Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


პირადი ჰიგიენის საშუალებები (Грузия - Тендер #70566371)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
Номер конкурса: 70566371
Дата публикации: 06-02-2026
Сумма контракта: 350 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
Номер заявки NAT260002059
Статус закупки გამოცხადებულია
Закупщик
Дата объявления закупки 06.02.2026 19:54
Начало приема предложения 17.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.02.2026 13:30
Предполагаемая цена закупки 350`000.00 GEL
Заявка должна быть представлена დღგ-ს გათვალისწინებით
Категория закупки 33700000-პირადი ჰიგიენის საშუალებები
Коды классификатора
  • 33700000 - პირადი ჰიგიენის საშუალებები
  • 33764000 - ქაღალდის ხელსახოცები
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქაღალდის ხელსახოცის შესყიდვა

Purchase type: Electronic tender without auction (NAT)
Procuring entities: State Catering Service LLC
Tender announcement date: 06.02.2026
Bids accepted from: 17.02.2026 00:00
Deadline for bid submission: 20.02.2026 13:30
Financing: Funds for 2026 (year)
Estimated value of procurement: 350 000.00 GEL
Bid should be submitted: Including VAT
Classification code (CPV) and classification division number: 33764000 - Paper serviettes
Purchase quantity or volume: See attached tender documentation
Delivery time: See attached tender documentation
Offer price reduction step: 1`400.00 GEL
The amount of the guarantee: 3 500 GEL
The guarantee period: 160 Days.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`400.00 GEL
Размер гарантии 3`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ხატია რიგვავა :: 29.01.2026 12:31
  • Последнее исправление: სალომე ზარიძე :: 06.02.2026 19:54
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=669955&lang=ru

შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება

ქაღალდის ხელსახოცის შესყიდვა.

1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

1. ქაღალდის ხელსახოცი -ხელის წმენდისას ხელზე მიწებების თვისების გარეშე, 100% ცელულოზა. მინიმალური ზომები: (სიგრძე-სიგანე) არანაკლებ 22სმ. შეკვრა: 100 ცალიანი (± 2 ცალი), შეკვრის წონა არანაკლებ 90გრ (შეფუთვის გარეშე) - 700 000 შეკვრა;

შენიშვნა 1: აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა იმავდროულად ნიშნავს, რომ პრეტენდენტი თანახმაა სატენდერო დოკუმენტაციის საქონლის ტექნიკური სპეციფიკაციის მოთხოვნების სრულად დაცვით განახორციელოს საქონლის მოწოდება.
შენიშვნა 2: ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობა არის საორიენტაციო, შესაბამისად შემსყიდველი არ არის ვალდებული მოცემული რაოდენობები აითვისოს სრულად.

1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა

ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად თვეში არაუმეტეს 2 ჯერ, შეკვეთიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს დღის განმავლობაში არაუგვიანეს 17:00 სთ-ის.

1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"-ს საწყობები - დაბა ვაზიანის საწყობი ან/და ქ.ქუთაისში (თაბუკაშვილის ქ. N96)

1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ

„მიმწოდებელი“ მოსაწოდებელ საქონელზე უნდა ავრცელებს გარანტიას/შენახვის საქონლის ფაქტობრივად მიღებიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, შემდეგი პირობებით:

ა) საგარანტიო პირობები მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტი არ დაზიანდება რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედებით.
ბ) საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს ახლით, არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.
გ) „მიმწოდებელი“ საგარანტიო პირობებს არ ავრცელებს თუ საქონლის დაზიანება გამოწვეულია „შემსყიდველის“ მიერ დაუდევრობით ან გაუფრთხილებლობით.
დ) საგარანტიო პირობების შეუსრულებლობისთვის/არაჯეროვნად შესრულულებისთვის „შემსყიდველი“ უფლებამოსილია „მიმწოდებელს“ დაარიცხოს საურავი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე.
ე) „მიმწოდებლის“ მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ შესასრულებელი ვალდებულებისაგან.

ტექნიკური მოთხოვნები

2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი.


შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანასა და მწარმოებელს დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნისა ან/და მწარმოებლის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები

1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯის.
2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
3. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა იმავდროულად ნიშნავს, რომ პრეტენდენტი თანახმაა სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.5 მუხლების მოთხოვნების სრულად დაცვით განახორციელოს საქონლის მიწოდება.
4. ხელშეკრულბაში მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია შეიცვალოს საქონლის მიწოდების პირობები, თუ ასეთი ცვლილება არ აუარესებს შემსყიდველის მდგომარეობას.
5. მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი.

შესყიდვის ობიექტის ნიმუში ან/და ექსპერტიზის დასკვნა

3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ

ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი ვალდებულია შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ ოფისში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში, ერთი ცალი/შეკვრა.

ნიმუშ(ებ)ის წარმოუდგენლობა ან ხარვეზით წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან.

3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა

მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში

3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი

ქ. თბილისი, თემქა მე-9 კვარტალი, 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი

4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის ან/და ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი მომწოდებლის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა

მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში

სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი

5.1.2 იურიდიული პირისთვის

ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არ არსებობას.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს გამარჯვებულად გამოვლენის მომენტისთვის, ერთიანი ელექტრონული სისტემის (tenders.procurement.gov.ge) "შეთავაზებები"-ს ველში, ბიუჯეტის წინაშე არ უფიქსირდება დავალიანება, შემსყიდველის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩაითვალოს დავალიანების შესახებ ცნობის წარმოდგენად.

5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის

ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არ არსებობას.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს გამარჯვებულად გამოვლენის მომენტისთვის, ერთიანი ელექტრონული სისტემის (tenders.procurement.gov.ge) "შეთავაზებები"-ს ველში, ბიუჯეტის წინაშე არ უფიქსირდება დავალიანება, შემსყიდველის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩაითვალოს დავალიანების შესახებ ცნობის წარმოდგენად.

5.1.4 ფიზიკური პირისთვის

ა) პირადობის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ასლი;

ბ) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტს დავალიანების არარსებობას.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს გამარჯვებულად გამოვლენის მომენტისთვის, ერთიანი ელექტრონული სისტემის (tenders.procurement.gov.ge) "შეთავაზებები"-ს ველში, ბიუჯეტის წინაშე არ უფიქსირდება დავალიანება, შემსყიდველის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩაითვალოს დავალიანების შესახებ ცნობის წარმოდგენად.

5.1.5 ამხანაგობისთვის

ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არ არსებობას.

5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის

შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი - ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არარსებობას. წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.

5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის

ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმომადგენლობის დავალიანების არარსებობას. ასევე, შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დამფუძნებელი კომპანიის დავალიანების არარსებობას. წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

2 პროცენტი

6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია

3 პროცენტი

6.3 გარანტიის მოქმედების ვადა

გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით აღემატება ხელშეკრულების მიწოდების ვადას).

6.4 გარანტიის პირობები

ხელშეკრულების გაფორმებამდე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879 მუხლის შესაბამისად გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

ანგარიშსწორების პირობები

7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები

1. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
2. მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ.

7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
2. ანგარიშსწორება მოხდება შემდეგი წესით:
2.1. პროდუქციის მიწოდებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში მხარეები გააფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც შედგება ანგარიშფაქტურა.
2.2. მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, 2.3. პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას.
2.3. შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს 1-15 რიცხვამდე მიწოდებული პროდუქციის შემთხვევაში არაუგვიანეს შესაბამისი თვის 25 რიცხვისა, ხოლო 16-30/31 რიცხვებში მიწოდებული პროდუქციის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. წინამდებარე პუნქტი არ მოქმედებს თუკი მიმწოდებელი განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით/უმოქმედობით აბრკოლებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად.

ხელშეკრულების პროექტი

8.1 ხელშეკრულების პროექტი

საკონტაქტო პირის შესახებ ინფორმაცია

9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები

ხატია რიგვავა, 595404494, khrigvava@scs.gov.ge

დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

1. პრეტენდენტის მიერ ელ. ტენდერში მონაწილეობის მიღება (წინადადების წარმოდგენა) ნიშნავს, რომ იგი სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დაუშვებელია თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები “შემყიდველი”-სათვის.
3. ფასების ცხრილში ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს არაუმეტეს მეათასედის სიზუსტით. იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილში დაფიქსირებულია მძიმის შემდეგ 3 (სამ) სიმბოლოზე მეტი, ერთეულის ფასად ჩაითვლება მხოლოდ მძიმის შემდეგ სამი სიმბოლო.
4. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში-სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტზე ან/და ინფორმაციაზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და ძირითდი პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში ხელშეკრულების პროექტის სახით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
8. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯი.
10. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შემოთავაზებული საქონელი არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი (უნდა იყოს ახალი).
11. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.
12. ფასების ცხრილის დაზუსტების შემთხვევაში პრეტენდენტის მიერ არ უნდა მოხდეს საქონლის ერთეულის ფასის ზრდა.

სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

06-02-2026 Розподіл електричної енергії.

06-02-2026 09310000-5 Електрична енергія.

06-02-2026 Послуги з вивезення та утилізації сміття для структурних підрозділів Львівського міжрегіонального управління Міністерства юстиції України, які територіально розміщені у Львівській області м. Сколе.

06-02-2026 Заходи з усунення аварій, пов"язані з ліквідацією наслідків збройної агресії Російської Федерації проти України : поточний ремонт конструктивних елементів житлового будинку за адресою: вул. Вадима Гурова, буд. 24, м. Кривий Ріг, Дніпропетровська область.

06-02-2026 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები.

06-02-2026 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru