1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს:
1) სპეც. ტექნიკაზე და მსუბუქ ავტომობილებზე GPS მოწყობილობის უსასყიდლოდ
დამონტაჟება და მათი გამოყენებით სატელიტური მეთვალყურეობის
სისტემის საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურეობა უნდა
განხორციელდეს დანართ N1-ში მოცემული 21 ერთეულ სპეც. ტექნიკაზე და 40
მსუბუქ ავტომობილზე.
1.2.2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
1.2.2.1. შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და
მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა)
ცხრილში (იხ. დანართი №1).
1.2.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები
მოცემულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური
მახასიათებლებისა და პარამეტრების დანართში (იხ. დანართი №2),
„შემსყიდველის“ მოთხოვნის შესაბამისად „მიმწოდებელმა” მოთხოვნიდან
არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოს GPS - მოწყობილობების (GPS -
მოწყობილობები „მიმწოდებელის” საკუთრება) შემსყიდველის მიერ
განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე მონტაჟი ცალკე, ავტონომიური
ელექტროგაყვანილობით (მონტაჟი მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს
როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონებში). მომსახურება უნდა
განხორციელდეს GPS - მოწყობილობების შემსყიდველის კუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებებზე დამონტაჟებიდან (მომსახურების გაწევის ვადის ათვლა
დაიწყება GPS – მოწყობილობების სატრანსპორტო საშუალებებზე
დამონტაჟების დღიდან) 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
• მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა
განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
• მონიტორინგის სისტემის კომუნიკაცია კლიენტის და ვებ-სერვერს შორის
უნდა იყოს დაცული https პროტოკოლით.
• მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ,,ონლაინ“
ვებსერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი
უნდა იყოს ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან Google Chrome, Mozilla Firefox,
Internet Explorer, Safari ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ შესაბამისი
პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
• უნდა გააჩნდეს Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing რუქების მხარდაჭერა;
• დამკვეთს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის მომხმარებლიდან
შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების და სერვისებზე
წვდომის მითითებით;
• მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის
მიწოდება ხდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან მანქანის პიქტოგრამაზე
კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ა/მანქანის მიმდინარე
სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის
მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), სატრანსპორტო საშუალების
აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე; ასევე უნდა
იყოს შესაძლებელი ავტომობილების სორტირება მინიმუმ შემდეგი
პარამეტრების მიხედვით: დღის განმავლობაში განვლილი მანძილის,
სიჩქარის, სახელის და ბოლო განახლების მიხედვით.
• მონიტორინგის სისტემას უნდა ქონდეს საშუალება Chrome Notification-ში
ინტეგრაციის, რაც მისცემს მომხმარებელს საშუალებას სისტემაში შესვლის
გარეშე მიიღოს შეტყობინებები მონიტორინგის სისტემიდან.
• შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ სხვა და
სხვა ინფორმაციის მიწოდება:
• პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუქაზე, მოძრაობის
ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
• მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად
განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ
ინფრომაციის მიღება;
• პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის
დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი,
მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი
მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
• პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფორმაციის
მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით;
• მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუქაზე ნებისმიერი ფორმის და
ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში
გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების
გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“
რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი თითოეული
ავტომობილის, ცალკე დამოუკიდებელ ფანჯარაში თვალთვალი. ასევე ამ
ფანჯარაში უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილის დღის
დაძვრა/გაჩერებების ნახვა. ავტომობილების ცალ-ცალკე ფანჯარაში
გამოტანა უნდა იყოს ულიმიტო.
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა ულიმიტო ობიექტების
დამატების, ასევე დამატებულ ობიექტზე დაჭერისას რუქაზე უნდა
იხატებოდეს მისი რადიუსი.
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რუქაზე მისამართის
და კონკრეტული პერიოდის არჩევით - ძებნა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე
ავტომობილი არჩეულ პერიოდში.
• მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ
სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი,
შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები,
მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე (ქუჩების მიხევდით ან ფიქსირებული),
მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები
სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც
„ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში;
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს გამოყოფილი შეტყობინებების ცალკე
მენიუ, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შემოსული შეტყობინების
სიის სახით ნახვა.
• შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების
რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
• მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების
ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
• ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შემსყიდველს საკუთრებაში უნდა
გადაეცეს პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით შემსყიდველს
ექნება საშუალება მომსახურების პერიოდის გასვლის შემდგომ, ნახოს
საკუთრებაში არსებული ავტომობილების გადაადგილების ისტორია.
მომსახურების პერიოდის ამოწურვამდე, ერთი თვით ადრე, შემსყიდველის
მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა გადასცეს შემსყიდველს
მონაცემთა ბაზა რომელსაც გახსნას შემსყიდველი შეძლებს მიწოდებული
პროგრამული უზრუნველყოფით. ასევე მოთხოვნის შემთხევაში მიმწოდებელმა
გადასცეს შემსყიდველს ბოლო თვე მოძრაობის ისტორია. ბოლო თვის ისტორია,
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა გადასცეს
ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის დღეს. პროგრამაში უნდა
არსებობდეს ავტომობილის არჩევის და პერიოდის არჩევის შესაძლებლობა,
რის შემდგომ Google Earth-ზე იქნება ნაჩვენები მანქანის გადაადგილების ისტორია
და სიჩქარე. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი
ფუნქციები:
• მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
• ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის
შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს ე.წ. „დაშბოარდის“ მენიუ სადაც
იქნება ნაჩვენები ზოგადი ინფორმაცია ავტომობილებზე გრაფიკის სახით:
მინიმუმ უნდა იყოს ნაჩვენები შემდეგი ინფორმაცია: ავტომობილები
რომლებიც დგანან ეხლა მათი მისამართი და დრო, შემოსული შეტყობინებები
ავტომობილებზე პერიოდის მიხედვით, ტოპ 5 ავტომობილი დარღვევების
მიხედვით, სამუშაო და უქმე დღეებში გავლილი მანძილი, ტოპ 5 ავტომობილი
გავლილი კმ-ის მიხედვით.
• მონიტორინგის სისტემაში დამატებით ასევე შესაძლებელი უნდა იყოს
დაფიქსირებული ვიდეო ჯარიმების ასახვა.
• EcoDrive ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე
ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე,
მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
• დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები
დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
• ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია,
მომხმარებელის ID,დროის და IP მისამართის მითითებით);
• GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი, რომელიც
უზრუნველყოფს მონაცემების გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც დარღვეულია
სატრანსპორტო საშუალებასთან კვების წრედი, რის შესახებაც
მონიტორინგის სისტემაში „ლაივ“ რეჟიმში ფიქსირდება შეტყობინება და
აისახება სტატისტიკურ მონაცემებშიც; შიდა კვების წყარო უნდა იყოს
არანაკლებ 700mAh, რისი საშუალებითაც მთავარი კვების შეწყვეტის დროს
შესაძლებელი იქნება მონაცემების გადაგზავნა მინიმუმ 4 საათის
განმავლობაში;
• მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ასევე აქსელომეტრი, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ
შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე
მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
• GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS (Assisted GPS) ტექნოლოგია, რომლის
მეშვეობითაც მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე
გადმოგზავნა ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
• GPS მოწყობილობა გამართულად უნდა მუშაობდეს -30 C - +85 C ტემპერატურის
ფარგლებში;
• მოწყობილობას უნდა ქონდეს საშუალება GSM/GPRS სიგნალის დაფარვის ზონიდან
გასვლის შემთხვევაში მინიმუმ 150000 ჩანაწერების შენახვა;
• GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე
პარამეტრებით. სამუშაო რეჟიმში არაუმეტეს 70mA და ძილის რეჟიმში 8mA-ზე
ნაკლები. უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც უნდა
გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
• მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია
სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა
საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით.
აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების
სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:
მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია,
სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS
ოპერაციულ სისტემებზე.
• მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის
თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდვლის მითითების შესაბამისად,
უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი
სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ; მიმწოდებელი
ვალდებულია შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყოს
ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა; შემსყიდველის ბრალეულობით GPS
მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია
აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
1.2.2.3. შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილის და ობიექტის
აღწერის (ტექნიკური დავალება) იმ ნაწილში, სადაც მოცმეული იქნება
შესასყიდი საქონლის ან/და მასალების ან/და მოწყობილობის (არსებობის
შემთხვევაში) სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო
ან/და მწარმოებლი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.