1) პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერისათვის სტატუსის
„წინადადების მიღება დაწყებულია“ მინიჭების დღემდე პერიოდში
შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და
შინაარსის საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების - საავტომობილო გზების
მშენებლობა -რეაბილიტაციის, ხელოვნური ნაგებობების (ხიდების
მშენებლობა-რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა,
წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა, დამცავი ნაგებობების
მოწყობა) მშენებლობა-რეაბილიტაციის არანაკლებ 50 000 000.00 ლარის ჯამური
ღირებულების პროექტებზე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება
ან/და შესრულებული უნდა ქონდეს საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების -
საავტომობილო გზების მშენებლობა -რეაბილიტაციის, ხელოვნური
ნაგებობების (ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების
მშენებლობა, წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა, დამცავი
ნაგებობების მოწყობა) მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების
საზედამხედველო მომსახურება არანაკლებ 1 250 000.00 ლარის ჯამური
ღირებულებით. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი იქნას
დანართი N3-ის სახით.
2. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული
ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების
გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო
დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. დანართი N3-ში მითითებულ
ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის მომსახურების
შესახებ პრეტენდენტმა, ასევე უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი
დოკუმენტაცია:
2.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მითითებულ ანალოგიურ
მომსახურებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ
ხელმოწერილი ხელშეკრულებების და შესაბამისი მომსახურების გაწევის
დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს
გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული
მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული
მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი
დოკუმენტი).
ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მითითებულ მომსახურებაზე,
რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს
კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები),
პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს საბოლოო
მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში დაფიქსირებულ
ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ჯამურ ღირებულებას და 2.2.1 პუნქტის
1-ლი ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდს.
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მოცემულ მომსახურებებზე,
რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ,
პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების
უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული
იქნება, თუ ფაქტობრივად რა ღირებულების მომსახურება გაწიეს
ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო,
კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული
ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 2.1 პუნქტით მოთხოვნილი
ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, მომსახურების გაწევის
ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
3. შემყიდველი, ასევე, უფლებამოსილია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის
2.2.1.მუხლის 2.1 ან/და 2.2. პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციიდან არ
იდენტიფიცირდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის პირველი პუნქტით
მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი მომსახურების შინაარსი,
პრეტენდენტს მოსთხოვოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში შეტანილ
მომსახურებაზე, ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური
დავალების, ან/და სხვა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი და დეტალური
აღწერილობა.
4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
4.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი
პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
5. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში, პრეტენდენტის მიერ
ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ
ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული
მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა
იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების
თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის
მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
6. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
6.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N7-ის შესაბამისად.
6.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 6.1.
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
ამასთან:
1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში მითითებულ სამუშაოებზე,
რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს
წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაცია),
პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი
დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც უნდა
ედრებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტში
დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ
ღირებულებას.
1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 1-ლი პუნქტით
გათვალისწინებული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები შესრულებულია
ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი
საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა
წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი
საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ
დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების
სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების -
ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე,
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური
გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების
ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
3. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ში
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში.
ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში,
აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების
შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის,
შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.
4.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1.
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.