1. ტექნიკური დავალება
საპროექტო ტერიტორია:
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს: ქ. თბილისში, აკ.წერეთლის გამზ. N42-ში,
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში არსებული კედელი (გალავანი) და
ცენტრალური საფეხმავლო ბილიკი; ასევე მთაწმინდის ქ. N16-ში საზოგადო
მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში არსებული კედელი (გალავანი).
ტექნიკური დავალების მიზანი:
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის კედლის (გალავნის) და
ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის და
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის კედლის (გალავნის)
რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის შედგენა.
პროექტის ძირითადი მიზანია, საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის და მთაწმინდის
პანთეონების კედლის (გალავნის) და ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის
რეაბილიტაციის პროექტი. გასათვალისწინებელია ისტორიული იერსახის
შენარჩუნება და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
ტერიტორიის განვითარებისათვის საჭირო ტექნიკური პირობების
შესაბამისი მშენებლობის ორგანიზაციის და რეგულირების საკითხების
გადაწყვეტა.
საპროექტო სამუშაოები:
1. საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის კედლის (გალავნის) და
ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო
დავალება:
კედელი N1 (იხ. სქემატური ნახაზი)
გასუფთავდეს კედელი, მოიხსნას ბოლნისის ტუფის ქვის მოპირკეთების
ფილები ცემენტის ხსნართან ერთად, მოიხსნას დარჩენილი, ჩამოცვენილი
ფილების ცემენტის ხსნარი. ბზარები გასუფთავდეს ხსნარის ნარჩენებისგან,
შეივსოს ცემენტის ხსნარით და გამაგრდეს არმატურის ბადეებით კედლის
ორივე მხრიდან. გასუფთავებული კედელი მოპირკეთდეს ტრავერტინის
ფილებით, არმატურის ბადის და კლამერების გამოყენებით. (ცენტრალური
შემოსასვლელის სვეტების ანალოგიურად.) მოიხსნას არსებული ტრავერტინის
და ბაზალტის ქუდის ქვები და მოეწყოს ტრავერტინის ქუდის ქვები.
(ცენტრალური შემოსასვლელის ანალოგიურად.)
კედელი N2 (იხ. სქემატური ნახაზი)
მოიხსნას ბოლნისის ქვის ფილები და ცემენტის ნალესი, ბზარების
არსებობის შემთხვევაში გაიწმინდოს ხსნარის ნარჩენებისგან, შეივსოს
ცემენტის ახალი ხსნარით და გაძლიერდეს არმატურის ბადეებით კედლის
ორივე მხრიდან. ამის შემდეგ მოხდეს ტრავერტინის ფილებით მოპირკეთება
არმატურის ბადისა და კლამერების საშუალებით. მოეწყოს ქუდის ქვების
ტრავერტინისგან. (ცენტრალური შემოსასვლელის ანალოგიურად.)
კედელი N3 (იხ. სქემატური ნახაზი)
ნაწილობრივ მოიხსნას გამოქარული ცემენტის ხსნარი, რომელსაც უჭირავს
რიყის ქვა და მოხდეს გამოსუფთავებული ადგილების ამოვსება ცემენტის
ხსნარით, ისე რომ რიყის ქვა ერთი-ორი სანტიმეტრით დარჩეს ხსნარზე ზემოთ.
(არ დაფაროს ხსნრარმა რიყის ქვა.) საჭიროებისამებრ შეკეთდეს ქუდის
ქვები. შეკეთდეს დაზიანებული წყალსადენის მილი.
ცენტრალური საფეხმავლო ბილიკი (იხ. სქემატური ნახაზი)
აიყაროს არსებული ბაზალტის ფილები, მოეწყოს ბეტონის მომზადება
დატკეპნილ გრუნტზე და დაიგოს დატარახებული (დაწინწკლული) ბაზალტის
ახალი ფილები, რომელთა სისქე იქნება არანაკლებ 5 სანტიმეტრისა.
შესაძლებლობის ფარგლებში გამოყენებულ იქნეს ძველი, აყრილი ბაზალტის
ფილები.
2. საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის კედლის (გალავნის)
რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო დავალება
კედელი N1 (იხ. სქემატური ნახაზი)
ჩასატარებელია კვლევითი სამუშაოები, რათა დადგინდეს დეფორმაციისა და
რღვევის გამომწვევი მიზეზები, რის საფუძველზედაც მოხდება
ღონისძიებების დასახვა და შესაბამისი პროექტის დამუშავება.
კედელი N2 (იხ. სქემატური ნახაზი)
ჩასატარებელია კვლევითი სამუშაოები დეფორმაციის გამომწვევი
მიზეზების დასადგენად და შესაბამისი პროექტის დამუშავება.
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია განისაზღვრება შემდეგი
შემადგენლობით:
• არსებული სიტუაციის დეტალური აღწერა - საპროექტო ობიექტების საერთო
ხედები, ფასადები, არქიტექტურულ მხატვრული თვალსაზრისით ღირებული
ელემენტები, საერთო და ლოკალური დაზიანების ამსახველი ფოტომასალა
(მაღალი ხარისხის და რეზოლუციის ფოტომასალა);
• კონსტრუქციული ნაწილი (საჭიროების მიხედვით);
• ხარჯთაღრიცხვა (რესურსული, არარესურსული);
• საავტორო ზედამხედველობა;
• ვიზუალიზაცია და სრული საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისი
ექსპერტიზით.
• მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული
პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა.
კვლევა უნდა ითვალისწინებდეს:
• განმარტებითი ბარათი (პრობლემ(ებ)ის დეტალური აღწერა);
• საპროექტო ობიექტების ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა.
• სისტემატიზირებული უახლოესი ფოტომასალა: საპროექტო ობიექტების
საერთო ხედები, არქიტექტურულ-მხატვრული თვალსაზრისით ღირებული
ელემენტები, დაზიანების არსებობის შემთხვევაში - ლოკალური დაზიანების
ამსახველი ფოტომასალა (მაღალი ხარისხისა და რეზოლუციის ფოტომასალა – TIFF
გაფართოების ფაილი);
შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის
მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ესკიზური არქიტექტურული პროექტები:
• არქიტექტურული ნაწილი (დეტალური ნახაზები);
• დემონტაჟის პროექტი.
საბოლოო დეტალური პროექტის დამუშავება:
• სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მშენებლობის
ორგანიზაციის პროექტის მომზადება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი
იქნება სამშენებლო კომპანიის შესარჩევი ტენდერის ჩატარება და
სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება. წარმოსადგენი
სრული საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა:
არქიტექტურული ნაწილი:
• განმარტებითი ბარათი;
• მოსაპირკეთებელი, კეთილმოწყობის სამუშაოების უწყისები;
კონსტრუქციული ნაწილი (საჭიროების შემთხვევაში):
• განმარტებითი ბარათი;
• კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები - სქემები, დეტალები, კვანძები,
სპეციფიკაციები.
დემონტაჟის პროექტი:
• განმარტებითი ბარათი;
• გეგმები, ფასადები, სპეციფიკაცია.
მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი
• მშენებლობის ორგანიზაციის პროექტის განმარტებითი ბარათი, რომელშიც
მოცემული იქნება ინფორმაცია ობიექტის მშენებლობის ხანგრძლივობის,
ენერგო, მატერიალურ და შრომით რესურსებზე. განმარტებით ბარათში
მოყვანილი იქნება აგრეთვე აუცილებელი უსაფრთხოების ტექნიკისა და
გარემოსდაცვითი ღონისძიებანი.
• ობიექტის მშენებლობის კალენდარული და ფინანსური გრაფიკი.
• რეაბილიტაციის ფარგლებში უნდა იყოს გათვალისწინებული ორენოვანი
(ქართული, ინგლისური) საინფორმაციო აბრის დამზადება/განთავსება.
ტექნიკური სპეციფიკაციები:
ცალკე უნდა დაერთოს პროექტს და უნდა მოიცავდეს სამშენებლო ტენდერში
მონაწილეთათვის /კონტრაქტორისათვის ზოგად მითითებებსა და
რეკომენდაციებს. ასევე, დეტალურ სპეციფიკაციებს (ყველა აუცილებელი
სტანდარტის მითითებით) გამოყენებული მასალებისა და
მოწყობილობა-დანადგარებისათვის, სამუშაოთა შესრულების/გამოცდის
მეთოდებისა და ხარისხის კონტროლისთვის.
ტექნიკური დავალების დანართების სახით მოცემულია:
დანართი 1 - საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის კედლის (გალავნის) და
ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო
დავალება;
დანართი 2 - საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის კედლის (გალავნის)
რესტავრაცია-რეაბილიტაციის საპროექტო დავალება.
საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის ფორმა
• დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს A-3 ფორმატის, ზამბარით აკინძული
ალბომის სახით:
- სათაური;
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელისა
და პროექტის ავტორ(ებ)ის ხელმოწერ(ებ)ით;
- ალბომის შემადგენლობა;
- პროექტის შემადგენლობა;
- შესაბამისი ტექსტუალური ნაწილ(ებ)ი, დადასტურებული შემსრულებლ(ებ)ის/
ავტორ(ებ)ის მიერ, A-4 ფორმატი;
- გრაფიკული ნაწილ(ებ)ი, შტამპით და ჩარჩოთი - A-3 ფორმატი (გამონაკლის
შემთხვევაში დასაშვებია განსხვავებული ფორმატის წარმოდგენა,
აკინძული A3 ფორმატის ზომაზე). ყველა ფურცელზე შტამპი უნდა იყოს
სათანადოდ შევსებული და დადასტურებული ხელმძღვანელის, პროექტის
ავტორის და შემსრულებლის ხელმოწერებით.
• ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა
წარმოდგენილი უნდა იყოს A-4 ფორმატის, ზამბარით აკინძული ალბომის
სახით:
- თავფურცელი (სათაური);
- სატიტულო ფურცელი, დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით, ხელმძღვანელის
და შემდგენელის ხელმოწერ(ებ)ით;
- განმარტებითი ბარათი;
- სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა დადასტურებული
შემდგენელის ხელმოწერით.
• შემსრულებლის მიერ საბოლოო პროდუქციის სახით, დამკვეთისათვის
წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტაციის მყარი ასლი - ალბომების სახით (4
ეგზ.) და ელექტრონულ ფორმატში (ვექტორული DDWG, DXF, PLN გაფართოების ფაილი - ArchiCad, Auto
CAD, პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით), ელექტრონულ ვერსიაში -
მეხსიერების ბარათზე.
2. მომსახურების გაწევის ვადები:
• საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში
შესვლიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის
ჩათვლით).
• მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული
პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, სრული
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზა; ექსპერტიზის
ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ შესრულებული პროექტის
შესაბამისად წარმოებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების
საავტორო ზედამხედველობის ღონისძიებები და საჭიროების შემთხვევაში
დამკვეთთან შეთანხმებით პროექტში შეიტანოს კორექტირებები.
• მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს
უხარისხოდ შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება
შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის
გარეშე.
• სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში, შესრულებული
სამუშაოების ხარისხისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის
შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს
სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგი, მიიღოს მონაწილეობა საპროექტო
გადაწყვეტათა დაზუსტებაში, საჭიროების შემთხვევაში მუშა
დოკუმენტაციის, სამშენებლო მოცულობების და კონტრაქტის სხვა
შესაბამისი ცვლილებების მომზადება-შეთანხმებაში, ასევე ტექნიკური
დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში.