Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #70273656)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Olimpic Reserve Training National Centre
Номер конкурса: 70273656
Дата публикации: 26-01-2026
Сумма контракта: 4 289


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260001072
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 26.01.2026 20:14
Начало приема предложения 06.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 09.02.2026 15:30
Предполагаемая цена закупки 4`289.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
  • 45310000 - Электромонтажные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი)კალენდარული დღე
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 17.00 GEL
Размер гарантии 43 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: madona barnabishvili :: 26.01.2026 14:40
  • Последнее исправление: madona barnabishvili :: 26.01.2026 20:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=669086&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1. სსიპ “საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის” (მისამართი: ქ.თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №37ა, საკადასტრო კოდი: 01.11.11.019.090) ბალანსზე რიცხული ძიუდოს დარბაზის სავენტილაციო სისტემის ელ.სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სსიპ “საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის” (მისამართი: ქ.თბილისი, თიანეთის გზატკეცილი №37ა, საკადასტრო კოდი: 01.11.11.019.090) ბალანსზე რიცხული ძიუდოს დარბაზის სავენტილაციო სისტემის ელ.სამონტაჟო სამუშაოებიუნდა განხორციელდეს ტექნიკური დავალების შესაბამისად;
1.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების რაოდენობა/მოცულობა მოცემულია საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციში (იხ. მიბმული ფაილი).
1.2.3. სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, რომელიც წარმოდგენილია დანართების სახით. დანართებში ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი“ ან ექვივალენტური“, ასევე, საორიენტაციოა კონკრეტულ საქონელზე მითითებული ფასი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებს, ნორმებს და ტექნიკურ რეგლამენტს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს ჩატარებული სამუშაოები.
1.2.5 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებული ნებისმიერი მასალა (სხვა დეტალებთან ერთად) და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან.
1.2.6 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების პერიოდში მოთხოვოს მიმწოდებელს ნებისმიერი გამოსაყენებელი მასალის ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
1.2.7 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, დადგენილ სტანდარტებს, ნორმებსა და წესებს, მიმწოდებელი ვალდებულია, თავისი ხარჯებით გამოასწოროს და წარმოადგინოს შემსყიდველისთვის სხვა მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო, საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული სტანდარტების დაცვით.
1.2.8 მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმების/წესების, ტექნიკური რეგლამენტის, გარემოსდაცვითი და სხვა რეგულაციების შესაბამისად.
1.2.9 მიმწოდებელმა შესაბამისი რესურსებით (მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ - ტექნიკური რესურსითა და მასალით) გონივრულად უნდა წარმართოს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი ქვეყანაში მოქმედი და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული სტანდარტის შესაბამისად; სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი უსაფრთხოების მოთხოვნები, (რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და სხვა ნორმატიული აქტის მოთხოვნებს), დაცული იქნას ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების ნორმები და წესები. მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იქნას შექმნილი სამუშაო პროცესისათვის და არ მოხდეს შრომის ინსპექციისა ან სხვა სახელმწიფო უწყების მიერ სამუშაოების პროცესის შეჩერება. ყველა სახის საჯარიმო სანქციაზე, რომელიც დაფიქსირდება და დაეკისრება ობიექტს, როგორც იურიდიულად, ასევე ფინანსურად პასუხისმგებელი არის მიმწოდებელი, სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება.
1.2.11 სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელი მასალები, აღჭურვილობა და მექანიზმის მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნას მიმწოდებლის მიერ საკუთარი შესაძლებლობებით და რესურსებით. მიმწოდებელი პასუხისმგებელი უნდა იყოს აღნიშნული მასალების, აღჭურვილობის და მექანიზმების უსაფრთხოებაზე. ხსენებული მასალების, დაკარგვის ან გაუმართაობის შედეგად გამოწვეულ რისკზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.12 სამუშაოების პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა, ასევე გაუფრთხილდეს ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ მწვანე ნარგავებს.
1.2.13 სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად და დასრულების შემდეგ ნარჩენების გატანას და ტერიტორიის დასუფთავებას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით;. აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.14 მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა.
1.2.15 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი შესყიდვის ობიექტისთვის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია და ექსპლუატაციაში გაშვება, მწარმოებლის ტექნიკური მოთხოვნების და რეკომენდაციების დაცვით;
1.2.15 .მიმწოდებელი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის პროცესს გაუწიოს მონიტორინგი (ზედამხედველობა), რომლის განმავლობაშიც არანაკლებ 3 თვეში ერთხელ უნდა მოახდინოს სრული შემოწმება და სწორი ექსპლუატაციის პირობებში აღმოჩენილი დეფექტების აღმოფხვრა საკუთარი ხარჯებით, რაზეც გაფორმდება შესაბამისი აქტი;
1.2.16 პრეტენდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე დეტალების შემოთავაზების, სახარჯთაღრიცხვო ფასის გაუზრდელად.
1.2.17 გაუთვალისწინებელი ხარჯის შემცირება დაუშვებელია.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი)კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოების შესრულების ადგილია: ქ.თბილისი, თიანეთის გზატკეცილი N37ა, საკადასტრო კოდი: 01.11.11.019.090, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ხარისხი, სტანდარტები, ტექნიკური პარამეტრები და ძირითადი მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით და მისი დანართებით განსაზღვრულ პირობებს და საქართველოში არსებულ სამშენებლო წესებსა და ნორმებს;
1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ისეთი ხარვეზის/წუნის სრული მოცულობით აღმოფხვრა, რომელიც არ არის გამოწვეული ექსპლუატაციის ნორმების დარღვევით, არასათანადო მოპყრობით ან ნორმალური ცვეთით, სრული მოცულობით აანაზღაუროს, როგორც შესაბამისი ხარჯები, ასევე, ხარვეზის/წუნის შედეგად შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანი;
1.6.3.შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) წელს.
1.6.4. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენისას მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე, შენიშვნა: აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით.
1.6.5.საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს (იმ შემთხვევაში, თუ შესრულებულ სამუშაოს სწორი ექსპლუატაციის პირობებში აღმოაჩნდება ხარვეზები) გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა, შეკეთება და/ან შეცვლა შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან არა ნაკლებ 10 (ათი) კალენდარული დღის (შესაბამისი სირთულიდან გამომდინარე) განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარისა. პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაო(ები)ს ხელშეკრულებ(ები)ა, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).

2.2.1.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და შესყიდვისა და სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1.ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის 6-7 პუნქტების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღეში დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს ერთი სახის ანგარიშსწორება - საბოლოო.
7.2.2. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
7.2.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, საბოლოო შესრულება, დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით. შემაჯამებელი/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2, ფარული სამუშაოების აქტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში და სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა;
7.2.4. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის "სამშენებლო რესურსების ფასებით" განსაზღვრული ფასის ფარგლებში, ხოლო ანაზღაურება განხორციელდება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვაში მოცემული ერთეულის ღირებულებებისა. ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
7.2.5. საექსპერტო მომსახურების ხარჯებს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულად წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მადონა ბარნაბიშვილი, 599216373, oc@olympiccentre.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვაში (დანართი #1) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაიანგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
10.1.7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა, დანართი#1 ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს);
10.1.8. მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეასრულოს, მინიმუმ, პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი.

10.2.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული ხარჯთაღრიცხვა, დანართი N1.
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

26-01-2026 Краски, лаки и мастики .

26-01-2026 Разные изделия и сопутствующие товары.

26-01-2026 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

26-01-2026 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

26-01-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

26-01-2026 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru