1. სოსისი - ივერია საქონელი/ღორი
რაოდენობა - 700 კილოგრამი
სოსისი - ტკაცუნა (ე.წ. ივერია)
• სოსისის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მხოლოდ ძროხისა და ღორის
ხორცი (საწარმოო პროცესის გათვალისწინებით დასაშვებია ქათმის
არსებობა მხოლოდ კვალის სახით);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო სოსისისთვის დამახასიათებელი)
დამაკმაყოფილებელი;
• შებოლვის და სანელებლების ზომიერი არომატით;
• სოსისის შემადგენლობა და კალკულაცია არ უნდა შეიცავდეს სოიოს
ტექსტურატს, სოიოს იზოლატს, სოიოს ფქვილს, ბურღულეულს. ასევე ადამიანის
ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების,
კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით);
• ცხიმის შემცველობა 100 გრამ პროდუქტში არაუმეტეს 18 გრ. ცილა არანაკლებ 11
გრამი, სახამებელი - არაუმეტეს 2.2გ.
• თითოეული სოსისის წონა უნდა იყოს 60 გრამი (ცდომილება ±1გრ);
• გარსაცმი ხელოვნური, კოლაგენური.
• შეფუთული უნდა იყოს ქარხნული წესით ვაკუუმ პარკებში;
• მოწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის
არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 12 დღე.
2. გაყინული ქათმის ფილე მკერდი (უძვლო)
რაოდენობა - 4000 კილოგრამი
ქათმის გაყინული ფილე
• უნდა იყოს გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით -18
გრადუსი ცელსიუსი);
• მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად მაღალი ხარისხის (A კატეგორიის);
• სუნი სპეციფიკური დამახასიათებელი ხორცისთვის;
• დაფასოებული ქარხნული წესით 5 -25 კილოგრამიან მუყაოს ყუთებში 1 -დან 10
კგ–მდე შეკვრებად. (სტრატეგიული მილსადენების დაცვის
დეპარტამენტისთვის მიწოდება განხორციელდება შეკვრებად, შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად).
• ყუთზე არ იქნება დეფროსტაციის კვალი;
• გაყინულ პროდუქტში წყლის საერთო შემცველობით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N340 დადგენილებით დამტკიცებული
"ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 40%,
არანაკლებ 4 თვე;
3. გაყინული საქონლის ხორცი უძვლო
რაოდენობა - 500 კილოგრამი
საქონლის ხორცი გაყინული უნდა იყოს გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით
(შოკირებული მეთოდით -18 გრადუსი ცელსიუსი);
• მწარმოებელი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების
შესაბამისად მაღალი ხარისხის (A კატეგორიის);
• სუნი სპეციფიკური დამახასიათებელი ხორცისთვის;
• დაფასოებული ქარხნული წესით 5 -25 კილოგრამიან მუყაოს ყუთებში 1 -დან 10
კგ–მდე შეკვრებად. (სტრატეგიული მილსადენების დაცვის
დეპარტამენტისთვის მიწოდება განხორციელდება შეკვრებად, შემსყიდველის
მოთხოვნის შესაბამისად).
• ყუთზე არ იქნება დეფროსტაციის კვალი;
• გაყინულ პროდუქტში წყლის საერთო შემცველობით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის N340 დადგენილებით დამტკიცებული
"ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების" ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 40%,
არანაკლებ 4 თვე;
4. ლორი/ვიჩინა
რაოდენობა - 150 კილოგრამი
ლორი (ჩალაღაჯი)
• ლორი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ღორის ხორცისგან (ჩალაღაჯი);
• ორგანოლეპტიკურად (ფერი, სუნი და გემო ლორისთვის დამახასიათებელი
კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი;
• უნდა იყოს სანელებლებისა და შებოლვის გამოკვეთილი არომატით;
• მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო
ვადის 90 %.
5. ძეხვი სალიამი
რაოდენობა - 200 კილოგრამი
უმაღლესი ხარისხის (მწარმოებლის სტანდარტით), ფერი, სუნი და გემო
დამახასიათებელი გარკვეული პროდუქტისთვის.
• წონით არანაკლებ 200 გრ-დან 250 გრ-მდე დასაშვები ცდომილება ± 5გრ. ბომბაჟის
და მექანიკური დაზიანების გარეშე.
• ენერგეტიკული ღირებულება 100 გრამ პროდუქტში არანაკლებ 270კკალ.,
ცხიმიანობა 20-25%. ღორის ხორცის შემცველობა არანაკლებ 70%–სა.
• გამოკვეთილი არომატი სანელებლების, არადამახასიათებელი სუნისა და
გემოს გარეშე.
• არ უნდა შეიცავდეს ხორცის შემცვლელ ინგრედიენტებს, ადამიანის
ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს (საღებავების,
კონსერვანტებისა და ემულგატორების სახით).
• შენახვის ვადა მოწოდებიდან არანაკლებ 2.5 წელი.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90
დადგენილებით დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
შემსყიდველს უფლება აქვს სრულად არ აითვისოს სატენდერო დოკუმენტაციის
1.2 პუნქტით განსაზღვრული შესასყიდი საქონლის რაოდენობა. საჭიროების
შემთხვევაში ურთიერთშეთანხმების (ელექტრონული ფოსტაზე შეტყობინების
საშუალებით) შესაძლებელია გადათამაშდეს შესყიდვის ობიექტები
ერთეულის ფასის ცვლილების გარეშე სახელშეკრულებო ღირებულების
ფარგლებში.
** მიმწოდებელის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებული
ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ
შესაბამის გრაფაში მითითებული ერთეულის ზღვრულ სავარაუდო
ღირებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ხარჯთაღრიცხვის
დაზუსტება კლებადობის პრინციპით არასწორად განფასებულ პოზიციაზე.