Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги туристических агентов, туристических гидов и туристическая помощь (Грузия - Тендер #70680214)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 70680214
Дата публикации: 12-02-2026
Сумма контракта: 10 236


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002511
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.02.2026 13:30
Начало приема предложения 18.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 10`236.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63500000-Услуги туристических агентов, туристических гидов и туристическая помощь
Коды классификатора
  • 63511000 - Организация путешествий и услуги по организации путешествий с полным пакетом услуг
Срок подачи მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 9 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 60.00 GEL
Размер гарантии 102 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gelashvili :: 09.02.2026 15:15
  • Последнее исправление: ketevan gelashvili :: 12.02.2026 13:30
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672113&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" მონაწილეობით, Erasmus+ პროექტის "Youth Seeds for a just Transition" ეგიდით შემუშავებული ონლაინ სასწავლო კურსის "Transnational school of a service design a just transition" ფარგლებში გამოვლენილი სამი საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილისთვის ტურისტული სააგენტოს მომსახურების (ავიაბილეთები, განთავსება, კვება, ტრანსფერი) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

3 ადამიანისთვის ტურისტული მომსახურების შესყიდვა 2026 წლის 9 - 14 მარტის (ჩასვლა პორტოში: 9 მარტი, გამომგზავრება პორტოდან: 14 მარტი) პერიოდში, რაც მოიცავს: საერთაშორისო ავიაბილეთებს (კვების, ხელბარგის და ჩასაბარებელი ბარგის (+20კგ) ჩათვლით), შიდა გადაადგილებას, განთავსებას, კვებას და საერთაშორისო დაზღვევის მომსახურებას.
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა უსაფრთხო, კომფორტული და დროული ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე და უკან. საერთაშორისო მგზავრობის ხანგრძლივობა თბილისიდან - პორტომდე და პორტოდან - თბილისამდე არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს (ერთი მიმართულება).
1.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 3 ადამიანისთვის საერთაშორისო ავიაბილეთების შესყიდვა. ჩაფრენა: 9 მარტი, 2026წ, თბილისი - პორტო; გამოფრენა: 14 მარტი, 2026წ, პორტო - თბილისი (ცხრილი N1 - საერთაშორისო მგზავრობა).
1.2. იმ შემთხვევაში თუ ავიაბილეთი არ იქნება პირდაპირი ფრენით, გადაჯდომის ხანგრძლივობა აეროპორტში (ე.წ. Layover) უნდა იყოს არანაკლებ 1,5 საათისა და არაუმეტეს 4 საათისა. გადაჯდომების რაოდენობა 1 მიმართულებით უნდა იყოს არაუმეტეს ერთისა. გადაჯდომის შემთხვევაში გაფრენა უნდა განხორციელდეს იმავე აეროპორტიდან.
1.3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მგზავრების წინასწარი დარეგისტრირება (Check in), იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროებას ითვალისწინებს ავიაკომპანია.
2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ ვილა ნოვა დე გაიაში (Vila Nova de Gaia), სასტუმროს მომსახურების შესყიდვა (სასტუმრო არანაკლებ 3*, საუზმით), Check In 9 მარტი, 2026წ – Check out 14 მარტი, 2026წ:
2.1. მონაწილეების სასტუმროში განთავსება უნდა განხორციელდეს შემდეგი პრინციპით: 3 ნომერი - ერთადგილიანი განთავსებით (ცხრილი N2 - განთავსება).
2.2. ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საწოლი და ყველა ნომერს უნდა ჰქონდეს პერსონალური სველი წერტილი.
2.3. გარდა სასტუმროს ნომრის ღირებულებაში გათვალისწინებული საუზმისა, 2026 წლის 9-13 მარტის პერიოდში, სასტუმროში ან მის გარეთ ქალაქ პორტოში მიმწოდებელმა მგზავრები დამატებით უნდა უზრუნველყოს სადილითა და ვახშმით. (ვახშმ(ებ)ისა და სადილ(ებ)ის ადგილმდებარეობა წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან) (ცხრილი N3 - კვება).
3. მიმწოდებელმა სახელშეკრულებო პერიოდზე უნდა გამოყოს საკონტაქტო პირი.
4. მონაწილეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მიზნით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი 4 დღიანი ულიმიტო მომსახურების შესყიდვა, ქალაქების- პორტოსა და ვილა ნოვა დე გაიას ფარგლებში გადაადგილებისთვის. (ცხრილი N 4 - შიდა გადაადგილება).
5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა საერთაშორისო დაზღვევის მომსახურების შესყიდვა (ცხრილი N 5 - საერთაშორისო დაზღვევა).
6. მიმწოდებელმა წინასწარ უნდა შეათანხმოს შემსყიდველთან საერთაშორისო მარშრუტის, სასტუმროსა და კვების შესახებ ინფორმაცია.
7. მიმწოდებელს ინფორმაცია მონაწილეების და დღის წესრიგის შესახებ მიეწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 სამუშაო დღეში.
8. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მსგავსი სერვისის განხორციელების გამოცდილება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ფასების ცხრილსა და ტექნიკურ დავალებაში მითითებული პირობებისა და ვადების შესაბამისად, 2026 წლის 09 მარტიდან 2026 წლის 14 მარტის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდების ადგილია: საქართველო ქ.თბილისი - პორტუგალია, ქ. პორტო; პორტუგალია, ქ.პორტო- საქართველო ქ.თბილისი

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება: (საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირება(ავიაბილეთები) ან საერთაშისო კომპლექსური ტურების მომსახურებების (სასტუმრო და კვებით უზრუნველყოფა)ორგანიზება)
2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი, რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება).
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.
ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ (სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, ანგარიშ-ფაქტურის (არსებობის შემთხვევაში), მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ინსპექტირების აქტის (დადებითი დასკვნით) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გელაშვილი, 551215857, kgelashvili43@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ მის მიერ შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ არის პრეტენდენტის მიერ შექმნილი, მათ შორის, გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი (წინადადების სახით) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru