1. 1100 ლიტრიანი პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერები:
1. სიგრძე: 1370±10 მმ EN 840- ის შესაბამისად
2. სიმაღლე: 1350-1450 მმ
3. სიგანე: 1000 – 1100 მმ
4. ცარიელის წონა: არანაკლებ 47 კგ
5. მაქსიმალური ტვირთამწეობა: არანაკლებ 440კგ
6. ბორბლების დიამეტრი: 180-200 მმ. წინა მხარეს განთავსებულ 2 ბორბალს უნდა
გააჩნდეს ორმაგი სამუხრუჭე სისტემა. პედალზე ფეხის დაჭერით უნდა
იბლოკებოდეს როგორც ბორბალი, ასევე მოტრიალების გორგოლაჭიც.
7. სახურავის ტიპი: ბრტყელი.
8. გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი მასალა: HDPE ( მაღალი სიმკრივის
პოლიეთილენი), რომელიც მდგრადია მაღალი და დაბალი ატმოსფერული
ტემპერატურის, ქიმიური და ბიოლოგიური ზემოქმედების მიმართ. არ უნდა
შეიცავდეს კადმიუმს.
9. კონტეინერი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის მოთხოვნებს EN 840 და RAL-GZ 951/1
სტანდარტების შესაბამისად.
10. კონტეინერზე დატანილი უნდა იყოს მოთხოვნილი სტანდარტების
მარკირება.
11. კონტეინერს ე.წ. „DIN“ მიმღების ქვედა ნაწილში უნდა გააჩნდეს ფიჭური
სტრუქტურა, კონტეინერის დამატებითი სიმტკიცისათვის.
12. კონტეინერს წინა მხარეს სავალდებულოა ჰქონდეს სავარცხლისებური
ჩასავლები სარტყელი, რომლის მეშვეობითაც მოხდება მისი აწევა და დაცლა
სპეციალური ავტომანქანის მიერ.
13. კონტეინერს სახურავზე უნდა ახლდეს ერთი ცალი დამატებითი ხუფი, მცირე
ზომის ნარჩენების განსათავსებლად თავსახურის წინა (ფასადის) მხარეს.
დამატებითი ხუფი უნდა იყოს განთავსებული კონტეინერის მთლიან
სიგრძზე.
14. დამატებით ხუფს უნდა გააჩნდეს სახელური.
15. ძირითად სახურავს და დამატებით ხუფს უნდა გააჩნდეს მიმმართველი
ფირფიტები ორივე გვერდიდან, სწორი დახურვისა და დეფორმაციის თავიდან
აცილების მიზნით.
16. კონტეინერს გვერდებზე უნდა გააჩნდეს 4 ცალი მოხსნადი (შეცვლადი)
სახელურები და სტანდარტული ნაგავმზიდის დამცლელ სისტემასთან
თავსებადი ყურები, რომლებიც განთავსებულია მიწის ზედაპირიდან 1000-1100 მმ
სიმაღლეზე. „ყურები“ შიგნიდან გამაგრებული უნდა იყოს შესაბამისი ზომის
მეტალის ღერძით.
17. კონტეინერს წინა და უკანა კედელზე უნდა გააჩნდეს სიხისტის
ჩაღრმავებები, დეფორმაციის თავიდან აცილების მიზნით.
18. მეტალის ყველა დეტალი დამზადებული უნდა იყოს კოროზია გამძლე
მეტალისგან. კოროზიისადმი მდგრადობა განპირობებული უნდა იყოს ცხლად
მოთუთიების ტექნოლოგიით.
19. კონტეინერი უნდა მოერგოს სტანდარტულ ნაგავმზიდ
სპეც-ავტომანქანებს.
20. კონტეინერზე ქარხნული წესით უნდა იყოს დატანილი ნუმერაცია, ორი
ამრეკლი წინა მხარეს ორივე კუთხეზე და აგრეთვე თერმულად უნდა იქნას
დატანილი საინფორმაციო სტიკერები.
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები დაზუსტებას არ
საჭიროებს და პრეტენდენტის მიერ შესაძლებელია ტექნიკური
მახასიათებლები წარმოდგენილი იყოს: "არანაკლებ"-ის, "არაუმეტეს"-ის , "±%"-ის,
ან-ის და დიაპაზონის გათვალისწინებით.
1100 ლ კონტეინერის სერთიფიკატები:
• 1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს EN 840 და RAL-GZ 951/1 სტანდარტით
გათვალისწინებული ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის
დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი/დოკუმენტი, რომელიც გაცემული
იქნება უფლებამოსილი (აკრედიტირებული) ორგანოს მიერ მწარმოებელზე და
დაადასტურებს შესასყიდი კონტეინერის შესაბამისობას
მოთხოვნილ/ზემოაღნიშნულ სტანდარტებთან.ასევე, სერთიფიკატებში
იდენტიფიცირება უნდა დგინდებოდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის
მოდელის ან/და ყალიბის ნომრების.
2. სერთიფიკატებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას სერთიფიკატის
გამცემი პირის DIN EN ISO/IEC 17025 აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
შესაბამისი დანართით
2. 1100 ლიტრიანი ლითონის ნაგავშემკრები კონტეინერები.
1. სიგრძე: 1370±10 მმ EN 840- ის შესაბამისად;
2. სიმაღლე: 1320-1500 მმ;
3. სიგანე: 950 – 1250 მმ;
4. კოროზიამედეგობის მიზნით, კონტეინერის ლითონის ზედაპირი (შიდა და
გარე ზედაპირი) დამუშავებული უნდა იყოს ცხლად მოთუთიების ტექნოლოგიით EN
ISO 1461 სტანდარტის შესაბამისად;
5. კონტეინერი დამზადებულია EN840 სტანდარტით გათვალისწინებული
მოთხოვნების შესაბამისად;
6. კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს ცივი ტექნოლოგიით,
მაღალხარისხიანი დაპრესილი მეტალისგან EN 10204:
7. ფოლადის სისქე, რომლისგანაც წარმოებულია კონტეინერი უნდა იყოს:
კორპუსი ოთხივე მხარეს არანაკლებ 1.25 მმ, ძირი არანაკლებ 1.5 მმ, კუთხის
გამაგრებები არანაკლებ 2მმ ფოლადისგან.
8. კონტეინერს მდგრადობისთვის ზედაპირზე უნდა გააჩნდეს სიხისტის
ჩაღრმავებები;
9. კონტეინერის ქვედა მხარე/ძირი უნდა იყოს წარმოებული ღრმად დაპრესილი
ერთიანი ნაწილისგან, შედუღების გარეშე;
10. ქვედა ნაწილი/ძირი კონტეინერის კორპუსთან უნდა იყოს შედუღებული
უწყვეტი ხაზით. შედუღების ხაზი უნდა იწყებოდეს კონტეინერის ქვედა
ნაწილიდან/ძირიდან მინიმუმ 45 მმ-ის სიმაღლეზე;
11. კონტეინერი უნდა იყოს სრული და უწყვეტი ხაზით შედუღებული
(სერტიფიცირებული შემდუღებლის მიერ). შემდუღებლის კვალიფიკაცია EN ISO 9606-1
სტანდარტის შესაბამისად;
12. კონტეინერს გვერდებზე უნდა გააჩნდეს სტანდარტული ნაგავმზიდის
დამცლელ სისტემასთან თავსებადი ყურები, რომლებიც განთავსებულია მიწის
ზედაპირიდან 1000-1100 მმ სიმაღლეზე;
13. კონტეინერის ძირი აღჭურვილი უნდა იყოს საწრეტი ხვრელის (არანაკლებ 40
მმ) დამხშობი საცობით;
14. კონტეინერი აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 4 სახელურით;
15. უნდა გააჩნდეს ღერძის გარშემო, საკისარზე თავისუფლად მბრუნავი
მეტალის გულიანი რეზინის 4 ცალი გორგოლაჭი, აქედან ორი მუხრუჭიანი -
დიამეტრით 200 მმ;
16. კონტეინერის თავსახური უნდა იყოს პლასტმასის, დამზადებული როტაციული
მეთოდით, მინიმუმ ერთი სახელურით ადვილად შეცვლადი;
17. კონტეინერი უპრობლემოდ უნდა იცლებოდეს სტანდარტული ნაგავმზიდების
მეშვეობით;
18. კონტეინერს უნდა ჰქონდეს ოთხი ამრეკლი (ოთხივე კუთხეზე);
19. კონტეინერი უნდა იყოს დანომრილი საღებავით შემსყიდველთან
შეთანხმებით
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები დაზუსტებას არ
საჭიროებს და პრეტენდენტის მიერ შესაძლებელია ტექნიკური
მახასიათებლები წარმოდგენილი იყოს: "არანაკლებ"-ის, "არაუმეტეს"-ის , "±%"-ის,
ან-ის და დიაპაზონის გათვალისწინებით.
1. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს
შემოთავაზებულ მწარმოებელზე/პროდუქტზე TUV, IQNET, SKZ, SGS ან სხვა
აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად
წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან მასერთიფიცირებლის (დასკვნის
გამცემი პირის) ვებ გვერდი, სადაც იქნება ინფორმაცია აკრედიტაციის
შესახებ) მიერ გაცემული ძალაში მყოფი სერტიფიკატები:
• EN 840-2; EN 840-5 და EN 840-6;
• EN ISO 9606-1;
• EN ISO 3834;
• ISO 14001;
• ISO 9001.
2. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს
შემოთავაზებულ მწარმოებელზე/პროდუქტზე ძალაში მყოფი
სერტიფიკატები/დოკუმენტები:
• EN ISO 1461, გაცემული მაგალვანიზირებელი ქარხნის მიერ, რომელსაც უნდა
გააჩნდეს მოქმედი ISO 9001 სერტიფიკატი, აღნიშნულის წარმოდგენა ასევე
სავალდებულოა;
• EN 10204 გაცემული მეტალის მწარმოებელი ქარხნის მიერ, რომელსაც უნდა
გააჩნდეს ISO 9001 სერტიფიკატი, აღნიშნულის წარმოდგენა ასევე სავალდებულოა.