Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты для чистки и полировки (Грузия - Тендер #70273678)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: BATUMI REPUBLICAN CLINICAL HOSPITAL LTD
Номер конкурса: 70273678
Дата публикации: 27-01-2026
Сумма контракта: 11 046


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001096
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.01.2026 13:11
Начало приема предложения 02.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 04.02.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 11`046.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39800000-Продукты для чистки и полировки
Коды классификатора
  • 39800000 - Продукты для чистки и полировки
  • 39831000 - Моющие препараты
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
თხევადი სარეცხი საშუალებები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 110.00 GEL
Размер гарантии 110 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela khabeishvili :: 31.12.2025 10:41
  • Последнее исправление: lela khabeishvili :: 27.01.2026 13:11
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664479&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

თხევადი სარეცხი საშუალებების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. თხევადი სარეცხი საშუალება ძირითადი რეცხვისთვის - სამრეწველო დონის თხევადი სარეცხი საშუალება მთლიანად უნდა იხსნებოდეს წყალში, რაც უზრუნველყოფს ნაკვალევის გარეშე გაწმენდას. არ უნდა აზიანებდეს სარეცხს და უნდა მოაშოროს ჩამჯდარი ლაქები. არ უნდა ტოვებდეს სარეცხი საშუალების ნარჩენებს სარეცხზე. უნდა დაზოგოს ენერგია და დრო ნაკლები წყლის გამოყენებით. უნდა გამოიყენებოდეს როგორც თეთრი, ასევე ფერადი სარეცხისათვის. გამოყენება: უნდა გამოიყენებოდეს, როგორც თხევადი დოზირების სისტემებისათვის, ისე ხელით რეცხვისათვის. შემადგენლობა: უნდა შეიცავდეს 5-15% არაიონურ აქტიურ ინგრედიენტს, ასევე ანიონურ აქტიურ ინგრედიენტს, <5% საპონს, გამხსნელს, ოპტიკურ გამაღიავებელს, ფერმენტებს, მეთილქლოროიზოთიაზოლინონს და მეთილიზოთიაზოლინონს / ბრონოპოლს. შეფუთული უნდა იყოს პლასტმასის, არანაკლებ 20 ლ. ტევადობის ჭურჭელში. ცალი 10
2. თხევადი სარეცხი საშუალება ძირითადი რეცხვისთვის - კონცენტრირებული თხევადი სარეცხი საშუალება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს სითხის დოზირების სისტემებთან ერთად. უნდა გამოდგეს თეთრი, ფერადი ბამბის, და ბამბის/სინთეტიკური შერეული ქსოვილებისთვის. გამოყენება: ავტომატურად უნდა დოზირდებოდეს სითხის დოზირების სისტემით. შემადგენლობა: უნდა შეიცავდეს 5-15% ტუტე ნივთიერებას, <5% არაიონური აქტიური ინგრედიენტი, EDTA, ფოსფონატს, ოპტიკურ გამაღიავებელს. შეფუთული უნდა იყოს პლასტმასის, არანაკლებ 20 ლ. ტევადობის ჭურჭელში. ცალი 10
3. ჟანგბადზე დაფუძნებული მათეთრებელი - ჟანგბადზე დაფუძნებული მათეთრებელი და დამხმარე სარეცხი საშუალება უნდა აშორებდეს სხვადასხვა ლაქებს სარეცხიდან, მათ შორის ჟანგს. უსაფრთხო უნდა იყოს ყველა ტიპის ტექსტილისთვის. არ უნდა აზიანებდეს ფერებს. ათეთრებდეს თეთრი ბამბის ქსოვილებს, რაც მათ უფრო თეთრს გახდის. უნდა აძლიერებდეს ტუტე სარეცხი საშუალებების გამწმენდ ეფექტს. მასში შემავალმა აქტიურმა ჟანგბადმა უნდა უზრუნველყოფს ჰიგიენური რეცხვა.
გამოყენება: ავტომატურად უნდა დოზირდებოდეს სითხის დოზირების სისტემით. შემადგენლობა: უნდა იყოს >30% ჟანგბადზე დაფუძნებული მათეთრებელი, <5% ზეჟანგის სტაბილიზატორი. ინგრედიენტები: წყალბადის ზეჟანგის ხსნარი. შეფუთული უნდა იყოს პლასტმასის, არანაკლებ 20 ლ. ტევადობის ჭურჭელში. ცალი 10
4. თხევადი ქლორიანი მათეთრებელი - აღნიშნული თხევადი პროდუქტი უნდა შეიცავდეს სტაბილურ ქლორს, გამოიყენებოდეს სამრეწველო მიზნებისთვის და როგორც მათეთრებელი თეთრი ტანსაცმლის გასათეთრებლად. სარეცხი უნდა დატოვოს თეთრი, უნაკლო და ჰიგიენური. უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ბიოდეგრადირებადი. შემადგენლობა: უნდა შეიცავდეს 5-15% ნატრიუმის ჰიპოქლორიტს (CAS: 7681-52-9), <5% ტუტე აგენტს, სტაბილიზატორი. ასევე შეიცავდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიტს, აქტიურ Cl% ხსნარს. შეფუთული უნდა იყოს პლასტმასის, არანაკლებ 20 ლ. ტევადობის ჭურჭელში. ცალი 10
5. ქსოვილის დამარბილებელი - უნდა გამოიყენებოდეს ყველა ტიპის სარეცხ მანქანაში. დაარბილოს სარეცხი და გაადვილოს მისი დაუთოება. გაშრობის შემდეგ სარეცხზე უნდა დატოვოს ხანგრძლივი სურნელი. უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ადვილად ბიოდეგრადირებადი.
შემადგენლობა: უნდა შეიცავდეს <5% კათიონურ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებას, <5% მეთილქლოროიზოთიაზოლინონს და მეთილიზოთიაზოლინონს / ბრონოპოლს, არომატიზატორი (ტერპინეოლი, ლინალოოლი, ჰექსამეთილინდანოპირანი). შეფუთული უნდა იყოს პლასტმასის, არანაკლებ 20 ლ. ტევადობის ჭურჭელში. ცალი 10

აუცილებელი პირობა
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარულ დღეში უზრუნველყოს 40 და 20 კილოგრამიან სარეცხ მანქანაზე შესაბამისი დოზირების აპარატის მონტაჟი, რომელიც სპეციალურ რეჟიმში მიაწოდებს სარეცხ მანქანებს ხსნარების ნაერთს. დამონტაჟებული აპარატები რჩება მიმწოდებლის საკუთრებაში, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია განახორციელოს აპარატების დემონტაჟი/გატანა (მონტაჟი და დემონტაჟი მიმწოდებლის ვალდებულებაა). თუკი აპარატი მწყობრიდან გამოვა არა გარეზემოქმედების შედეგად მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს დაზიანებული აპარატი. აპარატის გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანების შემთხვევაში შემსყიდველი იღებს ვალდებულებას მიმწოდებელს აუნაზღაუროს დაზიანებული აპარატების ღირებულება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება შემსყიდველისათვის უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (საჭიროებისამებრ), ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2/პუშკინის ქ.164.

1.5.2. შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ქარხნულად შეფუთული შესაბამის სფეროში არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია: დასახელება, შემადგენლობა, გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

1.7.1 requirement related to guarantee period

შესყიდვის ობიექტის ვარგისიანობის ვადა - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წელი;
პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამისს გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ვარგისიანობის ვადის შესახებ.

შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდება, გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დეფექტის აღმოფხვრა ან/და გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეცვლა ახალი, იგივე პარამეტრის მქონე (ხარისხიანი) შესყიდვის ობიექტით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მიუთითოს სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის 1.3. პუნქტში მიმაგრებულ ფაილში - ფასების ცხრილში (დანართი N1).

აღნიშნული ინფორმაციის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებელი კომპანიის დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან არანაკლებ ერთ-ერთი დოკუმენტი:
• CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი დოკუმენტი ან CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი შესაბამისობის დოკუმენტი;
• ან/და საქონლის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი ISO სერთიფიკატი

იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია არის უცხოურ ენაზე, მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით გათვალისწინებული - ფასების ცხრილის (დანართი N1) შესაბამისად შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები (თითოეული პოზიციიდან ერთი ნიმუში). წარმოდგენილი ნიმუშები უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებასა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
3.1.1.2. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები დაზუსტებას არ ექვემდებარება;
3.1.1.3. ტენდერში „გამარჯვებულ“ პრეტენდენტს ნიმუშები უკან დაუბრუნდება საქონლის სრულად მიწოდების ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის გასვლიდან 30 დღის განმავლობაში;
3.1.1.4. წარმოდგენილი ნიმუშები შემოწმების შედეგად შესაძლოა გაიხარჯოს ან/და დაზიანდეს და ის ვერ დაუბრუნდეს პრეტენდენტს პირვანდელი სახით.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2/პუშკინის ქ.164, შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" (საწყობი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული დასკვნით, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით ან მეტით ფასის კლების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (საგადასახადო დოკუმენტაციაში დამატებით მითითებული უნდა იქნას ხელშეკრულების ნომერი);
7.2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების შესაბამისად;
7.2.3. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ორგანიზაციის სპეციფიკური დაფინანსებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინება ანგარიშსწორების ვადებთან დაკავშირებით.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა ხაბეიშვილი, 577302949, lela.khabeishvili11@gmail.com ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. შესასყიდი საქონლის შეკვეთა განხორციელდება ეტაპობრივად (საჭიროებისამებრ), შემსყიდველის პასუხისმგებელი პირის მოთხოვნით (წერილობითი ფორმით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შესყიდვის ობიექტის რაოდენობის მითითებით).
10.1.2. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.
10.1.3. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის გათვალისწინებით;
10.1.4. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა მიუთითოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
10.1.5. საავანსო ანგარიშსწორება არ გამოიყენება;
10.1.6. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა არის სავარაუდო და მისი შესყიდვა განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (საჭიროებისამებრ), ანუ შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ აითვისოს სრულად დანართი #1-ში (ფასების ცხრილი) მითითებული შესყიდვის ობიექტი;
10.1.7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი/მიმწოდებელი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.8. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.9. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.1.10. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.11. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც;
10.1.12. პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის/კითხვარის პუნქტში მიმაგრებული დანართი წარმოადგინოს იმ ფორმით, რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

27-01-2026 Запасные части и аксессуары для автомобилей и для автомобильных двигателей .

27-01-2026 Марки, чековые книжки, банкноты, акции, рекламные материалы, каталоги и справочники .

27-01-2026 Строительные материалы и связанные с ними изделия .

27-01-2026 Инженерные услуги.

27-01-2026 Услуги в области бухгалтерского учета, аудита и налогообложения.

27-01-2026 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru