Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Работы по подготовке строительной площадки (Грузия - Тендер #70346294)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Didube District Gamgeoba
Номер конкурса: 70346294
Дата публикации: 29-01-2026
Сумма контракта: 499 940


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001323
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.01.2026 10:44
Начало приема предложения 14.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 19.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 499`940.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45100000-Работы по подготовке строительной площадки
Коды классификатора
  • 45110000 - Работы по сносу зданий и земляные работы
  • 45112720 - Ландшафтные работы на спортивных площадках и в зонах отдыха
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 27 დეკემბრამდე, ეტაპობრივად.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სკვერების (მოსასვენებელი სივრცეების) აღდგენა-შეკეთების და საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 9`999.00 GEL
Размер гарантии 4`999 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ana gelashvili :: 28.01.2026 12:06
  • Последнее исправление: ana gelashvili :: 29.01.2026 10:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=669658&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე არსებული სკვერების (მოსასვენებელი სივრცეების) აღდგენა-შეკეთების და საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი N1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახითაც, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4. მომწოდებლის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში (დანართი N1) ერთეულის ფასები დამრგვალებული უნდა იქნას მეასედებამდე სიზუსტით.
1.2.5. სამუშაოების განფასება განხორციელდება დანართი N1-ით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ სამუშაოთა სახეობებზე დაფიქსირებული ერთეულის ფასების მიხედვით.
1.2.6. მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, სქემატური ნახაზები ან/და საპროექტო დოკუმენტაცია და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით.
1.2.7. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.8. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საშუალება ერთდროულად აწარმოოს სამუშაოები შემსყიდველის მიერ მითითებულ არანაკლებ 6 მისამართზე (უნდა ყავდეს არანაკლებ 6 მუშა ჯგუფი).
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში 24 საათში;
1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას სამუშაო ადგილის ფარგლებში მისი მიზეზით გამოწვეული დაზიანებები და აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა;
1.2.11. მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების და სატენდერო დოკუმენტაციის დანართებითა და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს.მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ბეტონის მარკიანობის შესაბამისობის შესახებ.
1.2.12. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნიადაგის ნოყიერი ნაზავის დანართი N4-ში („ნოყიერი მიწის ნაზავის საკვები ელემენტების შემადგენლობა და პარამეტრები“) მოთხოვნილ პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ (აღნიშნული მომსახურების ანაზღაურებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით).
1.2.13. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა განათავსოს მინიმუმ ერთი საინფორმაციო დაფა (100სმ/80სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.14. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება.
1.2.15. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი დავალების შესრულების დაწყებამდე შემსყიდველთან შეთანხმებით შექმნას უსაფრთხოების სქემები და შეათანხმოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან საკუთარი სახსრებით. მიმწოდებელი ვალდებულია განათავსოს საგზაო ნიშნები, საგზაო ბარიერები და მოძრაობის რეგულირების ნიშნები დამტკიცებული სქემის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სხვა ზომები, რომლებსაც მოითხოვს სამშენებლო სამუშაოები.
1.2.16. თუ კი სამუშაოების უსაფთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით.
1.2.17. სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა . შ. და საჭიროების შემთხვევაში მაღალი წნევის წყლის სარეცხი აპარატის გამოყენებით დაასუფთაოს ტერიტორია.
1.2.18. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების წარმოებისას დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და პერსონალი უზრუნველყოს ერთნაირი სპეც. ტანსაცმლით. სამშენებლო სამუშაოები მწვანე ნარგავების სიახლოვეს მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს, რათა არ მოხდეს მცენარეების ძირში ნიადაგის ზედმეტად ტკეპნა. ასეთ ადგილებში არ უნდა ხდებოდეს მძიმე მასალების შენახვა, აგრეთვე უნდა რეგულირდებოდეს სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა. თუ რომელიმე ნარგავი დაზიანდება ან მოიჭრება თანხმობის გარეშე, ან გახმება სამშენებლო სამუშაოების გამო, მის მაგივრად დარგული უნდა იქნეს შესაბამისი ზომის ნერგი შემსყიდველის თანხმობით.
1.2.19. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ფაქტიურად მოსაწყობი წყალ-კანალიზაციის გაყვანილობის ქსელის ტექნიკური პირობის შეთანხმება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-თან და წარმოდგენა შემსყიდველთან; მანვე უნდა უზრუნველყოს წყლისა და კანალიზაციის ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთების ხარჯების ანაზღაურება, ხოლო სამუშაოების დასრულებისას საკუთარი ხარჯებით დაფაროს ყველა არსებული დავალიანება;
1.2.20.მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას.
1.2.21. ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.22. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ტექნიკური დავალება, ნიმუშები და ესკიზები სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის.
1.2.23. შესრულებული სამუშაოს ფორმა N 2-ს დაადასტურებს (მათ შორის ფარული სამუშაოს აქტები) უზრუნველყოფს შემსყიდველის მიერ დაქირავებული სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" ან აკრედიტაციის მქონე სხვა საექსპერტო იურიდიული პირი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 27 დეკემბრამდე, ეტაპობრივად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სამუშაოს მიწოდების ადგილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის ტერიტორია.
1.5.2. სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების შესაბამისად.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1.შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან მინიმუმ 2 (ორი ) წელს, ხოლო სანათებზე არანაკლებ 3 (სამი) წელს.
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას იგი შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ (არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში) საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2023 წლის 01 იანვრიდან ჯამურად არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150 % ოდენობის ანალოგიური სამუშაოს (სკვერების მოწყობის ან/და აღდგენა-შეკეთების) შესრულების გამოცდილება და უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად.
2.2.1.2 თუ ინფორმაციაში მითითებული შესყიდვ(ებ)ა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, ან შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის ან არასრულად არის ატვირთული შესაბამისი დოკუმენტები, ამ შემთხვევაში გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას: მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: (1. მიღება-ჩაბარების აქტი; 2. ფორმა N2 3. დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი).

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
დანართი N2-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მიწოდებული საქონელი და სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების და სატენდერო დოკუმენტაციის დანართებითა და ესკიზებით მოთხოვნილ პარამეტრებს. მიმწოდებელმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ბეტონის მარკიანობის შესაბამისობის შესახებ.
2.7.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს ფაქტიურად მოწყობილი ელ. ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოწყობილი ქსელი შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გადააბაროს შესაბამის ორგანიზაციას. მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება გადაბარების შემდეგ.
2.7.1.3. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიული დასკვნა შეტანილი ნიადაგის ნოყიერი ნაზავის დანართი N4-ში („ნოყიერი მიწის ნაზავის საკვები ელემენტების შემადგენლობა და პარამეტრები“) მოთხოვნილ პარამეტრებთან შესაბამისობის შესახებ (აღნიშნული მომსახურების ანაზღაურებას მიმწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით).

2.9 other additional requirements

2.9.1. მიმწოდებელმა ქალაქის გარე განათების შესაბამის სამსახურს უნდა წარუდგინოს ქალაქის გარე განათების ქსელში შესასრულებელი სამუშაოების საჭირო ტექ. დოკუმენტაცია. კერძოდ:
1. ბოძების დამცავი დამიწების, კარადების დამიწების კონტურის ოქმი (ფარული სამუშაოების, მოწყობის სქემა, წინაღობის სიდიდე, ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწყობა).
2. კაბელის გაყვანის ოქმი (ფარული სამუშაოების, იზოლაციის გაზომვის გაყვანამდე და გაყვანის შემდეგ).
3. ძაბვის სიდიდეების გაზომვის ოქმი (იზომება ხაზის დასაწყისში და ხაზის ბოლოს).
4. ფაზებზე დატვირთვების გაზომვის ოქმი.
5. შესრულებული სამუშაოების სპეციფიკაცია, სადაც კონკრეტულად იქნება მოყვანილი მონაცემები: სადენების, კაბელების მარკა, კვეთი, სიგრძე; ბოძების დიამეტრი, სიმაღლე, რაოდენობა; სანათების ტიპები, რაოდენობა, ნათურების სიმძლავრე; ბოძები უნდა იყოს შეღებილი, დანომრილი; სანათები უნდა იყოს დანულებული; საშემსრულებლო ნახაზზე დასატანია კაბელების და სადენების ტიპები, კვეთი, სიგრძე, ბოძებისა და კარადების დამიწებები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% (ან 10%)–ის ოდენობით, დანართი N3–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2.3. დაფინანსების წყაროა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით დიდუბის რაიონის გამგეობისთვის დამტკიცებული ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

draft contract

8.1 draft contract


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru