1.2.1 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 6000000.00
(ექვსი მილიონი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ქალაქ თბილისის
მასშტაბით საფეხმავლო სივრცეების (ტროტუარები) მოპირკეთების
სამუშაოების პრეისკურანტში მოცემული სამუშაოების ზღვრული ერთეული
ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.2 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრულია სატენდერო
დოკუმენტაციის დანართი N1-ში (პრეისკურანტი).
1.2.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი N1-ში (პრეისკურანტი) მითითებული შესაბამისი
ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას, თუ რომელიმე პოზიციაზე
პრეტენდენტი სამუშაოს გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის
გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“.
1.2.4 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში
ქალაქ თბილისის მასშტაბით საფეხმავლო სივრცეების (ტროტუარები)
მოპირკეთების სამუშაოების რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი
შესყიდვის აუცილებლობისას), ახალი პოზიციის ერთეულის ფასი დადგინდება
სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის
საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში ქალაქ თბილისის
მასშტაბით საფეხმავლო სივრცეების (ტროტუარები) მოპირკეთების
სამუშაოების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი
წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული
ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური
ღირებულების 10%-ს.
1.2.5 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში,
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში, თითოეული პოზიციის
ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით, ერთეულის ფასი შესაძლებელია დამრგვალებული იქნას ზრდის
პრინციპით, ერთი მეასედის (1 თეთრი) სიზუსტით, აგრეთვე, შესაბამისობად
ჩაითვლება ზრდის პრინციპით დამრგვალებამდე ცდომილების დაშვება.
1.2.6 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.7 სავალდებულოა, პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ში (პრეისკურანტი)
ატვირთულ იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის
(პრეისკურანტი) მიხედვით, (პრეისკურანტის განსაფასებელი პოზიციების
რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და პრეისკურანტის
წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია, მოთხოვნის შესაბამისად, ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრულ ვადაში.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ წერილობითი დავალების
შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოებს ერთდროულად აწარმოებდეს
არანაკლებ 6 (ექვსი) მისამართზე;
1.2.11 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი,
შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ან/და დეფექტური აქტი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.2.12 დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების წარმოდგენის მოთხოვნის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დავალების
შესრულება საკუთარი სახსრებით (შემსყიდველის მხრიდან ანაზღაურებას არ
ექვემდებარება).
1.2.13 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში ან/და
სქემატურ ნახაზებში ან/და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის (ხარვეზის)
აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების
გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით
აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.14 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების
სრულად ათვისების შესახებ.
1.2.15 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი
დავალების შესრულების დაწყებამდე შესაბამის სამსახურებთან
შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.16 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით;
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG” ფორმატში).
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი
მასალების ლაბორატორიული გამოცდები და მოთხოვნის შემთხვევაში
წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს
გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა), ასევე
გაითვალისწინოს ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული
სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4
დეკემბრის N732 დადგენილება.
1.2.19 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.20 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, საგზაო ნიშნების და შემოსაზღუდი
საშუალებების სრული კომპლექტის ობიექტებზე სრულყოფილად მოწყობა.
ასევე, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის
მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია კონკრეტულ
ობიექტზე ქვით მოსაპირკეთებელი და სამონტაჟო სამუშაოების
წარმოებისას უზრუნველყოს ქვის სველი წესით დამუშავება. შესაბამისი
დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს წყლის ასარინებელი, წყალშემკრები
ავზით.
1.2.21 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების
შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის
მე-15 კმ.
1.2.22 მიმწოდებელმა თითოეულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ
კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო
დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის
მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან
შეთანხმებით.
1.2.23 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების
სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის
ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით
და მისი კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს
დამკვეთთან.
1.2.24 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.25 ხეებისთვის ლითონის ცხაურის სავარაუდო ესკიზი, ბანერის
კონსტრუქცია, ბანერის შაბლონი, ხეებისთვის ლითონის ცხაურის სავარაუდო
ესკიზი და პრეისკურანტის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი N1) ატვირთულია
სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.