Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #70629916)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N(N)LP Zugdidi municipality "Accomplishment management center
Номер конкурса: 70629916
Дата публикации: 09-02-2026
Сумма контракта: 78 515


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260002116
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.02.2026 16:35
Начало приема предложения 15.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 17.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 78`515.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34113000 - Автомобили с полным приводом
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: III კლასის მაღალი გამავლობის 1 ერთეული მსუბუქი ავტომობილი
Количество и объём закупок 1 (ერთი) ერთეული
Шаг снижения цены 785.00 GEL
Размер гарантии 785 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eka gerantia :: 22.01.2026 13:07
  • Последнее исправление: eka gerantia :: 09.02.2026 16:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=668163&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1. შესყიდვის ობიექტს წარმნოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვალის N121 დადგენილებით განსაზღვრული 1 (ერთი) ერთეული III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის _ ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (აღწერილობა) ასახულია თანდართულ დოკუმენტში (იხ. მიბმული ფაილი _ დანართი №1).

1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2024 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის შემსყიდველზე გადაფორმება.

1.2.3. შესასყიდი სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მუქი ნაცრისფერი ან მუქი რუხი.

1.2.4. პრეტენდენტი ვალდებულია დანართ N2-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.

1.2.5. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 100 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: - 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.

1.2.6. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (წვის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართ N2-ში, ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N2-ში დაამატოს/ამოაკლოს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.2.8. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.

1.2.9. ამ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.8 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N2-ით განსაზღვრულ ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მიწოდება განახორციელოს ქ. ზუგდიდში.

2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა.) გაწევა უნდა განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უახლოეს სერვის ცენტრში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ხოლო სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური), მიმწოდებელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება შეაკეთოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ სერვის ცენტრში, საჭიროების შესაბამისად. საგარანტიო შემთხვევაში სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.

4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, სამუშაო საათები და ა.შ.) შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის შესახებ.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

2) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.

3) საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

4) თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს №2 დანართით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

5) თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის _ მწარმოებელი ქვეყნისა და მარკა/მოდელის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ფასების ცხრილის (იხ. 1.3 პუნქტი; დანართი №2) სახით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი N2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის და მოდელის შესახებ.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყნას, მწარმოებელს, ავტომანქანის მარკას ან/და მოდელს დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის და მოდელის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ მწარმოებელი ქვეყნის,მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის ან/და მოდელის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის,მწარმოებლის, ავტომანქანის მარკის ან/და მოდელის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

3. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს მომსახურების გაწევისათვის საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული, საკუთრებაში ან სარგებლობის ნებისმიერი ფორმით (იჯარა, თხოვება, ქირა და ა.შ.) მოქმედი სერვის-ცენტრი, პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. პრეტენდენტის მიერ დანართი N1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)). აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დანართი N1;
ბ) დანართი N2;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ოფიციალური დილერობის შესახებ;
ე) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.2. პუნქტით მოთხოვნილი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ;
ვ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.4. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია იმ სერვის ცენტრების შესახებ, სადაც განხორციელდება საგარანტიო სერვისის მიწოდება (თბილისი; ქუთაისი; ბათუმი ან ქობულეთი).
ზ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).
თ) მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცი

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობის გათვალისწინებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის და მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკა გერანტია, 591904149, ketilmotskoba.zug@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ელექტრონულად დამოწმებული. (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იყოს მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე):
7.1 თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), წარმოდგენილი იქნება განუფასებლად.
7.2 თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლისა და მოდელის შესახებ ინფორმაცია. მითითებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან შემდგომში შეცვლა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru