Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #70307625)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA TBILISI POLICE DEPARTMENT
Номер конкурса: 70307625
Дата публикации: 27-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260001101
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.01.2026 14:26
Начало приема предложения 22.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 27.02.2026 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`665.63 GEL
Контрактная цена объекта закупки 1`300`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79530000 - Переводческие услуги
  • 79540000 - Услуги устного перевода
Срок подачи 2026 წლის 1 აპრილიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით
Дополнительная информация
დაფინანსების წყარო:
2026-2027 წწ. სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
2026 წელი - 980 000.00 ლარი
2027 წელი - 320 000.00 ლარი

The purchase will be completed in the main time frame. No additional rounds will be held
Procurement type - Electronic Tender Without Reverse Auction (NAT) via price list.
Procurement proceeding status - is announced
Procuring entities - Ministry of Internal Affairs of Georgia - Tbilisi Police Department
Procurement Announcment Date 27.01.2026 14:26
Bids accepted from - 22 .02 .2026 00:00
Deadline for bid submission 27.02 .2026 14:00
Financing - 2026 funds
The estimated value of the price list - 1 665.63 GEL
Contractual value of the procurement object - 1 300 000.00 GEL
Bid must be submitted - Including VAT
Classifier (CPV) code
• 79500000 - Office-support services
Classifier (CPV) code and specific procurement object
• 79530000 - Translation services
• 79540000 - Interpretation services
Amount or Volume of Procurements - See clause 1.2 and 1.3 of the tender documentation
Delivery period From April 1, 2026 to March 31, 2027
Bid Reduction Step - 8.00 GEL
Guarantee Amount - 13 000.00 GEL
Guarantee Validity Period - 160 Days
100% - State Budget

Source of funding:
2026-2027 with state budget funds.
2026 - 980 000.00 GEL
2027 - 320 000.00 GEL
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 1.3 პუნქტი
Шаг снижения цены 8.00 GEL
Размер гарантии 13`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar mghebrishvili :: 27.11.2025 12:00
  • Последнее исправление: tamar mghebrishvili :: 27.01.2026 14:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657482&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება: (ტექნიკური დავალების პირობები შემდგომში გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში)

სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.

1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:
• წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით, დოკუმენტის თარგმნა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის (ან მისი უფლებამოსილი პირის) მიერ მითითებული მოცულობის შესაბამისად.
• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი ა4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის გარეშე/no spaces), შრიფტის ზომა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდი გვერდის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სიმბოლოების რაოდენობის პროპორციულად.
• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით, მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში, დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე. მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი სახსრებით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღეში (სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი გვერდების რაოდენობა - არაუმეტეს 500 გვ.).

2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში, ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა, საერთო ჯამში თუ აღემატება 5 საათს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის თარგმნის 5 საათის ღირებულებით. აღნიშნული 5 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნების პირობებში უზრუნველყოს თარჯიმნის გამოცვლა, რა შემთხვევაშიც, ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის მოთხოვნის შესახებ მიმოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს ხარისხიანად, მაღალპროფესიულ დონეზე, სათანადო პროფესიული ტერმინოლოგიის დაცვით.

დამატებითი პირობები:
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების, მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული ინფორმაცია/მასალები. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას, საჭიროების შემთხვევაში, გაეცნოს და დაიცვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის N33 ბრძანებით დამტკიცებული ქცევის წესები („თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესები“), რომელიც ითვალისწინებს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული უფლებამოსილი პირ(ებ)ის, თარჯიმნ(ებ)ის მიერ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპების განუხრელ დაცვას, ასევე, დაიცვას კონფიდენციალურობის პრინციპი, მიუკერძოებლობა და ნეიტრალურობა.
• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად, დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის გამოტოვება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობითი თარგმანის შესრულებისას უშუალოდ შემსყიდველის მოთხოვნითაა ტექსტში გარკვეული სეგმენტის გამოტოვება გათვალისწინებული), შეცვლა ან ინტერპრეტაცია, ისევე როგორც ახალი ინფორმაციის დამატება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).
• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით ყველა პროცესუალურ დოკუმენტზე.
• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე გააფორმებენ შესაბამის ოქმს, სათარგმნი ენისა და ფასის მითითებით (ფასი დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად).
• ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, იმ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, რომლის წარმოებაშიც იმყოფება სამართალდარღვევის საქმე, თარჯიმანმა უნდა წარუდგინოს თარჯიმნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)იდან გაცემული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე, ქართული ენის ჯეროვნად ცოდნას), (უცხოენოვან დოკუმენტს (თარგმნის სისწორის დასტურად) თაან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
• მიმწოდებელმა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინოს სატელეფონო ზარების ელექტრონული პროგრამით, ე.წ. “ქოლ ცენტრი” უზრუნველყოფა (სატელეფონო ზარების მონიტორინგი, მიღება, ჩაწერა) ნომერზე დაკავშირებისას ავტომოპასუხე უნდა გპასუხობდეს, თუ რომელ ორგანიზაციასთან მოხდა დაკავშირება და რომ მიმდინარეობს საუბრის ჩაწერა, შემდეგ უნდა გპასუხობდეს ოპერატორი, ოპერატორის დაკავების შემთხვევაში ზარი უნდა გადადიოდეს მოცდის რეჟიმში). ქოლ ცენტრის პროგრამას უნდა ჰქონდეს უპასუხო ზარების დამახსოვრების ფუნქცია და უპასუხო ზარის დაფიქსირებიდან უმოკლეს ვადაში (არაუმეტეს 1 საათი) უნდა ხდებოდეს უპასუხო ზარის ავტორთან გადარეკვა და სათანადო რეაგირება). მიმწოდებელის ე.წ. “ქოლ ცენტრის” ტელეფონის ნომერ(ებ)ზე (როგორც ქალაქის, ასევე მობილური) 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან ზარის განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია აღნიშნული ნომრ(ებ)ის გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრ(ებ)ის შესახებ. აღნიშნული გადამოწმებული იქნება ადგილზე შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულების მოქმედების მთელს პერიოდში. ამ მუხლში მითითებული პირობების დარღვევა განიხილება როგორც ხელშეკრულების პირობის შეუსრილებლობა და გამოყენებულ იქნება საჯარიმო სანქციები.
• მიმწოდებელის თარჯიმანს თავისუფლად უნდა შეეძლოს ერთდროულად მინიმუმ ორ ენაზე - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე თარგნმა და პირიქით - თარჯიმნის მომსახურების გაწევა. გამონაკლის შემთხვევაში, თუკი პრეისკურანტით განსაზღვრულ უცხო ენებზე, მიმწოდებლის თარჯიმანმა არ იცის სათანადო დონეზე ქართული ენა და მოთხოვნილი სათარგმნი უცხო ენის გარდა კვალიფიციურად ფლობს სხვა უცხო ენას (მაგ. რუსულს ან ინგლისურს ან ფრანგულს და სხვა), მაშინ გამოყენებული შუალედური უცხო ენიდან ქართულ ენაზე თარგმნის ხარჯები ანაზღაურდება მიმწოდებლის სახსრებით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ერთიდაიგივე ენის რამდენიმე (საჭიროებისამებრ) თარჯიმნის გამოყოფა, მათ შორის ერთიდაიგივე ენის განსხვავებული სქესის თარჯიმნის გამოყოფა.
• მიმწოდებლის თარჯიმანი არ უნდა იყოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროს განკუთვნილი პირი (თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი).
• მიმწოდებლის თარჯიმანი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სმენადაქვეითებულ პირთა კატეგორიას.
• ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თარჯიმნის კვალიფიკაციისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)იდან გაცემული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე, ქართული ენის ჯეროვნად ცოდნას), (უცხოენოვან დოკუმენტს (თარგმნის სისწორის დასტურად) თაან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თარჯიმანი უნდა გამოცხადდეს პროტოკოლით გათვალისწინებული ფორმალური ჩაცმულობით.
• მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს გაწეული მომსახურების აქტის ასლის შენახვა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

• მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 2026 წლის 1 აპრილიდან (ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2026 წლის პირველი აპრილიდან, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან) - 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით (დღე-ღამის ნებისმიერ დროს) და საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელობითი მომსახურება შესაძლებელია მოთხოვნილ იქნას არასამუშაო საათებში ან უქმე დღეებში. კერძოდ:
• წერილობითი თარგმნის შემთხვევაში: მიმწოდებელმა თითოეულ საქმეზე 24 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 20 სტანდარტული გვერდის თარგმნა, ხოლო დიდი მოცულობის მასალის თარგმნის საჭიროების შემთხვევაში - შემსყიდველთან (ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთან) საგამოძიებო პროცედურებისათვის საჭირო უმოკლესი ვადების გათვალისწინებით შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, რომელიც ყოველ ჯერზე დაუყონებლივ გაეგზავნება შემსყიდველს (ან მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს) ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
• ზეპირი თარგმნის შესრულების სრულყოფილი აქტი მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აქტის შედგენის თარიღიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იხსნის ვალდებულებას აღნიშნული ხარჯის ანაზღაურებაზე.

• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში: თარჯიმანი დანიშნულების ადგილზე უნდა გამოცხადდეს მოთხოვნის შესაბამისად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა.

• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის მოთხოვნის შესახებ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების მომენტიდან.

• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, როცა მიმწოდებელის მიერ გამოყოფილი თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ვადაში უნდა უზრუნველყოს ახალი თარჯიმნის გამოყოფა და მივლენა შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.

• მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შენიშვნები და კომენტარები როგორც მიმდინარე, ასევე ყოველი შემდგომი თარგმანის განხორციელებისას, უზრუნველყოს ნათარგმნი ტექსტის სრული შესწავლა, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები მის მიერ მომზადებულ მასალაში და წარმოადგინოს შემსყიდველის შესწორებული ვარიანტი შეტყობინების დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა.

• მიმწოდებელი ვალდებულია არაჯეროვნად გაწეული მომსახურების თაობაზე შემსყიდველისგან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღის 18:00 საათისა უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე, ან თუ წუნის გამოსწორება შეუძლებელია და შემსყიდველს უკვე გადახდილი აქვს მომსახურების ღირებულება, დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული მომსახურებისთვის გადახდილი თანხა

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის ჩატარების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ღირებულების სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს
- ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია, ხელშეკრულებებზე და შესრულების დოკუმენტაციაზე უნდა იკითხებოდეს ორივე მხარის მიერ მისი დადასტურება
ან/და
- მითითებული იქნას შესაბამისი ტენდერის განცხადების ნომერ(ებ)ი (რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია).

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეისკურანტები წარმოდგენილი უნდა იქნას ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით.

2.9.2 პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ, ასევე საბოლოო ფასის შესაბამის მომსახურების პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის მაქსიმალურ ზღვრულ ღირებულებას;

2.9.3 დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ პრეტენდენტის მიერ „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

2.9.4. შემყიდველი ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების პრეტენდენტის მიერ შემცირების შემთხვევაში ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა იყოს ასახული პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და კლებადობით დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც (როგორც სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე, ასევე დაზუსტების არსებობის შემთხვევაში).

2.9.5. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების/ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასის გაზრდა (რომელიც პრეტენდენტს მითითებული აქვს თავდაპირველ ფასების ცხრილში) დაუშვებელია და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9.6. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება, გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი (მისი შესყიდვის აუცილებლობისას) დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების 10%-ს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული მომსახურების შესრულების შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას 2027 წლის 31 მარტს.

6.4 terms and conditions of guarantee

ტენდერში მოითხოვება საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შემსყიდველის დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი, შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მოხდება 2026-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

7.2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეულ მომსახურების შესაბამისად, გაწეულ მომსახურებაზე მიღება – ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება მოხდება 2026-2027 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით

7.3.2. ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ეტაპობრივად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

7.3.3. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს მის მიერ გაწეული მომსახურებს მონიტორინგი და იმ შემთხვევაში თუ გაწეული მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულებას, აღნიშნული არ წარმოშობს შემსყიდველის ვალდებულებას ანგარიშწორებაზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ მღებრიშვილი, 577551978, mgebrishvili-t@mia.gov.ge

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

28-01-2026 Mission de Maîtrise d"oeuvre relative aux travaux de restructuration du centre culturel ASCA.

28-01-2026 Travaux pour la construction de 41 logements collectifs répartis en 2 bâtiments rue des Violettes à SALEUX (80480).

28-01-2026 RN 10 – Aménagement d"un carrefour giratoire avec la RD 35 sur la commune de Cloyes‑sur‑le‑Loir (28).

28-01-2026 Surveillance et gardiennage du Centre Ifremer du Pacifique.

28-01-2026 Marché d"études et d"assistance à maîtrise d"ouvrage pour la révision du PLU de la Commune de Bastelicaccia.

28-01-2026 Diagnostics dans le cadre des transactions immobilières, diagnostics réglementaires avant travaux ou démolition et expertise technique et juridique sur immeubles non bâtis et bâtis (mission de Survey) pour le compte de l"EPFIF pour les départements du 75, 78, 92 et 95.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru