Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #70187704)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Samgori District Gamgeoba
Номер конкурса: 70187704
Дата публикации: 22-01-2026
Сумма контракта: 18 625


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000876
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.01.2026 22:57
Начало приема предложения 03.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 05.02.2026 12:00
Предполагаемая цена закупки 18`625.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952100 - Услуги по организации культурных мероприятий
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან - არაუგვიანეს 2026 წლის 15 მარტის ჩათვლით პერიოდში (კონკრეტული თარიღები ღონისძიების ჩატარებაზე მიმწოდებელს ეცნობება წერილობით - ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ)
Дополнительная информация
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების (საგანმანათლებლო კვირეული - სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, გასვლითი პროექტის განხორციელება) ორგანიზება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 186.00 GEL
Размер гарантии 186 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit nikuradze :: 22.01.2026 15:34
  • Последнее исправление: davit nikuradze :: 22.01.2026 22:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=668259&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების (საგანმანათლებლო კვირეული - სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, გასვლითი პროექტის განხორციელება) ორგანიზება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
1. საჭირო მომსახურება:
1.1 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასტუმროში 45 ადამიანის დაბინავებასთან დაკავშირებული მომსახურება (5 დღე და 4 ღამე მომსახურეობის გაწევის სავარაუდო დრო 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში (კონკრეტული თარიღები ღონისძიების ჩატარებაზე მიმწოდებელს ეცნობება წერილობით - ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.))
სასტუმროში დაბინავების მომსახურების აღწერა: სასტუმროში 45 ადამიანის დაბინავება უნდა მოხდეს 10 ოთხადგილიან (მონაწილეებისათვის) და 5 ერთადგილიან ნომერში (ლიდერები და ტრენერები). (შესაძლებელია 10 ოთხადგილიანი ნომრის ნაცვლად წარმოდგენილი იყოს ნაკლები ტევადობისა და მეტი რაოდენობის ნომერი). სასტუმრო არ უნდა იყოს სხვა საქმიანობის დამხმარე საწარმო; უნდა ჰქონდეს მუდმივი, უფასო, მაღალი სიჩქარის, უკაბელო ინტერნეტი ნომრებში, ასევე სასტუმროს სხვა სივრცეებში; იმავე შენობას უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი საკონფერენციო დარბაზი იზოლირებული, რომელიც გათვლილი იქნება არანაკლებ 45 პერსონაზე (შესაბამისი რაოდენობის სკამებით) . სასტუმროს ნომრები განთავსებული უნდა იყოს ერთ შენობაში; სასტუმროს ნომრები აღჭურვილი უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ტელევიზორით, გათბობა-გაგრილების სისტემით, სასტუმროს ნომრებში უნდა იყოს მუდმივი წყალმომარაგება (ცხელი და ცივი წყალი) და უწყვეტი ელექტრომომარაგება; ოთახების სველ წერტილებში სტუმრებს უნდა დახვდეთ ჰიგიენური საშუალებები: პირსახოცი, საპონი, შამპუნი, თეთრეული, ქულერი და სხვა; სასტუმროში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, სასტუმროს პირსახოცები უნდა იცვლებოდეს ყოველდღიურად; სასტუმროში ყოფნის პერიოდში, სასტუმროს პერსონალმა უნდა უზრუნველყოს სტუმრების ტვირთის უსაფრთხოება. სასტუმროს უნდა ჰქონდეს შიდა აუზი. ნომრებში თითოეულ სტუმარზე უნდა იყოს არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყალი დღეში. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დარბაზი ღონისძიების გამართვისათვის, რომელიც უნდა იყოს საკონფერენციო დარბაზისგან იზოლირებული, დარბაზში უნდა იყოს განთავსებული კარაოკე სისტემა, ტელევიზორი, მიკროფონი და დინამიკები. სასტუმროს უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი სპორტული და გასართობი სივრცე, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი სპორტული და გასართობი ინვენტარით, როგორიცაა ბილიარდის მაგიდები, მაგიდის ჩოგბურთი და სხვადასხვა სათამაშო მაგიდები.სასტუმროს უნდა ჰქონდეს იზოლირებული, გამწვანებული ტერიტორია, შემოღობილი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება გარე აქტივობის ჩატარება და გათვლილი იქნება არანაკლებ 45 ადამიანზე. სასტუმროს ეზო უნდა იყოს კეთილმოწყობილი, სასტუმროს უნდა ჰქონდეს შიდა და გარე მოსასვენებელი სივრცე.სასტუმრო უნდა იყოს განთავსებული კერძო დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც უნდა ჰყავდეს დაცვა დღე-ღამის განმავლობაში და სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა შესაძლებელი უნდა იყოს, მხოლოდ საშვის საშუალებით. სასტუმრო უნდა იყოს გამოყოფილი სხვა დასახლებული პუნქტებისგან. სასტუმროს უნდა ჰყავდეს 24 საათიანი დაცვის სამსახური, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროში უნდა ხორციელდებოდეს ვიდეო კონტროლი.
შენიშვნა: რამდენიმეადგილიან ნომერში ერთი ადამიანის განთავსების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ერთ ადგილიან ნომერში განთავსების ღირებულებას. რაოდენობა 1 ცალი.
1.2 საკონფერენციო დარბაზით მომსახურება: საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს თანამედროვე სტილის, მაღალი სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილი. უნდა იყოს განკუთვნილი საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და საგანმანათლებლო პროექტებისათვის. საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს კონდიცირებისა და გათბობის სისტემით. დარბაზი უნდა იყოს გათვლილი არანაკლებ 45 პერსონაზე, ოთხი დღით; საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს უახლესი ტექნიკით: შესაბამისი ზომის პროექტორით, ეკრანით, არანაკლებ 2 მიკროფონით,ბლოკნოტებითა და კალმებით თითოეული მონაწილისათვის (ბლოკნოტის ზომა მინ 19X13 სმ, ფურცლების რაოდენობა მინ 40 ცალი, ყდაზე ბრენდირებული უნდა იყოს თბილისის ლოგო და წარწერა სამგორის რაიონის გამგეობა, საგანმანათლებლო კვირეული), ფლიპ ჩარტის დაფით, (ფლიპ ჩარტის რაოდენობა 2 ცალი), დაფის მაგნიტური სამაგრებით, (რაოდენობა 4 ცალი) და ქაღალდით (3 შეკვრა თაბახის ფურცლები) , მარკერებით (სხვადასხვა ფერის 40 ცალი), სკოჩი (რაოდენობა 4 ცალი, დიდი ზომის), ქაღალდის წებო, (რაოდენობა 4 ცალი, დიდი ზომის) საკანცელარიო მაკრატელი ( რაოდენობა 4 ცალი) საკონფერენზიო დარბაზი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, გათბობა-კონდიცირებით, თითოეული პერსონისათვის არანაკლებ 0,5 ლიტრი სასმელი წყლით. რაოდენობა 1 ცალი.
1.3 კვებითი მომსახურება - შვედური მაგიდა.
რაოდენობა - 45 პერსონა
კვება: შვედური მაგიდა, სამჯერადი კვება, შემოთავაზებული მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი რაციონის და ცვალებადი.
საუზმე: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი, სამი სახის ძეხვეული, სამი სახის გარნირი, სამი სახის სოუსი, სამი სახის რძის ნაწარმი, ორი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული, ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, მინერალური წყალი (ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
სადილი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი (მათ შორის ერთი წვნიანი, მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სამი სახის სოუსი, სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სულ მცირე 2 სახის სეზონური ხილის ასორტი, ორი სახის ცომეული და დესერტი. ასევე სასმელები ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
ვახშამი: არანაკლებ სამი სახის ცხელი კერძი(მათ შორის ერთი წვნიანი), სამი სახის ცივი კერძი (მათ შორის სულ მცირე ერთი ხორცით), სულ მცირე ორი სახის ბოსტნეულის სალათი, სამი სახის სოუსი, სამი სახის გარნირი, სამი სახის ძეხვეული, სამი სახის რძის ნაწარმი, სამი სახის დესერტი და ორი სახის ცომეული. ასევე სასმელი - ყავა, ჩაი, წვენი, გაზიანი სასმელი, მინერალური წყალი (ჩაი და ყავა უნდა იყოს შეუზღუდავი რაოდენობით).
მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს საკვებად ვარგისი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი. კვების რაციონის მენიუ წინასწარ უნდა იყოს გადმოგზავნილი და შეთანხმებული დამკვეთთან მინიმუმ 3 დღით ადრე. რაოდენობა 1 ცალი.
1.4 მონაწილეების ტრანსპორტირებით მომსახურეობა: შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ერთდროულად 45 პერსონის ტრანსპორტირება, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და 5 დღის შემდგომ უკანა გზაზე ტრანსპორტირება. ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს კონდიცირების სისტემა, აღჭურვილი უნდა იყოს აუდიო სისტემით. ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური დათვალიერება. მძღოლს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ლიცენზია და მართვის მოწმობა. ავტოინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს პროექტის დასრულებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში. მძღოლმა უნდა წარმოადგინოს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, რომელიც ჩატარებული იქნება პროექტის დასრულებამდე 5 კალენდარული დღით ადრე. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სამგორის გამგეობიდან სასტუმრომდე და უკანა გზაზე სასტუმროდან სამგორის გამგეობასთან. რაოდენობა 1 ცალი.
1.5 სერტიფიკატების გადაცემის მომსახურეობა: ფორმატი A-4. შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სერთიფიკატების მოწოდება ღონისძიების ჩატარებდამდე მინ 1 დღით ადრე. რაოდენობა 45 ცალი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში (კონკრეტული თარიღები ღონისძიების ჩატარებაზე მიმწოდებელს ეცნობება წერილობით - ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს თბილისის ფარგლებს გარეთ - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზამთრის კურორტზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს მომსახურების შესრულების არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების გამოცდილება (კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება. აღნიშნულთან დაკავშირებით სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი; დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (არსებობის შემთხვევაში) და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო/მომსახურება;. SPA/NAT/CMR ნომრების წარმოდგენის შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი-ს წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში; 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მომსახურების გაწევის შემდგომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით ნიკურაძე, 599405256, D.Nikuradze@tbilisi.gov.ge - გაიოზ გოშაძე, 577156511, gaiozi.goshadze@gmail.com
ტექნიკურ დოკუმენტაციაზე - ხატია მერმანიშვილი 555794446

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

1. ფასების ცხრილი დანართი №1–ის მიხედვით (ფასების ცხრილი წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №2–ის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru