Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области строительства (Грузия - Тендер #70703755)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Номер конкурса: 70703755
Дата публикации: 12-02-2026
Сумма контракта: 1 250 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002578
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.02.2026 18:29
Начало приема предложения 11.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.03.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 1`250`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71500000-Услуги в области строительства
Коды классификатора
  • 71500000 - Услуги в области строительства
  • 71520000 - Услуги по надзору за строительством
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციის, გზებზე ხელოვნური ნაგებობების (ხიდები, საყრდენი კედლები, დამცავი ნაგებობები, წყალარინები და სხვა) მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება.

Procurement Type: Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Procuring entities: Roads Department the Sub-Division of the Ministry of Finance and Economy of the Ajara Autonomous Republic.
Procurement announcement date: 12.02.2026
Bids accepted from: 11.03.2026
Deadline for bid submission: 16.03.2026
Financing - 2026 Funds (year)
Estimated value of procurement: 1 250 000.00 GEL
Bid must be submitted: included VAT
Classifier (CPV) code: 71500000 - Construction-related services
Classifier (CPV) code and specific procurement object: 71520000 - Construction supervision services
Amount or Volume of Procurements: See the tender documentation
Supply period: after the conclusion of the Agreement concluded on 31 December 2027.

Bid reduction step: 12 500.0 GEL
Guarantee amount: 12 500.0 GEL
Guarantee validity period: 160 Day

Additional information:

“Supervision service of road rehabilitation and road artificial buildings (such as bridges, retaining walls, protective structures, wastewater) construction-rehabilitation works. “




Количество и объём закупок იხილეთ ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
Шаг снижения цены 12`500.00 GEL
Размер гарантии 12`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zebur chavleishvili :: 12.02.2026 16:39
  • Последнее исправление: zebur chavleishvili :: 12.02.2026 18:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672943&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში 5 მუნიციპალიტეტში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის არსებულ საავტომობილო გზების მშენებლობა -რეაბილიტაციის, ხელოვნური ნაგებობების (ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა, დამცავი ნაგებობების მოწყობა) მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა,

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) შესყიდვა მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში 5 მუნიციპალიტეტში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის არსებულ საავტომობილო გზების მშენებლობა -რეაბილიტაციის, ხელოვნური ნაგებობების (ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა, დამცავი ნაგებობების მოწყობა) მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევას.
2) ინფრასტრუქტურული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, რაზედაც განხორციელდება საზედამხედველო მომსახურება 2026-2027 წლების განმავლობაში შეადგენს 50 000 000.00 ლარს, საიდანაც სავარაუდოდ - 2026 წელს 38 000 000.00 ლარი, 2027 წელს - 12 000 000.00 ლარი.
მომსახურება მოიცავს საზედამხედველო მომსახურების გაწევას 2026 წლამდე გაფორმებულ იმ ხელშეკრულებებზე, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ დასრულდა 2025 წელს, 2025 წელს გაფორმებულ გარდამავალ ხელშეკრულებებზე და 2026 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებზე, მათ შორის გარდამავალ ხელშეკრულებებზე და იმ ხელშეკრულებებზე, რომლის ფარგლებში გასაწევი სამუშაოები ვერ დასრულდა 2026 წლის ბოლომდე.

3) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება დაიწყება, შემსყიდველის მხრიდან, საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების (ხიდების, საყრდენი კედლების, წყალარინების სისტემის, დამცავი ნაგებობების) მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყების თაობაზე წერილობითი შეტყობინებისა და ყოველი ობიექტის შესახებ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების შესაბამისად საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ფიზიკური სახით მიმწოდებლისათვის გადაცემიდან, ადგილზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების პარალელურად და გაგრძელდება 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები ვერ დასრულდება 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მაშინ მომსახურება გაგრძელდება მის დასრულებამდე შესაბამისი საზედამხედველო დოკუმენტაციის მომზადების ჩათვლით, საზედამხედველო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. ზედამხედველი ვალდებულია:

1. განახორციელოს მშენებლობა-მოწყობის სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი, იმის დასადგენად მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები პროექტის შესაბამისად გეგემა-გრაფიკის მიხედვით. გააკონტროლოს სამუშაოების შეფერხების ობიექტური და არაობიექტური მიზეზების არსებობა. მოახდინოს სამშენებლო კომპანიის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების დადასტურება იმ შემთხვევაში,

როდესაც სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ხოლო მოცულობა ზუსტია.
2. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული არსებითი ხარვეზების თაობაზე არგუმენტირებული ანგარიშის და მასთან დაკავშირებული მოსაზრებები წარუდგინოს შემსყიდველს ხუთი კალენდარული დღის ვადაში.
3. სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის დაწყებამდე წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია შემსყიდველ ორგანიზაციას, ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობის ჩატარებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის (პირების) თაობაზე. უზრუნველყოს შესასრულებელი სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა შესაბამისი სპეციალისტებით (საგზაო ინჟინერი, ხიდების ან/და ხელოვნური ნაგებობების ინჟინერი, მშენებელ- ინჟინერი და სხვა). ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი (ხელმძღვანელი).
4. წარუდგინოს პრეტენზიები და მითითებები მშენებელს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის ან/და ჩატარებელი სამუშაოების უხარისხოდ შესრულებისათვის, ხოლო ზედამხედველის მითითების არშესრულების შემთხვევაში, შეაჩეროს სამუშაოები და ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემსყიდველს შემდგომი რეაგირებისათვის.
5. მუდმივად დაესწროს ხარისხის კონტროლის მიზნით ყველა სახის ლაბორატორიული შემოწმებას (ზედამხედველი ვალდებულია დაესწროს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების პროცედურას) და შესაბამისი დოკუმენტები ხელმოწერით დაადასტუროს, ამასთან სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ სამუშაოების მიმდინარეობის ან შესაბამისი სამუშაოს მიღების მიზნით ზედამხედველისათვის წარდგენილ ლაბორატორიული კვლევების სისწორეზე და სიზუსტეზე დეპარტამენტის წინაშე პასუხისმგებელია სამშენებლო კომპანია. ზედამხედველი ვალდებულია გადაამოწმოს სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებლის მიერ წარდგენილი დასკვნები სამშენებლო ნორმებთან მიმართებაში.
6. შეამოწმოს და გადასცეს დეპარტამენტს განსახილველად დამატებითი სახსრების გამოყენების მიზნით მშენებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია იმ სამუშაოებზე, რომელთა საჭიროება სამუშაოების წარმოების პროცესში წამოიჭრა დამატებით და ისინი გათვალისწინებული არ არის საპროექტო-სატენდერო დოკუმენტაციით.
7. შემყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ განახორციელოს შესაბამისი სამუშაოების ადმინისტრირებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
8. წარუდგინოს დამთავრებული სამუშაოების მიმღებ მუდმივმოქმედ კომისიას შესაბამისი დოკუმენტები და მონაწილეობა მიიღოს სამუშაოების მიღებაში.
9. საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით შემსყიდველის წერილობითი დავალების საფუძველზე, წერილში მითითებულ ვადაში, ზედამხედველმა სამშენებლო კომპანიასთან ერთად უნდა შეადგინოს გარდამავალ ობიექტებზე საინვენტარიზაციო უწყისები და გადასცეს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და/ან დეპარტამენტის მიერ მითითებულ საზედამხედველო ორგანიზაციას.
10. ზედამხედველი პასუხისმგებელია მშენებლის მიერ საპროექტო-სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესების, აგრეთვე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვაზე.
11. უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტის (ფორმა N2) დადასტურება.
12. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის გარემოსდაცვით პირობებთან შესაბამისობის კონტროლი. მშენებლის მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ეკოლოგიურ ექსპერტიზის (არსებობის შემთხვევაში) პირობების დაცვის კონტროლი.
13. უზრუნველყოს სამშენებლო კომპანიის მიერ სამუშაოების განხორციელებაზე მონიტორინგი, მასალებისა და სამუშაოების ხარისხის ტექნიკურ პირობებთან და დეტალურ პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
14. ზედამხედველმა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს შემსყიდველთან

შეთანხმებული გუნდის ხელმძღვანელის (ჯგუფის უფროსის) ან ნებისმიერი სპეციალისტის ჩანაცვლება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში სატენდერო პირობების 2.4.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის დანართი N4 განსაზღვრული შესაბამისი კვალიფიკაციით.
15. მიმწოდებლის მიერ ჯგუფის ხელმძღვანელის, ტექნიკური ზედამხედველის ან სხვა სპეციალისტის ჩანაცვლების შემთხვევაში, საკითხი წინანწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და ჩანაცვლების შედეგად წარმოდგენილი კანდიდატურების განათლება და გამოცდილება უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო პირობების 2.4.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის დანართი N4 განსაზღვრულ მოთხოვნებს.
16. ზედამხედველმა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა უზრუნველყოს სატენდერო პირობების 2.4.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის დანართი N4 განსაზღვრული სპეციალისტების საჭირო რაოდენობით დამატება, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში.
17. ზედამხედველი ორგანიზაცია ვალდებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქესა, შუახევი, ხულო) ყავდეს არანაკლებ თითო ტექზედამხედველისა, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროების გათვალისწინებით.
18. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ზედამხედველის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის, ან დამატების საკითხი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (ზედამხედველი ვალდებულია წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღრვრულ მოთხოვნებს.

- გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა, მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში - დანართი N2-ის სახით, რომელიც დამოწმებული იქნას კვალიფიციური ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- შესყიდვის ობიექტის (საზედამხედველო მომსახურების) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
- თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორცილდა ხელშეკრულებით (გეგმა-გრაფიკით) გათვალისწინებულ ვადაში, ტექნიკური ზედამხედველი ვალდებულია ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობა განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების საბოლოო დასრულებამდე მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში 5 მუნიციპალიტეტში (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის არსებულ საავტომობილო გზების მშენებლობა -რეაბილიტაციის, ხელოვნური ნაგებობების (ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა, დამცავი ნაგებობების მოწყობა) მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა,

2. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება გაწიოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობებით, ასევე, შესაბამის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების და მათ საფუძველზე დამუშავებული ტექნიკური რეკომენდაციების, სახელმძღვანელოებისა და მითითებების მიხედვით;

3. მომსახურების გაწევის პერიოდში მომზადებული ყველა ანგარიშისა და სხვა საჭირო დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა უნდა მოხდეს შემსყიდველის მისამართზე - ქ. ბათუმი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N72ა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1) პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისათვის სტატუსის „წინადადების მიღება დაწყებულია“ მინიჭების დღემდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების - საავტომობილო გზების მშენებლობა -რეაბილიტაციის, ხელოვნური ნაგებობების (ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა, დამცავი ნაგებობების მოწყობა) მშენებლობა-რეაბილიტაციის არანაკლებ 50 000 000.00 ლარის ჯამური ღირებულების პროექტებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება ან/და შესრულებული უნდა ქონდეს საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების - საავტომობილო გზების მშენებლობა -რეაბილიტაციის, ხელოვნური ნაგებობების (ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა, დამცავი ნაგებობების მოწყობა) მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება არანაკლებ 1 250 000.00 ლარის ჯამური ღირებულებით. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი იქნას დანართი N3-ის სახით.

2. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. დანართი N3-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების შესახებ პრეტენდენტმა, ასევე უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

2.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მითითებულ ანალოგიურ მომსახურებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების და შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი).

ამასთან:

ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მითითებულ მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურ ღირებულებას და 2.2.1 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდს.

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მოცემულ მომსახურებებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ ფაქტობრივად რა ღირებულების მომსახურება გაწიეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

2.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 2.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, მომსახურების გაწევის ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

3. შემყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.მუხლის 2.1 ან/და 2.2. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი, პრეტენდენტს მოსთხოვოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში შეტანილ მომსახურებაზე, ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური აღწერილობა.

4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

4.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

5. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

6. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
6.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N7-ის შესაბამისად.

6.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 6.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.


ამასთან:
1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას.
1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).

2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

3. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.

4.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად უნდა ჰყავდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებული დასახელების, რაოდენობისა და გამოცდილების პერსონალი.

2. პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის საანკეტო მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად, რომელიც მოიცავს სპეციალისტების ბიოგრაფიულ მონაცემებს, ინფორმაციას მათი განათლებისა, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პასპორტის ასლები, ასევე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი. დოკუმენტის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმებები (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას.

5. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მიმწოდებლის მიერ ჯგუფის ხელმძღვანელის, ტექნიკური ზედამხედველის ან სხვა სპეციალის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru