"ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი,
მარულა"
ტექნიკური დავალება
ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი სავარაუდოდ დასტურდება ძვ. წ
აღ. III-IV საუკუნეებში.
დოკუმენტების მიხედვით დადასტურებულია, რომ საქართველოში
ცხენოსნობას უძველესი დროიდან მისდევენ. ანტიკური და შუა საუკუნეების
უცხოური და ქართული წყაროები მოწმობენ რომ, საქართველო მხედრული
ტრადიციების ქვეყანა იყო, სადაც წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის
სხვადასხვა სახეობა - დოღი, ცხენოსნური თამაშები - ცხენბურითი, ყაბახი,
ისინდი, ჯირითი და სხვ.
ქართული ცხენოსნობის მეტად საინტერესო ფაქტებია აღწერილი, ბერძენი
მწერლის აპოლონიოს როდოსელის (III საუკუნეში ჩ.წ აღ-მდე) ნაწრმოებში
(არგონავტიკა): „არესის ველი ქალაქის პირისპირ მდებარეობდა და მდინარის
ნაპირს ოდნავ იყო მოშორებული, არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო
გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბწყინვალე გმირების
მოსაგონებლად ბრძოლასა და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ ხოლმე“. ეს
ადგილი მდებარეობდა ქუთაისის მიდამოებში.
ისინდი
ისინდი ერთ-ერთი მეტად საინტერესო და პოპულარული, უძველესი დროის
ქართული ეროვნული ცხენოსნური თამაშია. ამ თამაშს ძველ საქართველოში
დიდი სამხედრო მნიშვნელობა ენიჭებოდა. ისინდის თამაში მხედრისაგან
მოითხოვს მაღალ ოსტატობას, თვალის სიმახვილეს, სიმარდეს, ძალას და
მიზნის სიზუსტეს, ცხენისგან კი განსაკუთრებულ წვრთნასა და მომზადებას.
მასში ჩართულია სამხედრო ტაქტიკის ელემენტები - დაზვერვა, უცაბედი
თავდასხმა, დიდი სისწრაფით ცხენის უკან დახევა. მთელი სისწრაფით
გაქცევა - გამოკიდება, იერიში და კონტრიერიში. საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში ისინდის თამაშობის წესები მცირედ განსხვავდებოდა
ერთმანეთისგან, თუმცა არსი ერთი იყო. დღეისათვის, საასპარეზოდ
შემუშავებულია საერთო წესები, რომლებიც XX ს-ის მიწურულს დაზუსტდა და
ერთიანი გახდა საქართველოს ყველა კუთხისთვის. ისინდი იმართება
საგანგებოდ, ასევე, საერო და რელიგიურ დღესასწაულებზე. როგორც წესი,
იზიდავს დიდძალ მაყურებელს მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქებიდან.
თამაშობა თავისთავად დღესასწაული და სახალხო ზეიმია.
ცხენბურთი
ცხენბურთის (ჩოგანბურთი), ანუ გადრის, თამაში საქართველოში უძველესი
დროიდან მომდინარეობს. ეს მეტად საინტერესო, ეროვნული თამაში ქართველი
ხალხის საყვარელ გართობად ითვლებოდა. ყველაზე საყვარელი სანახაობა იმ
დროს იყო ცხენოსნური ასპარეზობა, სადაც მხედრებს სახალხოდ უნდა
ეჩვენებინათ ცხენის მართვის ხელოვნება და ჩოგნის ხმარების ოსტატობა
ბურთის თამაშის დროს. თამაში მიმდინარეობს ორ გუნდს შორის (თითოეულში 6
მონაწილეა) ხის ჩოგანით და რეზინის ბურთით.
მოედანი წარმოადგენს დაახლოებით 150 – 300 მ. სიგრძისა და 75-120 მ. სიგანის
სწორკუთხედს. ორ ჯგუფად დაყოფილი მოთამაშენი ცდილობენ ჩააგდონ
(გაიტანონ) ბურთი მოწნააღმდეგის მაყაში ანუ კარში. ყველა მოთამაშეს
უფლება აქვს თავისუფლად იმოძრაოს მთელს მოედანზე. ჩოგნის გამოყენება
შეიძლება როგორც მიწაზე, ისე ჰაერში ბურთის დასარტყმელად, ბურთის
ჰაერში დასაჭერად, გადასასროლად, უკან დასაბრუნებლად, გადასაცემად და
ა.შ. აკრძალულია ჩოგნის დარტყმა მოწინააღმდეგე მხედარსა და ცხენზე.
ბურთი შეიძლება იყოს „გარეშე“ (აუტში) - როდესაც გადავარდება მოედნის
გარეთ; „სადავო“ - როდესაც ჩაუვარდება ფეხქვეშ ერთად დაჯგუფებულ
ცხენებს და შეიქმნება მხედრის ან ცხენის სიცოცხლისთვის საშიში
პირობები. ამ დროს თამაში ჩერდება და შემდგომ გრძელდება ბურთის მაღლა
ასროლით. თამაშის წესების უხეშად დარღვევისას მოწინააღმდეგე
„დამნაშავის“ კარში ურტყავს ბურთს (ისე, როგორც ფეხბურთში პენალტი).
კარებს იცავს დამცველი. თამაში ტარდება ორ ნაწილად, თითოეული გრძელდება
10 – 15 წუთს. გამარჯვებულად ითვლება ის გუნდი, რომლმაც მეტი ბურთი ჩააგდო
მოწინააღმდეგის მაყაში.
ყაბახი
ყაბახი ერთ-ერთი უძველესი ქართული სპორტული თამაშობაა, რომელსაც თავის
დროზე დიდი სამხედრო მნიშვნელობა ენიჭებოდა. ცნობილია, რომ შუა
საუკუნეებში და უფრო ადრეც (ვახტანგ გორგასლის ეპოქიდან) ძველ თბილისში
(სავარაუდოდ ორთაჭალის მიდამოებში) იდგა ყაბახი. ქალაქის ცენტრში
გამართულ ყაბახობა, დიდძალი ხალხი ესწრებოდა.
ყაბახი არის დაახლოებით ექვსმეტრიანი ძელი, სადაც განთავსებულია რაიმე
ნივთი (მაგ. ძვირფასი თასი) ან ბურთი. მხედარს, რომელიც ამ ნივთს
მშვილდ-ისრის ტყორცნით გადმოაგდებდა, იგი საჩუქრად მიჰქონდა. თამაში
შეიძლება ჩატარდეს როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. მშვილდით და
ორი ისრით შეიარაღებული მხედართა გუნდი თამაშის წინ დამწკრივდება
ყაბახიდან 40-50 მეტრის მანძილზე. მწკრივიდან გასული, მშვილდ-ისრით
მომარჯვებული მხედარი ნავარდით მიემართება ყაბახისაკენ. ყაბახთან
მიახლოვებისთანავე იგი სამიზნეს სტყორცნის ისარს. ყოველ მხედარს ორი
ისრის სროლის უფლება აქვს. ხელიდან გავარდნილი ისრის აღება არ შეიძლება,
ხოლო მშვილდის ხელიდან გავარდნისას მხედარი კარგავს თამაშში
მონაწილეობის უფლებას. გამარჯვების განსჯისას მხედველობში მიიღება
ისრის მოხვედრათა რაოდენობა და დრო, სამიზნეს ჯილდოდ ღებულობს
გამარჯვებული მხედრი.
მარულა
მარულა ქართული ცხენოსნური სპორტის უძველესი დროის ერთ-ერთი სახეობაა.
მარულაში მონაწილე ცხენებს მხედრები აჯიბრებენ 25-30 კმ მანძილზე. ამ გზის
სწრაფად გარბენა ცხენისაგან მოითხოვს დიდ გამძლეობას. ამიტომ
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცხენის წინასწარ შერჩევას და
მომზადებას, რაც მარულას დაწყებამდე 2-3 თვით ადრე იწყება.
მარულასთვის ცხენებს ამზადებენ საკმაოდ პრიმიტიულად: პერიოდულად
მუცლამდე აყენებენ წყალში, შემდეგ აფარებენ თბილ საფარველს, რომ ცხენი
გაოფლიანდეს. ცხენში სიმკვირცხლისა და ამტანიანობის განსავითარებლად
მას სისტემატურად ავარჯიშებენ დიდ დისტა¬ნციაზე. ამასთან, თანდათან
ზრდიან მანძილს.
ქართული ცხენის ასეთი გამოცდა დიდ მანძილზე კიდევ ერთხელ მოწმობს მის
განსაცვიფრებელ გამძლეობას. სპორტის ამ სახეობაში უმთავრესად
იყენებდნენ დასავლეთ საქართველოში მეგრულ, ხოლო აღმოსავლეთ
საქართველოში თუშური ჯიშის ცხენებს. დღეისათვის, ამ ჯიშის ცხენები
გადაშენების პირას არიან, რის გამოც ხშირად სხვა, არაქართული ჯიშის
ცხენები გამოიყენება. წმინდასისხლიანი ცხენის მთიან ტერიტორიებზე
მარულაში გაშვება არ არის რეკომენდირებული.
ცხენის და მხედრის გამოცდას ამ სახეობის თამაშში დღესაც მეტად
გავრცელებულია. თუმცა, უმეტესად, მანძილი შემოკლებულია 8-10
კილომეტრამდე.
"ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი,
მარულა"-ს UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით 5-10 წუთიანი ფილმის შექმნა
• შემსყიდველის მიერ მიწოდებული და მიმწოდებლის მიერ გადაღებული
ინტერვიუებისა და ფოტო/ვიდეო მასალების გამოყენებით უნდა შეიქმნას
საინფორმაციო ფილმი, რომელშიც მოცემული იქნება ოთხივე თამაშობის
(ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა) შესახებ დეტალური ინფორმაცია;
• ფილმში სრულყოფილად უნდა იყოს წარმოჩენილი თითოეული თამაშობა-
შეჯიბრისთვი მზადების პროცესი (ცხენების დაჭედვა, შეკაზმვა), შეჯიბრის
მიმდინარეობა, გულშემატკივრების ემოციები, დაჯილდოვება და, ასევე, ამ
თამაშობათა ისტორიული კონტექსტი;
• ფილმში გამოყენებული უნდა იყოს ძველი (საარქივი) და ახალი მასალები;
• ელემენტის აღწერისთვის აუცილებელია რამდენიმე რესპოდენტის
გადაღება. აღნიშნული რესპონდენტების შესახებ ინფორმაცია მიმწოდებლს
ეცნობება შემსყიდველის მიერ. მათ შორის:
- ქართული უნაგირის ოსტატის;
- თამაშობებში მონაწილე პროფესიონალი მხედრის;
- მოზარდი მხედრის - ტრანსმისიის პროცესის საჩვენებლად;
- უნდა ჩაიწეროს ინტერვიუ კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული
სააგენტოს წარმომადგენელთან;
- უნდა ჩაიწეროს ინტერვიუ საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების
განვითარების ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელთან;
- უნდა ჩაიწეროს ინტერვიუ სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთან;
- უნდა ჩაიწეროს ინტერვიუ ეთნოლოგთან, რომელიც ისაუბრებს ამ თამაშობათა
ისტორიულ განვითარებაზე.
შენიშვნა: შემსყიდველის გადაწყვეტილებით რესპოდენტების რაოდენობა
შეიძლება შეიცვალოს.
• რესპოდენტების ჩაწერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის
წარმომადგენლის თანდასწრებით, რათა მაქსიმალურად საჭირო ინფორმაცია
შეიკრიბოს;
• რესპოდენტებთან ინტერვიუების ჩაწერის ორგანიზებას მაქსიმალურად
ოპერატიულად მოახდენს შემსყიდველი;
• არსებულ მასალებს მიმწოდებელს მიაწვდის დამკვეთი. მიწოდებული
მასალების უკმარისობის შემთხვევაში საჭირო მასალები უნდა მოიძიოს და
შემსყიდველთან შეთანხმების შემდეგ გამოიყენოს მიმწოდებელმა.
• ფილმის ტექსტუალური ნაწილი შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა
გაიშიფროს, ითარგმნოს და ინგლისურ სუბტიტრად დაედოს ვიდეოს
• ფილმის სცენარი მიეწოდება მიმწოდებელს დამკვეთის მიერ. (სიუჟეტის
მიმდინარეობა, წინ წამოსაწევი საკითხები და ა.შ.);
• გადაღებები უნდა განხორციელდეს HD ხარისხის 3 კამერით; მათ შორის 1
რელსი;
• ფილმის გადაღების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია გამოიყენოს დრონი.
• გამოყენებული უნდა იქნეს განათება და ამრეკლავი მოწყობილობები.
• ფილმზე მუშაობისას შემსყიდველი და მიმწოდებელი არიან მუდმივ
კოორდინაციაში.
მიზანი:
ფილმის შექმნის მიზანია სრულყოფილად იყოს ნაჩვენები "ქართული ხალხური
ცხენოსნური თამაშობანი - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა"-ს
დღევანდელობა, მისი ისტორია, თემების ჩართულობა და საზოგადოების
დამოკიდებულება ამ კულტურის მიმართ.
ფილმის ფორმატი:
საინფორმაციო ფილმი, გახმოვანებით, ლიცენზირებული მუსიკითა და
გრაფიკული ელემენტებით, ინტერვიუებით, ფოტოებით, სუბტიტრებით;
სამიზნე აუდიტორია:
ვიდეო რგოლის მთავარ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს UNESCO-ს
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მომუშავე
შესაბამისი სეგმენტი, რომელამაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მოცემული
ელემენტის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის
წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის თაობაზე.
შინაარსი:
• ფილმი უნდა მოიცავდეს სათაურს-"ქართული ხალხური ცხენოსნური
თამაშობანი - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა";
• ზოგადად საცხენოსნო თამაშობების მიმოხილვა, ისტორიული კონტექსტი,
სხვადასხვა მაგალითები.
• ვიზუალური და ხმოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს თითოეული თამაშის
ისტორიაზე, წესებზე, სამზადისზე, გულშემატკივრობის აუცილებლობაზე,
დაჯილდოებასა და საზოგადოებაზე კულტურულ გავლენაზე;
ვიდეო ფაილის ტექნიკური სპეციფიკაციები:
ხანგრძლივობა: UNESCO-ს შესაბამისი საბჭოს მოთხოვნით ვიდეო უნდა იყოს მინ: 5
და მაქს: 10 წუთი ხანგრძლივობის;
ენა: ქართული(ინგლისური სუბტიტრებით);
ფორმატი-მამაკაცის ხმით თხრობა;
სტილი: მკაფიო, უწყებრივი ფორმა-სახელმწიფო ინსტრუქციის
სტანდარტით;
ფორმატი: HD (1920-1080) mp4;
ძირითადი ვიდეოს გარდა უნდა გაკეთდეს თოთოეული თამაშობის შესახებ
(ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა) 40-60 წმ. ხანგრძლივობის სთორითელინგის
ტიპის მცირე ვიდეო რგოლები (სულ 4 ცალი) სოციალური მედიისთვის.
ვიდეო რგოლების ფორმატი:
სოციალური მედიისთვის თავსებადი ვიდეო რგოლები (Reels); გახმოვანებით,
ლიცენზირებული მუსიკითა და გრაფიკული ელემენტებით.
ვიდეო ფაილების ტექნიკური სპეციფიკაციები:
ხანგრძლივობა: არანაკლებ 40 და არაუმეტეს 60 წმ.
ენა: ქართული;
ფორმატი-მამაკაცის ხმით თხრობა;
სტილი: მკაფიო, უწყებრივი ფორმა-სახელმწიფო ინსტრუქციის
სტანდარტით;
ფორმატი: სოციალური მედიის (Reels);
საბოლოო პროდუქტები წარმოადგენს დამკვეთის საკუთრებას. მიმწოდებელი
ვალდებულია საბოლოო პროდუქტზე შემსყიდველს გადასცეს ყველა ქონებრივი
საავტორო უფლება (Copyright) შეუზღუდავად დროში, ტერიტორიულად და გამოყენების
მიზნით. შემსყიდველი იძენს სრულ უფლებას პროდუქტის გამოყენებაზე,
რეპროდუცირებაზე, გავრცელებაზე, კომერციალიზაციაზე, მოდიფიკაციასა და
პუბლიკურ ჩვენებაზე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.