Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #70160295)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Forestry Agency of Adjara
Номер конкурса: 70160295
Дата публикации: 22-01-2026
Сумма контракта: 26 352


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000791
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 22.01.2026 13:07
Начало приема предложения 28.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 30.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 26`352.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63712710 - Услуги по мониторингу трафика
Срок подачи GPS – მოწყობილობების სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟების დღიდან) 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით
Дополнительная информация
პრეტენდეტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი მონაცემები:
ა). ინფორმაცია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) შესახებ. (დანართი №1)
ბ). ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის აღწერასთან (ტექნიკური დავალება) დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის შესაბამისად.
გ). ინფორმაცია შესრულების ვადისა და შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 და 1.7 პუნქტის შესაბამისად.
დ). ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ, ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის მომსხაურების გაწევის გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 პუნქტის შესაბამისად.
Количество и объём закупок მომსახურეობა უნდა განხორციელდეს დანართ N1-ში მოცემული 21 ერთეულ სპეც. ტექნიკაზე და 40 მსუბუქ ავტომობილზე.
Шаг снижения цены 200.00 GEL
Размер гарантии 264 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: temur bolkvadze :: 21.01.2026 11:40
  • Последнее исправление: temur bolkvadze :: 22.01.2026 13:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=667747&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1) შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს:
1) სპეც. ტექნიკაზე და მსუბუქ ავტომობილებზე GPS მოწყობილობის უსასყიდლოდ დამონტაჟება და მათი გამოყენებით სატელიტური მეთვალყურეობის სისტემის საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურეობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა შეადგენს:
1) სპეც. ტექნიკაზე და მსუბუქ ავტომობილებზე GPS მოწყობილობის უსასყიდლოდ დამონტაჟება და მათი გამოყენებით სატელიტური მეთვალყურეობის სისტემის საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურეობა უნდა განხორციელდეს დანართ N1-ში მოცემული 21 ერთეულ სპეც. ტექნიკაზე და 40 მსუბუქ ავტომობილზე.
1.2.2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
1.2.2.1. შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
1.2.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები მოცემულია მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლებისა და პარამეტრების დანართში (იხ. დანართი №2),
„შემსყიდველის“ მოთხოვნის შესაბამისად „მიმწოდებელმა” მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უზრუნველყოს GPS - მოწყობილობების (GPS - მოწყობილობები „მიმწოდებელის” საკუთრება) შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე მონტაჟი ცალკე, ავტონომიური ელექტროგაყვანილობით (მონტაჟი მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონებში). მომსახურება უნდა განხორციელდეს GPS - მოწყობილობების შემსყიდველის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებიდან (მომსახურების გაწევის ვადის ათვლა დაიწყება GPS – მოწყობილობების სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟების დღიდან) 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
• მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
• მონიტორინგის სისტემის კომუნიკაცია კლიენტის და ვებ-სერვერს შორის უნდა იყოს დაცული https პროტოკოლით.
• მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს ,,ონლაინ“ ვებსერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული მოწყობილობიდან Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer, Safari ინტერნეტ ბრაუზერების გამოყენებით, მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით;
• უნდა გააჩნდეს Google Streets/Satellite, OpenStreetMap, Microsoft Bing რუქების მხარდაჭერა;
• დამკვეთს უნდა გააჩნდეს საშუალება ადმინისტრატორის მომხმარებლიდან შექმნას მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებების და სერვისებზე წვდომის მითითებით;
• მონიტორინგის სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდებოდეს ,,ონლაინ“ რეჟიმში, ამასთან მანქანის პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები ა/მანქანის მიმდინარე სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე, ძრავის მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული), სატრანსპორტო საშუალების აკუმულატორის ძაბვაზე და მიმდინარე დღის განვლილ მანძილზე; ასევე უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილების სორტირება მინიმუმ შემდეგი პარამეტრების მიხედვით: დღის განმავლობაში განვლილი მანძილის, სიჩქარის, სახელის და ბოლო განახლების მიხედვით.
• მონიტორინგის სისტემას უნდა ქონდეს საშუალება Chrome Notification-ში ინტეგრაციის, რაც მისცემს მომხმარებელს საშუალებას სისტემაში შესვლის გარეშე მიიღოს შეტყობინებები მონიტორინგის სისტემიდან.
• შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების შესახებ სხვა და სხვა ინფორმაციის მიწოდება:
• პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია ვიზუალურად რუქაზე, მოძრაობის ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
• მითითებული პერიოდის, კვირის დღეების მიხედვით ან საათობრივად განვლილი მანძილის, მოძრაობის დროის და მაქსიმალური სიჩქარის შესახებ ინფრომაციის მიღება;
• პერიოდის მიხედვით მარშრუტზე ინფორმაციის მიღება: მოძრაობის დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის დასრულების დრო და მისამართი, მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე და საშუალო სიჩქარე;
• პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით გაჩერების შესახებ ინფორმაციის მიღება, გაჩერების დროის და მისამართის მითითებით;
• მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს რუქაზე ნებისმიერი ფორმის და ფერის ზონების დამატება, რომლის მეშვეობითაც მოხდება მითითებულ ზონაში გავლილი მანძილის და შესული/გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გაკონტროლება, ამასთან შესვლა/გამოსვლა კონტროლდებოდეს, როგორც „ლაივ“ რეჟიმში შეტყობინების სახით, ისე სტატისტიკურ მონაცემებში ასახვით;
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი თითოეული ავტომობილის, ცალკე დამოუკიდებელ ფანჯარაში თვალთვალი. ასევე ამ ფანჯარაში უნდა იყოს შესაძლებელი ავტომობილის დღის დაძვრა/გაჩერებების ნახვა. ავტომობილების ცალ-ცალკე ფანჯარაში გამოტანა უნდა იყოს ულიმიტო.
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა ულიმიტო ობიექტების დამატების, ასევე დამატებულ ობიექტზე დაჭერისას რუქაზე უნდა იხატებოდეს მისი რადიუსი.
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებლობა, რუქაზე მისამართის და კონკრეტული პერიოდის არჩევით - ძებნა, იმყოფებოდა თუ არა რომელიმე ავტომობილი არჩეულ პერიოდში.
• მონიტორინგის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე მომხმარებელმა მიუთითოს მარკა/მოდელი, შეცვალოს ვიზუალური ხატულა, მიუთითოს მძღოლის/მძღოლების მონაცემები, მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე (ქუჩების მიხევდით ან ფიქსირებული), მიუთითოს სატრანსპორტო საშუალებათა ჯგუფი. მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, მიიღოს შეტყობინება, როგორც „ლაივ“ რეჟიმში, ისე ასახვა სტატისტიკურ მონაცემებში;
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს გამოყოფილი შეტყობინებების ცალკე მენიუ, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი შემოსული შეტყობინების სიის სახით ნახვა.
• შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
• მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
• ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შემსყიდველს საკუთრებაში უნდა გადაეცეს პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით შემსყიდველს ექნება საშუალება მომსახურების პერიოდის გასვლის შემდგომ, ნახოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების გადაადგილების ისტორია. მომსახურების პერიოდის ამოწურვამდე, ერთი თვით ადრე, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა გადასცეს შემსყიდველს მონაცემთა ბაზა რომელსაც გახსნას შემსყიდველი შეძლებს მიწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით. ასევე მოთხოვნის შემთხევაში მიმწოდებელმა გადასცეს შემსყიდველს ბოლო თვე მოძრაობის ისტორია. ბოლო თვის ისტორია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა გადასცეს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის დღეს. პროგრამაში უნდა არსებობდეს ავტომობილის არჩევის და პერიოდის არჩევის შესაძლებლობა, რის შემდგომ Google Earth-ზე იქნება ნაჩვენები მანქანის გადაადგილების ისტორია და სიჩქარე. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი ფუნქციები:
• მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
• ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის შეცვლის პერიოდი, სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
• მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს ე.წ. „დაშბოარდის“ მენიუ სადაც იქნება ნაჩვენები ზოგადი ინფორმაცია ავტომობილებზე გრაფიკის სახით: მინიმუმ უნდა იყოს ნაჩვენები შემდეგი ინფორმაცია: ავტომობილები რომლებიც დგანან ეხლა მათი მისამართი და დრო, შემოსული შეტყობინებები ავტომობილებზე პერიოდის მიხედვით, ტოპ 5 ავტომობილი დარღვევების მიხედვით, სამუშაო და უქმე დღეებში გავლილი მანძილი, ტოპ 5 ავტომობილი გავლილი კმ-ის მიხედვით.
• მონიტორინგის სისტემაში დამატებით ასევე შესაძლებელი უნდა იყოს დაფიქსირებული ვიდეო ჯარიმების ასახვა.
• EcoDrive ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად (მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე, მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
• დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები დასახელებისა და ნომრების მიხედვით;
• ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია, მომხმარებელის ID,დროის და IP მისამართის მითითებით);
• GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც დარღვეულია სატრანსპორტო საშუალებასთან კვების წრედი, რის შესახებაც მონიტორინგის სისტემაში „ლაივ“ რეჟიმში ფიქსირდება შეტყობინება და აისახება სტატისტიკურ მონაცემებშიც; შიდა კვების წყარო უნდა იყოს არანაკლებ 700mAh, რისი საშუალებითაც მთავარი კვების შეწყვეტის დროს შესაძლებელი იქნება მონაცემების გადაგზავნა მინიმუმ 4 საათის განმავლობაში;
• მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ასევე აქსელომეტრი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის;
• GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS (Assisted GPS) ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
• GPS მოწყობილობა გამართულად უნდა მუშაობდეს -30 C - +85 C ტემპერატურის ფარგლებში;
• მოწყობილობას უნდა ქონდეს საშუალება GSM/GPRS სიგნალის დაფარვის ზონიდან გასვლის შემთხვევაში მინიმუმ 150000 ჩანაწერების შენახვა;
• GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე პარამეტრებით. სამუშაო რეჟიმში არაუმეტეს 70mA და ძილის რეჟიმში 8mA-ზე ნაკლები. უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
• მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით. აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია: მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია, სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე.
• მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი
• მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდვლის მითითების შესაბამისად, უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ; მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყოს ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა; შემსყიდველის ბრალეულობით GPS მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
1.2.2.3. შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილის და ობიექტის აღწერის (ტექნიკური დავალება) იმ ნაწილში, სადაც მოცმეული იქნება შესასყიდი საქონლის ან/და მასალების ან/და მოწყობილობის (არსებობის შემთხვევაში) სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან/და მწარმოებლი იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1) მომსახურება უნდა განხორციელდეს GPS - მოწყობილობების შემსყიდველის კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებიდან (მომსახურების გაწევის ვადის ათვლა დაიწყება GPS – მოწყობილობების სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟების დღიდან) 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით. მომსახურების გაწევის ეტაპზე მხარეები ნებისმიერ შეტყობინებას (სატელეფონო, წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით) ახორციელებს სააგენტოს ხელმძღვანელობა/ხელმძღვანელის უფლებამოსილი პირ(ებ)ი.
2) „შემსყიდველის“ მოთხოვნის შესაბამისად „მიმწოდებელმა” მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა უნდა უზრუნველყოს GPS - მოწყობილობების (GPS - მოწყობილობები „მიმწოდებელის” საკუთრება) შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე მონტაჟი (მონტაჟი მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს როგორც ბათუმში, ასევე აჭარის რეგიონებში).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1) მომსახურების გაწევის ადგილი - საქართველო.
2) მიმწოდებელი შესყიდვის ობიექტის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1) პრეტენდენტი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის მოწოდების პერიოდში არ გამოავლენს დეფექტებს.
2) მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
3) მომსახურების დროს რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, 3 (სამი) დღის ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
3) ტენდერში გამარჯვებულის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები წარმოქმნილი დეფექტების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების/ზიანის ანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ან შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს 2024 წლის 01 იანვარიდან სატენდერო წინადადების წარმოდგენის დაწყების თარიღამდე პერიოდში უნდა ჰქონდეს ანალოგიური საქონლის/მომსახურების/სამუშაოს მიწოდების არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა დანართ №3 - თან ერთად უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა).
2.2.1.1 თუ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს წარმოდგენილი აქვს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, როგორც ქვეკონტრაქტორს ან წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) წევრების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაო შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
2.2.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.: ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
2.2.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
2.2.2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
2.2.2.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
2.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
2.2.4. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
2.2.4.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს მოცემული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში.
2.2.4.2. ვინაიდან ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება ამხანაგობის მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შედარებით დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2.2.5. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და წარმოდგენილი ნომრის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით, ანალოგიური სამუშაოს შესრულებისათვის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა) წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

1) შესყიდვის ობიექტის დეტალური ჩამონათვალი, აღწერილობა და მოცულობები მოცემულია შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1).
2) შესყიდვის ობიექტის მოწოდება უნდა განხორციელდეს მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის ფასების (ხარჯთაღრიცხვა) ცხრილში (იხ. დანართი №1) მითითებული საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესაბამისად.
3) შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4) შესყიდვის ობიექტის მოწოდების პროცესში ყველა გამოყენებული მასალები და სხვა შესაბამისი საგნები უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის და უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.
5) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უხარისხო შესყიდვის ობიექტის მოწოდების დაფიქსირების შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
6) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები, მათ შორის პროცენტული მაჩვენებელი გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
7) სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს);
8) ფასების ცხრილი - დანართი N1 წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებსხელმოწერას ან/და ბეჭედს, მთ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს.) "
9) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მ-5 პუნქტის მიხედვით ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში (სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე) მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამ წესის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამხანაგობამ არ იმოქმედა ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ან ამხანაგობის ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის შედგენილი ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამხანაგობა ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს დადგენილ ვადაში მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას. დასკვნა/ანგარიში გაცემული უნდა იყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის ან მის მიერ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ. თუ ექსპერტიზის დასკვნის გამცემი არ იქნება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, მაშინ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს შეფასების/ექსპერტიზის განმახორციელებელი პირ(ებ)ის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის/სერტიფიკატის ასლი.
2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში (არსებობის შემთხვ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru