პროფესიული გადამზადების სავარაუდო მიმართულებებია:
1. კულინარია
2. კონდიტერია
3. ელექტოობა
4. მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი
5. ამწის ოპერატორი
6. სამზარეულოს სტანდარტული ოპერაციები და მართვის პრინციპები
7. კვებისა და სასმელების სტანდარტული ოპერაციები და მართვის
პრინციპები
საბოლოო პროფესიული მიმართულებები და პოზიციები დაზუსტდება
კონკურსის შედეგების ანალიზის საფუძველზე. ჯგუფი შეიქმნება არანაკლებ
3 მოსარგებლის არსებობისას. ჯგუფში მოსარგებლეთა მაქსიმალური
რაოდენობა 7. შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა კონკრეტული
ჯგუფის შემთხვევაში შეიცვალოს მოსარგებლეთა დასაშვები მინიმალური
ან/და მაქსიმალური რაოდენობა.
მიმწოდებელი ვალდებულია:
1. უზრუნველყოს მოსარგებლეთა შერჩევა სააგენტოსთან ერთად (პრაქტიკული
გამოცდის ორგანიზება). პროფესიის მიხედვით გამოყოს
ინსტრუქტორი/პედაგოგი, ვინც განსაზღვრავს და შეაფასებს პრეტენდენტთა
პრაქტიკულ უნარებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით
გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან მიმართებაში. პრაქტიკული
გამოცდის შედეგი, პროფესიის მიხედვით ინსტრუქტორი/პედაგოგის
ხელმოწერით დამოწმებული უნდა მიეწოდოს შემსყიდველს გამოცდის
დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი დღის ვადაში. საგანმანათლებლო
პროგრამის შემუშავებამდე, განახორციელოს შერჩეულ მოსარგებლეთა
პრაქტიკული გამოცდის შედეგების პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთნ შესაბამისობის
ანალიზი.
2. სასწავლო პროცესის ორგანიზებამდე წარმოადგინოს პროფესიების
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები.
2.1. პროგრამა უნდა შემუშავდეს პრაქტიკული გამოცდის შედეგების ანალიზის
საფუძველზე (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ
შედეგებთან მიმართებაში, პროგრამის მოსარგებლეთა პრაქტიკული
უნარების მისაღწევი და/ან გასაუმჯობესებელი ცოდნის დონის მიხედვით).
2.2. კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, შედუღება, ელექტროობა, მძიმე
სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის საგანმანათლებლო პროგრამა უნდა
მოიცავდეს პროფესიულ კურსს, ხოლო სამზარეულოს სტანდარტული ოპერაციები
და მართვის პრინციპები და კვებისა და სასმელების სტანდარტული
ოპერაციები და მართვის პრინციპები უნდა მოიცავდეს როგორც პროფესიულ
კურსს, ასევე შესაბამის დეპარტამენტში სამუშაო სპეციფიკას და
თავისებურებებს, მართვის ზოგად პრინციპებს. სასწავლო კურსი უნდა
შეადგენდეს არანაკლებ 120 საათს.
2.3. სამზარეულოს სტანდარტული ოპერაციები და მართვის პრინციპების
ტრენინგ კურსი განკუთვნილია იმ მზარეულებისათვის, ვისაც სურს
გადამზადება და კარიერული წინსვლა საშუალო რგოლის მენეჯერულ
პოზიციებზე ან მოქმედი მზარეულებისათვის, რომლებიც გეგმავენ კარიერულ
წინსვლას Sous Chef, Kitchen Supervisor ან Chef de Partie-ის პოზიციებზე.
2.4. კვებისა და სასმელების სტანდარტული ოპერაციები და მართვის
პრინციპების ტრენინგ კურსი განკუთვნილია კვებისა და სასმელების
სფეროს პროფესიონალებისთვის (მიმტანი, ბარმენი, ჰოსტესი და სხვა),
რომლებსაც სურთ გადამზადება და კარიერული წინსვლა საშუალო რგოლის
მენეჯერულ პოზიციებზე.
3. სამზარეულოს სტანდარტული ოპერაციები და მართვის პრინციპების და
კვებისა და სასმელების სტანდარტული ოპერაციები და მართვის
პრინციპების ტრენინგ კურსი, შემსყიდველთან შეთანხმებით, შესაძლოა
განხორციელდეს ნაწილობრივ , როგორც სასწავლო, იმიტირებულ ან/და სამუშაო
გარემოში, ასევე ონლაინ (სინქრონული) სწავლების გზით.
4. წარმოადგინოს ბრძანებები: სწავლის დაწყებისა და ჯგუფების
დაკომპლექტების შესახებ მსმენელის გარიცხვის შესახებ; სწავლის
დასრულების შესახებ და სხვა.
5. უზრუნველყოს სასწავლო პროცესის ორგანიზება მაღალსაგანმანათლებლო
დონეზე, მატერიალურ ტექნიკური ბაზით და უსაფრთხოების სრული დაცვით.
საჭიროებისამებრ მოსარგებლე უზრუნველყოს სწავლებისათვის აუცილებელი
ინვენტარითა (მაგ.: შრომითი ინსტრუმენტები, მასალები, სიმულატორები და
ა.შ.) და სპეციალური ტანსაცმელით.
6. უზრუნველყოს სააგენტოს ინფორმირებულობა მოსარგებლის მიერ
ქვეპროგრამით განსაზღვრული სასწავლო საათების 20% და მეტი გაცდენის
შესახებ; 25% და მეტის, გაცდენის შემთხვევაში სააგენტოსთან შეთანხმებით
შეუწყვიტოს მოსარგებლეს სტატუსი.
7. უზრუნველყოს მოსარგებლე პირები, საჭიროებისამებრ ტრანსპორტით.
7.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სწავლებისას:
• ხელვაჩაური – ბათუმი – ქობულეთი (მიყვანა);
• ქობულეთი – ბათუმი – ხელვაჩაური (წამოყვანა).
7.2. ბათუმის მუნიციპალიტეტში სწავლებისას:
• ქობულეთი – ბათუმი (მიყვანა);
• ბათუმი – ქობულეთი (წამოყვანა).
8. ქვეპროგრამის მიმდინარეობისას იხელმძღვანელოს 100 ქულიანი
შეფასებით.
9. წარმოადგინოს სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ საბოლოო
ანგარიში. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად საბოო შეფასების
გამოცდაზე უზრუნველყოს სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის ან/და მოწვეული
პირების დასწრება.
10. სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს
მოსარგებლეთა მიერ კმაყოფილების კითხვარის შევსება (კითხვარი
შემუშავდება შემსყიდველის მიერ).
11. სრული სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს
მოსარგებლეებისათვის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის
გადაცემა:
სერთიფიკატი უნდა შეიცავდეს:
სარეგისტრაციო ნომერს
მოსარგებლის სახელ-გვარს
დამკვეთისა და მიმწოდებლის დასახელებას
პროგრამის დასახელებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადამზადება
საბოლოო შეფასებას
თანდართულ დანართს, რომელშიც უნდა იყოს მითითებული:
სარეგისტრაციო ნომერი, მოსარგებლის სახელ-გვარი და პირადი ნომერი,
სასწავლო პროგრამის შეფასება, რა იცის კურსდამთავრებულმა.
სერთიფიკატს ძალა აქვს მხოლოდ თანდართულ დანართთან ერთად.
სერთიფიკატის დიზაინის შეთანხმება უნდა მოხდეს დასაქმების
სააგენტოსთან.
სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სერთიფიკატის ფორმაში
შევიდეს ცვლილება.
12. ქვეპროგრამის მოსარგებლე შესაბამის სერტიფიკატს აიღებს სწავლების
სრული კურსის გავლისა და საბოლოო გამოცდის ჩაბარების შემდგომ 51 და მეტი
ქულის დაგროვების შემთხვევაში.
13. სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ უზრუნველყოს დაჯილდოების
(სერტიფიკატების გადაცემის) ცერემონიალის
ორგანიზება/განხორციელება.
14. სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ, ერთი თვის ვადაში
უზრუნველყოს კომპონენტის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და
ანალიტიკური შეფასების წარმოდგენა სააგენტოსთვის.
ანგარიშის ფორმები და კითხვარები მიმწოდებელს მიეწოდება
შემსყიდველის მიერ.
ქვეპროგრამის ხანგრძლივობის ვადაა ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან
2026 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.
ძირითადი სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელმა
აღნიშნულის შესახებ უნდა აცნობოს შემსყიდველს და წარუდგინოს
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ძირითადი სპეციალისტ(ებ)ის შეცვლა დასაშვებია არანაკლებ იმავე
კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტით.