Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #70311293)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gori MUnicipality City Hall
Номер конкурса: 70311293
Дата публикации: 28-01-2026
Сумма контракта: 290 490


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001196
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 28.01.2026 13:32
Начало приема предложения 06.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 09.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 290`490.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34114400 - Микроавтобусы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 3 (სამი) ერთეული სამგზავრო მიკროავტობუსის შესყიდვა ფლობის ღირებულებით
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`905.00 GEL
Размер гарантии 2`905 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tariel metreveli :: 14.01.2026 13:32
  • Последнее исправление: tariel metreveli :: 28.01.2026 13:32
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666406&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 3 (სამი) ერთეული სამგზავრო მიკროავტობუსის შესყიდვა ფლობის ღირებულებით

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამგზავრო მიკროავტობუსის ტექნიკური მონაცემები - დანართი N1

1 ავტომობილის სიგრძე - არანაკლებ 5990 და არაუმეტეს 6720 მმ
2 ავტომობილის სიმაღლე - არანაკლებ 2640 და არაუმეტეს 2760 მმ
3 ავტომობილის სიგანე - (უკანა ხედვის გვერდით სარკების ჩათვლით) არანაკლებ 2090 და არაუმეტეს 2500 მმ
4 ადგილების რაოდენობა - საკამები უნდა იყოს ქარხნულად დამონტაჟებული, მწარმოებლის მიერ, ავტომობილის წარმოების პროცესში - არანაკლებ 17+1
5 საწვავის მოხმარება ( შერეული) - არაუმეტეს 10.5ლ
6 ავტომობილის სრული დატვირთული მასა - არაუმეტეს 4600 კგ
7 წარმოების წელი არაუადრეს - 2025 წელი
8 გადაცემათა კოლოფი - არანაკლებ 6 სიჩქარიანი მექანიკური ან/და ავტომატური გადაცემათა კოლოფი
9 ძრავის მოცულობა (დამრგვალებული მეათედებამდე) - არანაკლებ 2.0 დიზელი
10 ძრავის სიმძლავრე (ცხენის ძალა) - არანაკლებ 125 ცხ.ძ
11 საწვავის ავზის მოცულობა - არანაკლებ 70 ლიტრი
12 დისკები არანაკლებ - R 16 რკინის ან ალუმინის
13 აუცილებელი მოთხოვნა - სათადარიგო საბურავი
14 წამყვენი თვლები - უკანა (უკანა ორმაგი თვლებით)
15 აუცილებელი მოთხოვნა - მექანიკური ხელის მუხრუჭი
16 საჭე მარცხენა - გამაძლიერებლით
17 უკანა კარი - ორფრთიანი არანაკლებ 180 გრადუსი გასაღებადი
18 ელექტრო შუშები - მინიმუმ 2 წინა
19 აუცილებელი მოთხოვნა - წინა მინის საწმენდები
20 აუცილებელი მოთხოვნა - ელექტრონულად რეგულირებადი უკანა ხედვის გვერდითი სარკეები
21 აუცილებელი მოთხოვნა - წინა სანისლე ფარები
22 აუცილებელი მოთხოვნა - მთლიანი სალონის კონდიცირება
23 აუცილებელი მოთხოვნა - უკანა პარკინგ სენსორები
24 აუცილებელი მოთხოვნა - უკანა ხედვის კამერა
25 აუცილებელი მოთხოვნა - განათება მგზავრთა განყოფილებაში
26 აუცილებელი მოთხოვნა - მძღოლის უსაფრთხოების ბალიში
27 ფერი შეთანხმებით


შენიშვნა: პრეტენდენტმა ტექნიკური დავალება უნდა წარმოადგინოს PDF - ფაილის სახით, ელექტრონულად ხელმოწერილი - სადაც განსაზღვრული იქნება მის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის კონკრეტული, ზუსტი და არა სავარაუდო მახასიათებლები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა არის ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სავტომობილო საშუალებების იმპორტირების, განბაჟების, ტრანსპორტირების, სახელმწიფო სანომრე ნიშნებისათვის გათვალისწინებული ხარჯები და შემსყიდველზე გაფორმების პროცედურები წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას;

შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნული წარმოების-ახალი (უხმარი);

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. გორი, გრ. ფერაძის #5; გორის მუმნიციპალიტეტის მერიის ტერიტორია.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიკროავტობუს(ებ)ზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი,ხიდი, გადაცემათა კოლოფი), ან 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო,გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა,შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

1.7.1.3 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდაიყოს მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი).

1.7.1.4 თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი №3-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5 თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება) ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი) მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით.

1.7.1.5 საგარანტიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო საგარანტიო პირობების დარღვევაზე, ამავე პუნქტის 6.2 ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან, ყოველ ვდაგადაცილებულ დღეზე - ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მარკა/მოდელის შესახებ უნდა წარმოადგინოს 1.3-ში წარმოდგენილი ფასების ცხრილი დანართი N2-ის მიხედვით.

2. ფასების ცხრილის წარმოდგენა განუფასებლად, წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და მარკა/მოდელის მითითების გარეშე, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

3. იმ შემთხვევაში თუ შემოთავაზებული მიკროავტობუსის მოდელი ვერ მოიძებნა ოფიციალური მწარმოებლის ვებგვერდზე - შემსყიდველის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1 პუნქტში არსებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებთან პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული მოდელის ტექნიკური მონაცემების შედარების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმადგინოს შემოთავაზებული მოდელის მწარმოებლის ოფიციალური ვებგვერდის ლინკი (მისამართი), სადაც უნდა იძებნებოდეს მის მიერ შემოთავაზებული მოდელი ან/და უნდა წარმოადგინოს ოფიციალური მწარმოებლის წერილი, სადაც მითითებული იქნება შემოთავზებული მოდელის დეტალური ტექნიკური პარამეტრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტი უნდა იყვეს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მას უნდა გააჩნდეს საკუთარი ან/და ნაქირავები შესაბამისი სერვის ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოში, შესყიდვის ობიექტის შეკეთებისათვის დაზიანების შემთხვევაში - ექსპლოატაციის საგარანტიო პერიოდში, რაზეც უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუნენტაცია - საკუთრების მოწმობა ან/და ქირავნობის ხელშეკრულება.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ, მიღება/ჩაბარების ატის გაფორმებამდე, წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) სადაც მკაფიოდ იქნება დადსტურებული რომ შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები-მანქანები ნამდვილად არის, ფასების ცხრილში მითითებული წარმოშობის ქვეყანა/ მწარმოებელი/ მარკა/ მოდელის და შეესაბმება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ტექნიკურ პარამეტრებს.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი ტექნიკური დოკუმენტაცია:

ა) დანართი №2, დანართი №3 - ფასების ცხრილი;

ბ) დანართი №1 - ტექნიკური მახასიათებლები;

გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია დილერობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი სერთიფიკატი ავტორიზირებული სერვისცენტრის თაობაზე ან/და მწარმოებლის წერილი.

ე) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტით მოთხოვნილი შემოთავაზებული ავტომობილის საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია.

ვ) M2 კატეგორიის სერტიფიკატი.

ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტებში იგულისხმება:

2.1. ექსპერტიზის დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან, ასევე ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან.

4. ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან მისი/მათი სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არ არსებობის შესახებ;

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3), (4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1), (2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3), (4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოების მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედ დასმული, დანართი N2-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

დანართი იხილეთ 2.9 პუნქტში მიმაგრებულ ფაილებში.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას;
3) გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;

7.2 terms of step by step and/or final payment

ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ტარიელ მეტრეველი, 551199978, metrevelitariel@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
6. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
7. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
8. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი - დანართი N1, ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
9. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მიმწოდებლის მიერ ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- შესაბამისად.
10. 2023 წლის 03 თებერვლის ,,სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფასების ცხრილის/ ხარჯთაღიცხვის Excel-ის ფორმატის სახით განთავსებასთან დაკავშირებით/თანახმად" - პრეტენდენტმა ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთონ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით.
11. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

27-01-2026 Смета даярдоо учун ОМС 2215.

27-01-2026 Приобретение продуктов за 1 кв Карасуйский спец.детский сад интернатного типа для глухих детей.

27-01-2026 Приглашение к закупке топлива для нужд ЗАО «Медицинский центр Чаренцаван» в 2026 году..

27-01-2026 ПРИГЛАШЕНИЕ К ОБЪЯВЛЕНИЮ ОБ ЭЛЕКТРОННОМ АУКЦИОНЕ ПО ЗАКУПКЕ МЕДИЦИНСКОЙ ПРОДУКЦИИ ДЛЯ НУЖД ЗАО «МЕДИЦИНСКИЙ ЦЕНТР ОСВЕЩЕНИЯ СВЯТОГО ГРИГОРЯ».

27-01-2026 Закупка медицинского оборудования для нужд ЗАО «Мартунинский МЦ».

28-01-2026 Procurement of 0739-264CNEIC2M01 MAIN STEAM ISOLATION VALVE FOR HUANENG XIAPU NUCLEAR POWER PLANT PROJECT PHASE I(2).





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru