Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #70679168)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Autonomous Republic of Adjara Employment Agency
Номер конкурса: 70679168
Дата публикации: 11-02-2026
Сумма контракта: 40 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002388
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.02.2026 13:59
Начало приема предложения 17.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 19.02.2026 17:30
Предполагаемая цена закупки 40`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80500000 - Образовательные услуги
  • 80530000 - Услуги в области профессиональной подготовки
Срок подачи ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2026 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
Количество и объём закупок ტექნიკური დავალების შესაბამისად
Шаг снижения цены 160.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zurab jortmenadze :: 11.02.2026 12:11
  • Последнее исправление: zurab jortmenadze :: 11.02.2026 13:59
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672526&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის - „შშმ პირთა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით" ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მათი შრომითი უნარების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე კარიერული განვითარების გეგმის შედგენა, დასაქმებისთვის საჭირო პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა/ამაღლება, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო კურსის შეთავაზებით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პროფესიული გადამზადების კურსი უნდა შემუშავდეს შშმ პირთა შრომითი უნარების ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე გამოვლენილ ძლიერ მხარეებზე დაფუძნებით. ასევე ინდივიდუალური შეფასების შედეგად უნდა შემუშავდეს სამუშაოს მაძიებლის ინდივიდუალური კარიერული განვითარების და დასაქმების გეგმა. ამასთანავე, დამატებით ქვეპროგრამის მოსარგებლეებისათვის უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოკლევადიანი სპეციალიზირებული ტრენინგ კურსით (CV/რეზიუმეს და სამოტივაციო წერილის შედგენა, გასაუბრებაზე მოქცევის წესები და სხვა), რაც ასევე მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
პროფესიები შეირჩევა პროგრამის მოსარგებლე პირთა უნარების, მათი საჭიროებებისა და აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოპერირებად დამსაქმებელთა გამოკითხვის შედეგების შესაბამისობის საფუძველზე (გამოკითხვის ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი). ქვეპროგრამის ფარგლებში პროფესიულ სწავლებას გაივლის 6 (ექვსი) შშმ პირი, ხოლო პრაქტიკული უნარების განვითარების კურს გაივლის 4 (ოთხი) შშმ პირი.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

1. მოამზადოს და სააგენტოსთან შეათანხმოს სამოქმედო გეგმა (ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2 კვირის განმავლობაში).
2. განახორციელოს ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველთა შშმ პირთა მობილიზება და მათი შესაძლებლობებისა და მოთხოვნების გამოვლენა.
3. განახორციელოს სავარაუდო მოსარგებლეთა (20 პირი) შრომითი უნარების ინდივიდუალური შეფასება. აღიშნული შეფასების საფუძველზე გამოვლენილ ძლიერ მხარეებზე დაფუძნებით შეარჩიოს სავარაუდო პროფესია და შეადგინოს ინდივიდუალური განათლებისა და დასაქმების გეგმა შესაბამისი სპეციალისტების (მაგ.: ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, შრომთი კონსულტანტი და ა.შ.) ჩართულობით.
4. ქვეპროგრამის მოსარგებლის სურვილის გათვალისწინებით, უზრუნველყოს თითოეულ შშმ პირზე განათლებისა და დასაქმების გეგმის შედგენა არაუმეტეს სამი პროფესიული მიმართულებით.
5. მოამზადოს და სააგენტოსთან შეათანხმოს დამსაქმებელთა გამოკითხვის ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს:
5.1. შესავალს - ქვეპროგრამის მოკლე აღწერილობას;
5.2. ორგანიზაციის მზაობას ქვეპროგრამში ჩართულობის შესახებ – ქვეპროგრამაში ჩართულობის შემთხვევაში დამსაქმებელი იღებს ვალდბულებას მოსარგებლისათვის უზრუნველყოს სტაჟირება/საწარმოო პრაქტიკა და მისი მოთხოვნების და საჭიროებების გათვალისწინებით გადამზადებულ/მომზადებული პირის დასაქმების ხელშეწყობა წინასწარ განსაზღვრულ სამუშაო ადგილზე.
5.3. ზოგად ნაწილს – ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, სამუშაო გარემოს ადაპირება, მოსარგებლის უნარ–ჩვევები, საწარმოო პრაქტიკაში/სტაჟირებაში ჩართული პირის სამუშაოს (ფუნქცია - მოვალეობების) აღწერა.
6. გამოკითხოს რეგიონში მოქმედი 16 კომპანია. გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ორგანიზაციის მოთხოვნების ქვეპროგრამით მოსარგებლეთა შრომითი უნარებთან თანხვედრისას, სპეციალისტების ჩართულობით შეიმუშავოს სასწავლო პროგრამა და შესაბამისი პროგრამა შეათანხმოს სააგენტოსთან.
6.1. სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსი, სუბსიდირებადი სტაჟირება (საწარმოო პრაქტიკა). შესაძლოა განხორციელდეს სამუშაოზე დაფუძვნებული სწავლება.
6.2. სასწავლო კურსი უნდა შედგებოდეს:
6.2.1. პროფესიული სწავლება - არაუმცირეს 200 საათისა, რომელიც უნდა მოიცავდეს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კურსს, ხოლო სუბსიდირებადი სტაჟირება (პრაქტიკა) არაუმცირეს 120 საათი. პრეტენდენტმა, განფასებისას ქვეპროგრამით მოსარგებლეზე სუბსუდირებად სტაჟირებაზე უნდა გაითვალისწინოს შემოთავაზებული თანხის 11%-ი.
6.2.2. პრაქტიკული უნარების განვითარება - არაუმცირეს 80 საათისა, ხოლო სუბსიდირებადი სტაჟირება (პრაქტიკა) არაუმცირეს 70 საათისა. პრეტენდენტმა, განფასებისას ქვეპროგრამით მოსარგებლეზე სუბსუდირებად სტაჟირებაზე უნდა გაითვალისწინოს შემოთავაზებული თანხის 17%-ი.
6.3. საგანმანათლებლო პროგრამაში უნდა იყოს გაწერილი, სასწავლო კომპონენტის და სტაჟირების ხანგრძლივობა, სწავლებისა და სტაჟირების ადგილი, გასავლელი მასალა და საათობა.
6.4. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შემთხვევაში, შემსყიდველის მოთხოვნისამებრ პროგრამასთან ერთად უნდა წარმოადგინოს კომპანიასთან და/ან მენტორთან გაფორმებული ხელშეკრულება.
7. განახორციელოს სასწავლო პროცესის ორგანიზება მოსარგებლეთა საჭიროებებზე ადაპტირებულ გარემოში.
მოსარგებლეთა მობილიზება და დამსაქმებელთა გამოკითხვა პარალელურ რეჟიმში უნდა განხორციელდეს. მოსარგებლის უნარებისა და დამსაქმებლის საჭიროებების თანხვედრისას განხორციელდება კონკრეტული მოსარგებლის ან მოსარგებლეთა სასწავლო პროცესის ორგანიზება. შესაბამისად, შესაძლოა მოსარგებლეთა გადამზადების პროცესი განხორციელდეს სხვადასხვა პერიოდში.
8. სასწავლო პროცესის საწყის ეტაპზე, მსმენელის მიერ სასწავლო საათების გაცდენის შემთხვევაში, მიმწოდებელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის მსმენელის სტატუსის შეწყვეტის და მოსარგებლის ჩანაცვლების შესახებ - მსგავსი უნარებისა და მოთხოვნების მქონე მოსარგებლის შემთხვევაში იმავე სასწავლო პროგრამაში ან სხვა მოსარგებლისათვის განახორციელოს ახალი სასწავლო პროგრამა.
ჩანაცვლება შესაძლებელია პროფესიული სასწავლო საათების არაუმეტეს 10%-ის ორგანიზებამდე. სტატუს შეჩერებული მსმენელისათვის ორგანიზებული სასწავლო საათები არ ნაზღაურდება.
თუ მოსარგებლეს შეუწყდება მსმენელის სტატუსი პროფესიული სასწავლო საათების 10% და მეტი ორგანიზების შემდგომ ნებისმიერ ეტაპზე, ჩანაცვლება აღარ ხდება და მიმწოდებელს უნაზღაურდება ორგანიზებული სასწავლო საათები.
საწარმოო პრაქტიკა ანაზღაურდება პრაქტიკის სრული კურსის გავლისა და პრაქტიკის განმახორციელებელი მენტორის მიერ შევსებული მსმენელის მომზადების დონის კმაყოფილების შეფასების კითხვარის და სარეკომენდაციო წერილის ფორმის მოწოდების შემდგომ.
9. უზრუნველყოს მოსარგებლეთა ტრანსპორტირება მათი საჭიროებების გათვალისწინებით;
10. ხელი შეუწყოს მოსარგებლეებში პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბებას.
11. უზრუნველყოს სწავლების ყველა კომპონენტის (თეორიული და პრაქტიკული კურსი პროფესიულ უნარებში) მაღალ საგანმანათლებლო დონეზე ჩატარება.
12. სააგენტოსთან შეათანხმოს მოსარგებლის საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებისათვის შერჩეული ობიექტები.
13. წარმოადგინოს ბრძანება/წერილი - მოსარგებლეთა ჩარიცხვის, ჯგუფ(ებ)ის დაკომპლექტების, სწავლის დაწყების, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ;
14. უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირებულობა მოსარგებლის მიერ ქვეპროგრამით განსაზღვრული სასწავლო საათების 20% და მეტი გაცდენის შესახებ. სასწავლო კურსის 30% და მეტი გაცდენის შემთხვევაში შეუწყდება პროფესიული მსმენელის სტატუსი;
15. წარმოადგინოს მოსარგებლეთა სწრებადობის ანგარიში;
16. წარმოადგინოს შუალედური შეფასების ანგარიში;
შუალედური ანგარიშის მოწოდება, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსის დასრულებისას.
17. წარმოადგინოს სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ საბოლოო ანგარიში;
სააგენტოს მოთხოვნის შესაბამისად შუალედურ ან/და საბოლოო შეფასების გამოცდაზე უზრუნველყოს მოწვეული პირების დასწრება.
18. საწარმოო პრაქტიკის დასრულების შემდეგ დამსაქმებელს მოსთხოვოს საწარმოო პრაქტიკის განმახორციელებელი დაწესებულების (მენტორის) მიერ პრაქტიკის შეფასების ფორმის შევსება. საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის 35 და მეტი ქულით შეფასების შემთხვევაში ივსება ასევე რეკომენდაცია მომავალ დამსაქმებელთან.
19. ქვეპროგრამის მიმდინარეობისას იხელმძღვანელოს შემდეგი შეფასებით:
 სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსი - 60 ქულა
 სტაჟირება/პრაქტიკა - 40 ქულა.
20. მოთხოვოს ქვეპროგრამით მოსარგებლეს სწავლების დასრულების შემდგომ სააგენტოს მიერ შემუშავებული მონაწილეთა კითხვარის შევსება.
21. სწავლების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს გადამზადებული მოსარგებლისათვის სერტიფიკატის გადაცემა;
მოსარგებლე სერტიფიკატს იღებს წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების ფორმალურად შეფასებისა და დადასტურების შემდგომ. შემსყიდველის მოთხოვნისამებრ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს, სერტიფიცირებისა და ვალიდაციის კომისიის შემადგენლობა.
სერთიფიკატი უნდა შეიცავდეს:
• რეგისტრაციის ნომერს;
• მოსარგებლის სახელ-გვარს;
• დამკვეთისა და გადამზადების მიმწოდებლის სახელწოდებას;
• პროგრამის დასახელებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადამზადება;
• მოსარგებლის საბოლოო შეფასებას;
• თანდართულ დანართს, რომელიც მოიცავს რეგისტრაციის ნომერს და მოსარგებლის სახელ-გვარს და პირად ნომერს, ასევე სასწავლო პროგრამის კომპონენტის (პროფესიული უნარების, საწარმოო პრაქტიკა) შესაბამისად რა იცის და რა შეუძლია კურსდამთავრებულს; მოსარგებლეთა შეფასებას პროგრამაში შემავალი კომპონენტების ან/და სასწავლო კურსების მიხედვით;
• სერთიფიკატს ძალა აქვს მხოლოდ თანდართულ დანართთან ერთად;
სერტიფიკატის დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს დასაქმების სააგენტოსთან; სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება სერტიფიკატის ფორმაში შევიდეს ცვლილება;
22. სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს დაჯილდოვების (სერტიფიკატების გადაცემის) ცერემონიალის ორგანიზება.
23. ქვეპროგრამის დასრულების შემდგომ განახორციელოს გამოვლენილი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიტიკური შეფასება. სასწავლო პროგრამის სრულად დასრულების შემდგომ ორ კვირაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან - 2026 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები:
• დასაქმების სფეროში პროექტების განხორციელების მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
• დასაქმების სფეროში მინიმუმ 3 განხორციელებული პროექტი;
• შშმ პირების პროფესიული გადამზადების კუთხით განხორციელებული მინიმუმ სამი ტრენინგი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

სამუშაო ჯგუფის გამოცდილება:
ჯგუფის ხელმძღვანელი:
• მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება დასაქმების და პროფესიული მომზადება–გადამზადების სფეროში.
• მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სასწავლო პროგრამების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში.

ჯგუფის წევრები:

1. შრომის ბაზრის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სპეცილისტი:
• მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება დასაქმების სფეროში;
• 3 წლის სამუშაო გამოცდილება შრომის ბაზრის ინსტიტუტებითან თანამშრომლობის კუთხით.

2. სპეციალისტი კარიერული დაგეგმარებისა და პროფესიული ორიენტაციის კუთხით:

• მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება დასაქმების და პროფესიული ორიენტაციის/კარიერის დაგეგმვის სფეროში.

3. სპეციალისტი მომუშავე პროფესიულ - საგანმანათლებლო კუთხით:
• მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროფესიული განათლების სფეროში;
• 3 წლის სამუშაო გამოცდილება პროფესიული სწავლების /სასწავლო პროგრამების განვითარებასა და მათ განხორციელებაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო/აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება ხორციელდება ორ ეტაპად - სასწავლო თეორიული და პრაქტიკული კურსის დასრულების და სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ.
2. მოსარგებლისათვის მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში სასწავლო პროგრამის საწყის ეტაპზე (არაუმეტეს 10%-ის ორგანიზებამდე) შემდგომი ჩანაცვლების შესაძლებლობით, სტატუს შეჩერებული მსმენელისათვის ორგანიზებული სასწავლო საათები არ ნაზღაურდება. ხოლო, შემდგომ ეტაპზე მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს აუნაზღაურდება პრაქტიკულად შესრულებული სამუშაო - მსმენელის სტატუსის შეწყვეტამდე ჩატარებული საათები.
3. საწარმოო პრაქტიკა ანაზღაურდება პრაქტიკის სრული კურსის გავლისა და პრაქტიკის განმახორციელებელი მენტორის მიერ შევსებული მსმენელის მომზადების დონის კმაყოფილების შეფასების კითხვარის და სარეკომენდაციო წერილის ფორმის მოწოდების შემდგომ.
4. შესრულებულ მომსახურებად ჩაითვლება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შუალედური და საბოლოო ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს მომსახურების შემადგენელ კომპონენტს: სწავლება პროფესიული მიმართულებით, საწარმოო პრაქტიკა. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების ასანაზღაურებლად შემსყიდველს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
4.1. შესრულებული სამუშაოს ანგარიში;
4.2. მიღება-ჩაბარების აქტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯემალ ხიმშიაშვილი, 577278758, dasaqmebis.saagento@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. იმ შემთვევაში თუ პრეტენდენტი არის არარეზიდენტი პირი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru