Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #70128274)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Finance and Economy of the Autonomous Republic of Abkhazia
Номер конкурса: 70128274
Дата публикации: 20-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260000624
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.01.2026 19:04
Начало приема предложения 30.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 02.02.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 1`375`182.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 179`145.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
32 ერთეული სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების (TOYOTA CAMRY,TOYOTA RAV4,TOYOTA LANDCRUISER LC200,MERCEDES-BENZ S 550,RENAULT MEGANE,HYUNDAI SONATA,Hyundai Ioniq, Hyundai Accent,. HYUNDAY ELANTRA, Kia Cadenza, FORD TRANSIT COURIER,FORD TRANSIT (WAGGON),FORD ESCAPE SEL , TOYOTA COROLLA, VOLKSWAGEN TOUAREG ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`000.00 GEL
Размер гарантии 1`791 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: levan bokuchava :: 20.01.2026 12:00
  • Последнее исправление: levan bokuchava :: 20.01.2026 19:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=667401&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

32 ერთეული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების (TOYOTA CAMRY, TOYOTA RAV4, TOYOTA LANDCRUISER LC200, MERCEDES-BENZ S 550, RENAULT MEGANE, HYUNDAI SONATA, Hyundai Ioniq, Hyundai Accent, HYUNDAY ELANTRA, Kia Cadenza, FORD TRANSIT COURIER, FORD TRANSIT (WAGGON), FORD ESCAPE SEL , TOYOTA COROLLA, VOLKSWAGEN TOUAREG) შეკეთება და ტექნიკური მომსახურების შესყიდვის ერთობლივი ელექტრონული ტენდერი (პრეისკურანტით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ა) ავტომობილის სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული ყველა მასალა უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი, ქარხნული წესით დამზადებული და უნდა შეესაბამებოდეს ამ სატრანსპორტო საშუალებისთვის დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს. მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე;

ბ) მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი ექსპლუატაციაში არ მყოფი ქარხნული და არ ავლენდეს დეფექტებს, რაზეც მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს სატენდერო პირობებით დადგენილი საგარანტიო ვადები;

გ) გამონაკლის შემთხვევაში, მომსახურების გაწევისას დასაშვებია მეორადი საქონლის გამოყენება, მხოლოდ შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით;

დ) სათადარიგო ნაწილების შეცვლისა და მომსახურების გაწევის აუცილებლობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე გადაამოწმოს მიმწოდებლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის სისწორე ავტორიზირებულ ან მხარეთა შეთანხმებით სხვა სერვისცენტრის საშუალებით;

ე) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები (როგორც საქონელზე ასევე მომსახურებაზე) არ უნდა აღემატებოდეს, შემსყიდველის მიერ პრეისკურანტის ცხრილ(ებ)ში მითითებულ სავარაუდო ღირებულებებს;

ვ) პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის ნებისმიერ პოზიციაზე დაფიქსირებული ფასი, არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ თავდაპირველ პრეისკურანტში დაფიქსირებული შესაბამისი პოზიციის ფასს. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ პრეტენდენტი პრეისკურანტში არ განაფასებს ან პრეისკურანტიდან ამოიღებს რომელიმე პოზიციას, აღნიშნული პოზიციის ღირებულებად დაფიქსირდება 0 (ნული) ლარი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში, სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, ამ შემთხვევაში სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

ზ) პრეტენდენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებას და ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა პროპორციულად უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების ღირებულება;

თ) ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულის ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. რომელიც შემდგომში იქნება უნიფიცირებული, ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს;

ი) იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის/ანგარიშის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით;

კ) დეტალის შეცვლა და/ან კონკრეტული მომსახურების გაწევა გულისხმობს არსებული დეტალის შეცვლას ახლით და/ან კონკრეტული მომსახურების გაწევას და ამისათვის საჭირო ყველა მომსახურებას განხორციელებას (მაგალითად, სხვა დეტალის მოხსნა-დაყენებას და ა.შ. რაც დეტალურად უნდა აისახოს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში.
ლ) შესყიდვის ღირებულებად განისაზღვროს 179145 ლარით.
მ) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვროს 1375182 ლარით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ა) მომსახურების გაწევა განხორციელდეს მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ში;

ბ) მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:

1. აგრეგატებზე - არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა. მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება მიმწოდებლის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის შემდეგ, გარდა პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის არარსებობის შემთხვევისა. ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება შეთანხმების აქტის გაფორმების მეორე დღიდან.
2. დეტალებზე - არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა. მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება მიმწოდებლის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან მეორე დღეს, გარდა პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის არარსებობის შემთხვევისა. ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება შეთანხმების აქტის გაფორმების მეორე დღიდან.
3. ცვეთად მასალებზე - არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა. მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება მიმწოდებლის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან მეორე დღეს, გარდა პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის არარსებობის შემთხვევისა. ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება შეთანხმების აქტის გაფორმების მეორე დღიდან.
4. საბურავების დაზიანებაზე - საბურავის მიწოდებიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღე. საბურავის მიწოდებას ვულკანიზაციამდე უზრუნველყოფს შემსყიდველი.


გ) მომსახურების გაწევა განხორციელდეს მიმწოდებლის სერვისცენტრ(ებ)ში. სერვისცენტ(ებ)ი უნდა იყოს განთავსებული ქალაქ თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირის N42 - დან არაუმეტეს 12 კმ მანძილზე (მანძილი იანგარიშება სამანქანო გზით). მომსახურების მოთხოვნა შესაძლებელია სერვის ცენტრ(ებ)ში უშუალო ვიზიტის, სატელეფონო კავშირის, ელ. ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. საჭიროებისას სერვისცენტრ(ებ)ში ავტომობილ(ებ)ის გადაყვანა უნდა უზრუნველყოფს თითოეულმა შემსყიდველმა, ავტომანქან(ებ)ის გადაადგილების შეუძლებლობის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ევაკუატორით ავტომანქან(ებ)ის სერვის ცენტრ(ებ)ამდე გადაყვანა.

დ) იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს გონივრულ ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებით. მომსახურებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში (შეკვეთა განპირობებული უნდა იყოს აუცილებლობით, მაგალითად, როდესაც შესაბამისი სათადარიგო ნაწილის შეძენა საქართველოში ვერ ხერხდება მისი ძირითად ბაზარზე დეფიციტის ან/და არაგონივრულად მაღალი ფასის გამო) მისი ჩამოტანის ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღე. აღნიშნულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი). დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ;

ე) მიმწოდებელი ვალდებულია სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთა გააფორმოს დეფექტურ აქტში მითითებულ შესაბამის მომსახურებაზე შემსყიდველის თანხმობიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში და შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი წარუდგინოს შემსყიდველს.

1.7.1 requirement related to guarantee period

აგრეგატი (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, რედუქტორი, რადიატორი (წყლის გათბობა გაგრილების სისტემა), კონდიცირება-გათბობის სისტემა, გენერატორი(დინამო), ამძრავი (სტარტერი), საწვავის ტუმბო, ჰიდრავლიკის ტუმბო, საჭის მექანიზმი კომპლექტში) – 12 თვე;
დეტალი (აგრეგატის შემადგენელი ნაწილი და სატრანსპორტო საშუალების სხვა ცალკეული ნაწილები, გარდა სწრაფ ცვეთადი ნაწილებისა) – 6 თვე;
სწრაფ ცვეთადი ნაწილები და მასალები:
 ჰაერის ფილტრი, სალონის ფილტრი, საწვავის ფილტრი - 5000 კმ;
 ძრავის ღვედი დამჭიმებით - 20000 კმ;
 სამუხრუჭე ხუნდები წინა - 10000 კმ;
 სამუხრუჭე ხუნდები უკანა - 20000 კმ;
 გადაბმულობის ქურო, დისკი და მომჭიმი საკისარი - 20000 კმ;
 მუხრუჭის დოლი (ბარაბანი) და საყრდენი დისკი - 20000კმ;
 გენერატორის, კონდიციონერისა და საჭის ჰიდროგამაძლიერებლის ღვედები - 20000 კმ;
 მინის საწმენდის რეზინები - ერთი თვე;
 რეზინები და მილისები - ერთი თვე;
 ნათურები - ერთი თვე;
 მტვერდამცავები – ერთი თვე;
 შეკეთებული საბურავი - 1 თვე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში უნდა შეადგენდეს 2024 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, საერთო თანხით არანაკლებ 400000 ლარის ოდენობით, რისთვისაც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და ყველა შესაბამისი ინფორმაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ზემოაღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისი ნომერი (SPA, NAT, CMR და სხვ.).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 სერვისცენტრი არანაკლებ 3 ბოქსით, რომლის შესახებაც ინფორმაცია ატვირთული უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში (საკუთრებაში არსებული სერვისცენტრ(ებ)ის შემთხვევაში მისამართი და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შემთხვევაში მისამართი და ქვეკონტრაქტორ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედების ვადით არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ამასთანავე ხელშკეკრულებ(ებ)ის გაფორმების თარიღი არ უნდა იყოს ამ ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ შემდგომ, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს:
• ავტომანქანის ამწევი დანადგარი (ამწე) არანაკლებ 3 (სამი) ერთეული, რომელთაგან შემსყიდველის საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი უნდა იყოს მინიმუმ 1 (ერთი), რომ მომსახურების გაწევა შესაძლებელი იყოს ურიგოდ (დაუყოვნებლივ);
• ვულკანიზაციისა და ბალანსირების დანადგარი;
• თვლების შეყრის (დახრილობის) კომპიუტერული დიაგნოსტიკის ამწე;
• ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი;
• კონდიცირების სისტემის ფრეონით დატენვის აპარატი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედების ვადით არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ამასთანავე ხელშკეკრულებ(ებ)ის გაფორმების თარიღი არ უნდა იყოს ამ ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ შემდგომ.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით);

დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, გაწეული მომსახურებ(ებ)ის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის წარდგენის საფუძველზე, 10 (ათი) სამუშაო დღეში.
7.2.2 ანგარიშსწორებას განახორციელებს:
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი - 35000 ლარის ფარგლებში,
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 31645 ლარის ფარგლებში,
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 10000 ლარის ფარგლებში,
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო - 20000 ლარის ფარგლებში,
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო - 40000 ლარის ფარგლებში,
• აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო - 12500 ლარის ფარგლებში,
• ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობოს წარმომადგენლობა - 10000 ლარის ფარგლებში,
• სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო - 5000 ლარის ფარგლბში,
• ა(ა)იპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციული - ანალიტიკური ცენტრი - 15000 ლარის ფარგლებში,

7.3 time limits for step by step and/or final payment

ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა უზარაშვილი, 599902348, Lelauzarashvili.afsm@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა დოკუმენტზე განხორციელებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში). საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იყოს მინდობილობა ან რწმუნებულობა.
10.1.4 პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
10.1.6 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.7 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.
10.1.8 დანართი N1 და დანართი N3 სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დამოწმებული ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru