Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #70654887)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 70654887
Дата публикации: 10-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260002326
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.02.2026 19:25
Начало приема предложения 11.03.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.03.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 86.99 GEL
Контрактная цена объекта закупки 1`085`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66510000 - Страховые услуги
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად/According to the tender documentation
Дополнительная информация
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის,“ შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრისა“ და შპს „ენერგეტიკული პროექტების კომპანიის“ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის ოჯახის სხვა წევრების) ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა (მათ შორის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი უბედური შემთხვევის დაზღვევა) და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

State Procurement of health, accident (including workplace accident) and life insurance services for JSC "Georgian Oil and Gas Corporation’s" , "Georgian Natural Gas Transmission Network Owners" LLC, and "Energy Projects Companys" LLC employees and their family members (including other family members).
Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction (NAT) via price list
Procuring entities JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Financing 2026 Funds (year)
The estimated value of the price list is 86.99 GEL
Contractual value of the procurement object: 1 085 000.00 GEL.
Bid should be submitted: Excluding VAT.
Classifier (CPV) code
66500000 - Insurance and pension services
Classifier (CPV) code and specific procurement object
66510000 - Insurance services
Bid reduction step: 0.87 GEL
Guarantee amount: 10850 GEL
Guarantee validity period: 160 Day
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად/According to the tender documentation
Шаг снижения цены 0.87 GEL
Размер гарантии 10`850 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jaba guraspishvili :: 10.02.2026 18:47
  • Последнее исправление: jaba guraspishvili :: 10.02.2026 19:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=672457&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრისა“ და შპს „ენერგეტიკული პროექტების კომპანიის“ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის ოჯახის სხვა წევრების) ჯანმრთელობის, უბედური შემთხვევისა (მათ შორის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი უბედური შემთხვევის დაზღვევა) და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, თანდართული დანართი №1-ისა (ფასების ცხრილი), დანართი №2-ის (მომსახურების აღწერილობა და პირობები), დანართი №3 (სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი უბედური შემთხვევის დაზღვევა), დანართი №5-ის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი) პირობების და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის (მომსახურების აღწერილობა და პირობები) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერილობა და პირობები _ იხილეთ დანართი №1, დანართი №2, დანართი №3 და დანართი №5;
დასაზღვევი თანამშრომლების სავარაუდო რაოდენობა:
- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ - 560 თანამშრომელი;
- შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრე“ - 40 თანამშრომელი;
- შპს „ენერგეტიკული პროექტების კომპანია“ - 11 თანამშრომელი.
აღნიშნული რაოდენობები არის სავარაუდო და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შემსყიდველს უფლება აქვს უზრუნველყოს აღნიშნული რაოდენობის გაზრდა/შემცირება. ასევე, შემსყიდველი არ არის ვალდებული უზრუნველყოს სრულად აღნიშნული რაოდენობის თანამშრომელთა დაზღვევა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა მომსახურება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 მაისისა, 12 (თორმეტი) კალენდარული თვის ვადით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის (ფასების ცხრილი), დანართი №2-ის (მომსახურების აღწერილობა და პირობები), დანართი №3 (სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი უბედური შემთხვევის დაზღვევა) და დანართი №5-ის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტი) პირობების შესაბამისად.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 80 პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულება (გარდა სტომატოლოგიურისა) საქართველოს მასშტაბით, აქედან მინიმუმ 50 ქალაქ თბილისის მასშტაბით და არანაკლებ ერთი საქართველოს თითოეულ შემდეგ ქალაქში: ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. მცხეთა, ქ. ახალციხე, ქ. გორი, ქ. თელავი, ქ. ამბროლაური, ქ. ოზურგეთი, ქ. რუსთავი, ქ. დედოფლისწარო და ქ. ლანჩხუთი.
2.3.1.2 ქალაქ თბილისში შემოთავაზებული პროვაიდერი დაწესებულებებიდან უნდა იყოს არანაკლებ 8 მრავალფუნქციური სამედიცინო დაწესებულება (იგულისხმება დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურების მიღება).
2.3.1.3 ქალაქ თბილისში შემოთავაზებული პროვაიდერი დაწესებულებებიდან უნდა იყოს არანაკლებ 1 დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მომსახურების მიღება (გამოძახება).
2.3.1.4 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ უნდა იქნას ქ. თბილისში არანაკლებ 1 პროვაიდერი სამედიცინო ლაბორატორია (დასაშვებია როგორც ცალკე, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ლაბორატორია), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ISO 15189 სტანდარტის მოთხოვნებს, რის დადასტურების მიზნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა (წარმოდგენილი სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს ელექტრონული ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის). იმ შემთვევაში, თუ შემოთავაზებული იქნება სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ლაბორატორია, მისი ჩათვლა განხორციელდება 2.3.1.1 პუნქტით მოთხოვნილ სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობაში (მინიმუმ 50 ქალაქ თბილისის მასშტაბით).
2.3.1.5 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ უნდა იქნას არანაკლებ 7 პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკა ქ. თბილისის მასშტაბით.
2.3.1.6 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ უნდა იქნას არანაკლებ 4 პროვაიდერი ლიცენზირებული სააფთიაქო ქსელი (სააფთიაქო ქსელი, ქ. თბილისის მასშტაბით, უნდა შეიცავდეს არანაკლებ 15 სააფთიაქო დაწესებულებას). აქედან, მინიმუმ ორ სააფთიაქო ქსელში შესაძლებელი უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ მიმართვების/რეცეპტების ელექტრონული გამოწერა/გაგზავნა.
2.3.1.7 მიმწოდებელმა ქ. თბილისში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 10 სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში პირადი (ოჯახის) ექიმის განთავსება (აღნიშნულ რაოდენობაში არ ჩაითვლება პირადი (ოჯახის) ექიმი, რომელიც განთავსდება შემსყიდველის ადმინისტრაციულ შენობაში), ხოლო არანაკლებ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში საქართველოს თითოეულ შემდეგ ქალაქში: ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. ახალციხე, ქ. გორი, ქ. ოზურგეთი, ქ. რუსთავი, ქ. დედოფლისწარო და ქ. ლანჩხუთი. ასევე, დაზღვეულ პირს აქვს უფლება ისარგებლოს მიმწოდებლის ნებისმიერ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში პირადი (ოჯახის) ექიმის მომსახურებით (დაწესებულებაში პირადი (ოჯახის) ექიმის არსებობის შემთხვევაში).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემდეგი მოქმედი ლიცენზიები:
ა) სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია;
ბ) დაზღევის ლიცენზია (არა სიცოცხლის).
2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სამედიცინო ლაბორატორი(ებ)ის ISO 15189 სტანდარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა (წარმოდგენილი სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის), გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ვინაიდან წინამდებარე ტენდერით ხორციელდება სამედიცინო (ჯანმრთელობის) და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების შესყიდვა, პრეტენდენტების ფასი დამოკიდებულია კომპანიის შიდა პოლიტიკაზე, მათ გამოცდილებასა და პორტფელზე. ამასთან, ზარალის/მოგების განსაზღვრა დამოკიდებულია შემთხვევით სიდიდეზე (სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობაზე), რისი წინასწარ დათვლაც ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია ანალოგიური შესყიდვის გამოცდილების გათვალისწინება, ვინაიდან წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ტექნიკური პირობები სხვა შემსყიდველი ორგანიზაციების შესყიდვისგან განსხვავდება მიმართვიანობით და დაფარვით, ასევე, რისკიანობის მაჩვენებლითაც. ამასთან, სადაზღვევო მომსახურება წარმოადგენს ლიცენზირებად საქმიანობას და პრეტენდენტები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე გააჩნდეთ გარკვეული ოდენობის საწესდებო კაპიტალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წინამდებარე ტენდერში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება არ მოითხოვება.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ გასაფორმებელი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გაცემული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ. საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი №6-ის (ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში) არსებითი პირობების დაცვით.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. ამასთან, არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით.
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ელექტრონული სისტემის საშუალებით – ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარდგენისას, აღნიშნულ დოკუმენტზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნილი ოდენობის ნახევარი.
6.4.3 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, არ უნდა იყოს გაცემული სატენდერო კომისიის მიერ წინამდებარე ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი პრეტენდენტის მიერ.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ყოველთვიურად, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება მომსახურებაგაწეულ დღეთა პროპორციულად.
7.2.2 ანაზღაურება განხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტიურად დაზღვეულ პირთა რაოდენობისა და შესაბამისი სადაზღვევო პაკეტების ღირებულების მიხედვით.
7.2.3 დამზღვევი უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომლის სასარგებლოდ სადაზღვევო პრემიის გადახდას არაუმეტეს „A“ (საბაზისო) ან/და „A1“ პაკეტის ღირებულების ოდენობით.
7.2.4 იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს აქვს სურვილი დააზღვიოს ოჯახის წევრები, შემსყიდველი, მიუხედავად საოჯახო პაკეტის ღირებულებისა ანაზღაურებას განახორციელებს მხოლოდ ინდივიდუალური „A“ (საბაზისო) პაკეტის ღირებულების ოდენობით; ფასთა შორის სხვაობას შემსყიდველის მიერ გადახდილ პრემიასა და სასურველი პაკეტის პრემიებს შორის იხდის დაზღვეული თანამშრომელი.
7.2.5 იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს სურვილი აქვს, შეიძინოს ინდივიდუალური პაკეტი, რომლის ღირებულებაც აღემატება ინდივიდუალური „A“ (საბაზისო) პაკეტის ფასს, შემსყიდველი დაზღვეულის სასარგებლოდ იხდის მხოლოდ ინდივიდუალური „A“ (საბაზისო) პაკეტის სადაზღვევო პრემიას, ხოლო ფასთა შორის სხვაობას შემსყიდველის მიერ გადახდილ პრემიასა და სასურველი პაკეტის პრემიებს შორის იხდის დაზღვეული.
7.2.6 იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს სურვილი აქვს დააზღვიოს ოჯახის სხვა წევრი (შვილები (მ/შ გერი) 25 წლის ასაკს ზევით, და, ძმა და მშობლები ასაკის შეუზღუდავად), აღნიშნული ოჯახის სხვა წევრის სადაზღვევო პრემიის გადახდას უზრუნველყოფს თავად დაზღვეული თანამშრომელი.
7.2.7 შემსყიდველი, თანამშრომლის თანხმობით, უზრუნველყოფს დაზღვეულის მიერ გადასახდელი თანხის მიმწოდებლისთვის გადარიცხვას თანამშრომლის ხელფასიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე მიმწოდებლის/მზღვეველის მიერ წარმოდგენილი ინვოისისა და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 9 რიცხვამდე) გაუფორმებლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ინვოისის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯაბა გურასპიშვილი, 599297303, j.guraspishvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ჯაბა გურასპიშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 219).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით (ფასების ცხრილი) განსაზღვრული ინდივიდუალური „A“ (საბაზისო) პაკეტის და „A1“ პაკეტის ერთეულის ღირებულებების (ერთი თვის სადაზღვევო პრემია) ჯამი წარმოადგენს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებას და შეადგენს 86,99 ლარს (დღგ-ს, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე). აღნიშნული მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეტენდენტი ვალდებულია დააფიქსიროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულება (ინდივიდუალური „A“ (საბაზისო) პაკეტის და „A1“ პაკეტის ერთეულის ღირებულებების (ერთი თვის სადაზღვევო პრემია) ჯამი). ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შემთხვევაში შეადგენს - 1 000 000,00 ლარს (დღგ-ს, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე), ხოლო შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრის" შემთხვევაში - 60 000,00 ლარს (დღგ-ს, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე), შპს „ენერგეტიკული პროექტების კომპანიის“ შემთხვევაში - 25 000,00 ლარს (დღგ-ს, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გარეშე).
10.1.2 ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე (ინდივიდუალური „A“ (საბაზისო) პაკეტის და „A1“ პაკეტის ერთეულის ღირებულებების (ერთი თვის სადაზღვევო პრემია) ჯამი).
10.1.3 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა.
10.1.4 პრეტენდენტის წინადადების/პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებლად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.5 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი #1 (ფასების ცხრილი) პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.
10.2.3 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №5), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.2.5 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი #1 (ფასების ცხრილი) (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა (სავალდებულოა დანართ #1-ში (ფასების ცხრილი) აღნიშნული ყველა პაკეტის განფასება) ან ფასების ცხრილში პრეტენდენტის მიერ რომელიმე განსაფასებელი პაკეტის ფასის გამოხატვა უარყოფითი რიცხვით, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე) აღნიშნული ტენდერიდან;
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი #1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
10.3.2 პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი (მისამართების მითითებით) (პუნქტი 2.3.1.1-2.3.1.4) დანართი #4-ის შესაბამისად;
10.3.3 პროვაიდერი სტომატოლოგიური კლინიკების ჩამონათვალი (მისამართების მითითებით) (პუნქტი 2.3.1.5) დანართი #4-ის შესაბამისად;
10.3.4 პროვაიდერი სააფთიაქო ქსელების ჩამონათვალი (მისამართების მითითებით, დასაშვებია მხოლოდ სათავო ოფისის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა) (პუნქტი 2.3.1.6) დანართი #4-ის შესაბამისად;
10.3.5. პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება პირადი (ოჯახის) ექიმის მომსახურებით სარგებლობა (პუნქტი 2.3.1.7) (მისამართების მითითებით) დანართი #4-ის შესაბამისად;
10.3.6 პროვაიდერი სამედიცინო დაწესებულებ(ებ)ის ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ის (მომსახურების აღწერილობა და პირობები) მე-4 მუხლით (დასაშვებია მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდეს შემდეგი ხარჯები (გამონაკლისები)) გათვალისწინებული გამონაკლისების ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობა (მისამართების მითითებით) დანართი #4-ის შესაბამისად;
10.3.7 შესაბამისი საქმიანობის მოქმედი ლიცენზიები (პუნქტი 2.7.1.1);
10.3.8 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სამედიცინო ლაბორატორი(ებ)ის ISO 15189 სტანდარტთან შესაბამისობის სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა (წარმოდგენილი სერთიფიკატი/აკრედიტაციის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის), გაცემული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ (პუნქტი 2.7.1.2);
10.3.9 დამატებითი შემოთავაზებები (ფასდაკლებები) სხვადასხვა მომსახურებაზე: მაგალითად: ფიზიო თერაპია, სამკურნალო მასაჟი, ლაზეროთერაპია, მანუალური თერაპია და ა.შ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
10.3.10 პრეტენდენტი, წინამდებარე ტენდერში წინადადების წარმოდგენით, ავტომატურად ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის დანართი №2-ით (მომსახურების აღწერილობა და პირობები) და დანართი №3 (სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი უბედური შემთხვევის დაზღვევა) გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნულზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პრეტენდენტის მიერ არ ხდება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების გაუმჯობესება (პირობების გაუმჯობესება არ წარმოადგენს პრეტენდენტის უპირატესობას).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru