10.1 დამატებითი ინფორმაცია
10.1.1. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული
წინადადება;
10.1.2. მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი
ხარჯებით;
10.1.3. შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა)
წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში,
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის
გათვალისწინებით, მათ შორის დღგ-ს გათვალისწინებით;
10.1.4. წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის
ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.5. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.6. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში
გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა,
თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს
გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
10.1.7. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ლარში;
10.1.8. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო
წინადადება;
10.1.9. ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა
დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული
სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური
ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული
პრეისკურანტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS
Excel“-ის ფორმატში.
10.1.10. ,, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ
არარეზიდენტ მომხმარებლებზე.
10.1.11. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა
დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და
ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს
ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.12. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და
განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12
ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8
მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.1.13. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი
მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის
მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება
სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი
სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.1.14. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული დანართი №1
(პრეისკურანტები) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ნაწილებისა და
მომსახურების ყველა პოზიციაზე (ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს
არაუმეტეს მეასედის სიზუსტით (არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით)).
წარმოდგენილი ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ
პრეისკურანტებში მითითებულ თითოეულ პოზიციაზე სავარაუდო მაქსიმალურ
ღირებულებებს (სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.15 პუნქტის „შენიშვნის“
გათვალისწინებით). განსაფასებელ დანართი №1-ში (პრეისკურანტები)
მითითებული მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს კონკრეტული
მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა თანმდევი მომსახურების
ღირებულებას.
10.1.15. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება დანართი №1-ით განსაზღვრული
პრეისკურანტების ჯამურ სავარაუდო ღირებულებაზე. პრეტენდენტის მიერ
ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტების საბოლოო
ჯამურ ღირებულებასა და წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველის
მიერ განსაზღვრული პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებას შორის
სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტებში
დაფიქსირებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნას
პროპორციულად პრეისკურანტების თითოეულ პოზიციაზე (იგულისხმება
თითოეული განსაფასებელი გრაფა), სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული
პრეისკურანტების ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ ერთიან
ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველის მიერ განსაზღვრული
პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში
დაფიქსირებულ წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული სხვაობის
შესაბამისი პროცენტული ოდენობით.
თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი
ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით
(არითმეტიკული დამრგვალების მეთოდით). ამასთანავე, გათვალისწინებული
უნდა იქნას, რომ დამრგვალების შემდგომ მიღებული პრეისკურანტების
ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შედეგად
პრეტენდენტის მიერ სისტემაში საბოლოოდ დაფიქსირებული
პრეისკურანტების ჯამურ ღირებულებას.
პრეისკურანტში ნულით განფასებული სათადარიგო ნაწილები და
მომსახურება შემსყიდველის მიერ არ ანაზღაურდება. თუ პრეტენდენტი
გეგმავს რომელიმე პოზიციაზე საქონელი და მომსახურება მიაწოდოს უფასოდ,
ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“ ან „0.00“.
შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის
წარდგენილი პრეისკურანტ(ებ)ი ან წარდგენილ პრეისკურანტ(ებ)ში
განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი
პრეისკურანტების პოზიციების 5%-ს.
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (პრეისკურანტები)
წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის
მიერ წარმოდგენილი იქნება დანართი №1 (პრეისკურანტები), როგორც „MS Excel“,
ასევე „PDF“ ფორმატით, სატენდერო კომისია განიხილავს მხოლოდ „MS Excel“
ფორმატით წარმოდგენილ დოკუმენტს;
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე,
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1 (პრეისკურანტები) წარმოუდგენლობა
ან განუფასებლად წარმოდგენა ან ისეთი დანართი №1-ის (პრეისკურანტები)
წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება
განსაფასებელი პოზიციების 5%-ს ან არსებითად შეუსაბამო დანართი №1-ის
(პრეისკურანტები) წარმოდგენა (არსებით შეუსაბამობაში იგულისხმება, თუ
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება
შემსყიდველის მიერ დანართი №1-ის (პრეისკურანტები) შესაბამის გრაფაში
მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს და ასეთი პოზიციების რაოდენობა
აღემატება სრული დანართი №1-ის (პრეისკურანტები) პოზიციების საერთო
რაოდენობის 5%-ს), დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
10.1.16 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი
ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული
დაცვით.