Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70370623)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 70370623
Дата публикации: 30-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260001434
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.01.2026 12:08
Начало приема предложения 07.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 10.02.2026 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`453`360.62 GEL
Контрактная цена объекта закупки 250`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 5 (ხუთი) წელზე მეტი სიძველის ავტომობილების პერიოდული შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 14`534.00 GEL
Размер гарантии 2`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino gogia :: 28.01.2026 13:01
  • Последнее исправление: nino gogia :: 30.01.2026 12:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=669682&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 5 (ხუთი) წელზე მეტი სიძველის ავტომობილების პერიოდული შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 5 (ხუთი) წელზე მეტი სიძველის ავტომობილების პერიოდული შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

ავტომობილების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სერვისი) გულისხმობს ავტომობილების დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დანართი N2-ით (პრეისკურანტი) განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით.

ავტოსერვისში მომსახურე პერსონალი დაკომპლექტებული უნდა იყოს გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით.

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება უნდა განხორცილდეს პრეისკურანტში მითითებული შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების, ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილები) ჩამონათვალი.

თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ განფასების ცხრილში (პრეისკურანტი) არ არის გათვალისწინებული იმ მომენტისათვის საჭირო საქონელი (ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები) და მომსახურება, აღნიშნული შესყიდვის ერთეულ(ებ)ის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, დასაბუთებული საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში საქონლის და/ან მომსახურების რომელიმე ერთეულ(ებ)ის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციალდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (მათ შორის უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

ავტომობილის შეკეთების ვადები:
• ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 2 სთ.
• სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 კალენდარული დღე.
• ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღე.
• ყველა ტიპის ტექნიკური მომსახურება - არაუმეტეს 2 კალენდარული დღე.

თუ ავტომობილს დასჭირდა ისეთი დეტალი, რომლებიც არ აღმოაჩნდება კომპანიას და არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე, მომწოდებელს მიეცეს შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ოდენობით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის ბალანსზე რიცხული 5 (ხუთი) წელზე მეტი სიძველის ავტომობილების პერიოდული შეკეთება და ტექნიკური მომსახურება ტექნიკური დავალების და დანართი N2-ის (პრეისკურანტი) მოთხოვნების მიხედვით.

მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს დაუყონებლივ, დანართით გათვალისწინებული ავტომობილის წარდგენისთანავე, ხოლო მომსახურების ვადა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე განისაზღვროს დეფექტური აქტის გაფორმების დროს მხარეთა მიერ.

ავტოსერვისის საწყობი მომარაგებული უნდა იყოს სხვა და სხვა სახის პრეისკურანტში მითითებული საცხებ საპოხი მასალით, ხუნდებითა და სხვა ცვეთადი მასალებით, პრეისკურანტით გათვალისწინებული მასალა უნდა შეესაბამებოდეს ბაზარზე არსებულ მაღალ სტანდარტებს. მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს პროდუქტის წარმომავლობის სერთიფიკათი, მომსახურების პროცესში გამოყენებადი პროდუქციის ხარისხი შეთანხმებულ იქნას ორგანიზაციის ადმინისტრაციის დეპარტამენტთან, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ამ საშუალებების შეცვლა მაღალი ხარისხის პროდუქციით.

იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ავტოსატრანსპორტო საშუალებება გამოვიდა მწყობრიდან ქვეყნის ნებისმიერ წერტილში (საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია) და ვერ ხერხდება მისი ევაკუირება სერვის-ცენტრში, მიმწოდებელს უნდა შეეძლოს მომსახურების გაწევა ადგილზე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. „მიმწოდებელი“ ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სერვის-ჯგუფის, შეტყობინებაში მითითებულ ადგილას, გამოცხადება სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 6 საათის ვადაში.

მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელის მიერ მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მიმწოდებელი და შემსყიდველი შეთანხმდებიან, რომ პრეისკურანტის კონკრეტული პოზიციით განსაზღვრული საქონელი დასაშვებია იყოს მეორადი (შენიშვნა: მეორადი ნაწილი გულისხმობს შეუკეთებელ, დაუზიანებელ, ახალთან მიახლოებული რესურსის მქონე ნაწილს)); აღნიშნული შეთანხმება უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, მხარეების უფლებამოსილი წარმომსადგენლების მიერ და თან დაერთოს ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი), ექსპლუატაციაში არ მყოფი (გარდა მეორადი საქონლის გამოყენების შემთხვევისა), ქარხნული და არ უნდა ავლენდეს დეფექტს (ნაკლი, წუნი), რაზეც მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს გარანტია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) კალენდარული თვის განმავლობაში, ხოლო შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) კალენდარული თვის განმავლობაში (შემსყიდველის მიერ ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში) დეფექტის (ნაკლი, წუნი) დაფიქსირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით აღმოფხვრას აღნიშნული დეფექტი.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე.

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოებზე და გამოყენებულ მასალებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი საგარანტიო ვადები:
• სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 (ექვსი) თვე.
• ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 8 (რვა) თვე ან 25 000 კმ.(სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში), რომელიც უფრო ადრე დადგება. თუ კი სერვის ცენტრში შეცვლილი დეტალი ხელახლა დაზიანდა სხვა სათადარიგო ნაწილის გაუმართაობის გამო, რასაც დაადასტურებს შესაბამისი ექსპერტი ან/და ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლები, აღნიშნულ შემთხვევაში ამ დეტალის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში შეცვლა არ მოხდება.
• ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი.
• სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 წელი.
• გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 15 000 კმ.

თუ გამოიკვეთება, რომ მომწოდებელმა საგარანტიო პერიოდში შეცვალა სათადარიგო ნაწილი მისი უხარისხობის გამო, შემსყიდველი უფლებამოსილია დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით.

თუ გამოცვლილი ან/და შეკეთებული სათადარიგო ნაწილის გამო ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან მოცემულ საგარანტიო ვადაში, მიმწოდებელი ვალდებულია, მოახდინოს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა ადგილზევე, ან/და მისი ევაკუირება შესაბამის სერვის - ცენტრში საკუთარი ხარჯით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2022, 2023, 2024, 2025 წლების განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება (ანალოგიურ მომსახურებაში იგულისხმება: ავტომობილების პერიოდული შეკეთება და ტექნიკური მომსახურება). აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია, თითოეულ წელზე (2022, 2023, 2024,2025) წარმოადგინოს მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. წარმოდგენილი ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100,000.00 ლარს.


პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია და გასათვალისწინებელი მოთხოვნები:

წარმოდგენილი უნდა იყოს:

- იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და მომსახურების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR და ა.შ.) შესახებ.

- იმ შემთხვევაში თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების საფუძველზე მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

გასათვალისწინებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა.
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.
- საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით (ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტი (შემდგომში - მიმწოდებელი) საკუთრებაში, ან სარგებლობაში უნდა ფლობდეს მინიმუმ 1 (ერთი) სერვის-ცენტრს ქალაქ თბილისში.

ავტოსერვისი და სასაწყობე ფართი დედაქალაქში განთავსებული უნდა იყოს შემოღობილ, 24 საათიან დაცულ ტერიტორიაზე, რომლის ეზოშიც შესაძლებელია ერთდროულად მინიმუმ 30 ავტომობილის განთავსება. ავტოსერვისის შენობა უნდა იყოს გადახურული, აღჭურვილი თანამედროვე სტანდართებთან შესაბამისი განათებით, გამონაბოლქვის გამწოვი და სავენტილაციო დანადგარებით, შრომითი უსაფრთხოების გათვალისწინებით შენობაში დამონტაჟებული უნდა იყოს მინიმუმ 20 ცალი, მინიმუმ 4 ტონა ტვირთ ამწეობის სტაციონალური ელექტრო მექანიკური ავტო ამწე და მისი ალტერნატივა ტექნიკური ხარო (იამა) მინიმუმ 2 ცალი.

ავტოსერვისი უნდა აკმაყოფილებდეს პრეისკურანტით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებას, ავტომობილების დათვალიერება შემდგომი შეკეთების მიზნით უნდა იყოს უფასო. შენობაში უნდა იყოს განთავსებული: სავალი ნაწილის მინიმუმ 10 სექცია, ელექტროობის და ვულკანიზაციის მინიმუმ ერთი სექცია, ბენზინისა და დიზელის აგრეგატების შესამოწმებელი სტენდი, სათუნუქე სამღებრო სამუშაოების მინიმუმ ერთი სექცია, ძრავის კაპიტალური შეკეთების სექცია და სხვა აგრეგატების შემკეთებელი სექციები, აღჭურვილი თანამედროვე დანადგარებით, სამღებრო სამუშაოსათვის ჰერმეტიული სპეციალური მინიმუმ ერთი სექცია. ყველა მოსახურება განხორციელდეს ავტოსერვისის ტერიტორიაზე, სპეციფიური სამუშაოს შემთხვევაში, შეთანხმების საფუძველზე ხდება ავტომობილის გადაყვანა სხვა ტერიტორიაზე შესაკეთებლად.

დედაქალაქის ავტოსერვისში უნდა იყოს შემდეგი აღჭურვილიბა:
• თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
• ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკა;
• კონდიციონერის სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატი;
• დიზელის მაღალი წნევის შესამოწმებელი აპარეტურა;
• ვულკანიზაციის, ბალანსირებისა და დისკების გასწორების აპარატი.
• ავტოსერვისში მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის ინვენტარით, სპეც ტანსაცმლით, საჭირო ხელსაწყოებითა და აპარატურით.

ასევე, პრეტენდენტს დასავლეთ საქართველოში უნდა გააჩნდეს მინიმუმ ოთხი დამატებითი სერვის-ცენტრი და აღმოსავლეთ საქართველოში კი მინიმუმ ორი დამატებითი სერვის- ცენტრი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- თბილისში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში სერვის-ცენტრის საკუთარებაში, ან სარგებლობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ზუსტი მისამართის მითითებით).
- ინფორმაცია თბილისის სერვის-ცენტრში არსებული, მინიმუმ 4 (ოთხი) ტონა ტვირთამწეობის, სტაციონარული ელექტრო-მექანიკური ავტო ამწეებისა და ტექნიკური ხაროების რაოდენობის შესახებ.

შენიშვნა:
წერილობითი ინფორმაცია სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი. იმ შემთვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, აღნიშნული ინფორმაცია სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისთვის აუცილებელი ავტოსათადარიგო ნაწილები და ძრავის ზეთი დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ისეთი მწარმოებლების მიერ, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან ნორმის ISO/TS 16949 (ან მისი იდენტურის) შესაბამისად.

შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული მწარმოებლების ნუსხა (მოქმედი სერთიფიკატებით) წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი).

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. სავალდებულოა პრეისკურანტით მოცემული ზღვრული ფასების შემდეგი, მარჯვენა სვეტის - "შემოთავაზებული ფასი" განფასებულად წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი სვეტის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2 (პრეისკურანტი) არ იქნება წარმოდგენილი, ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, ან წარმოდგენილ პრეისკურანტში, განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა მეტი იქნება განსაფასებელი პოზიციების 5 (ხუთი) პროცენტისა, პრეისკურანტის დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან.
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის ზღვრულ ფასებს, ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ჯამური ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით შეამცირებს სატენდერო წინადადების ფასს, აღნიშნული სხვაობა უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტით მოცემულ პოზიციებზე თანაბრად და ყველა პოზიციას დააკლდეს თანაბარი პროპორციით.
3. დანართი N2-ის (პრეისკურანტი) საერთო და ერთეულის ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი მიწოდებისათვის.

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა საგარანტიო ვადების შესახებ;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები).

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, აღნიშნული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს წინამდებარე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ) წარმოდგენილ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს პრეისკურანტი, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. წარმოდგენილ გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, რომ იგი არის უპირობო და გამოუთხოვადი. წარმოდგენილი საბანკო გარანტია უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. ასევე მითითებული უნდა იყოს, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ანგარიშზე ჩაირიცხება მისი პირველივე წერილობითი მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გოგია, 599133412, ngogia@mdf.org.ge mdf@procurement.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
2. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru