Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Животные или растительные масла и жиры (Грузия - Тендер #70342441)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 70342441
Дата публикации: 28-01-2026
Сумма контракта: 22 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001239
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.01.2026 16:27
Начало приема предложения 03.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 05.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 22`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15400000-Животные или растительные масла и жиры
Коды классификатора
  • 15421000 - Рафинированные масла
  • 15431100 - Маргарин
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში, თსუ კაფეტეერისთვის ზეთისა (CPV-15421000 - რაფინირებული ზეთი) და მარგარინის (CPV-15431100 - მარგარინი) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 220.00 GEL
Размер гарантии 220 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: shorena gurashvili :: 22.01.2026 16:15
  • Последнее исправление: shorena gurashvili :: 28.01.2026 16:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=668279&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში, თსუ კაფეტეერისთვის ზეთისა (CPV-15421000 - რაფინირებული ზეთი) და მარგარინის (CPV-15431100 - მარგარინი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სატენდერო წინადადების წარმოდგენისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: ფასების ცხრილში მოცემული რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის მიხედვითაც და საჭიროების ფარგლებშიც მოხდება მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ცხრილში მოცემული საქონლის რაოდენობა.

მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებული ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება კლებადობის პრინციპით არასწორად განფასებულ პოზიციაზე.

შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები ან "მსგავსი", "ეკვივალენტური"

1. მზესუმზირის ზეთი - 1000 ლიტრი
ერთეულის (ლიტრი) ზღვრული უმაღლესი ფასი - 6.00 ლარი

• 100% რაფინირებული, ახალი, უმაღლესი ხარისხის, ქარხნული, დამზადებული მზესუმზირის რჩეული ჯიშებისაგან;
• ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული პროდუქტისთვის. ცხიმიანობა არანაკლებ 99%.
• არ უნდა შეიცავდეს ტექნიკურ ცხიმს, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (კონსერვანტების და საღებავების სახით);
• პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს

2. ფრის ზეთი - 1000 ლიტრი
ერთეულის (ლიტრი) ზღვრული უმაღლესი ფასი - 7.00 ლარი

• 100% რაფინირებული, მცენარეული, ახალი, უმაღლესი ხარისხის, ქარხნული დამზადების; • ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული პროდუქტისთვის;
• არ უნდა შეიცავდეს ტექნიკურ ცხიმს, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (კონსერვანტების და საღებავების სახით).


3. მარგარინი - 300 კგ.
ერთეულის (კგ.) ზღვრული უმაღლესი ფასი - 10.00 ლარი

• კონსისტენცია - მკვრივი, ელასტიური, ერთგვაროვანი, ადვილად ლღობადი. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.
• ტენიანობა არა უმეტეს 17%. ცხიმიანობა არანაკლებ 70%.
• შემადგენლობა: მცენარეული ცხიმები (მზესუმზირის, ბამბის და კანოლას ცხიმები, მცენარეული ცხიმის ფრაქციები), წყალი, ნაღები, ნაღების კარაქი, მშრალი უცხიმო რძე, დისტილირებული მონოგლიცერიდები, მარილი.
• არ უნდა შეიცავდეს ტექნიკურ ცხიმს, პალმის ცხიმს და ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს;
• დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით (ეტიკეტირებულ ბრიკეტებად), მოთავსებული მუყაოს ყუთებში,რომელზეც მითითებული უნდა იყოს დამზადების თარიღი, შენახვის ვადები და პირობები; .
• პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს

4. მარგარინი (ფენოვანი ცომისთვის და ცხობისთვის) - 600 კგ
ერთეულის (კგ.) ზღვრული უმაღლესი ფასი - 10.00 ლარი

• კონსისტენცია - მკვრივი, ელასტიური, ერთგვაროვანი, ადვილად ლღობადი. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფოთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.
• შემადგენლობა: ნატურალური მცენარეული ცხიმები (მზესუმზირის, სოიოს, ბამბის და პალმის) მარილი, წყალი; ემულგატორები (სოიოს ლეციტინი, მცენარეული მონო და დიგლიცერიდები); მჟავის რეგულატორი (ლიმონმჟავა); ნატურალური კარაქის არომატით. ტრანსცხიმი არაუმეტეს 0,99 გრ. -100გრ. პროდუქტში, მცენარეული ცხიმის შემცველობა არანაკლებ 60%.
• შენახვის ტემპერატურა 20 C-მდე;
• დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით (ეტიკეტირებულ ბრიკეტებად), რომელზეც მითითებული უნდა იყოს დამზადების თარიღი, შენახვის ვადები და პირობები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, კვირაში ერთხელ, მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შემსყიდველი ხელშეკრულების დანართ N1-ში მითითებულ მისაწოდებელ საქონელზე მოთხოვნას, საქონლის შესაბამისი სახეობებისა და რაოდენობის მითითებით ადგენს და წერილობით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადასცემს/უგზავნის მიმწოდებელს;
1.5.2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს დღის 12:00 სთ -სა.
1.5.3. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. #19 (თსუ მაღლივი კორპუსი) და თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. #1. (თსუ პირველი კორპუსი).
1.5.4. ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არ აქვს უფლება შეიტანოს გრაფიკში ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, ვარგისიანობის ვადების დაცვით. პროდუქტის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების შესაბამისად.
1.7.1.2. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
ა) სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
ბ) ქარხნული წარმოების თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 01 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
გ) პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის;
1.7.1.3. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
შესყიდვის ობიექტის დასახელება, აღწერილობა, წარმოების ქვეყანა, მწარმოებელი

1. წარმოების ქვეყანა - ქვეყანა სადაც პროდუქტი იწარმოება.
2. მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია ან/და მწარმოებელი სუბიექტი ან/და ფირმა ან/და ბრენდი ან/და ინდ.მეწარმე ან/და ფიზიკური პირი.

წარმოების ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან.
2.7.1.2. თუ პრეტენდენტი წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

2.9.1. სატენდერო წინადადების წარმოდგენისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: ფასების ცხრილში მოცემული რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის მიხედვითაც და საჭიროების ფარგლებშიც მოხდება მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, შემსყიდველი ვალდებული არ არის სრულად აითვისოს ცხრილში მოცემული საქონლის რაოდენობა.
2.9.2 მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ შესაბამის გრაფაში მითითებული ერთეულის სავარაუდო ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული, როგორც ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. „მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში.
7.2.2. ფაქტობრივად მოწოდებულ საქონელზე ანგარიშსწორება შესაძლოა განხორციელდეს ,,შემსყიდველსა’’ და ,,მიმწოდებელს’’ შორის საქონლის მოწოდების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის და/ან სასაქონლო ზედნადების, თსუ კაფეტერიის უფლებამოსილი პირის დადებითი დასკვნის საფუძველზე, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

შორენა გურაშვილი, 597056157, shorena.gurashvili@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2. პრეტენდენტის მიერ შექმნილი და ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru