Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #70160237)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 70160237
Дата публикации: 21-01-2026
Сумма контракта: 1 467 621


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000725
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.01.2026 17:06
Начало приема предложения 06.02.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 11.02.2026 15:00
Предполагаемая цена закупки 1`467`621.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45410000 - Штукатурные работы
  • 45421100 - Установка дверей, окон и связанных с ним компонентов
  • 45421141 - Установка перегородок
  • 45421146 - Работы по установке подвесных потолков
  • 45430000 - Работы по укладке покрытий на полы и стены
  • 45442100 - Малярные работы
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 180 კალენდარულ დღეში
Дополнительная информация
საქართველოს განათლების, მეცწიერებისა და ახალგაზრდობის სამიწისტროსა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უწივერსიტეტს შორის 2025 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების #139 ხელშეკრულების ფარგლებში თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის მეოთხე სართულზე მდებარე მონაკვეთის (საქართველოს მთავრობის N560 დადგენილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთების) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები
Количество и объём закупок დეტალური ინფორაცია იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 14`676.00 GEL
Размер гарантии 14`676 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aneta merkvilishvili :: 13.01.2026 13:25
  • Последнее исправление: aneta merkvilishvili :: 21.01.2026 17:06
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=666128&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს განათლების, მეცწიერებისა და ახალგაზრდობის სამიწისტროსა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უწივერსიტეტს შორის 2025 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული დაფინანსების #139 ხელშეკრულების ფარგლებში თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის მეოთხე სართულზე მდებარე მონაკვეთის (საქართველოს მთავრობის N560 დადგენილება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერთების) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური პარამეტრები, სრული აღწერილობა და ჩამონათვალი იხ. დანართი #1 (სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის პუნქტი 1.3).
* იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება/სამუშაო;
* პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია: განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება;
* სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში;
*გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია;
* ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები წარმოებულ უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელ პირთან/პირებთან ერთად;
* მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენების, სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა;
* სამუშაოები უნდა განხორციელდეს ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის (2019 წლის 19 თებერვალი) მოთხოვნათა სრული დაცვით;

* პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა უნდა შეადგინოს და მასში მოცემული პუნქტები განაფასოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N11/251 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლოს სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ’’ და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის’’ შესაბამისად.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით (ტენდერის სტატუსი-,,წინადადებების მიღება დაწყებულია’’-ეტაპზე) ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას

ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების დასრულების სავალდებულო ვადაა: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 180 კალენდარული დღე.

მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს და განახორციელოს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელმა სამუშაოები უნდა განახორციელოს შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#11 - თსუ ბიბლიოთეკა
*მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შემსყიდველს წერილობით წარმოუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი და ფორმა #2 დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ.
1.5.3. ეტაპობრივი და საბოლოო სარემონტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება ფორმდება შესრულებული სარემონტო სამუშაოების მოცულობასა და ხარისხზე (ფორმა #2-ზე) შემსყიდველის მიერ, სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე ტექნიკური საზედამხედველო -საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული/გამოვლენილი შესაბამის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკრედიტებული პირის/ტექნიკური ზედამხედველის და ინსპექტირების გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე;
1.5.4. ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება;
1.5.5. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული მასალების მახასიათებლები, რომელიც არ არის მოცემული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, გამოყენებამდე უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან;
1.5.6. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან;
1.5.7. მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

1.6 guarantee period for the works to be performed

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართს და შესაბამისად მის განუყოფელ ნაწილს (იხ.დანართი #2).
1.6.1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელს.
1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველი“-ს მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრული დასრულებისა და „შემსყიდველი“-ს მიერ შექმნილი კონტროლის ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარის დაბრუნება მოხდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველი“-ს მიერ შექმნილი კონტროლის/ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, „მიმწოდებელს“ აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.
1.6.4 მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მხრიდან 3 (სამი) წლის ვადით დაკავებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%, აღნიშნული 2.5%-ის იდენტურ თანხაზე საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე. წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს დაკავებული 2.5%-ის 3 (სამი) წლიან ვადას.
1.6.5 მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდება აღნიშნული საბანკო გარანტია ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.6. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.7. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

გასათვალისწინებელი გარემოება :
მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული მოწყობილობა/დანადგარების საგარანტიო ვადაა: 3 (სამი) წელი, რომლის განმავლობაში ექსპლოატაცია და მომსახურება უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ცხრილი #1 -ში მის მიერ შემოთავაზებულ მოწყობილობა/დანადგარებზე უნდა მიუთითოს/წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
1. მწარმოებელი კომპანია/ბრენდი;
2. მოდელი - შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მოდელი ან/და სერიული ნომერიან/და მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, რომლითაც მოხდება ლიფტის ტექნიკური პარამეტრების იდენტიფიცირება

იხ.ცხრილი #1
მწარმოებლისა და მოდელის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს შემსყიდველის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, იხ.დანართი 1) სამუშაოები მოცულობით არანაკლებ 2 900 000 ლარის ოდენობისა (ჯამურად). მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჰქონდეს სრულად დამთავრებული სამუშაოების გამოცდილება ტენდერით გათვალისწინებული სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 50%-ის ოდენობით ლარში ან ორი დასრულებული ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 30%-სა (ცალ-ცალკე) ოდენობით ლარში.
აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ატვირთოს თითოეულ შესრულებულ სამუშაოზე დამკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების და ამ სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოს შესრულების აქტი-ფორმა #2 და/ან ,,დეფექტური აქტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში)).
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის SPA /NAT/DAP/CMR წარმოდგენა.
(იხ.დანართი #3).

ბ) გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა ამ მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა ასევე უნდა წარმოადგინოს არანაკლებ ორი სარეკომენდაციო წერილი.
გ) ამ მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სარეკომენდაციო წერილებში მითითებული უნდა იყოს: ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მიწოდების ვადა, ხელშეკრულების და შესრულებული სამუშაოების ღირებულება. ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია სრულად და ჯეროვნად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ით განსაზღვრული ფორმის დაცვით შედგენილი, სამუშაოების შესრულების დაზუსტებული გეგმა-გრაფიკის ზედამხედველთან შეთანხმება და შემსყიდველთან წარდგენა. გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს თანხობრივი, თვეების ჭრილში. აღნიშნული გეგმა-გრაფიკი დაერთვება ხელშეკრულებას დანართის გაფორმების გზით. შემსყიდველისთვის წარდგენილი გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს შესრულების ვადას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1.სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში:
ა) ,,მიმწოდებელმა" კონკრეტული სამუშაოების დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ.
ბ) ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს. ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
გ) სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
დ) მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას მის მიერ წარმოდგეწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის (მოთხოვნის შემთხვეავში ინჟინერ-ტექნიკური სამუშაობის შესრულებისას პროფილურ ქვეკონტრაქტორ კომპანიას უნდა ყავდეს შესაბამისი მიმართულების კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი) ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში დაუყოვწებლივ აცნობოს შემსყიდველს წერილობითი სახით და აღნიშნული ცვლილებების საკითხი შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან.
ე) მუშაობის პროცესში ქვეკონტრაქტორის შეცვლა, ან დამატებითი ქვეკონტრაქტორის აყვანა ასევე უნდა ეცნობოს შემსყიდველს. მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს მოცულობის რა ნაწილი გადაეცემა ქვეკონტრაქტორს.

2.9 other additional requirements

2.9.1.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას.
2.9.2. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭ ების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ წერილობითი მიმართვით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დადებითი დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ფარგლებში, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 2.5%-ის ფარგლებში.
პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასსა და სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის მოცულობა განახევრდება.
6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ,,ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივი ანგარიშსწორება.
7.2.2. ანგარიშსწორება ,,შემსყიდველსა’’ და ,,მიმწოდებელს’’ შორის განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სარემონტო სამუშაოების ფორმა #2-ზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკრედიტებული პირის/ტექნიკური ზედამხედველის და ინსპექტირების დადებითი დასკვნის საფუძველზე შედგენილი მიღება ჩაბარების აქტის შესაბამისად (სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.5.3. პუნქტი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება 7.2.2. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. გარდა წინამდებარე მუხლის „ 7.3.2“ პუნქტის შემთხვევისა;
7.3.2 იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის/პირგასამტეხლოს გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.3.1 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი უფლებამოსილია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ჯარიმის/პირგასამტეხლოს თანხა დაუქვითოს მიმწოდებელს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანეტა მერკვილიშვილი, 577595839, i.merkvilishvili@tsu.ge ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი: თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი იოსებ სოფრომაძე, ტელ.: 557 95 53 88; ინფრასტრუქტურის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru