Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70562201)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The national Museum of Georgia
Номер конкурса: 70562201
Дата публикации: 06-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260001991
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.02.2026 16:44
Начало приема предложения 14.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.02.2026 16:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`286`310.78 GEL
Контрактная цена объекта закупки 55`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`000.00 GEL
Размер гарантии 550 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: miro kachibaia :: 03.02.2026 11:03
  • Последнее исправление: miro kachibaia :: 06.02.2026 16:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670911&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სახელმწიფო შესყიდვის ობიექტია მსუბუქი ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი), რაც გულისხმობს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბალანსზე რიცხული 15 ერთეული ავტომობილის დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება:

1. ტოიოტა ჰაილუქსი, 2012, AHTFK22G203071941,
2. ტოიოტა ჰაილუქსი, 2012, AHTFK22G903073458,
3. ჰიუნდაი სონატა, KMHEC41CBCA391537
4. ჰიუნდაი აქცენტი, 2012, KMHCT41CACU360771,
5. მიცუბიში პაჯერო, 2007, JMYLRV93W8J701299,
6. ფორდ ტრანზიტი, 2012, NMOXXXTTFXBL33963,
7. ფორდ ტრანზიტი, NMODXXTTFDCA16243,
8. ტოიოტა ქოასტერი, 2007, JTGFB518201023783,
9. ფორდ ტრანზიტი, 2016წ, WFOFXXTTGFGS02226,
10. ფორდ ტრანზიტი, 2013წ, NMODXXTTFDDR07423,
11. უაზ 31519 , 2004, XTT31519040581161-40599763,
12. ვაზ 21213 , 2004 წ, XTA21213041758256,
13. პეჟო 306 , 1997წ, VF37ENFZE32184794,
14. ფოლკსვაგენ პასატი GLS 2007წ, WVWZZZ3CZ8P049655,
15. რენაულტ დასტერი 2021წ, VF1HJD40968444262.


1.2.1 ავტოტექმომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში ან/და სარგებლობის უფლებით არსებულ სერვის-ცენტრებში,
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ოპერატიული, რიგგარეშე, მაღალხარისხიანი მომსახურება მიმართვიდან გონივრულ ვადაში. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) მოქმედი სერვისცენტრი ქ. თბილისში და შეეძლოს ერთდროულად რამოდენიმე ავტომანქანის მომსახურება.
1.2.3 მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველის მიმართვის შემდეგ ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც, მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების/სათადარიგო ნაწილის სახეობა, რაოდენობა/მოცულობა, მათი ღირებულებები, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების კონკრეტული ვადა.
- მომსახურების გაწევის ძირითადი საექსპლუატაციო მახასიათებლებია:
პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურეობის ჩატარება;
•ავტომანქანის ოპერატიული შეკეთება, უწესრიგობების აღმოფხვრა;
•მწარმოებელი ქარხნის მიერ რეკომენდირებული სათადარიგო ნაწილების
უზრუნველყოფა;
•საცხებ-საპოხი მასალების გამოცვლა;
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შემსყიდველის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისათვის ევაკუატორით მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, ქ. თბილისში ევაკუატორი დანიშნულების ადგილზე გამოცხადდეს შემთხვევის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საათის განმავლობაში, ხოლო ქალაქგარეთ ევაკუატორის გამოცხადების დრო განისაზღვროს კილომეტრაჟის მიხედვით - ყოველ 100 კმ-ზე არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა.
1.2.7 იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ განფასების ცხრილში (პრეისკურანტში) არ არის გათვალისწინებული იმ მომენტისათვის საჭირო საქონელი (ნაწილები და საცხებ საპოხი) და მომსახურება, აღნიშნული ერთეულ(ებ)ის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში საქონლის რომელიმე ერთეულ(ებ)ის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.8 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს.
1.2.9 პრეტედენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას და ვაჭრობის შედაგად დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა საჭიროა პროპორციულად გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების ღირებულება.
1.2.10 პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 -ის (პრეისკურანტი) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართ N1-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენა (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.
1.2.11 თუ გასაწევი მომსახურება არ არის გათვალისწინებული პრეისკურანტში მაშინ მხარეები შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ გასაწევ მომსახურებას ან/და შესაცვლელი სათადარიგო ნაწილს ღირებულებების გათვალისწინებით უთითებენ დეფექტურ და მიღება-ჩაბარების აქტებში, ხელშეკრულებაში დამატებითი ცვლილებების შეტანის შემდგომ, სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად.
1.2.12 გაწეულ მომსახურებაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა (საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილ(ებ)ის გათვალისწინებით), რაოდენობა ან/და მოცულობა, ფასი და საერთო ღირებულება (მომსახურებების ფასები გათვალისწინებული იქნება პრეისკურანტში მოცემული ფასების შესაბამისად, ხოლო პრეისკურანტით გაუთვალისწინებელი მომსახურების ან/და შესაცვლელი სათადარიგო ნაწილის შემთხვევაში ფასი დადგინდება შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულებების შესაბამისად).

* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.
* ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N1) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პირვანდელ და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო პრეისკურანტის ღირებულების სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტით განსაზღვრული ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება მოხდება მიღებული სხვაობის პროცენტული მაჩვენებლის თანაბრად დაკლების პრინციპით (კლების პროცენტად შესაძლებელია გამოყენებული იყოს არანაკლებ მიღებული რიცხვი მეასედამდე სიზუსტით (დამრგვალების გარეშე), მხოლოდ იმ პირობით, რომ მიღებული ჯამი არ უნდა აღემატებოდეს სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს). აღნიშნულ შემთხვევაში პრეტენდენტმა კორექტირებული პრეისკურანტი უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პრინციპით დაანგარიშებული ერთეულის ფასების მიხედვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადებია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით კერძოდ:

1. ტოიოტა ჰაილუქსი, 2012, AHTFK22G203071941 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2. ტოიოტა ჰაილუქსი, 2012, AHTFK22G903073458 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
3. ჰიუნდაი სონატა, KMHEC41CBCA391537 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
4. ჰიუნდაი აქცენტი, 2012, KMHCT41CACU360771- ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
5. მიცუბიში პაჯერო, 2007, JMYLRV93W8J701299 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
6. ფორდ ტრანზიტი, 2012, NMOXXXTTFXBL33963 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
7. ფორდ ტრანზიტი, NMODXXTTFDCA16243 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
8. ტოიოტა ქოასტერი, 2007, JTGFB518201023783 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
9. ფორდ ტრანზიტი, 2016წ, WFOFXXTTGFGS02226 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
10. ფორდ ტრანზიტი, 2013წ, NMODXXTTFDDR07423 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
11. უაზ 31519 , 2004, XTT31519040581161-40599763 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
12. ვაზ 21213 , 2004 წ, XTA21213041758256 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
13. პეჟო 306 , 1997წ, VF37ENFZE32184794 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
14. ფოლკსვაგენ პასატი GLS 2007წ, WVWZZZ3CZ8P049655 - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
15. რენაულტ დასტერი 2021წ, VF1HJD40968444262 - 2026 წლის 01 ოქტომბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლი;

- მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ავტომანქანის ავტოტექმომსახურების სერვის ცენტრში წარდგენისთანავე, მომსახურების მიწოდებისას პირველ რიგში უნდა განხორციელდეს ავტომანქანის დათვალიერება და შემსყიდველის წარმომადგენელთან (ავტომანქანის წარმდგენ პირთან) ერთად დეფექტური აქტის შედგენა. დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე მიმწოდებელი ვალდებულია დაიწყოს მომსახურების გაწევა რიგგარეშე, დაუყოვნებლივ;
- მიმწოდებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება თითოეულ შემთხვევაზე (შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან ან დეფექტური აქტის დამტკიცებიდან), არ უნდა აღემატებოდეს:
• სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 3სთ;
• სავალი ნაწილებისათვის - 2 (ორი) დღეს;
• ელექტროობისათვის - 2 (ორი) დღეს;
• აგრეგატებისათვის - 2 (ორი) დღეს.
• იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, ხოლო თუ ავტოტექმომსახურება ეხება დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 40 (ორმოცი) სამუშაო დღით. ამასთან, თუ რომელიმე სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთი ორგანიზაცია მაინც, ასეთი სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურ ნაწილად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის ადგილია ქ. თბილისი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1 მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია არანაკლებ 6 (ექვსი) თვე, ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე) არანაკლებ 1 (ერთი) წელი ან არანაკლებ 40 000 (ორმოცი ათასი) კმ (რომელიც ადრე შესრულდება) და ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ.მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 (ერთი) წელი, გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა (ნათურები (მათ შორის გახურების ნათურები), ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მწმენდები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)). ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციითა და გარეგანი ზემოქმედების შედეგად.
1.7.2 წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდებზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით - არანაკლებ წინა 20000 კმ, უკანა არანაკლებ 35000 კმ, შეცვლილი (ახალი) წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები არ უნდა გამოსცემდეს ხმებს.
1.7.3 პუნქტში დაფიქსირებული საგარანტიო პირობები უცვლელად აისახელბა მომწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. (გარდა იმ შემთხვევისა თუ პრეტენდენტი შემსყიდველს შესთავაზებს უკეთეს საგარანტიო პირობებს. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულებაში აისახება შემოთავაზებული
1.7.4 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში მითითებული ვადებისა, დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოსწორების მიზნით აღმოფხვრას იგი - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ჩაატაროს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია თავად ჩაატაროს ექსპერტიზა და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება. პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 წლებში, ყოველ წელიწადს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 1 ხელშეკრულება (ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება), რომელთა ფარგლებში სამივე წელს (2023, 2024, 2025) ჯამურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება არ უნდა იყოს 55000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარზე ნაკლები.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საგადახდო დავალება).

იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT ინფორმაცია, (ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის, ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და საგადახდო დავალების წარმოდგენა სავალდებულო არ არის), რითაც პრეტენდენტი დაადასტურებს ანალოგიური მომსახურების შესახებ თავის გამოცდილებას.

შენიშვნა1: ანალოგიურ მომსახურებად ჩაითვლება სახელმწიფო შესყიდვევების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანებით დამტკიცებული შესყიდვების საყოველთაო კლასიფიკატორის ძირითადი СPV 50100000 კოდით გათვალისწინებული ნებისმიერი ერთგვაროვანი მომსახურება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სერვის ცენტრის შესახებ, სადაც განხორციელდება მომსახურების გაწევა. (დანართი N2_ის შესაბამისად). მისამართ(ებ)ის მითითებით.

მიმწოდებელს საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 ავტოტექმომსახურების ცენტრი ქ.თბილისში, რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 31 იანვრისა.

2.9 other additional requirements

- ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)
- ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი/

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ზემოხსენებული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ლარში;
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მირო ქაჩიბაია, 593587149, miro.kachibaia@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტმა ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებაზე.

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები:
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა), ატვირთული ყველა დოკუმენტი (მათ შორის დანართები) ან/და ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მინდობილობა ან რწმუნებულება) დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას.
10.1.5 შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა უნდა გამოანგარიშდეს პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს დანართი №1‐ში მოცემულ ყველა პოზიციაზე.
10.1.7 ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას არ დაექვემდებარება, თუ ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი) არ იქნება წარმოდგენილი, ან იქნება წარმოდგენილი განუფასებლად, ან თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განფასებულის - 5 %, ან იქნება არსებითად შეუსაბამო (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
10.1.8 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს.
10.1.9 სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
10.1.10 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru