Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #70654819)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Union of Airports of Georgia"
Номер конкурса: 70654819
Дата публикации: 10-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260002259
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.02.2026 16:21
Начало приема предложения 20.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 23.02.2026 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 24.41 GEL
Контрактная цена объекта закупки 440`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
  • 55510000 - Столовая
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 0.40 GEL
Размер гарантии 4`400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar baghdavadze :: 03.02.2026 11:03
  • Последнее исправление: levani abashidze :: 10.02.2026 16:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670912&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯში მგზავრების კვებითი მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

VIP ლაუნჯის საკვები/სასმელი პროდუქციის/მომსახურების შესყიდვის დეტალები:

საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ადგილი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის VIP დარბაზში, კვებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას კვების მიწოდება ფურშეტის ტიპის თვითმომსახურებით.

მომსახურების მოთხოვნები:
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა სახეობის საკვები და სასმელი პროდუქციის განთავსება ფურშეტის ტიპის თვითმომსახურებით ლაუნჯის შენობის 3 წერტილზე. პროდუქციის განლაგება უნდა მოხდეს შემდეგნაირად:
• ლაუნჯის პირველ სართულზე საკვები და სასმელი პროდუქციის ასორტიმენტის სახით (როგორც ცივი და ცხელი სასმელები, ასევე სხვადასხვა ტიპის ალკოჰოლური სასმელები).
• ლაუნჯის მეორე სართულის 2 წერტილზე, მხოლოდ ცივი/ცხელი სასმელი პროდუქცია (მათ შორის ალკოჰოლი) და მისაყოლებელი სნექების სახით.
• მიმწოდებელმა პროდუქციასთან ერთად უნდა უზრუნველყოს კვების მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს პროდუქციის მიწოდების და მასთან დაკავშირებული სერვისების გარდა, ობიექტის დროულად მოწესრიგებას. სტუმრების მიერ გამოყენებული ჭურჭლის, საკვების ნარჩენების, ხელსახოცებისა თუ სხვა ნივთების დროულად აღებას/განლაგებას.
• ლაუნჯის მოცულობიდან და ტევადობიდან გამომდინარე მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად 70 ადამიანზე გათვლილი საკვები/სასმელი პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დღე-ღამის განმავლოვაში შესაბამისი რაოდენობის ადამიანისთვის კვების/სასმელი პროდუქციის და მასთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფა, თუმცა მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ამ რაოდენობის გაზრდა შემსყიდველის წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე სტუმრების რაოდენობის გათვალისწინებით.
• კვებით უზრუნველყოფა უნდა მოხდეს იმ რაოდენობის ადამიანებზე, რა რაოდენობის ადამიანიც იმ მომენტში სარგებლებს აეროპორტის ლაუნჯით. შესაბამისად, მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს ყველანაირი რესურსი და მზაობა რომ ოპერატიულად მოახდინოს შეცვლილ გარემოებებზე ადაპტირება.
• ლაუნჯის მოსარგებლე ადამიანების საორიენტაციო ოდენობის განსასაზღვრად კომპანიას გადაეგზავნება აეროპორტის რეისების განრიგი და აეროპორტში მოსალოდნელი მგზავრების ოდენობა ყოველ მომდევნო 3 თვეზე, ხოლო ყოველი თვის ბოლო კვირას უფრო დაზუსტებული რეისები და მგზავრთნაკადის ოდენობა მომდევნო თვეზე.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს როგორც შემსყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვული რაოდენობის ადამიანზე გათვლილი საკვები და სასმელი პროდუქციის მიწოდება, ასევე შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლების მობილიზება კვებასთან დაკავშირებული მომსახურების უწყვეტ რეჟიმში გაწევის მიზნით.
• პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ მისივე ხარჯებით (ტრანსპორტირება, შენობის შესაბამის სართულზე ატანა და სხვ.)
• მიმწოდებლის წარმომადგენლები, რომლებიც გაუწევენ მომსახურებას ობიექტს უნდა იყვნენ ვიზუალურად მოწესრიგებული, უნდა ეცვათ შესაბამისი უნიფორმა (შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით) და ჰქონდეთ საიდენტიფიკაციო ნიშანი (სახელის მითითებით).
• მიმწოდებელი ვალდებულია საკვების მიწოდებისა და შემსყიდველის მიერ ამავე საკვების მოხმარების შემდეგ დროულად დაალაგოს მიწოდების ადგილი და გაიტანოს ნარჩენები. მიმწოდებელი ვალდებულია მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში შეინარჩუნოს ლაუნჯის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა ის ინვენტარი, რომელიც კვების მიწოდებასთან კავშირშია. რაც გულისხმობს მაგიდებისა და განთავსების ლოკაციის დასუფთავსებას და მის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნებას.
• შემსყიდველი უფლებას იტოვებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ინსპექტირება თუ რამდენად სრულდება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნები. შემსყიდველი უფლებამოსილია წარადგინოს არგუმენტირებული შენიშვნები და განუსაზღვროს მიმწოდებელს ხარვეზების აღმოსაფხვრელი დრო. აღნიშნული ვადები და სანქციები დარეგულირდება მიმაგრებული ხელშეკრულების ფარგლებში.
• მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს PL დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში
• მიმწოდებელს მომსახურების გაწევა შეეძლება ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ფართებში, უფრო კონკრეტულად:
• 9 კვადრატული მცირე ზომის ფართი შიდა სამუშაოებისთვის ,ფართი მიმწოდებელს გადაეცემა გარემონტებულ მდგომარეობაში.
• მომხმარებლების მომსახურებისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცეები ორ სართულზე.

სივრცეების ნახაზები, ობიექტის რენდერები და სივრცეების განლაგება (ორივე სართულის) მიმაგრებულია პროექტზე. მათ შორის მონიშნულია 9 კვადრატული ზომის დამხმარე სივრცეც.

• მიმწოდებელმა ლაუნჯის ფართში ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო ინვენტარი, რაც გულისხმობს როგორც პროდუქციის მომზადებისთვის საჭირო სამზარეულოს ინვენტარს დანადგარებს, ასევე კვების მომსახურების სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინვენტარს მათ შორის ყავის აპარატებს. ლაუნჯის მომხმარებლებისთვის პროდუქციის ფურშეტის ტიპის განლაგებით შეთავაზება უნდა მოხდეს შესაბამისი კონტეინერებითა და ამ სფეროში მიღებული არაერთჯერადი ინვენტარით. მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილ სერვირების ნაწილში გამოყენებული უნდა იყოს ვიზუალურად კარგი, გარეგანი დაზიენებების გარეშე. ამასთან გამოყენებული ჭურჭელი უნდა აკმაყოფილებდეს ეროპორტის საავიაციო უშიშროების ნორმებს, რაც სპეციალურ დანა-ჩანგლის მოხმარებას გულისხმობს.
ინვენტარის ჩამონათვალი, რომელიც მიმწოდებელს დახვდება აღნიშნულ სივრცეში იხილეთ დანართ N3-ში.
• ინვენტარის საორიენტაციო ჩამონათვალი, რომელიც მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: თვითმომსახურების ყავის აპარატები , კვებისთვის განკუთვნილი არაერთჯერადი ჭურჭელი და დანა-ჩანგალი (აეროპორტების სტანდარტის გათვალისწინებით, სტუმრების რაოდენობის შესაბამისად უზრუნველსაყოფად)
• მიმწოდებელი იქნება პასუხისმგებელი ლაუნჯის ტერიტორიაზე განთავსებულ ინვენტარზე, რომელსაც ის სერვისების მოსაწოდებლად გამოიყენებს, რაც აღნიშნული ინვენტარის მოვლა-პატრონობას გულისხმობს. მათ შორის დამხმარე 9 კვადრატულ ფართში განთავსებულ სამზარეულოს ინვენტარზე. ინვენტარის მოვლა პატრონობისას გამოყენებული უნდა იყოს ინვენტარის შესაბამისი ხსნარ-ქიმიკატები.
• ობიექტში შემოსული ადამიანებისთვის ყველა სახის კვებისა და სასმელების მიწოდება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ.
• შემსყიდველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს ყოველი კალენდარული დღისთვის მინიმუმ (გარანტირებული) 90 მგზავრის შესაბამის თანხას, ხოლო 90 მგზავრზე მეტი ოდენობის შემთხვევაში, ყოველთვიური ანგარიშსწორება განხორციელდება დღიურად გარანტირებული 90 მგზავრის ზემოთ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველდღიური ვიზიტორების აღრიცხვაზე პასუხისმგებელია შემსყიდველი, ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვინეს 15 რიცხვისა, ქუთაისის აეროპორტი შემსყიდველს წარუდგენს თვის ჭრილში ფაქტობრივად მოსარგებლეთა რაოდენობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი,ანგარიშსწორება კი განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
• მიმწოდებელმა რეისების განრიგის შესაბამისად უნდა უზრუნველყოს კვებისა და სასმელების (და მასთან დაკავშირებული სერვისების) მიწოდება მენიუს გათვალისწინებით (ნარათი N4) რომელიც მუდმივად უნდა იყოს მზავრისთვის ხელმისაწვდომი.
შენიშვნა: კონკრეტული ბრენდები შემსყიდველთან შეთანხმებით.
საკვებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები:
• საკვები/სასმელი პროდუქციის ლაუნჯის მომხმარებლებისთვის შეთავაზება უნდა მოხდეს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ფურშეტის ტიპის სერვირებით.
• სერვისებისთვის განთავსებული ყველა კერძის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს იმ მომენტში ლაუნჯით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობას, შესაბამისად კერძების რაოდენობის დაგეგმვა და მისი დროული შევსება უნდა მოხდეს აეროპორტში რეისების განრიგისა და ლაუნჯით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით.
• საკვები პროდუქცია უნდა იყოს ახალი მომზადებული. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი კერძების დამზადება ახალი მაღალხარისხიანი ჯანსაღი პროდუქტებისაგან;
• საკვების გემოვნური თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
• კვების პროდუქტები თავისი გემოვნური თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველის მხრიდან რეაგირება მოხდე ხელშეკრულებით დარეგულირებული წესის შესაბამისად.
• კერძებისა და სასმელების განთავსება/მიწოდება უნდა მოხდეს შესაბამისი ტემპერატურით და პრეზენტირებული ვიზუალით, რომელიც წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
• საკვების მომზადების, ტრანსპორტირებისა და მიწოდების პროცესების დროს მიმწოდებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები, რაც გულისხმობს არამხოლოდ ლაუნჯის ტერიტორიაზე განთავსებული დამხმარე ფართის ფარგლებში ნორმების დაცვას, არამედ ყველა იმ ლოკაციაზე რომელიც კავშირშია კვების პროდუქციის მიწოდების ჯაჭვთან იმ შემთხვევაშიც კი თუ ის ხდება აეროპორტის ტერიტორიის გარეთ. აღნიშნული არ ეხება ისეთ პროდუქტების წარმოებას, რომელიც ხდება სხვა კომპანიის მიერ.
• იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი პროდუქციის მიწოდების ჯაჭვში პროდუქციას ამზადებს ლაუნჯის დამხმარე ფართის გარეთ, როგორც აეროპორტის ტერიტორიაზე, ასევე აეროპორტის ტერიტორიის გარეთ, მან წინასწარ უნდა აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული ფართის წინასწარი დათვალიერება. აღნიშნული ფართის ცვლილების განხორციელება უნდა მოხდეს შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებით.
• სანიტარული ნორმების დასაცავად მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას რომ მიწოდების ჯაჭვში ჩართულ ობიექტებში ჩაატაროს როგორც გეგმიური ასევე არაგეგმიური სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები და საჭიროებისამებრ არაგეგმიური სადეზინფექციური სამუშაოები. მიმწოდებელი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია ჩატარებული აღნიშნული სამუშაოების შესახებ და შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული დასკვნები (არანაკლებ 3 თვეში ერთხელ) და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს შემსყიდველს.
• შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს კვების ორგანიზების, გემოვნური თვისებებისა და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი და არგუმენტირებულად მოითხოვოს შესაბამისი რეაგირება ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში.
• ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს სურსათის ეროვნული სააგენტოს სერთიფიკატი, რომელიც როგორც ლაუნჯში მდებარე დამხმარე ფართის და პროდუქციის მოწოდების ჯაჭვში თავის მენეჯმენტში არსებული ფართების ლოკაციებსაც გულისხმობს.
• სატენდერო მოთხოვნების შესაბამისი კონკრეტული მენიუ წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მენიუში ცვლილება უნდა შევიდეს კერძების შემთხვევაში 3 თვეში ერთხელ, რომელიც ასევე წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მიმწოდებლის მიერ კვების მენიუში დაუშვებელია ცვლილებების შეტანა შემსყიდველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე.
• გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოახდინოს მენიუს დეგუსტაცია ოპერირების დაწყებამდე, რომლის დროსაც შეფასდება, როგორც საკვებისა და სასმლის ხარისხი და გემოვნური თვისებები, ასევე მისი პრეზენტაბელურობა, რომელიც არამხოლოდ საკვები, სასმელი პროდუქციის არამედ მისი სერვირებისთვის გამოყენებული პროდუქციის ვიზუალურ და ხარისხობრივ მხარესაც გულისხმობს. მიმოწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის მიერ დეგუსტაციის შედეგად მირებული (არსებობის შემთხვევაში) რეკომენდაციები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა ოპერირება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 კვირის ვადაში და მომსახურება უნდა განახორციელოს ოპერირების დაწყებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ყოველდღიურად 24/7.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯ სივრცე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 წლიანი უწყვეტი კვების/სარესტორნო მომსახურების გაწევის გამოცდილება საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე (ბოლო 5 წლის განმავლობაში ).

პრეტენდენტმა გამოცდილების დასტურად, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსხურების გაწევის დამადასტურებელი წერილი/ცნობა თუ სხვა დოკუმენტაცია). იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად ატვირთულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://tenders.procurement.gov.ge/), საკმარისია მხოლოდ მითითება შესაბამის რეგისტრაციის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს კვების ფუნქციონირებისათვის საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მომსახურების გასაწევად საჭირო შესაბამისი ინვენტარი, რაც გულისხმობს როგორც პროდუქციის მომზადებისთვის საჭირო სამზარეულოს ინვენტარს დანადგარებს, ასევე კვების მომსახურების სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინვენტარს მათ შორის, ყავის აპარატები, კვებისთვის განკუთვნილი არაერთჯერადი ჭურჭელი და დანა-ჩანგალი (აეროპორტების სტანდარტის გათვალისწინებით ) (აღნიშნული რაოდენობის ადამიანებზე გათვლილი).
ამასთან გამოყენებული ჭურჭელი უნდა აკმაყოფილებდეს ეროპორტის საავიაციო უშიშროების ნორმებს, რაც სპეციალურ დანა-ჩანგლის მოხმარებას გულისხმობს.

შენიშვნა: ინვენტარის ჩამონათვალი, რომელიც მიმწოდებელს დახვდება აღნიშნულ ფართში, წარმოდგენილია დანართი N3-ის სახით.
პრეტენდენტი იქნება პასუხისმგებელი ლაუნჯის ტერიტორიაზე განთავსებულ ინვენტარზე, რომელსაც ის სერვისების მოსაწოდებლად გამოიყენებს, რაც აღნიშნული ინვენტარის მოვლა-პატრონობას გულისხმობს. მათ შორის დამხმარე 9 კვადრატულ ფართში განთავსებულ სამზარეულოს ინვენტარზე. ინვენტარის მოვლა-პატრონობისას გამოყენებული უნდა იყოს ინვენტარის შესაბამისი ხსნარ-ქიმიკატები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. კომპანიის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის მიერ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის/მოწვევის ბრძანება;
2. შრომის ინსპექციაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი.

2.9 other additional requirements

ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და რელევანტური ნორმატიული აქტების (მათ შორის ტექნიკური რეგლამენტების) შესაბამისად შედგენილი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული სამაშველო გეგმა;

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის 01-15/ნ ბრძანების შესაბამისად შედგენილი სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაო პროცესში გამოვლენილი საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკის შეფასების დოკუმენტი;

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შემუშავებული თანამიმდევრული პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საწარმოო გარემოსა და სამუშაო პროცესის თავისებურებებს;

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მანქანა დანადგარების, სამუშაო ტექნიკისა და სამუშაო აღჭურვილობის შემოწმებისა და უსაფრთხო გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტაცია".

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ით ან მეტით არის დაბალი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საშემფასებლო ან აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ფასით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.3 სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

4.1.1.4 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების განხორციელების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოიყენება უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ტენდერში გამოიყენება უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

„მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული „მიღება–ჩაბარების“ აქტი და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან (არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ბაღდავაძე, 555585908, t.bagdavadze@airports.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
• ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
• სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციურად, ელექტრონული ხელმოწერით.
• პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
• სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით (დღგ-ს გა

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru