,
მასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისი
პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად,
პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია ქვეკონტრაქტის
საგნით გათვალისწინებული სამუშაოების თავდაპირველი, ძირითადი
შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ (მინიმუმ, მათი
დასახელების, რეგისტრაციის ქვეყნის, საიდენტიფიკაციო ნომრის და
საკონტაქტო ინფორმაციის (მოქმედი რეკვიზიტების - ელ. ფოსტა, ტელეფონი,
მისამართი) მითითებით) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N7-ის
შესაბამისად.
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ
შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში,
რეგისტრაციის უნიკალური ნომრით (NAT/CMR/SPA და ა.შ) იდენტიფიცირდება
შესაბამისი ძირითადი შესყიდვა, სადაც განთავსებულია/იძებნება ამ
პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ძირითადი შემსყიდველისა და ძირითადი
მიმწოდებლის შესახებ, ან/და პრეტენდენტი თავად წარმოადგენს შესაბამისი
შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე მითითებას (NAT/CMR/SPA და ა.შ).