რძე პასტერიზებული- 12200 ლტ. ძროხის რძე არანაკლებ 3,2%, ქარხნული წარმოების,
ულტრაპასტერიზებული, 100 % ცხოველური რძის ცხიმის შემცველობით,
არადამახასაიათებელი სუნის და გემოს გარეშე, კონსერვანტებისა და
ხელოვნური დანამატების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ
ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა
აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური
რეგლამენტის მოთხოვნებს. დაფასოება არა ნაკლებ 1-ლიტრიანი ჰერმეტულად
დახურულ შეფუთვაში ქარხნული წესით, მოწოდებული საქონლის დარჩენილი
ვარგისიანობის ვადა საერთო ვადის 70%, ეტიკეტირების ნორმების დაცვით,
შესაბამისი მარკირებით (შემადგენლობა, მწარმოებელი, შტრიხკოდი,
ვარგისიანობის ვადები);
არაჟანი - 650,000კგ. არაჟანი დამზადებული ძროხის ნორმალიზებული და
პასტერიზებული რძისგან. ქარხნული დამზადების და ქარხნული წესით
დაფასოებული არანაკლებ 0,180 – 2კგ ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში
ცხიმიანობა არანაკლებ 20%-ისა. ქილაზე მითითებული უნდა იყოს
ვარგისიანობის ვადა. არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმებს. უნდა იყოს
არა დამახასიათებელი სპეციფიური სუნის, ფერის და სიმჟავის გემოს
გარეშე. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს
საერთო ვადის 80-85%;
კარაქი - 550.000 კგ. კარაქი, დამზადებული ძროხის რძის ნაღებისაგან,
მცენარეული ცხიმების გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო
დამახასიათებელი ნაღების კარაქისათვის. დაჭრის დროს არ უნდა
იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს,
მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა
და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისანობის ვადა საერთო ვადის 80-85%;
რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ-82%. შეფუთვა: ქარხნული წესით შეფუთული
და სათანადოდ ეტიკეტირებული 0,200-0,250 კგ-იანი შეფუთვით, განთავსებული
ინფორმაცია უნდა იყოს სრულად გასაგები;
ახალი ყველი - 720.000 კგ. ყველი დამზადებული ძროხის რძისგან, ნაკლებად
მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არა
დამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. დაჭრის დროს არ უნდა
იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს,
მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა
და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული
და სათანადოდ ეტიკეტირებული შესაბამისი მარკირებით (შემადგელობა,
მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები) 0.500-2კგ-მდე ინდივიდუალური შეფუთვით
ვაკუმ შეფუთვით. (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). განთავსებული
ინფორმაცია უნდა იყოს სრულად გასაგები;
მაწონი - 650.000 კგ. მაწონი უმაღლესი ხარისხის, 100% ცხოველური რძის ცხიმის
შემცველობით, ცხიმიანობა არა ნაკლებ 3,2 %, ქარხნული წესით დაფასოებული,
შესაბამისი მარკირებით (შემადგელობა, მწარმოებელი, ვარგისიანობის
ვადები). არ უნდა შეიცავდეს რძის ცხიმის გარდა სხვა ცხიმებსა და ცილებს
(მათ შორის მცენარეულ ცხიმებს), არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის
მავნე ნივთიერებებს, არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს,
მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა
და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. არა
მჟავე, საშუალო სისქის. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის
ვადა საერთო ვადის 80%, შეფუთვა: 0,400 – 2 კგ-იანი ჰერმეტულად დახურულ
შეფუთვაში (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
იოგურტი - 1320,000კგ. იოგურტის შემადგენლობა: ქარხნული წარმოების, უცხიმო რძე
და ნაღები, ხილი: კივი, ვაშლი, მსხალი და სხვა ხილის არომატით. ცხიმები- არა
ნაკლებ 2,5% არა უმეტეს 2,8%. შეფუთვა: ქარხნული წესით დაფასოებული არა ნაკლებ
0,100 არა უმეტეს 0,130 კგ-იანი ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში. შეფუთული და
სათანადოდ ეტიკეტირებული შესაბამისი მარკირებით (შემადგელობა,
მწარმოებელი, ვარგისიანობის ვადები);
ხაჭო - 100,00 კგ. ხაჭო ცხიმიანობა არა უმეტეს 6%-ისა, უმაღლესი ხარისხის, სუნი
და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისთვის. არ უნდა შეიცავდეს
მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრო ბიოლოგიური და ფიზოქიმიური
მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს. მითითებული უნდა იყოს
დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა. დამზადებული უნდა იყოს ნატურალური
რძით, მცენარეული ცხიმების გარეშე. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო ქიმიური,
მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა
შესაბამებოდეს სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს"
თითოეული მოწოდებული საქონელის პარტიის დარჩენილი ვარგისიანობის
ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 80-85%. შეფუთვა: ქარხნული წესით,
სათანადოდ ეტიკეტირებული არანაკლებ 0.150 არა უმეტეს 0,400 კგ ჰერმეტულად
დახურულ შეფუთვაში;
-მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას,
შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ფაქტობრივი ათვისება
დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად
მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის
სრულ ათვისებაზე.
- ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით, სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის
აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს:
-საკვები პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესების და
ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს #301/ნ ბრძანებით
განსაზღვრულ მოთხოვნებს.
-საკვები პროდუქტის შეფუთვა და ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #441-ე დადგენილებით მიღებულ
ტექნიკურ რეგლამენტს ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი
მოთხოვნების შესახებ.