Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отходы кожи, текстиля, резины и пластмасс (Грузия - Тендер #70544332)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Catering Service LLC
Номер конкурса: 70544332
Дата публикации: 05-02-2026
Сумма контракта: 171 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001914
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.02.2026 17:14
Начало приема предложения 13.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 16.02.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 171`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 19600000-Отходы кожи, текстиля, резины и пластмасс
Коды классификатора
  • 19600000 - Отходы кожи, текстиля, резины и пластмасс
  • 19640000 - Полиэтиленовые пакеты и мешки для отходов
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სხვადასხვა სახის პარკების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 684.00 GEL
Размер гарантии 1`710 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino tatrishvili :: 28.01.2026 10:13
  • Последнее исправление: nino tatrishvili :: 05.02.2026 17:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=669590&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა სახის პარკების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) ნაგვის პარკი (დიდი) - პოლიეთილენი, მუქი ფერის, ზომა (გაშლილ მდგომარეობაში)-სიგრძე: 80-95სმ , სიგანე: 72-88სმ, არანაკლებ 10-კგ წონის გამძლეობით. არანაკლებ 35 მიკრონი სისქის. შემოთავაზებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს - 300 000 ცალი.

2) ნაგვის პარკი (პატარა) - პოლიეთილენი, მუქი ფერის, ზომა (გაშლილ მდგომარეობაში)-სიგრძე: 60-75სმ, სიგანე: 45-55სმ. არანაკლებ 5-კგ წონის გამძლეობით. არანაკლებ 15 მიკრონი სისქის. შემოთავაზებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს - 200 000 ცალი.

3) პარკი (დიდი) - ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკი (დიდი): პირველადი მასალისგან დამზადებული, ყურიანი, ზომა -სიგრძე (ყურის გარეშე): 55-75 სმ , სიგანე: 40-50სმ , კვების პროდუქტებთან თავსებადი. არანაკლებ 10-კგ წონის გამძლეობით. არანაკლებ 25 მიკრონი სისქის. შემოთავაზებული საქონელი და ეტიკეტირების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. ღია ფერის (თეთრი, გამჭვირვალე, რძის ფერი) - 500 000 ცალი.

4) პარკი (პატარა) - ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკი (პატარა): პირველადი მასალისგან დამზადებული, ყურიანი, ზომა -სიგრძე (ყურის გარეშე): 27-33სმ, სიგანე: 22.5-27.5სმ, კვების პროდუქტებთან თავსებადი, არანაკლებ 5-კგ წონის გამძლეობით. არანაკლებ 15 მიკრონი სისქის. შემოთავაზებული საქონელი და ეტიკეტირების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. ღია ფერის (თეთრი, გამჭვირვალე, რძის ფერი) - 600 000 ცალი.

შენიშვნა N1 ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებული რაოდენობა არის საორიენტაციო, შესაბამისად შემსყიდველი არ არის ვალდებული მოცემული რაოდენობები აითვისოს სრულად.

შენიშვნა N2 - ბიოდეგრადირებად პარკებზე ან/და კომპოსტირებად პარკებზე ქართულ ენაზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია:

ა) წარწერა − ბიოდეგრადირებადი პარკი ან/და კომპოსტირებადი პარკი;

ბ) ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ეტაპობრივად, თვეში არაუმეტეს ერთჯერ, მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა"-ს საწყობები დაბა ვაზიანი ან/და ქ. ქუთაისი.

1.7.1 requirement related to guarantee period

„მიმწოდებელი“ მოსაწოდებელ საქონელზე უნდა ავრცელებდეს გარანტიას საქონლის ფაქტობრივად მიღებიდან არანაკლებ 12 თვეს, შემდეგი პირობებით:

ა) საგარანტიო პირობები მოქმედებს იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტი არ დაზიანდება რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედებით.
ბ) საგარანტიო ვადის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის მიერ დეფექტის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში იგი უნდა შეიცვალოს ახლით, არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეში. ხოლო მიღება-ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში წუნის აღმოჩენის შემხვევაში უნდა შეიცვალოს ახალი პროდუქციით არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.
გ) „მიმწოდებელი“ საგარანტიო პირობებს არ ავრცელებს თუ საქონლის დაზიანება გამოწვეულია „შემსყიდველის“ მიერ დაუდევრობით ან გაუფრთხილებლობით.
დ) საგარანტიო პირობების შეუსრულებლობისთვის/არაჯეროვნად შესრულულებისთვის „შემსყიდველი“ უფლებამოსილია „მიმწოდებელს“ დაარიცხოს საურავი 35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე.
ე) „მიმწოდებლის“ მიერ პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ შესასრულებელი ვალდებულებისაგან.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი.


შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანასა და მწარმოებელს დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნისა ან/და მწარმოებლის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი ვალდებულია ფასთა ცხრილის მე-3 და მე-4 პოზიციით გათვალისწინებულ ბიოდეგრადირებად ან/და კომპოსტირებად პარკთან დაკავშირებით წარმოადგინოს :

1. იმპორტირებული საქონლის შემთხვევაში - შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს ქვემოაღნიშნული რომელიმე სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები.

ა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში:

ა.ა) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები;

ა.ბ) მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ) ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“

2. ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში - ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკის დასამზადებელი მასალის მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000, ბრიტანეთის სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტის PAS 9017:2020 ან ტესტირებისა და მასალების ამერიკული ორგანიზაციის ASTM D5511 ან/და ASTM D5988 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა.

2.9 other additional requirements

1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯის.
2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
3. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა იმავდროულად ნიშნავს, რომ პრეტენდენტი თანახმაა სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.5 მუხლების მოთხოვნების სრულად დაცვით განახორციელოს საქონლის მიწოდება.
4. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.5 მუხლებში მითითებული საქონლის მიწოდების პირობები უცვლელად აისახება ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი თავის სატენდერო წინადადებაში მიუთითებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.5 მუხლისაგან განსხვავებულ, შემსყიდველისათვის უკეთეს საქონლის მიწოდების პირობას, ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აისახება შემოთავაზებული პირობა.
6. ხელშეკრულბაში მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია შეიცვალოს საქონლის მიწოდების პირობები, თუ ასეთი ცვლილება არ აუარესებს შემსყიდველის მდგომარეობას.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი ვალდებულია შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ ოფისში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები, ფასთა ცხრილის მიხედვით არანაკლებ ერთი ცალი.

ნიმუშ(ებ)ის წარმოუდგენლობა ან ხარვეზით წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურებიდან.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“-ს ოფისი ქ. თბილისი, თემქა, მე-9 კვარტალი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის ან/და ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი მომწოდებლის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო.
2. მიღება-ჩაბარების გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
2. ანგარიშსწორება მოხდება შემდეგი წესით:
2.1. პროდუქციის მიწოდებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში მხარეები გააფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც შედგება ანგარიშფაქტურა.
2.2. მიღება-ჩაბარების აქტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, 2.3. პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას.
2.3. შემსყიდველი ანგარიშსწორებას განახორციელებს 1-15 რიცხვამდე მიწოდებული პროდუქციის შემთხვევაში არაუგვიანეს შესაბამისი თვის 25 რიცხვისა, ხოლო 16-30/31 რიცხვებში მიწოდებული პროდუქციის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. წინამდებარე პუნქტი არ მოქმედებს თუკი მიმწოდებელი განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით/უმოქმედობით აბრკოლებს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას.
3. იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო თათრიშვილი, 557001414, ntatrishvili@scs.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ ელ. ტენდერში მონაწილეობის მიღება (წინადადების წარმოდგენა) ნიშნავს, რომ იგი სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების შეცვლა დაუშვებელია თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები “შემყიდველი”-სათვის.
3. ფასების ცხრილში ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს არაუმეტეს მეათასედის სიზუსტით. იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილში დაფიქსირებულია მძიმის შემდეგ 3 (სამ) სიმბოლოზე მეტი, ერთეულის ფასად ჩაითვლება მხოლოდ მძიმის შემდეგ სამი სიმბოლო.
4. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში-სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტზე ან/და ინფორმაციაზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და ძირითდი პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში ხელშეკრულების პროექტის სახით, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
8. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯი.
10. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შემოთავაზებული საქონელი არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი (უნდა იყოს ახალი).
11. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.
12. ფასების ცხრილის დაზუსტების შემთხვევაში პრეტენდენტის მიერ არ უნდა მოხდეს საქონლის ერთეულის ფასის ზრდა.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru