1.2.1. შესასრულებელია სამგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში,
ძველი საბაღე ინვენტარისა და სათამაშო ატრაქციონების, ბეტონის და
ასფალტო/ბეტონის საფარის და ბორდიურების დემონტაჟი, მიწის გრუნტის
მოჭრა-გატანა და ბეტონის ახალი ბორდიურების ბილიკების მოწყობა,
არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, ახალი რკინის
ღობეების მოწყობა, ზოგიერთ მისამართზე ეწყობა რკ/ბეტონის კედელი, ახალი
საბავშო ატრაქციონების და ახალი საბაღე ინვენტარის მოწყობა.
1.2.2. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში
(ხარჯთაღრიცხვა).
1.2.3. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთულ იქნას (სასურველია)Excel-ის
ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი
პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და
ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული
სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 5
(ხუთი) დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულმა
ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის სიცოცხლის ხელყოფა, ან
სხეულის დაზიანება. მსგავსი სამუშაოს შესრულება უნდა დაიწყოს
დაუყოვნებლივ.
1.2.5. მიმწოდებელმა წერილობითი დავალებით მიცემულ თითოეულ ობიექტზე
თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს
მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში,
შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010).
1.2.6.საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების
სააგენტოსთან შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის
ბეჭდვა ზომით 200სმ X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით
და მისი კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს
დამკვეთთან.
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას
უსაფრთხოების ნორმები და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პერსონალი
ერთნაირი სპეც. ტანსაცმლით. სამუშაოების დასრულების შემდეგ
შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ
გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან,
მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა . შ.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ
ადგილზე, დაასუფთაოს (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში მაღალი წნევის
წყლის სარეცხი აპარატის გამოყენებით) ყველა სამუშაო ადგილი სამშენებლო
მოედნის ფარგლებში და მის გარეთ და მათთან მისასვლელი გზები მუშაობის
მიმდინარეობის პროცესში და მას შემდეგ, როცა ამ ადგილებში დამთავრდება
სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღებულ და გატანილ უნდა იქნეს ზედმეტი
გრუნტი და მასალები, დროებითი გზები, ფარდულები, სათავსოები და ღობეები,
უნდა ამოივსოს ბოძების დასადგმელად გათხრილი ორმოები, ხოლო მიწის
ზედაპირი უნდა მოსწორდეს ისე, რომ მიიღოს თავისი პირვანდელი სახე,
რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. სამუშაოთა წარმოების პროცესში
მიმწოდებელმა დროულად უნდა გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, რათა
უზრუნველყოფილ იქნას მიმდებარედ კერძო მესაკუთრეთა უსაფრთხო და
შეუზღუდავი გადაადგილება.
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია მთლიანი ან ნაწილობრივ შესრულებულ
სამუშაოებზე წარმოადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ
გაცემული შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა ყველა შესრულებული
სამუშაოს შესაბამისობაზე (მათ შორის ფარულ სამუშაოებზე) ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის
აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
1.2.10. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების
მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დაწეროს განაცხადი წყლის
აბონენტად რეგისტრირებაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ (GWP) და
შესრულებულს სამუშაოებზე გადახდის ქვითრები წარმოადგინოს
გამგეობაში;
1.2.11. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დავალების
მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დაწეროს განაცხადი
ელექტროენერგიის აბონენტად რეგისტრირებაზე „თელასში“ და შესრულებულს
სამუშაოებზე გადახდის ქვითრები წარმოადგინოს გამგეობაში;
1.2.12. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტზე
სამუშაოების წარმოების დროს კონტაქტი იქონიოს პროვაიდერ
კომპანიებთან.
1.2.13. მიმწოდებელი ვალდებულია, ელ. ქსელის მოწყობა განახორციელოს
დანართის სახით წარმოდგენილი შ.პ.ს. „თბილსერვის ჯგუფი“-ს
რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მიღება-ჩაბარების
აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის
საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი
ექსპლოატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
1.2.14. უარყოფითი ზემოქმედება ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ მდებარე
ყველა ხეზე უნდა აღმოიფხვრას სათანადო ზომების მიღებით, რომელიც
მოიცავს (არა მარტო) შემდეგს: 1. ქვედა ტოტების შერჩევით მოჭრას სათანადო
მეთოდით სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მექანიკური დაზიანების
შესამცირებლად; 2. ნიადაგის ტკეპნის თავიდან ასაცილებლად ხეებს ფესვთა
სისტემის გარშემო სპეციალური ჭილობების დაგებას; 3. ხეების გარშემო
სპეციალური ღობეების მოწყობას მექანიკური დაზიანების
საწინააღმდეგოდ; 4. ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, სამშენებლო
სამუშაოები თითოეული ხის სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა
მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს ხეების ძირში ნიადაგის ზედმეტად
ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა,
აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ
რომელიმე ხე დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება
სამშენებლო სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს
შესაბამისი ზომის ნერგი „შემსყიდველის“ თანხმობით.
1.2.15. მიმწოდებელი ვალდებულია მისამართზე, ჩასატარებელი ჰორიზონტალური
ბურღვის სამუშაოს დაწყებამდე, საკუთარი ხარჯებით შეისწავლოს
მიწისქვეშა კომუნიკაციების მდებარეობა და შემდეგ განახორციელოს
აღნიშნული სამუშაო.
1.2.16. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების
დაწყებამდე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და
ურბანული განვითარების სააგენტოთან შეათანხმოს სატრანსპორტო
უსაფრთხოების სქემა.
1.2.17. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის დავალების შესაბამისად,
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტერიტორიაზე (სადაც
განხორციელდება ახალი ატრაქციონების მონტაჟი) არსებული
ატრაქციონების დემონტაჟი და დავალებით განსაზღვრულ ადგილზე (თბილისის
მასშტაბით) დასაწყობება.
1.2.18. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე
ტექნიკური დავალების მიღებიდან 5 კალენდარულ დღეში წარმოადგინოს
შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი (შემსყდველთან
შეთანხმებით).
1.2.19. სამუშაოების შესასრულებელი გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში
მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
კონკრეტული დავალების ღირებულების 0.02%-ს ოდენობით.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების პირობების დარღვევის
საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა მიმართოს ბიუჯეტის კონკრეტულ
ანგარიშზე ან/და წერილობით განაცხადოს თანხმობა, დაუკავდეს საჯარიმო
სანქციით დაკისრებული თანხა და მიმართული იქნეს ბიუჯეტის ერთიან
ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული
სამუშაოს ღირებულებიდან.
1.2.21. შესრულებული სამუშაოს აქტების (ფორმა №2) წარმოება მოხდეს ნაზარდი
ჯამით.