Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #70484968)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Dedoplistskaro Municipality
Номер конкурса: 70484968
Дата публикации: 04-02-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260001754
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.02.2026 12:46
Начало приема предложения 10.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.02.2026 17:30
Предполагаемая цена прейскуранта 12`150.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 56`600.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50343000 - Ремонт и техническое обслуживание видео оборудования
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების
მოვლა-პატრონობის, კერძოდ: ტექნიკური შეკეთებისა და უწყვეტი კვების სისტემის მომსახურების შესყიდვა
(პრეისკურანტით)
Количество и объём закупок მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 100.00 GEL
Размер гарантии 566 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: kakhaberkhatiashvili :: 03.02.2026 09:58
  • Последнее исправление: ilia zurikashvili :: 04.02.2026 12:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=670867&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მოვლა-პატრონობის, კერძოდ: ტექნიკური შეკეთებისა და უწყვეტი კვების სისტემის მომსახურების შესყიდვა (პრეისკურანტით)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის აღწერა:

მიმწოდებელმა უნდა განხორციელოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების სახელმწიფო ნომრის ამომცნობი ვიდეო სამეთვალყურეო კამერების კომპლექტი, გარე გამოყენების კორპუსითა და საწმენდი მექანიზმით (Avigilon, AETEK) და ზოგადი ხედვის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების (Hikvision, Dahua, Milesight) შეკეთების მომსახურეობა პრეისკურანტით.

ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებისა და გარე გამოყენების კორპუსის შეკეთება უნდა მოხდეს ფასების ცხრილში მითითებული მარაგი ნაწილების შეკეთებით ან/და ახლით შეცვლით.

მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველყოს ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის დემონტაჟი, დიაგნოსტირება, შეკეთება და პირვანდელ ადგილზე მონტაჟი.

ასევე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერის გარე გამოყენების უწყვეტი კვების წყაროების საგარანტიო მომსახურება და ფასების ცხრილში მითითებული რაოდენობის ჩართვის წერტილიდან ვიდეო-ნაკადის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა შსს 112 (ქ. თბილისი) მონაცემთა დამუშავების ცენტრამდე.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
- სტაბილური მონაცემთა გადაცემის არხით კავშირის უზრუნველყოფა ისე რომ არ მოხდეს კამერების ვიდეო-სიგნალის რაიმე სახის შეფერხება ან/და პაკეტების დაკარგვა.
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის გარე გამოყენების უწყვეტი კვების წყაროების საგარანტიო მომსახურება, რაც გულისხმობს მომსახურების პერიოდში დაზიანებული უწყვეტი კვების წყაროს ნებისმიერი დეტალის ჩანაცვლებას ახლით ან და შეკეთებას რაც გულისხმობს უწყვეტი კვების სისტემის მაკომპლექტებლების, მათ შორის PoE სვიჩი, კვების ბლოკი და სხვა დეტალების შეკეთებას ან საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლებას).
- იმ შემთხვევაში თუ დაფიქსირდა რომ ჩართვის წერტილზე დაერთებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა ვერ იძლევა შესაბამისი ხარისხის სიგნალს ან საერთოდ არ არის კამერაზე წვდომა და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა ლოკალურად იძლევა გამართულ სიგნალს პრეტენდენტი ვალდებულია გამოძახებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში აღმოფხვრას დაერთების წერტილიდან სსიპ 112-ის სასერვერომდე მონაცემთა გადაცემის ქსელში არსებული ყველა ხარვეზი, რაც შეიძლება იყოს როგორც მაგისტრალური ასევე დაერთების წერტილზე განთავსებული აპარატურის დეფექტი.

ელექტრონული ტენდერი ხორციელდება პრეისკურანტის საფუძველზე.


პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. ელექტრონულ ვაჭრობაში წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.

ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში საქონლის ან მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი საქონლის ან მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურეობის გაწევის პერიოდი: ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მმიმწოდებელი ვალდებულია წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული მომსახურება გასწიოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმებისა და წესების დაცვით, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

მომსახურების გაწევის ადგილია - შემსყიდველი ორგანიზაციის (მუნიციპალიტეტის) ტერიტორია, მომსახურების გაწევის ფორმა მოცემულია ტექნიკურ პირობებსა და ფასების ცხრილში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს IP ვიდეო სამეთვალყურეო კამერების მომსახურების (მხარდაჭერის ან/ და მოვლა-პატრონობის) გამოცდილება, ჯამში არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლები და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული (გამოცემული) მიღება-ჩაბარების აქტი/აქტები, რითიც უნდა დასტურდებოდეს მომსახურების დასრულება და მითითებული უნდა იყოს გაწეული მონმსახურების ჯამური ღირებულება.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP და ა.შ.) ან/და ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომრ(ებ)ის წარმოდგენა.

4. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ მომსახურებაზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ასლები;
ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N2–ის შესაბამისად.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. დასაშვებია მიმწოდებელმა გასაწევი მომსახურებების ნაწილი, შემსყიდველთან შეთანხმებით, შესასრულებლად გადასცეს ქვეკონტრაქტორ(ებ)ს, რომლებიც (რომელიც) არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;
2. გასაწევი მომსახურების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით, მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ისგან და გაწეული მომსახურების შესრულებაზე შემყიდველთან პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3. მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან ხელშეკრულებ(ებ)ის დადების თაობაზე და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა აღნიშნულზე. ამ მიზნით, შემსყიდველს წარედგინება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულების მითითებით და გასაფორმებელი ქვეკონტრაქტ(ებ)ის ასლი. შემსყდველის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში, მიმოწოდებელი ვალდებულია, არ დაუშვას დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული გასაწევი მომსახურებების ნაწილის მითითებული ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ განხორიელება.
4. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეკონტრაქტორ(ებ)თან დადებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი წარუდგინოს შემსყიდველს, აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ან სერთიფიცირებული საშემფასებლო პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების მიწოდების შესაძლებლობა.
3. ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის ან სერთიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი.
4. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე, ეტაპობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) გამოწერისა და გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, ეტაპობრივად გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ილია ზურიკაშვილი, 599855874, dedoplistskaro@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru