Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70213537)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Levan Samkharauli National Forensics Bureau
Номер конкурса: 70213537
Дата публикации: 23-01-2026
Сумма контракта: 60 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000954
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.01.2026 17:45
Начало приема предложения 01.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.02.2026 13:00
Предполагаемая цена закупки 60`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71242000 - Подготовка проекта и проектирование, сметы
  • 71247000 - Надзор за строительными работами
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაზე 1 (ერთი) სართულის დაშენების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 600.00 GEL
Размер гарантии 600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi maghlakelidze :: 20.01.2026 17:12
  • Последнее исправление: giorgi maghlakelidze :: 23.01.2026 17:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=667626&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაზე 1 (ერთი) სართულის დაშენების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ძირითად მოთხოვნებს, ხელშეკრულების ფარგლებში ქ. თბილისში, ჭავჭავაძის N84-ში (ს/კ 01. 14. 13. 004/002) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაზე 1 (ერთი) სართულის დაშენების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი:

• მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა;
• არსებულ შენობაზე ერთი სართულის დაშენების შესაძლებლობის თაობაზე - დასკვნა;
• დასაშენებელი ფართის კონსტრუქციული პროექტი;
• დასაშენებელი ფართის ფუნქციური განაწილება;
• სახელმწიფო სტრუქტურებიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის (ნებართვა/შეთანხმება) ღირებულებას (მოსაკრებელი) გადაიხდის შემსყიდველი.
• ქვეყანაში მოქმედ სამშენებლო სტანდარტებთან, ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზას უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია - საკუთარი ხარჯებით.
• სახელმწიფო სტრუქტურებიდან მშენებლობის ნებართვის და ასევე ექსპერტის დადებითი დასკვნ(ებ)ის მისაღებად საჭირო დრო, არ ჩაითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების დარღვევად.

2. მომსახურების აღწერა
(პროექტის მოკლე აღწერა; საპროექტო სამუშაოები; ტექნიკური დავალება).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციულ შენობაზე ერთი სართულის დაშენების (სავარაუდო ფართი - 350.00 კვ.მ.) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება - ბიუროს მიერ წარმოდგენილი დაშენების კონსტრუქციული გადაწყვეტის მიხედვით.

3. საპროექტო დოკუმენტაციის შინაარსი - გასაწევი მომსახურების ეტაპები, ძირითადი მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
გასაწევი მომსახურება შედგება შემდეგი 4 (ოთხი) ეტაპისაგან:
• I ეტაპი - წინასაპროექტო კვლევა;
წინასაპროექტო კვლევის და ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება;
• II ეტაპი - არქიტეტრურული, საინჟინრო დეტალური პროექტის და რესურსული ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
• III ეტაპი - მშენებლობის ნებართვის მიღება;
• IV ეტაპი - მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობა.
I ეტაპი
მომსახურების I ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
• კონცეფტუალური არქიტექტურული პროექტი (გეგმები, ჭრილები, ფასადები, განშლები) - არსებული კონსტრუქციული გადაწყვეტების გათვალისწინებით;
• არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა;
• რენდერები და ფოტომონტაჟი.
ამ ეტაპით განსაზღვრული მომსახურების მიღებამდე უნდა მოხდეს ესკიზური საპროექტო დოკუმენტაციის პირველადი განხილვა შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით დაკორექტირება (მშენებლობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ფარგლებში).

II ეტაპი
მომსახურების II ეტაპზე მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს და წარუდგინოს შემსყიდველს დეტალური არქიტექტურული, საინჟინრო პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
მომსახურების II ეტაპზე მოსამზადებელი პროექტის ნაწილების და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
• საერთო განმარტებითი ბარათი და პროექტის თითოეული ნაწილის განმარტებითი ბარათი;
• დაზუსტებული სიტუაციური და გენერალური გეგმები;
• არქიტექტურული სამუშაო ნახაზები (გეგმები, ჭრილები, ფასადები, დეტალები, კვანძები, ინტერიერის განშლები) ზომებისა და ნიშნულების ჩვენებით - არსებული კონსტრუქციული გადაწყვეტების გათვალისწინებით;
• მოსაპირკეთებელი სამუშაოების უწყისები, გამოსაყენებელი მასალების სრული სპეციფიკაციები; იატაკების, ჭერების, კარ-ფანჯრების და სახურავის სპეციფიკაციები;
• საჭიროების შემთხვევაში არსებული კონსტრუქციული პროექტის კორექტირებული ვერსია;
• საინჟინრო ქსელების პროექტები: ელექტრობა და სუსტი დენები, სახანძრო სიგნალიზაცია, წყალმომარაგება და წყალარინება, გათბობა-გაგრილება და ვენტილაცია (გეგმები, ჭრილები, სქემები, დეტალები, კვანძები, სპეციფიკაციები და ა.შ.);
• სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი, საჭირო მანქანა-დანადგარების ჩამონათვალი;
• სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტი და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა უნდა ითვალისწინებდეს არსებული ტექნიკური სართულის (შენობის ბოლო, მე-6 სართული) შესაბამის საინჟინრო გადაწყვეტას - რაც გამორიცხავს მის თავზე სართულის დაშენების პროცესში შენობაში ატმოსფერული ნალექების ჩადინების ალბათობას.
• სამუშაოების ჩატარების კალენდარული გეგმა-გრაფიკი;
• ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობების უწყისები, მიმდინარე ფასებში შედგენილი ლოკალურ-რესურსული და სატენდერო (გამსხვილებული) ხარჯთაღრიცხვები.
• საინჟინრო კომუნიკაციებზე დატვირთვების განსაზღვრა შესაბამისი უწყებებიდან ტექნიკური პირობების მისაღებად: წყალმომარაგების, წყალარინების და ელმომარაგების სისტემების მოთხოვნილი ხარჯის/სიმძლავრის საანგარიშო უწყისები (საჭიროების შემთხვევაში);
სრული საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე
ელექტრონული ფორმა: ელ. ვერსია, უნდა შეიცავდეს სრულ პროექტს, ანუ პროექტის ყველა შემადგენელ ნაწილს, როგორც PLN/ PLA / DWG და Lira -კონსტრუქციებს (საჭიორების შემთხვევაში), ასევე PDF ფორმატში ჩაწერილს USB მეხსიერების ბარათზე (2 ეგზ.):
1. არქიტექტურა – (PLA/DWG + PDF)
2. კონსტრუქცია – (DWG + PDF + LIRA)
3. ელექტროობა - (DWG + PDF)
4. წყალმომარაგება-წყალარინება – (DWG + PDF)
5. გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია – (DWG + PDF)
6. სუსტი დენები (მათ შორის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, სახანძრო სიგნალიზაცია)– (DWG + PDF)
7. მშენებლობის ორგანიზაცია – (DWG + PDF)
8. ხარჯთაღრიცხვა – (EXL + PDF)
9. ფოტორენდერები – (JPEG / PNG)
გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა - საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურებიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო, საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნილი დოკუმნტაციის წარმოდგენა;
ელ. ვერსია საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს ასევე ,,ქალაქის არქიტექტურის სამსახურის“ მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას, ცალკე ფაილად.
სრული საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს ნაბეჭდი სახით - ალბომი A3 ფოტმატით 3 (სამი) ეგზემპლარი;

III ეტაპი
მომსახურების III ეტაპზე მიმწოდებელმა შემსყიდველის სახელით უნდა განახორციელოს მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო ქმედებები საბოლოოდ ნებართვის მიღების ჩათვლით. ნებართვის გამცემი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში დადგენილ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზ(ებ)ის გასწორება საკუთარი ხარჯებით.
მშენებლობის ნებართვის მიღების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს რესურსული ხარჯთაღრიცხვის კორექტირება და საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის წარმოდეგენა, რომლის ექსპერტიზას განახორციელებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
III ეტაპით გათვალისწინებული მომსახურება დასრულებულად ჩაითვლება მშენებლობის ნებართვის მიღების და საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვაზე დადებითი საექსპერტო შეფასების (საექსპერტო დასკვნა) შემდგომ.
IV ეტაპი
მომსახურების IV ეტაპზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობა, რაც გულისხმობს შემდეგს:
• სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობა უნდა გაუწიოს მიმდინარე სამუშაოებს, კონსტრუქციული და სამშენებლო სამუშაოების წარმოებას.
• სამშენებლო სამუშაოების პროექტის შესაბამისად განხორციელების ზედამხედველობა,
შემსრულებლისთვის სათანადო მითითებების მიცემა შემსყიდველთან შეთანხმებით;
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველისთვის შესაბამისი ანგარიშების წარმოდგენა მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის საკითხებზე;
• საჭიროებების შესაბამისად, მშენებლობის პროცესში გამოვლენილი ნიუანსების გათვალისწინებით პროექტის კორექტირება;
• მასალების შერჩევის პროცესში კონსულტირება;
• სამშენებლო მოედანზე ვიზიტები (კალენდარულ თვეში არანაკლებ ორი ვიზიტი);
IV ეტაპით გათვალისწინებული მომსახურება მიწოდებულად ჩაითვლება სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და დადგენილი წესით ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღების შემდგომ.

მომსახურების მიწოდების ვადები:
- მომსახურების პირველი ეტაპით გათვალისწინებულ დოკუმენტაცია - ესკიზურ საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის წარდგენისას გაფორმდება შესაბამისი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი.
- პირველი ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს მეორე ეტაპით განსაზღვრულ დეტალურ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რომელიც დამუშავებული და კორექტირებული იქნება წინა ეტაპზე შემსყიდველის შენიშვნა-რეკომენდაციების გათვალისწინებით.
- მეორე ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მიმწოდებელი მოიპოვებს მშენებლობის ნებართვას და წარუდგენს შემსყიდველს მომსახურების მესამე ეტაპით განსაზღვრულ დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას.
- პრეტენდენტმა არაუმეტეს 100 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს პირველი - მესამე ეტაპით გათვალისწინებული მომსახურება.
- მეოთხე ეტაპით გათვალისწინებული საავტორო ზედამხედველობა განხორციელდება ხელშეკრულების ფარგლებში, მოწოდებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, წარმოებული სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან - მათ საბოლოო დასრულებამდე.


დამატებითი მოთხოვნები:

შენობა-ნაგებობების პროექტის შედგენისას, არქიტექტურული იერსახის, დიზაინის, შიდა და გარე გეგმარების, მშენებლობისათვის გამოყენებული მასალა-ნაკეთობების, მოწყობილობა - დანადგარების და ინვეტარის სახეობა და სტანდარტები, აგრეთვე მოსაპირკეთებელი მასალის სახეობა შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან;


ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები

• ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს ახალი, უმაღლესი ხარისხის და სათანადო პირობებში მუშაობისთვის შესაფერისი. სამშენებლო მასალები შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან. ტემპერატურისა და წნევის ცვლილების დროს გამოყენებულმა მასალებმა არ უნდა განიცადოს დეფორმაცია და არ უნდა შეიცვალოს ფერი, ასევე არ უნდა იქონიონ გავლენა ნაგებობის უსაფრთხოებაზე, ეფექტურობასა და საიმედობაზე, ასევე უნდა უზრუნველყონ მაქსიმალური ენერგოეფექტურობა.
• ყველა მასალა უნდა შეესაბამებოდეს დამტკიცებულ თანამედროვე სტანდარტებს. გამოყენებული ნორმები, ანალიზის ზუსტი მონაცემები, მასალის სპეციფიკაციები, ქიმიური და მექანიკური დამუშავების პროცესები წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.


*დამატებითი ატვირთულია
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (თანხმობა)
- დასკვნა (ტექნიკური მდგრადობის შეფასება დაშენების გათვალისწინებით)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის ვადაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

*სრული საპროექტო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე ელექტრონული ფორმა: ელ. ვერსია, უნდა შეიცავდეს სრულ პროექტს, ანუ პროექტის ყველა შემადგენელ ნაწილს, როგორც PLN/ PLA / DWG და Lira -კონსტრუქციებს (საჭიორების შემთხვევაში), ასევე PDF ფორმატში ჩაწერილს USB მეხსიერების ბარათზე (2 ეგზ.):
1. არქიტექტურა – (PLA/DWG + PDF)
2. კონსტრუქცია – (DWG + PDF + LIRA)
3. ელექტროობა - (DWG + PDF)
4. წყალმომარაგება-წყალარინება – (DWG + PDF)
5. გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია – (DWG + PDF)
6. სუსტი დენები (მათ შორის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, სახანძრო სიგნალიზაცია)– (DWG + PDF)
7. მშენებლობის ორგანიზაცია – (DWG + PDF)
8. ხარჯთაღრიცხვა – (EXL + PDF)
9. ფოტორენდერები – (JPEG / PNG)

გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტაციისა - საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სტრუქტურებიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო, საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნილი დოკუმნტაციის წარმოდგენა;
ელ. ვერსია საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეიცავდეს ასევე ,,ქალაქის არქიტექტურის სამსახურის“ მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციას, ცალკე ფაილად.
სრული საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს ნაბეჭდი სახით - ალბომი A3 ფოტმატით 3 (სამი) ეგზემპლარი;


*შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84 (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციული შენობა).

შენიშვნა:
მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საკორექტირო დოკუმენტაციის მომზადება, ასევე არქიტექტურის ცვლილების შემთხვევაში მერიის არქიტექტურის სამსახურთან პროექტის კორექტირების ცვლილების მომზადება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭებამდე პერიოდში გაწეული უნდა ქონდეს შემდეგი სახის, სირთულისა და ღირებულების მომსახურება: სამოქალაქო, ან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობისათვის, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება არაუმეტეს 3 (სამი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარი, ხოლო აქედან 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში - არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი და აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები

2.9 other additional requirements

ა) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დავალებისა და ფასების ცხრილის (დანართის N1) შესაბამისად;
ბ) ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
გ) სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.

შენიშვნა:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, მას არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, მიღება-ჩაბარების და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების ღირებულების 80%-ის ოდენობით.

7.2.2 ხელშეკრულების ღირებულების დარჩენილი 20%-ის ანაზღაურება განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოდან მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, მიღება-ჩაბარების და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოდან მშენებლობის ნებართვის წარმოდგენის შემდგომ, ანგარიშსწორება განხორციელდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანი გელაშვილი, 599516051, agelashvili@expertiza.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru