2.9.1. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა
შესრულდეს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, რაც
წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის ნაწილს და დანართების სახით თან
ერთვიან მას.
2.9.2. ხარჯთაღრიცხვებში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული
პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია.
2.9.3. ხარჯთაღრიცხვის მარცხენა მხარეს არსებული ველების (შესასრულებელი
სამუშაოს/გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა)
რედაქტირება დაუშვებელია.
2.9.4. პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით
ხარჯთაღრიცხვები წარმოდგენილი უნდა იყოს Exсel ფორმატში. სახელმწიფო
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების
თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი
არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ
ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
2.9.5. ფარული სამუშაოების წარმოებისას პრეტენდენტი (შემდგომში
მიმწოდებლი) ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების
დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები
წარმოებული უნდა იქნას შემსყიდველის მიერ განსაზღვრული
ინსპექტირების განმახორციელებელი პირთან ერთად.
2.9.6. შესრულებული სამუშაოების მოცულობები დადგინდება სსიპ -ლევან
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა
შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ
მომზადებული ინსპექტირების ანგარიშით (საექსპერტო დასკვნა).
2.9.7. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია შესრულებული
სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფორმა N2) ერთდროულად (ერთი
კალენდარული დღე) წარუდგინოს შემსყიდველს და სსიპ-ლევან სამხარაულის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ან სხვა შესაბამის სფეროში
აკრედიტებულ საექსპერტო ორგანიზაციას, რაზედაც შესაბამისი დოკუმენტი
ცნობისთვის უნდა წარუდგინოს შემსყიდველს იმავე დღეს.
2.9.8. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია საკუთარი ხარჯებით
უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო
ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა, როგორც სამუშაოების
მიმდინარეობის პერიოდში ასევე, დასრულების შემდეგ;
2.9.9 . პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოს
მასშტაბის შესაბამისად სამუშაოს შესრულება უზრუნველყოს შესაბამისი
რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
2.9.10. პრეტენდენტმა(შემდგომში მიმწოდებლი) ელექტროსამონტაჟო
სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს სამონტაჟო
სამუშაოების რეალური საჭიროებები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს
შემსყიდველს.
2.9.11. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოს
შესრულების პროცესში უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების
მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ
პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების
და მითითებების შესრულება.
2.9.12. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი
ექსპლოატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.
ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას
დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და
სათადარიგო ნაწილის გამოყენება.
2.9.13. სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული რომელიმე
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შედეგად წარმოშობილ ზიანზე
სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება პრეტენდენტს (შემდგომში
მიმწოდებლი).
2.9.14. შესრულებული სამუშაოს ყოველი ნაწილის მიღება წარმოებს
მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება
წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი
წარმომადგენლის/წარმომადგენლების ხელის მოწერით, პრეტენდენტის
(შემდგომში მიმწოდებლი) მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ისა და სსიპ „ლევან
სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა
შესაბამის სფეროში აკრედიტებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ
მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
2.9.15. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოები
შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს დაწესებულებების ნორმალური
ფუნქციონირება, შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს გარკვეული
სამუშაობის არასამუშაო საათებსა და დღეებში განხორციელება.
სამუშაოები აწარმოოს შრომის უსაფრთხოების მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილი ნორმების სრული დაცვით.
2.9.16. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია იზრუნოს
სამუშაოების დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე,
აგრეთვე შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და
მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და
მტვრის გავლენა.
2.9.17. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა
მახასიათებლები სრულად უნდა შეესაბამებოდეს სახარჯთაღრიცხო
დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. ასევე, აღნიშნული მასალების,
მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური აღწერილობა და სხვა
მახასიათებლები თანხმდება შემსყიდველთან და შესაბამისი შეთანხმება
შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობით, ისევე მის გარეშე. იმ
შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიერ
წარმოდგენილი მასალების, მოწყობილობების და ა.შ. ხარისხი, ტექნიკური
აღწერილობა და სხვა მახასიათებლები ან/და შესრულებული სამუშაო სრულად
არ შეესაბამება განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვისა და შემსყიდველთან
შეთანხმებულ ხარისხსა და მოთხოვნებს, პრეტენდენტი (შემდგომში
მიმწოდებლი) ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს წუნდებული
მასალა, მოწყობილობა და ა.შ. ან/და სამუშაო.
2.9.18. ობიექტზე, სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში
მიმწოდებლი) მიერ გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს
ახალი და ქარხნული წარმოების, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
ამასთან, მიმწოდებელი სამუშოების დაწყებამდე მასალებსა და
მოწყობილობებს ათანხმებს შემსყიდველთან.
2.9.19. პრეტენდენტმა (შემდგომში მიმწოდებლი) უნდა უზრუნველყოს, სამუშაოს
შესრულების პროცესში, პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლი) მიზეზით (მ/შ
გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის
მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
2.9.20. სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია
კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან
მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი’’ ან ,,ეკვივალენტური.
2.9.21. ხარჯთაღრიცხვაში უნდა შეივსოს შესაბამისი ერთეულის ფასის ყველა
უჯრა. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი,
მომსახურება და სამუშაო მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის
გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის (
„-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში
იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ საქონელი და/ან
მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი, შესაბამისად, დაზუსტებას
არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო
დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი
ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი
პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
2.9.22. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის
მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის
გათვალისწინებით. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია
ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეული და საერთო ფასები
გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების
სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
2.9.23. პრეტენდენტი (შემდგომში მიმწოდებლი) ვალდებულია სამუშაოები
შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.
2.9.24. პრეტენდენტმა (შემდგომში მიმწოდებლი) სამუშაოები უნდა დაიწყოს
ხელშეკრულების დადებიდან და დაასრულოს არაუმეტეს 30 კალენდარულ
დღეში.
2.9.25. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა
წარმომადგენელმა/წარმომადგენლებმა და აკრედიტებული საექსპერტო
ორგანიზაციამ უნდა განახორციელონ:
ა) შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის დადასტურებას, კერძოდ, მოხდება
შესრულებული სამუშაოების მოცულობითი შეფასება და საჭიროების
შემთხვევაში დაკორექტირდება ფაქტობრივად გაწეული სამუშაოს
შესაბამისად;
ბ) შეფასებას, შესრულებული სამუშაოების ფორმა №2 პასუხობს თუ არა
„ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო
შესყიდვისას ზედნადები ხარჯების და გეგმური მოგების განსაზღვრის
წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55
დადგენილების მოთხოვნებს;
გ) ექპერტიზის განმახორციელებელმა პირმა/პირებმა უნდა დაადგინო(ნ)ს
შეესაბამება თუ არა შესრულებული სამუშაოები და სამუშაოების
შესრულების დროს გამოყენებული მასალები, მოწყობილობები და ა.შ.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახარჯთაღრიცხვო მონაცემებს.