Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #70544387)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Municipal Services Development Agency
Номер конкурса: 70544387
Дата публикации: 06-02-2026
Сумма контракта: 20 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001948
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.02.2026 12:01
Начало приема предложения 15.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 17.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80530000 - Услуги в области профессиональной подготовки
Срок подачи ტექნიკური დავალების შესაბამისად
Дополнительная информация
ტრენინგი ,,სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი“
Количество и объём закупок ტექნიკური დავალების შესაბამისად
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anna mamageishvili :: 05.02.2026 16:00
  • Последнее исправление: anna mamageishvili :: 06.02.2026 12:01
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=671587&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ტრენინგი ,,სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი“

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალებები:

2.1. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სატრენინგო მომსახურება (ტრენინგი) მოდულში ,,სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი“ 4 (ოთხი) ჯგუფისთვის. ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა არაუმეტეს 17 (ჩვიდმეტი);
2.2. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, დამკვეთის ორგანიზებით, უნდა განახორციელოს მოდულში ,,სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი“ დამკვეთთან კონსულტაციით სატრენინგო საკითხების დაზუსტება და სილაბუსის ფორმირება. სამშენებლო სამართლის მოდული უნდა ფარავდეს მის სამ ძირითად მიმართულებას: 1.სივრცითი მოწყობის და ქალაქმშენებლობის სამართალი(დაგეგმვა ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესი); 2. მშენებლობის ნებართვის გაცემა; 3. მშენებლობის კონტროლი;
2.3. ტრენინგის სტრუქტურა: ერთ ჯგუფთან 15 (თხუთმეტი) აკადემიური საათი, ერთი სატრენინგო დღის ხანგრძლივობა არაუმეტეს 3 (სამი) აკადემიური საათისა;
2.4. ტრენინგის დაწყების თარიღი და სატრენინგო დღეების გადანაწილება უნდა მოხდეს შემსყიდველთან შეთანხმებით;
2.5. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის ჩატარება 2026 წლის ბოლომდე, თვის ნებისმიერ დღეს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მიწოდებული სიისა და ცხრილის შესაბამისად;
2.6. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატრენინგო თემის წაკითხვა ქართულ ენაზე;
2.7.გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული სრულყოფილი საინფორმაციო მასალის დამკვეთისთვის მიწოდება ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე trainings@msda.ge), ტრენინგის ჩატარებამდე ყველაზე მცირე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე, კერძოდ:
2.7.1. დღის წესრიგი - თემატიკების, აქტივობებისა და დროში განაწილების მითითებით;
2.7.2. სილაბუსი - უნდა აღწერდეს ტრენერის მიერ ჩასატარებელი ტრენინგის შინაარსს, სწავლების მეთოდებს (აუცილებელია არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენება), მოსალოდნელ შედეგს, სემინარისა და პრაქტიკული სავარჯიშოების პროცენტულ დანაწილებას; ტრენინგი უნდა იყოს მაქსიმალურად ინტერაქტიული და ეფუძნებოდეს „სწავლა კეთებით“ მიდგომას.
2.7.2. საპრეზენტაციო დოკუმენტი - ტრენინგის მსვლელობისას გამოსაყენებელი;
2.7.3. სასწავლო მასალა ქართულ ენაზე, რომლის ელექტრონული ვერსია გადაეცემა თითოეულ მონაწილეს;
2.7.4. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით მონაწილეთათვის სასწავლო მასალის გადაცემა;
2.8. ტრენინგის დასრულებისას, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემა;

2.9. სერტიფიკატი – ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მონაწილეებს უნდა დგადაეცეს მხოლოდ:
• ტრენინგზე 80% დასწრების და შემაჯამებელი ტესტირებაზე 70%- იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში -,,წარმატებით გაიარა“;
• ტრენინგზე 80% დასწრების და ტესტირებაზე 70%-ზე ნაკლები ქულების მიღების შემთხვევაში - ,,მოისმინა“.
სერტიფიკატის მახასიათებლებია: ფაქტურა-ტილო, ფერი-ფერადი, ზომა-A4(21x30სმ), ცალმხრივი,
მაღალპოლიგრაფიული ორენოვანი (ქართულ და ინგლისურ ენაზე). სერტიფიკატის ფორმა, დიზაინი და პარამეტრები შეთანხმდეს დამკვეთთან ტრენინგის დაწყებამდე სულ მცირე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე;
2.10. ტრენინგის დასრულებისას, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემაჯამებელი
ტესტირების ორგანიზება;
2.11. გამარჯვებულმა პრეტენდენტმა, დამკვეთის მიერ მიწოდებული პირველადი სარეგისტრაციო მონაცემების საფუძველზე, უნდა აწარმოოს სასწავლო ჯგუფებში მონაწილეთა ყოველდღიური დასწრების აღრიცხვა. ბეჭდური (დედანი) გადასცეს შემსყიდველს, ტრენინგების დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
2.12 გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ტრენინგის სრული პროცესის სისტემატიური ადმინისტრირება;
2.14. დამკვეთის (ან შემსყიდვლის) არგუმენტირებული ფაქტებზე დაყრდნობით ტრენერის
არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ჩანაცვლდეს ტრენერი;)
2.15.ტრენერის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის საფუძველია: მონაწილეთა გამოკითხვა/ შეთანხმებული სილაბუსის და ტრენერის მიერ ჩატარებული ტრენინგის თანხვედრის შედარება/ ტრენინგის მონაწილეთა მიერ ტრენინგის შეფასება/ ტრენინგის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირის (შემსყიდველის შესაბამისი თანამშრომელი) მიერ სატრენინგო პროცესზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული დასკვნა;
2.16. იმ შემთხვევაში, თუ 2.14.-ის მიხედვით მოდულის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს ანგარიშს ტრენინგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის შესახებ ან/და შეფასების დოკუმენტში მონაწილეების მიერ ტრენინგისა და ტრენერის შეფასების საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი იქნება 15(თხუთმეტ) ქულაზე ნაკლები, მომწოდებელს არ აუნაზღაურდება აღნიშნულ ჯგუფთან ჩატარებული სამუშაო;
2.17. მომწოდებელს მოეთხოვება ალტერნატიული ტრენერის წარდგენა მომდევნო ჯგუფებთან. ასევე, არადამაკმაყოფილებლად მიჩნეული ტრენინგის განმეორება ალტერნატიული ტრენერის მიერ;
2.18. ალტერნატიული ტრენერის წარდგენა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არადამაკმაყოფილებლად მიჩნეული ტრენინგის შესახებ მიღებული ინფორმაციიდან 2 (ორი) კალენდარული დღის განმავლობაში: დამკვეთის ელექტრონულ ფოსტაზე გადააგზავნოს ტექნიკური დავალების შესაბამისი პუნქტებით მოთხოვნილი ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ტრენერის კომპეტენციას.
აღნიშნული ვადის დარღვევა შემსყიდველის მხრიდან ჩაითვლება როგორც მომწოდებლისათვის შეუძლებელი სერვისი და ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სატრენინგო კალენდარი შემსყიდველსა და მომწოდებელს შორის შეთანხმდება ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ მცირე 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, 2026 წლის დასასრულამდე ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

3. მომსახურების გაწევის ვადა და ადგილი:
3.1.სატრენინგო კალენდარი შემსყიდველსა და მომწოდებელს შორის შეთანხმდება ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ მცირე 5(ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
3.2. სატრენინგო მომსახურება უნდა განხორციელდეს მომწოდებლის ტერიტორიაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობიდან 7კმ-ის რადიუსში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე;
3.2.1. სატრენინგო სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს არაფორმალური სწავლებისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნებს და განთავსებული იყოს სასტუმროში ან/და ბიზნეს-ცენტრში ან/და სპეციალურად, სატრენინგო სწავლებისათვის ადაპტირებულ შენობაში; აუდიტორია განკუთვნილი და მორგებული უნდა იყოს არაფორმალური, სატრენინგო პროცესების შეუფერხებელი და ეფექტური წარმართვისათვის. სატრენინგო აუდიტორია არ უნდა იყოს საჯარო სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის ან/და მსგავსი დაწესებულების ის ნაწილი, სადაც მიმდინარეობს აკადემიური სასწავლო პროცესი;
3.2.2. ხელშეკრულების გაფორმებამდე შესაძლებელი უნდა იყოს სატრენინგო სივრცის დამკვეთისთვის პრეზენტაცია;
3.3. მომსახურების გაწევის ადგილი, სულ მცირე 1 სატრენინგო სივრცე, უნდა იყოს აღჭურვილი ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო დამხმარე ტექნიკური მოწყობილობებით: პორტატული პერსონალური კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, მონაწილეთა დაგეგმილი რაოდენობის, ტრენერის და დამკვეთის წარმომადგენლის განთავსებისათვის საკმარისი სკამებით;
3.3.1. მონაწილეთათვის სატრენინგო დღის განმავლობაში მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სასმელი წყლით (არანაკლებ 0,5 ლ-ანი ჭურჭლით) სარგებლობა;
3.3.2. სატრენინგო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს ჰაერის გათბობა/გაგრილების სისტემით;
3.3.3. სატრენინგო აუდიტორიის მიმდებარედ, იმავე სართულზე მოწესრიგებული, ჰიგიენური ნორმებით დაცული სველი წერტილებით;
3.3.4. სატრენინგო აუდიტორია აღჭურვილი უნდა იყოს ტრენინგის ჩატარებისათვის აუცილებელი ყველა ტიპის საკანცელარიო რესურსით (მონაწილეთა საკანცელარიო რესურსის გარდა);
3.3.5. სატრენინგო აუდიტორია, სველი წერტილები და კვებისთვის განკუთვნილი ადგილი სისტემატიურად უნდა მუშავდებოდეს სანიტარული ნორმების დაცვით, სადეზინფექციო საშუალებებით;
3.3.6. სატრენინგო აუდიტორიაში მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო პირბადეები და ხელის სადეზინფექციო საშუალება (საჭიროების შემთხვევაში);
3.3.7. სატრენინგო აუდიტორია (სივრცე) უნდა იყოს არანაკლებ 35 მ2-ისა და აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მონაწილეთა დისტანციაზე განსათავსებელად;
3.3.8. სატრენინგო აუდიტორია უნდა იყოს კარგად ინსოლირებული (ბუნებრივი განათებით);
3.3.9. სატრენინგო აუდიტორია უნდა ნიავდებოდეს ფანჯრის საშუალებით;

4.4. ტრენინგის მსვლელობისას განსაზღვრული უნდა იყოს მონაწილეთა ყავის შესვენება. შესვენებაზე გამოყენებულ უნდა იქნას კვების ინდუსტრიაში დაშვებული უსაფრთხო ჭურჭელი, თერმო/ელექტრო ჩაიდანი. ყავის შესვენების მახასიათებლებია:
4.4.1. ერთ მონაწილეზე - აპარატის ყავა ან აპარატის ყავის ხარისხის ტოლფასი ყავა, შაქარი, ლიმონი,სხვადასხვა სახეობის ნამცხვრების ნაკრები, მაღალი ხარისხის ჩაი;
4.4.2 ყავა და ჩაი, თანმხლები მომსახურებით (ჭურჭლის გამოცვლა) სატრენინგო დღის განმავლობაში მუდმივად ხელმისაწვდომი;
4.4.3. ნამცხვრების ნაკრები უნდა იყოს სისტემატიურად ახალი, რაოდენობის 20%-მდე ვეგეტარიანული (სხვა დიეტური ან/და სპეციფიკური მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, ინდივიდუალური შეთანხმებით);
4.5. ტრენინგის კალენდარში ცვლილებები განხორციელდეს მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე. ინფორმაცია გაიცვალოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
4.6. გამარჯვებული პრეტენდენტის წარმომადგენელი მუდმივად უნდა ესწრებოდეს სასწავლო პროცესს და ახორციელებდეს ტექნიკური დავალებით გაწერილი ტრენინგის მიმდინარეობის პროცესების სისტემატიური ადმინისტრირებას.

4.7. შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განსაზღვრულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტით;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1.2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
1.2.3.ინფორმაცია პირის (ორგანიზაციის) სატრენინგო მომსახურების მიმართულებით არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი გამოცდილების შესახებ;
ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, უკანასკნელი 6 (ექვსი) წლის განმავლობაში (მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე) უნდა გააჩნდეს სატრენინგო მომსახურების გამოცდილება სულ მცირე 400 (ოთხასი) მონაწილესთვის, მათ შორის საჯარო სექტორის ასზე მეტი მოხელისთვის ტრენინგის ორგანიზების მიმართულებით. გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2020 წლიდან დღემდე თითოეული კალენდარულ წელს დადებული ხელშეკრულება/(ები) და მისი (მათი) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/(ები) და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 6 (ექვსი) წლის განმავლობაში მოცემულ ტენდერში წინადადების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს სატრენინგო მომსახურების გამოცდილება თემაზე -,,სამშენებლო სამართლის პრაქტიკული კურსი“ ან/და სამშენებლო სამართლის მოდულების ნებისმიერი ტრენინგის მიმართულებით. გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულება/(ები) და მისი (მათი) შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/(ები) და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2020 წლიდან დღემდე ჩატარებული ტრენინგების შესახებ ორი სარეკომენდაციო წერილი: სატრენინგო მომსახურების დამკვეთი(ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გარდა), სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციიდან. ჩამოთვლილთაგან სავალდებულოა ერთი სარეკომენდაციო წერილი მაინც იყოს სახელმწიფო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი. (დოკუმენტების გაცემის ვადა ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს);

შენიშვნა: ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი: ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, შრომითი ხელშეკრულება, ბრძანება ან/და სხვა დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: გამცემი ორგანიზაციის სრული იურიდული დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის გაცემის თარიღი.

თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია ატვირთულ იქნას დოკუმენტი სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები. აღნიშნულ დოკუმენტის ატვირთვის შემთხვევაში, სავალდებულოა დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1.2.4. ინფორმაცია სულ მცირე ორი ტრენერის შესახებ:
ა) წარმოდგენილი ტრენერის CV, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(მაგისტრის ხარისხის ან მასთან გათანაბრებული), სამართლის დოქტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
ბ) წარმოდგენილ ტრენერ(ებ)ს უნდა უდასტურდებოდეთ, სამშენებლო სამართლის მოდულების მიმართულებით საჯარო ან/და სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან 2020 წლიდან (მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე) სულ მცირე, 200(ორასი) მონაწილისთვის ტრენინგის/ლექციის ჩატარება. დამადასტურებელ დოკუმენტად წარმოდგენილი უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტი ან ხელშეკრულება;
გ) წარმოდგენილი სპეციალისტ(ებ)ის, (ტრენერ(ებ)ის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესახებ, დამსაქმებლ(ებ)ის მიერ (ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გარდა) გაცემული სარეკომენდაციო წერილი. (დოკუმენტი გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე 3 თვეს);


ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი: ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, შრომითი ხელშეკრულება, ბრძანება ან/და სხვა დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: გამცემი ორგანიზაციის სრული იურიდული დასახელება, მისამართი, უფლებამოსილი პირის ხელმოწერა, ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში), დოკუმენტის გაცემის თარიღი.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

1.1. სატენდერო წინადადების ფასი - ფასების ცხრილი - №2 დანართის მიხედვით;
1.2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 2.2.1 პუნქტისა და დანართი N1-ის სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად:
1.3. პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი 2.4.1 პუნქტისა და დანართი N1-ის სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
1.4 სარეკომენდაციო წერილი 2.2.1 პუნქტისა და დანართი N1-ის სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად:
1.5სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.
1.6 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასში უნდა გაითვალისწინოს დღგ.
1.7 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე, უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: შესაბამისი ორგანიზაციის საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნა, მას დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%- ით ან მეტით არის დაბალი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ექსპერტიზის დასკვნით, აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ინვოისით ან ხელშეკრულებით და მიღება ჩაბარების აქტით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორების პირობები:
1.1. ანგარიშსწორება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში;
1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
1.3. საავანსო ანგარიშსწორება არ გამო რო - 2026 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორების პირობები:
1.1. ანგარიშსწორება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში;
1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
1.3. საავანსო ანგარიშსწორება არ გამო რო - 2026 წლის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანნა მამაგეიშვილი, 591101402, a.mamageishvili@msda.ge ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით - ნინო ნაცვლიშვილი 577 15 00 91

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru