Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #70544386)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Samgori District Gamgeoba
Номер конкурса: 70544386
Дата публикации: 06-02-2026
Сумма контракта: 3 049 093


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001949
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.02.2026 12:04
Начало приема предложения 22.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 27.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 3`049`093.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2026 წლის არა უგვიანეს 29 დეკემბრისა
Дополнительная информация
სამგორის რაიონის ტერიტორიაზე სკვერებისა და დასასვენებლი ტერიტორიების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 30`490.00 GEL
Размер гарантии 30`491 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit nikuradze :: 08.01.2026 14:18
  • Последнее исправление: davit nikuradze :: 06.02.2026 12:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=665279&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სამგორის რაიონის ტერიტორიაზე სკვერებისა და დასასვენებლი ტერიტორიების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასრულებელია სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში, ძველი საბაღე ინვენტარისა და სათამაშო ატრაქციონების, ბეტონის და ასფალტო/ბეტონის საფარის და ბორდიურების დემონტაჟი, მიწის გრუნტის მოჭრა-გატანა და ბეტონის ახალი ბორდიურების ბილიკების მოწყობა, არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, ახალი რკინის ღობეების მოწყობა, ზოგიერთ მისამართზე ეწყობა რკ/ბეტონის კედელი, ახალი საბავშო ატრაქციონების და ახალი საბაღე ინვენტარის მოწყობა.
1.2.2. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში (ხარჯთაღრიცხვა).
1.2.3. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთულ იქნას (სასურველია)Excel-ის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღის ვადაში.
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულმა ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის სიცოცხლის ხელყოფა, ან სხეულის დაზიანება. მსგავსი სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.
1.2.6. მიმწოდებელმა წერილობითი დავალებით მიცემულ თითოეულ ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად, დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.7.საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს დამკვეთთან.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პერსონალი ერთნაირი სპეც. ტანსაცმლით. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა . შ.
1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, დაასუფთაოს (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მაღალი წნევის
წყლის სარეცხი აპარატის გამოყენებით) ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო მოედნის ფარგლებში და მის გარეთ და მათთან მისასვლელი გზები მუშაობის მიმდინარეობის პროცესში და მას შემდეგ, როცა ამ ადგილებში დამთავრდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღებულ და გატანილ უნდა იქნეს ზედმეტი გრუნტი და მასალები, დროებითი გზები, ფარდულები, სათავსოები და ღობეები, უნდა ამოივსოს ბოძების დასადგმელად გათხრილი ორმოები, ხოლო მიწის ზედაპირი უნდა მოსწორდეს ისე, რომ მიიღოს თავისი პირვანდელი სახე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. სამუშაოთა წარმოების პროცესში მიმწოდებელმა დროულად უნდა გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უსაფრთხო და შეუზღუდავი გადაადგილება.
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა ყველა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე (მათ შორის ფარულ სამუშაოებზე) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
1.2.12. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დაწეროს განაცხადი წყლის აბონენტად რეგისტრირებაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ (GWP) და შესრულებულს სამუშაოებზე გადახდის ქვითრები წარმოადგინოს გამგეობაში;
1.2.13. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დაწეროს განაცხადი ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრირებაზე „თელასში“ და შესრულებულს სამუშაოებზე გადახდის ქვითრები წარმოადგინოს გამგეობაში;
1.2.14. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე სამუშაოების წარმოების დროს კონტაქტი იქონიოს პროვაიდერ კომპანიებთან.
1.2.15. მიმწოდებელი ვალდებულია, ელ. ქსელის მოწყობა განახორციელოს დანართის სახით წარმოდგენილი შ.პ.ს. „თბილსერვის ჯგუფი“-ს რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლოატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
1.2.16. უარყოფითი ზემოქმედება ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ მდებარე ყველა ხეზე უნდა აღმოიფხვრას სათანადო ზომების მიღებით, რომელიც მოიცავს (არა მარტო) შემდეგს: 1. ქვედა ტოტების შერჩევით მოჭრას სათანადო მეთოდით სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მექანიკური დაზიანების შესამცირებლად; 2. ნიადაგის ტკეპნის თავიდან ასაცილებლად ხეებს ფესვთა სისტემის გარშემო სპეციალური ჭილობების დაგებას; 3. ხეების გარშემო სპეციალური ღობეების მოწყობას მექანიკური დაზიანების საწინააღმდეგოდ; 4. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები თითოეული ხის სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს ხეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ხე დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი „შემსყიდველის“ თანხმობით.
1.2.17. საბაღე ინვენტარის ესკიზები, ტექნიკური მახასიათებლები და ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.18. მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ მისამართზე, ჩასატარებელი ჰორიზონტალური ბურღვის სამუშაოს დაწყებამდე, საკუთარი ხარჯებით შეისწავლოს მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობა და შემდეგ განახორციელოს აღნიშნული სამუშაო.
1.2.19. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.20. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტერიტორიაზე (სადაც განხორციელდება ახალი ატრაქციონების მონტაჟი) არსებული ატრაქციონების დემონტაჟი და დავალებით განსაზღვრულ ადგილზე (თბილისის მასშტაბით) დასაწყობება.
შენიშვნა: დანართში მოცემული სამუშაოების მოცულობები არის სავარაუდო. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მიხედვით მოხდება მათი დაზუსტება-შემცირება ან გაზრდა, ერთეულის ფასისა და ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.
1.2.21. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტექნიკური დავალების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში წარმოადგინოს შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი (შემსყდველთან შეთანხმებით).
1.2.22. სამუშაოების შესასრულებელი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული დავალების ღირებულების 0.02%-ს ოდენობით.
1.2.23 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების პირობების დარღვევის საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა მიმართოს ბიუჯეტის კონკრეტულ ანგარიშზე ან/და წერილობით განაცხადოს თანხმობა, დაუკავდეს საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა და მიმართული იქნეს ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან.
1.2.24. შესრულებული სამუშაოს აქტების (ფორმა №2) წარმოება მოხდეს ნაზარდი ჯამით.
1.2.25. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია (შემსყიდველთან შეთანხმებით, არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნით (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დადებით დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
1.2.26. საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნით წარმოდგენის შემთხვევაში, საპროექტო და საექსპერტო მომსახურების ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 2%-ის ოდენობით.

1.2.27. წერილობით მიწოდებული ობიექტის სქემატური ნახაზების ან/და საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, მიმწოდებელს სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა სქემატური ნახაზებთან ან/და საპროექტო დოკუმენტაციასთან ერთად, ხოლო სრული საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიწყოს სამუშაოები.

1.2.28. საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენისას, საჭიროების შემთხვებაში, სრულ საპროექტო დოკუმენტაციას უნდა ახლდეს სხვადასხვა კომუნიკაციის მფლობელებთან შეთანხმების წერილები

1.2.29. შემსყიდველმა, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ სქემატურ ნახაზებსა ან/და საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე წუნის (ხარვეზის)აღმოჩენის შემთხვევაში, წარმოდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია წერილობით აცნობოსს მიმწოდებელს წუნის(ხარვეზის) შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი

1.2.30. წერილობით მიწოდებული ობიექტის სქემატური ნახაზების ან/და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების შემდგომ, მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, სქემატური ნახაზები ან/და საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით
1.2.31. მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულების ვადა: ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით - ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობების დადგენა და შესრულების დამადასტურებელი ფორმა N2-ის დადასტურება და შესრულებული სამუშაოების და მიწოდებული პროდუქციის (მასალების) შესაბამისობის დადგენა საპროექტო და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოები უნდა განხორციელდეს სამგორის რაიონის ტერიტორიაზე ეტაპობრივად წერილობითი დავალების შესაბამისად.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელი (მათ შორის ნათურების და ლენტური სანათის).
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.

1.6.5. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
1.6.4. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვის დანართი N1-ის სამშენებლო სამუშაოების N1-1-ის მე-VI თავის (საბავშვო მოედნის მოწყობა) მე-4; მე-5; მე-6; მე-7; მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 პუნქტებში მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი კომპანია და მარკა/მოდელი.
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების დასასვენებელი ტერიტორიების - სკვერ(ებ)ის/პარკ(ებ)ის ან/და ბავშვთა სათამაშო მოედნების ატრაქციონებით მოწყობის ან/და აღდგენა/შეკეთების სამუშაოების შესრულების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი №2–ით გათვალისწინებულ ცხრილში. აღნიშნული შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებ(ები)ა, ამხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო/მომსახურება;)) ერთად ატვირთული უნდაიქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში (დანართი №2),
SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.2.2 პრეტენდეტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ის ღირებულების დასასვენებელი ტერიტორიების - სკვერ(ებ)ის/პარკ(ებ)ის ან/და ბავშვთა სათამაშო მოედნების ატრაქციონებით მოწყობის ან/და აღდგენა/შეკეთების სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისგამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი N2-1-ით გათვალისწინებულ ცხრილში. აღნიშნული შესაბამისდამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი(მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა) ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში (დანართი №2-1).სავალდებულოა წარმოდგენილ პროექტ(ებ)ს თან ახლდეს მათზე გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნ(ებ)ი ან ამ პროექტ(ებ)ის საფუძველზე სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულებისდამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა).
SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი-ს მითითების შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.2.3. პრეტენდეტი უფლებამოსილია 2.2.2 პუნქტის - საპროექტო მომსახურების გამოცდილებად გამოიყენოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილება. ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს ზემოთ განსაზღვრული საპროექტო მომსახურების გამოცდილება (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელიდოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება ჩაბარების აქტი ანსხვა) (დანართი №2-1). პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ იკრიბება. სავალდებულოა წარმოდგენილ პროექტ(ებ)ს თან ახლდეს მათზე გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნ(ებ)ი ან ამ პროექტ(ებ)ისსაფუძველზე სამუშაოების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულებისდამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 ან სხვა).

2.2.4 საპროექტო მომსახურების გამოცდილებაზე ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა), რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას ან შეთანხმება, რომლის შინაარსიდან უნდა დგინდებოდეს, რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, ამ შეთანხმებით გათვალისწინებული მხარეებს შორისდასადები ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღემატება პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვისშესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
შენიშვნა:

1.წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №2–ის და დანართი N2-1 შესაბამისად.
2. პრეტენდენტის და ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ იკრიბება.

შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებულ მოდელებზე/სახეობებზე ან/და მწარმოებლის მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე EN 1176-თან (სათამაშო მოედნის აღჭურვილობა) შესაბამისობის დამადასტურებელი TUV, SGS, INTERTEK-ის, მიერ გაცემული ძალაში მყოფი სერტიფიკატი ან/და დასკვნა. წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის ან/და სერთიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მასერტიფიცირებლის (აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირის) ვებ-გვერდი, სადაც იქნება ინფორმაცია დასკვნის ან/და სერთიფიკატის გამცემი პირისათვის მინიჭებული ძალაში მყოფი აკრედიტაციის შესახებ.
2. სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული სერთიფიკატის/დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის ან/და სერთიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მასერტიფიცირებლის (აკრედიტაციის მიმნიჭებელი პირის) ვე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru