ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება:
1. ტოიოტა ჰაილუქსი, 2012, AHTFK22G203071941,
2. ტოიოტა ჰაილუქსი, 2012, AHTFK22G903073458,
3. ჰიუნდაი სონატა, KMHEC41CBCA391537
4. ჰიუნდაი აქცენტი, 2012, KMHCT41CACU360771,
5. მიცუბიში პაჯერო, 2007, JMYLRV93W8J701299,
6. ფორდ ტრანზიტი, 2012, NMOXXXTTFXBL33963,
7. ფორდ ტრანზიტი, NMODXXTTFDCA16243,
8. ტოიოტა ქოასტერი, 2007, JTGFB518201023783,
9. ფორდ ტრანზიტი, 2016წ, WFOFXXTTGFGS02226,
10. ფორდ ტრანზიტი, 2013წ, NMODXXTTFDDR07423,
11. უაზ 31519 , 2004, XTT31519040581161-40599763,
12. ვაზ 21213 , 2004 წ, XTA21213041758256,
13. პეჟო 306 , 1997წ, VF37ENFZE32184794,
14. ფოლკსვაგენ პასატი GLS 2007წ, WVWZZZ3CZ8P049655,
15. რენაულტ დასტერი 2021წ, VF1HJD40968444262.
1.2.1 ავტოტექმომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის საკუთრებაში
ან/და სარგებლობის უფლებით არსებულ სერვის-ცენტრებში,
1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ოპერატიული, რიგგარეშე,
მაღალხარისხიანი მომსახურება მიმართვიდან გონივრულ ვადაში.
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 (ერთი) მოქმედი სერვისცენტრი ქ.
თბილისში და შეეძლოს ერთდროულად რამოდენიმე ავტომანქანის
მომსახურება.
1.2.3 მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,
შემსყიდველის მიმართვის შემდეგ ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება,
რის შემდგომაც, მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული
იქნება გასაწევი მომსახურების/სათადარიგო ნაწილის სახეობა,
რაოდენობა/მოცულობა, მათი ღირებულებები, მომსახურების
გაწევის/საქონლის მოწოდების კონკრეტული ვადა.
- მომსახურების გაწევის ძირითადი საექსპლუატაციო მახასიათებლებია:
პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურეობის ჩატარება;
•ავტომანქანის ოპერატიული შეკეთება, უწესრიგობების აღმოფხვრა;
•მწარმოებელი ქარხნის მიერ რეკომენდირებული სათადარიგო ნაწილების
უზრუნველყოფა;
•საცხებ-საპოხი მასალების გამოცვლა;
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო
პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ-მომსახურების გაწევა.
მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შემსყიდველის თანხმობის შემდეგ
იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა
სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისათვის ევაკუატორით
მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, ქ. თბილისში ევაკუატორი
დანიშნულების ადგილზე გამოცხადდეს შემთხვევის დაფიქსირებიდან
არაუგვიანეს 2 (ორი) საათის განმავლობაში, ხოლო ქალაქგარეთ ევაკუატორის
გამოცხადების დრო განისაზღვროს კილომეტრაჟის მიხედვით - ყოველ 100 კმ-ზე
არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა.
1.2.7 იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება,
რომ განფასების ცხრილში (პრეისკურანტში) არ არის გათვალისწინებული იმ
მომენტისათვის საჭირო საქონელი (ნაწილები და საცხებ საპოხი) და
მომსახურება, აღნიშნული ერთეულ(ებ)ის ფასი, მისი შესყიდვის
აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის
გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში საქონლის რომელიმე
ერთეულ(ებ)ის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის
შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების
10%-ს.
1.2.8 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით, წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მითითებული
ერთეულის ფას(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ
მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის
სავარაუდო ფას(ებ)ს.
1.2.9 პრეტედენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ
ღირებულებას და ვაჭრობის შედაგად დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის
შემთხვევაში, სხვაობა საჭიროა პროპორციულად გადანაწილდეს
პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის,
პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა
პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების
ღირებულება.
1.2.10 პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 -ის (პრეისკურანტი) წარმოუდგენლობა
ან არსებითად შეუსაბამო დანართ N1-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენა
(ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების
პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო
ფას(ებ)ს), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ
ტენდერში.
1.2.11 თუ გასაწევი მომსახურება არ არის გათვალისწინებული პრეისკურანტში
მაშინ მხარეები შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ გასაწევ
მომსახურებას ან/და შესაცვლელი სათადარიგო ნაწილს ღირებულებების
გათვალისწინებით უთითებენ დეფექტურ და მიღება-ჩაბარების აქტებში,
ხელშეკრულებაში დამატებითი ცვლილებების შეტანის შემდგომ,
სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად.
1.2.12 გაწეულ მომსახურებაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები
ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს
გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა (საჭიროების შემთხვევაში
სათადარიგო ნაწილ(ებ)ის გათვალისწინებით), რაოდენობა ან/და მოცულობა,
ფასი და საერთო ღირებულება (მომსახურებების ფასები გათვალისწინებული
იქნება პრეისკურანტში მოცემული ფასების შესაბამისად, ხოლო
პრეისკურანტით გაუთვალისწინებელი მომსახურების ან/და შესაცვლელი
სათადარიგო ნაწილის შემთხვევაში ფასი დადგინდება შემსყიდველთან
წინასწარ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე დროისთვის ბაზარზე
არსებული ღირებულებების შესაბამისად).
* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი
არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია
განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან
მიმართებაში.
* ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ
მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N1) და არ უნდა
აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ
ზღვრულ ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ
უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას.
* პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ პირვანდელ და
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო პრეისკურანტის
ღირებულების სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტით
განსაზღვრული ერთეულის ღირებულებების დაანგარიშება მოხდება მიღებული
სხვაობის პროცენტული მაჩვენებლის თანაბრად დაკლების პრინციპით
(კლების პროცენტად შესაძლებელია გამოყენებული იყოს არანაკლებ
მიღებული რიცხვი მეასედამდე სიზუსტით (დამრგვალების გარეშე), მხოლოდ იმ
პირობით, რომ მიღებული ჯამი არ უნდა აღემატებოდეს სისტემის შესაბამის
ველში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს). აღნიშნულ შემთხვევაში პრეტენდენტმა
კორექტირებული პრეისკურანტი უნდა წარმოადგინოს აღნიშნული პრინციპით
დაანგარიშებული ერთეულის ფასების მიხედვით.