Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70160221)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD MTA
Номер конкурса: 70160221
Дата публикации: 21-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260000741
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.01.2026 17:23
Начало приема предложения 30.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.02.2026 15:30
Предполагаемая цена прейскуранта 2`812`459.36 GEL
Контрактная цена объекта закупки 380`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 25`000.00 GEL
Размер гарантии 3`800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi apkhaidze :: 16.01.2026 12:03
  • Последнее исправление: giorgi apkhaidze :: 21.01.2026 17:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=667002&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა ავტომობილებს უნდა გაუწიოს შემდეგი სახის ტექნიკური მომსახურება:
• პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურების ჩატარება;
• ავტომობილის ოპერატიული შეკეთება;
• სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა.

2. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები, განფასების ცხრილის (პრეისკურანტი) ჩამონათვალში მოცემული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე. პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება, განსაფასებელ ცხრილებში მითითებული მომსახურების ფასები უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.

3. ავტომობილების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა. ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებლის სერვისცენტრში, რიგგარეშედ. ამასთან, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:
ა. ძრავში, გადაცემათა კოლოფში, გამაძლიერებელ კოლოფში, წამყვან ხიდებში ზეთის შეცვლა
1 (ერთი) სამუშაო დღე.
ბ. სავალი ნაწილებისათვის - 2 (ორი) სამუშაო დღე;
გ. ელექტროობისათვის - 2 (ორი) სამუშაო დღე;
დ. ძირითადი აგრეგატები (ძრავი, გადაცემათა და გამაძლიერებელი კოლოფი, წამყვანი
ხიდები) – 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
ე. სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის არაუმეტეს 5-10 (სირთულის შესაბამისად) სამუშაო
დღე.
ვ. სხვა დანარჩენ შემთხვევებში შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში.

4. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) მოცემული ფასებზე ვაჭრობის შემთხვევაში ფასები უნდა დააკლოს პროცენტულად (ყველა პოზიციაზე თანაბარი პროცენტით უნდა იყოს ფასი დაკლებული) თითოეული საქონელსა და მომსახურებაზე.

5. ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პირვანდელ და საბოლოო ფასებს შორის სხვაობა სატენდერო კომისიის მიერ გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც დაევალება პრეტენდენტს წარმოადგინოს კორექტირებული, (პრეისკურანტი) დანართი #1 პროცენტული მაჩვენებლის პროპორციულად თითოეული საქონელისა და მომსახურებისათვის.

6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტომანქანების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა შესაძლებელი უნდა იყოს:
• ქ. თბილისის ტერიტორიაზე;
• ქ. ბათუმის ტერიტორიაზე
• დაბა ხაშურის ან ქ.ახალციხის ტერიტორიაზე
• ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია არანაკლებ 6 თვე. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებლის ვალდებულია დაუყოვნებლივ, საკუთარი ხარჯებით, აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება. გარანტია არ ვრცელდება გარეგანი ზემოქმედების შედეგად მიყენებულ ზიანზე.

2. მიმწოდებლის მიერ სამუხრუჭე ხუნდებზე გარანტია განისაზღვროს კილომეტრაჟით არანაკლებ 5000 კმ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური გამოცდილება (ავტომობილების შეკეთება და ტექნიკურ მომსახურება) და აღნიშნულის დამადასტურებლად სისტემაში უნდა ატვირთოს 2023,2024,2025 წლებში გაფორმებული არანაკლებ თითო შესრულებული ხელშეკრულება თითო წელზე, ხელშეკრულებ(ებ)ის და შესაბამისი მიღება-ჩაბარებ(ებ)ის ასლები, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარი. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემაში ატვირთული ხელშეკრულებების შემთხვევაში, დასაშვებია CMR ან სატენდერო განცხადების ნომრის წარმოდგენა.
2.2.1.2. 2023, 2024 და 2025 წლებში პრეტენდენტს გაფორმებული და შესრულებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე 1 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 200 000.00 (ორასი ათასი) ლარი და რომელსაც თან უნდა ახლდეს დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

• პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ინფრასტრუქტურის შესახებ, კერძოდ, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მომსახურების გაწევისათვის გამოსაყენებელი ძირითადი და სათადარიგო მანქანა–დანადგარების საწარმოო სიმძლავრეები, ამასთან, ქ. თბილისში უნდა გააჩნდეს საწარმოო ფართი, სადაც განთავსებული იქნება: სახელოსნო, სასაწყობო მეურნეობა და ავტოსადგომი, რომელიც უნდა იყოს პრეტენდენტის საკუთრებაში ან სარგებლობაში.

• პრეტენდენტის მფლობელობაში არსებული ყველა ფართი, მათ შორის ავტოსადგომი (შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირებისთვის, ხანგრძლივი მომსახურების გაწევის პერიოდში) აღჭურვილი უნდა იყოს სამეთვალყურეო კამერებით, დაცული უნდა იყოს სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმები, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

• პრეტენდენტის მფლობელობაში არსებული სასაწყობო სათავსო დაკომპლექტებული უნდა იყოს შემსყიდველის ავტოპარკისათვის საჭირო ძირითადი ცვეთადი ავტონაწილებით (სამუხრუჭე ხუნდები, ფილტრები, ნათურები, ზეთები და საპოხი მასალები).

• პრეტენდენტს საკუთრებაში ან მფლობელობაში უნდა გააჩნდეს მომსახურების გაწევისათვის საჭირო ძირითადი და სათადარიგო მანქანა – დანადგარები:
• მსუბუქი ა/მანქანების ასაწევი დანადგარი (არანაკლებ 10 ერთეული),
• საბურავების დაშლა-აწყობისა, ბალანსირების და თვლების შეყრის (ნახარის) გასწორების დანადგარები (არანაკლებ ერთი ერთეული),
• ელექტრონული დიაგნოსტიკის აპარატი (არანაკლებ 3 ერთეული),
• კონდიციონერის სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატი,
• ელ. (ელექტროდით) შედუღების აპარატი (არანაკლებ 1 ერთეული),
• "კემპის" ტიპის მავთულით შედუღების აპარატი (არანაკლებ 1 ერთეული),
• ა/მანქანის გაგრილების სისტემის გამოსარეცხი დანადგარი (არანაკლებ 1 ერთეული),
• საყრდენი დისკის მოსახეხი დანადგარი არანაკლებ 1 ცალი,
• წინა მაშუქების რეგულირების აპარატი არანაკლებ 1 ცალი,
• საბურავის დისკების გასწორების დანადგარი არანაკლებ 1 ცალი,
• ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის დანადგარი არანაკლებ 1 ცალი,
• ჰიდრავლიკური წნეხი არანაკლებ 1 ცალი,
• სახარატე ჩარხი არანაკლებ 1 ცალი,
• ბენზინის ინჟექტორების საწმენდი აპარატი არანაკლენ 1 ცალი,
• ძრავის ამოსაღები ამწე-დანადგარი არანაკლებ 1 ცალი,
• ძრავში ზეთის შეცვლის ვაკუუმური ბალონი (აპარატი) არანაკლებ 1ცალი.
• პრეტენდენტს სასურველია ადგილზე (თავის კუთვნილი საწარმოო ფართის ტერიტორიაზე) ჰქონდეს დიზელის საწვავის მფრქვევანების შესამოწმებელი დანადგარი არანაკლებ 1 ცალი და უნდა ახორციელებდეს მფრქვევანების დიაგნოსტირებას და შემდგომ საჭიროების შემთხვევაში მათ შეკეთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ ერთწლიანი ხელშეკრულება საწარმოსთან, რომელიც ახორციელებს ზემოაღნიშნულ მომსახურებას.
• პრეტენდენტს მფლობელობაში ანსარგებლობაში უნდა გააჩნდეს: სატვირთო ა/მანქანების ტექ. მომსახურეობის ორმო ან ამწე-დანადგარი (არანაკლებ 2 ერთეული), რომლებიც განთავსებული იქნება დახურულ შენობაში და აღჭურვილი იყოს:
ა. განათების და ელექტრო სისტემით,
ბ. პნევმატური გაყვანილობის სისტემით,
გ. პნევმატური იარაღების მისაერთებელი სწრაფჩამხსნელებით.
დ. თითოეული ორმოს სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ: 8მ. ორივე ორმო აღჭურვილი უნდა იყოს ლიანდაგებით, რომლებზეც განთავსებული იქნება პნევმატური ან ჰიდრავლიკური მართვის მქონე ამწე დანადგარი, სატვირტო ა/მანქანის ხიდის, გადაცემათა კოლოფის, გამანაწილებელი კოლოფისა და სხვა აგრეგატების ტექ.მომსახურეობის ჩასატერებლად.
ე. სატვითო ავტომობილების ტექ.მომსახურეობისთვის საჭირო ფართი, ორმოები და მანქანა-დანადგარები შესაძლებელია განთავსებული იყოს ქ.თბილისში სხვა მისამართზე.
• ქ.თბილისში მსუბუქი ავტომობილების ტექ.მომსახურეობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები (გარდა დიზელის საწვავის მფრქვევანების შესამოწმებელი დანადგარისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი აღნიშნული დანადგარებით მომსახურებას ახორციელებს ქვეკონტრაქტორის საშუალებით) განთავსებული უნდა იყოს ერთ მისამართზე და შესაძლებელი უნდა იყოს ერთდროულად, არანაკლებ 3 (სამი) ავტომობილისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა;
• პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 კვ.მ. ფართის საოფისე ოთახი აღჭურვილი საოფისე მაგიდით, საკმით და ინტერნეტით (შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლისთვი)
• ქ. ბათუმში, ქ ზუგდიდში და დაბა ხაშურში ან ქ.ახალციხეში პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2-2 ბოქსი და საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს შემსყიდველის ავტომობილების განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე და აღჭურვილი უნდა იყოს საწარმოო ფართზე განლაგებული, მომსახურების გაწევისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებით, კერძოდ:
ა) ელექტროსისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
ბ) ვულკანიზაციის და ბალანსირების დანადგარები;
გ) ამწევი მექანიზმი - არანაკლებ 2 ცალი;
დ) კონდიცირების სისტემის ფრეონით დატუმბვის აპარატი;
ე) თვლების შეყრის (დახრილობის) გასწორების დანადგარი;

• პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ თითოეულ სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, მომსახურების ჯეროვნად გაწევისათვის საჭირო მანქანა-დანადგარები და აღჭურვილობა გამართულ, მუშა მდგომარეობაში.

• შემსყიდველს უფლება აქვს პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მატერიალური-ტექნიკური ბაზის (სერვის-ცენტრების) შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებთან.

• მატერიალური-ტექნიკური ბაზის (სერვის-ცენტრ(ებ)ის) სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა (მათ შორის, თუ პრეტენდენტი უარს განაცხადებს სერვის-ცენტრ(ებ)ში შემსყიდველის წარმომადგენლის დაშვებაზე), გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის/არარსებობის შესახებ. ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა დოკუმენტი მომსახურების პერიოდზე) რომლებიც ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ტექნიკურ დავალებაში მითითებული მატერიალურ-ტექნიკური მოთხოვნები ვრცელდება ქვეკონტრაქტორებზეც (მათი არსებობის შემთხვევაში).

2.9 other additional requirements

1. ავტომობილების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა, კერძოდ: შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის სერვისცენტრში შეყვანიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის (ძრავისა და/ან გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში 2 სამუშაო დღის) მანძილზე, მიმწოდებლი ვალდებულია დაათვალიეროს ავტომანქანა და შეადგინოს დეფექტური აქტი და შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია შემსყიდველის მიერ განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების ან საქონლის რაოდენობის კორექტირება) და დოკუმენტის ხელმოწერის (ორივე მხარის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში და ამასთან დეფექტურ აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს თარიღი და დრო) შემდეგ დაიწყოს მომსახურების განხორციელება. თუ შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიყვანა განხორციელდა მიმწოდებლის იმ სერვისცენტრში (მათ შორის ქვე-კონტრაქტორის სერვისცენტრში) რომელიც არ მდებარეობს ქ. თბილისში, მიმწოდებელი და შემსყიდველი ვალდებულნი არიან დეფექტურ აქტზე თანხმობა დაადასტურონ ქ.თბილისში მიმწოდებლის ან შემსყიდველის მისამართზე. თუ მიმწოდებელი ზემოაღნიშნულ ვადაში არ შეადგენს დეფექტურ აქტს ან/და არ მოაწერს ხელს დეფექტურ აქტს შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან. მიმწოდებელიც და შემსყიდველიც ვალდებულები არიან დეფექტურ აქტს ხელი მოაწერონ მისი შედგენიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის განმავლობაში.

2. პრეტენდენტის მიერ მომსახურება გაწეული უნდა იქნეს მიმწოდებლის სერვისცენტრში; დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ამასთან, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:
ა. ძრავში, გადაცემათა კოლოფში, გამაძლიერებელ კოლოფში, წამყვან ხიდებში ზეთის შეცვლა
1 (ერთი) სამუშაო დღე.
ბ. სავალი ნაწილებისათვის - 2 (ორი) სამუშაო დღე;
გ. ელექტროობისათვის - 2 (ორი) სამუშაო დღე;
დ. ძირითადი აგრეგატები (ძრავი, გადაცემათა და გამაძლიერებელი კოლოფი, წამყვანი
ხიდები) – 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
ე. სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის არაუმეტეს 5-10 (სირთულის შესაბამისად) სამუშაო
დღე.
ვ. სხვა დანარჩენ შემთხვევებში შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში.

3. დეფიციტური სათადარიგო ნაწილით (სათადარიგო ნაწილი, რომლის რეალიზაციასაც არ ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არცერთი ორგანიზაცია, ინდივიდუალური მეწარმე და/ან ფიზიკური პირი. თუ რომელიმე სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთი ორგანიზაცია მაინც, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე და/ან ფიზიკური პირი, ასეთი სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურ ნაწილად. ასევე, დეფიციტურად არ ჩაითვლება ნაწილი, რომლის საქართელოს ბაზარზე არსებობის ინფორმაციას ფლობს "შემსყიდველი". ასეთ შემთხვევაში, დეფიციტურ ნაწილზე განაცხადის შემოსვლიდან მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, „შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს „მიმწოდებელს“ საქართველოში აღნიშნული დეფიციტური ნაწილის შეძენის ადგილი) უზრუნველყოფის მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღით. მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია, წერილობით ან სამსახურებრივი/ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით (რომელიც დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების მომენტში) უნდა აცნობოს შემსყიდველს ავტომანქანის სერვისცენტრში შეყვანის დღიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის მანძილზე, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეკვეთის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტი (ინვოისი), წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება.

4. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ფასები განსაფასებელი ცხრილების (პრეისკურანტების) ჩამონათვალში მოცემულ სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ყველა სახეობაზე, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ ცხრილებში (პრეისკურანტებში) მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ ღირებულებებს.

5. ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%–ს.

6. ტენდერში ვაჭრობა გაიმართება განფასების ცხრილების ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე;

7. პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული პირვანდელი პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასა და ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ საბოლოო ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა პროპორციულად უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების ღირებულება.

8. პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0” ან ,,0.00". ცარიელი სიმბოლოს ან სხვა აღნიშვნის ( „-“, „* “ ან მსგავსი) მითითება დაუშვებელია, ასეთ შემთხვევაში იგულისხმება რომ აღნიშნულ პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ საქონელი და/ან მომსახურება განუფასებლადაა წარმოდგენილი, რაც შეუძლებელს ხდის დაზუსტების უფლების გამოყენების შესაძლებლობას და გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

9. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტი, 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია პრეტენდენტის მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ და 2.8.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის შესახებ.

10. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) მოცემული ფასებზე ვაჭრობის შემთხვევაში ფასები უნდა დააკლოს პროცენტულად (ყველა პოზიციაზე თანაბარი პროცენტით უნდა იყოს ფასი დაკლებული) თითოეული საქონელსა და მომსახურებაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო, ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით, ან/და ინსპექტირების ანგარიშით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტით გათვალისწინებულ (თითოეული დასახელების მომსახურების და მომსახურების გაწევისათვის საჭირო ნაწილების) ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედებას ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია, გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (გარანტიაში მითითებული უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი).

სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემი სუბიექტი არ უნდა იყოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია (მიმწოდებელი).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. სატენდერო წინადადების საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი აფხაიძე, 599600433, g.aphkhaidze@mta.ski

additional information/document

10.1 additional information/documents

1.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია;
2.ელექტრო

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru