1. ორალური კამერა - 1 ცალი
მაღალი ზუმის;
2. მობილური სტომატოლოგიური ბორმანქანა - 2 ცალი
პორტატული, ჩაშენებული კომპრესორით და LED ნათურით, ბუნიკების
განყოფილებებით და მრავალფუნქციური პეტლით, ჩაშენებული სკალერით,
ჰელიო ნათურით.
ბუნიკების ანაწყობით: 2 ტურბინით, კუთხისქვეშა პირდაპირი და
მიკრომოტორი;
3. ავტოკლავი - 1 ცალი
ავტომატური შემოწმების მიკროკომპიუტერული კონტროლის სისტემით
იმპორტირებული სენსორი ზუსტი კონტროლისთვის; სტერილიზაციის დროს
ტემპერატურის კონტროლის ± 0.5 გრადუსის ფარგლებში შესაძლებლობით; უნდა
გააჩნდეს თარიღისა და დროის დაყენებისა და ენის ცვლილების ფუნქციები,
დამზადებული უნდა იყოს 304 უჟანგავი ფოლადისგან;
4. მაგიდაზე ფიქსირებული სტომატოლოგიური მულაჟი - 5 ცალი
მულაჟი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თავის ნაწილით, ფიქსირებული
ლითონის ღერძზე და მაგიდაზე სამაგრით, უნდა ჰქონდეს სილიკონის ლოყები,
მაგნიტით ფიქსირებული ყბები ( გამოცვლის შესაძლებლობით), ყბებზე
კბილების ჩანაცვლების (ჩახრახვნა) შესაძლებლობით.
გამოსადეგარი უნდა იყოს შემდეგი პროცედურების განხორციელებისათვის: ა)
პირის ღრუს დათვალირება (ექიმის პოზიციის განსაზღვრა), ბ) ანაბეჭდის
აღება, გ) კბილების პრეპარირება, დ) კბილების დაბჟენა, ე) პროფილაქტიკური
ღონისძიებების ჩატარება, ვ) საიზოლაციო სისტემების გამოყენება;
5. მულაჟი სტომატოლოგიური დანადგარის სავარძელზე მიმაგრების ფუნქციით -
5 ცალი
მულაჟი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თავის ნაწილით, ფიქსირებული
ლითონის ღერძზე და ბორმანქანაზე სამაგრით, უნდა ჰქონდეს სილიკონის
ლოყები, მაგნიტით ფიქსირებული ყბები (გამოცვლის შესაძლებლობით), ყბებზე
კბილების ჩანაცვლების (ჩახრახვნა) შესაძლებლობით.
გამოსადეგარი უნდა იყოს შემდეგი პროცედურების განხორციელებისათვის: ა)
პირის ღრუს დათვალირება (ექიმის პოზიციის განსაზღვრა), ბ) ანაბეჭდის
აღება, გ) კბილების პრეპარირება დ) კბილების დაბჟენ აე) პროფილაქტიკური
ღონისძიებების ჩატარება, ვ) 6. საიზოლაციო სისტემების გამოყენება;
6. სტომატოლოგიური მულაჟი ადგილობრივი გაუტკივარებისთვის - 4 ცალი
მულაჟი წარმოდგენილი უნდა იყოს ყბების სახით, რბილი ღრძილით და
ელექტროდებით (სწორად ჩატარებული მანიპულაციის შემთხვევაში, უნდა
მიიღებოდეს ხმოვანი სიგნალი (ან ნათურა აინთება)
გამოსადეგარი უნდა იყოს შემდეგი პროცედურების განხორციელებისათვის: ა)
ინფილტრაციული ანესთეზია, ბ) რეგიონული ანესთეზია ზონდირება
პაროდონტის ქსოვილების დიაგნოსტიკის მიზნით;
7. სტომატოლოგიური მულაჟი კბილების ექსტრაქციის ჩასატარებლად - 6 ცალი
მულაჟი წარმოდგენილი უნდა იყოს ზედა/ქვედა ყბის სახით, რბილი ღრძილით,
შესაძლებელი უნდა იყოს ყველა ჯგუფის კბილის ექსტრაქცია, შემდგომი
რეპლანტაციით (მანიპულაციის განმეორების მიზნით);
8. სტომატოლოგიური მულაჟი კბილის მაგარ ქსოვილებზე სამუშაოდ (მოზრდილის
და ბავშვის) - 15 ცალი
მულაჟი წარმოდგენილი უნდა იყოს ზედა/ქვედა ყბით, რბილი ან მყარი
ღრძილოვანი ნაწილით.
გამოსადეგარი უნდა იყოს შემდეგი პროცედურების განხორციელებისათვის: ა)
ზედა და ქვედა საჭრელების, პრემოლარების და მოლარების ექსტრაქცია, ბ)
ზონდირება პაროდონტოლოგიური ქსოვილებისდიაგნოსტიკის მიზნით, გ)
კბილების იზოლაცია, დ) კბილების პრეპარირება, ე) დაბჟენისთვის მომზადება
(მატრიცის ჩადგმა, სოლის მოთავსება და ა.შ.), ვ) კბილების დაბჟენა, ზ)
არაპირდაპირი კონსტრუქციების ფიქსაცია, თ) კბილების პროფესიული
წმენდის და პროფილაქტიკური პროცედურების ჩატარება;
9. ენდოდონტიური სტომატოლოგიური მულაჟი - 5 ცალი
მულაჟი (გამჭვირვალე) წარმოდგენილიუნდა იყოს ზედა‐ქვედა ყბის ან
ერთეული კბილების სახით, შეღებილი არხოვანი სისტემით (უმეტესად წითლად)
და მექანიკური დამუშავებისას კედლიდან საღებავის მოცილებით.
გამოსადეგარი უნდა იყოს შემდეგი პროცედურების განხორციელებისათვის: ა)
კბილის ღრუს გახსნა, ბ) არხების ენდოდონტიური დამუშავება, გ) არხების
დაბჟენა, დ) არხების განბჟენა, ე) არხის მომზადება წკირის საფიქსაციოდ, ვ)
წკირის/ლენტის ფიქსაცია;
10. მულაჟი პაროდონტიტის სიმულაციით - 4 ცალი
მულაჟი წარმოდგენილი უნდა იყოს ზედა/ქვედა ყბაზე მორყეული კბილებით,
პაროდონტული ჯიბეებით და რეცესიებით, ფურკაციის დაზიანებებით.
უნდა გააჩნდეს ფუნქციები: პაროდონტული რუკის შევსება, ზონდირების
სიღრმის განსაზღვრა, კლინიკური მიმაგრების დარღვევის განსაზღვრა,
რეცესიის სიღრმის განსაზღვრა, რეცესიის ტიპის განსაზღვრა, კბილის
მორყევის ხარისხის განსაზღვრა, ფურკაციის დაზიანების ხარისხის
განსაზღვრა;
11. იმპლანტაციის სადემონსტრაციო მულაჟი - 3 ცალი
მულაჟი წარმოდგენილი უნდა იყოს მყარი მასალისაგან დამზადებული
ქვედა/ზედა ყბის უკბილო მიდამოთი, ძვალში ფიქსირებული იმპლანტით, ხუფით,
მაფორმილებლით ან აბატმენტით;
12. სადემონსტრაციო ორთოდონტიული მულაჟი - 4 ცალი
მულაჟი წარმოდგენილი უნდა იყოს ზედა და ქვედა ყბის მოდელით, კბილებზე
ფიქსირებული სხვადასხვა ტიპის ბრეის‐სისტემებით;
13. სამუშაო კბილები პირველი პოზიციის სტომატოლოგიური მულაჟისთვის - 10
ანაწყობი
მოზრდილთა კბილის მოდელები, განკუთვნილი ენდოდონტიის პრაქტიკისთვის,
კბილები - ბუნებრივის მსგავსი, დამზადებული უნდა იყოს მყარი,
თერმომედეგი მასალისაგან, კბილის ფესვის არხების მქონე, რაც
მანიპულაციების ვიზუალიზაციის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს;
14. სამუშაო კბილები მეორე პოზიციის სტომატოლოგიური მულაჟისთვის -10
ანაწყობი
მოზრდილთა კბილის მოდელები, განკუთვნილი ენდოდონტიის პრაქტიკისთვის,
კბილები - ბუნებრივის მსგავსი, დამზადებული უნდა იყოს მყარი,
თერმომედეგი მასალისაგან, გამჭვირვალე კბილის ფესვის არხების მქონე,
რაც მანიპულაციების ვიზუალიზაციის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს;
15. სამუშაო კბილები პირველი პოზიციის სტომატოლოგიური მულაჟისთვის - 10
ანაწყობი
მოზრდილთა კბილის მოდელები, ზედა და ქვედა ყბის მოდელზე მიმაგრების
ფუნქციით, ბუნებრივის მსგავსი, დამზადებული უნდა იყოს მყარი,
თერმომედეგი მასალისაგან. განკუთვნილი ორთოპედიული მანიპულაციების
პრაქტიკისთვის;
16. სამუშაო კბილები მეორე პოზიციის სტომატოლოგიური მულაჟისთვის - 10
ანაწყობი
მოზრდილთა კბილის მოდელები, ზედა და ქვედა ყბის მოდელზე მიმაგრების
ფუნქციით, ბუნებრივის მსგავსი, დამზადებული უნდა იყოს მყარი,
თერმომედეგი მასალისაგან. განკუთვნილი ორთოპედიული მანიპულაციების
პრაქტიკისთვის.
_______________________________
- იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის
ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული
იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია,
ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის
„მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი
ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული
შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე
საქონელი.
- ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ
დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს
პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი და პრეტენდენტი
არ იზღუდება შემოგვთავაზოს უკეთესი (გაუმჯობესებული) მახასიათებლების
მქონე საქონელი. ამასთან, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს
შემოთავაზებული საქონელის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები.