კარტოფილი - 5000.000კგ. თითოეული მოწოდებული პარტია მშრალი, მკვრივი, საღი,
ღვივის გარეშე, სუფთა. არ უნდა აღენიშნებოდეს სიდამპლე, ბაქტეროლოგიური
და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები, არ უნდა იყოს
მოყინული და მომწვანო შეფერილობის. თითოეულ მოწოდებულ პარტიაში
კარტოფილის მინიმალური დიამეტრი უნდა იყოს 7 სმ;
ხახვი - 950,000კგ. უმაღლესი ხარისხის. მრგვალი ფორმის მკვრივი, მშრალი; საღი,
სუფთა, ღვივის გარეშე, არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება.
სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს;
ნიორი - 100.000კგ. უმაღლესი ხარისხის, თეთრი ფერის, ნაყოფი მკვრივი, საშუალო
ზომის, დაზიანების გარშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება.
სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს;
კომბოსტო - 420.000კგ. უმაღლესი ხარისხის, მკვრივი, საღი, სუფთა, მრგვალი ან
ოვალური ფორმის. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება.
სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს;
ყვავილოვანი კომბოსტო - 820,000კგ. ყვავილოვანი კომბოსტოს თითოეული
მოწოდებული პარტია უნდა იყოს საღი, სუფთა, მშრალი, მკვრივი, მოყინვის და
შავი წერტილების გარეშე. არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური,
ბაქტერიოლოგიური და მავნებლებისაგან მიყენებული დაზიანებები.
სტაფილო - 1200.000კგ. უმაღლესი ხარისხის, მოგრძო ფორმის (არანაკლებ 10სმ), არ
უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება. სოკოვანი და
ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ
ქიმიურ ელემენტებს;
წითელი ლობიო - 450.000კგ. თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი
ხარისხის, მალე ხარშვადი, ობის სუნის გარეშე, ფორმა მოგრძო ან მრგვალი,
მთელი მარცვლების წილობრივი მასა უნდა შეადგენდეს 100%–ს, არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს
დარჩეული–მინარევების გარეშე;
ჭარხალი - 230.000კგ. უმაღლესი ხარისხის, მრგვალი ან მოგრძო ფორმის. მკვრივი;
საღი, სუფთა, ღვივის გარეშე, ფერი მუქი წითელი. არ უნდა აღენიშნებოდეს
მექანიკური დაზიანება. სოკოვანი და ბაქტეროლოგიური დაავადებები. არ
უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს;
ბანანი - 2000.000კგ. ფერი ყვითელი, მკვრივი, პრიალა, გლუვ ზედაპირიანი, საღი.
ლაქებისა და რბილობის, მავნებლების, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური
დაზიანებების გარეშე. არ უნდა ემჩნეოდეს გადამწიფებისგან გამოწვეული
შავი ლაქები, გემო უნდა იყოს სახეობისთვის დამახასიათებელი,
ნიტრატების გარეშე;
პომიდორი - 150,000კგ. უმაღლესი ხარისხის, საშუალო ზომის, საღი, მწიფე,
სიმწვანის გარეშე, საშუალო სიმკვრივის, მექანიკური და ბაქტეოროლოგიური
დაზიანების გარეშე;
ვაშლი - 4300.000კგ. წითელი ან ყვითელი შეფერილობის, უმაღლესი ხარისხის,
კონუსური ან მრგვალი ფორმის, სასიამოვნო სურნელით და საუკეთესო
საგემოვნო თვისებებით. კანი გლუვი, პრიალა, მექანიკური დაზიანების
გარეშე. ლპობის და ობის ნიშნების არმქონე. კონსისტენცია მკვრივი.
საშუალო ზომის 6-9 სმ, ჭკნობის ნიშნების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს
ორგანიზმისთვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს;
ბულგარული წიწაკა - 200,000კგ. უმაღლესი ხარისხის, ნაყოფი მკვრივი, ლპობის,
შრობის და მექანიკური დაზიანების გარშე (წითელი). არ უნდა აღენიშნებოდეს
სოკოვანი და სხვადასხვა მავნებლებისგან მიყენებული დაზიანებები ზომა:
სიგრძე არანაკლებ 8 სმ (ყუნწის გარეშე);
მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, კამა) - 500.000 მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, კამა)
მწვანე შეფერილობის ფოთლებით, ახალი, საღი, მშრალი, სუფთა, ფესვების
გარეშე, კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური
სურნელებით, არ უნდა იყოს სველი, არ უნდა იყოს გაყვითლებული,
გაყვავილებული, დამპალი, არ უნდა იყოს მექანიკური დაზიანებების მქონე,
მიწის შემცველობის გარეშე, თითოეულს არ უნდა აღენიშნებოდეს სოკოვანი,
ბაქტერიოლოგიური და სხვადასხვა მავნებლებისაგან მიყენებული
დაზიანებები. (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად);
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს, მათ შორის:
- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.
- მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან
დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების
წესის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს,
სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ
ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ
რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.
- უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა დაკვების პროდუქტების ხარისხისა
და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
- უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317
დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის
განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ" განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
- უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათის/ცხოველის
საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა" და "სურსათის/ცხოველის საკვები
ჰიგიენის გამარტივებული წესის" შესახებ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
- უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
-საკვები პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის დაცული უნდა
იქნას სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ნორმები საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს,
რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება შემსყიდველის მიერ
მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი
ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ტენდერით გათვალისწინებული
საქონლის რაოდენობა.