მოითხოვება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 15 (თხუთმეტი)
კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარუდგინოს და
შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების შესრულების კალენდარული
გეგმა-გრაფიკი:
1. შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს გეგმა-გრაფიკის კორექტირება, რის
შესასრულებლადაც შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობითი ფორმით
განუსაზღვრავს კორექტირების გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადის
დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა
ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, ხოლო მითითებული
ვადის 10 (ათი) კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი
უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში,
გაზარდოს როგორც დასაქმებული პერსონალისა და მანქანა-მექანიზმების
რაოდენობა, ისე სამუშაო რეჟიმი (სამუშაო დროის ზრდა, ღამის ცვლის
დამატება, 24 (ოცდაოთხი) საათიანი რეჟიმი). აღნიშნული მოთხოვნა უნდა
დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა. ხსენებული
ვადის დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო
ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის
ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო, აღნიშნული ვადის 10 (ათი)
კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად
მოშლის თაობაზე და მოითხოვს ზიანის ანაზღაურება.
3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა შემსყიდველის წერილობითი თანხმობის
გარეშე შეასრულა სამუშაოები, რომლებიც სცილდება პროექტით
გათვალისწინებულ სამუშაო მოცულობებს ან/და განახორციელა ახალი
სახეობის სამუშაოები, მაშინ შემსყიდველს არ წარმოეშობა ამ სამუშაოების
ღირებულების ანგარიშსწორების ვალდებულება, იმის მიუხედავად,
ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული სამუშაოები შესყიდვის საგნის პროექტით
განსაზღვრული საბოლოო შედეგის მიღწევას. შემსყიდველი უფლებამოსილია
ხსენებული თანხმობა გასცეს აღნიშნული სამუშაოების შესრულებამდე,
შესრულების პროცესში ან შემდგომ.
4. მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების
მოქმედების ვადაში, სამუშაოების შესრულების ან/და მასალების ხარისხის
შეუსაბამობაზე შემსყიდველისგან მიღებული პრეტენზია დააკმაყოფილოს
სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინა
ეტაპზე (ეტაპებზე) მიღება-ჩაბარების აქტით მიღებულ სამუშაოებზე,
შეუსაბამობები ხარისხთან მიმართებაში გამოვლინდა მხოლოდ შემდგომ
პერიოდში. პრეტენზიის დაკმაყოფილებისათვის შემსყიდველი განსაზღვრავს
გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში,
მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების საერთო
ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში,
შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და
მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო დოკუმენტაციით დაუზუსტებელი
ისეთი ტიპის სამუშაოების შესრულება, რომელიც, როგორც წესი, დადგენილია
სამშენებლო წესებით და სტანდარტებით (ხის, ლითონის, ქვის დეტალების,
ნაძერწი ფიგურების რესტავრაციის, საცრემლეების, წვიმასატარი მილების,
მუხლების, ძაბრებისა და ღარების, მათი სამაგრების დამზადება-მოწყობის,
გადახურვის სიბრტყეებზე თუნუქის შეერთებების ნაწიბურების მდგარი და
დაწვენილი ნარიმანდების, კარ-ფანჯრების ალათებისა და ნაოთხალების
მდგომარეობის, სიბრტყითი ზედაპირების ვერტიკალური და ჰორიზონტალური
უსწორობების, კედლებისა და კარნიზების, სწორხაზოვანი ნაკეთობებისა და
სხვა მსგავსი სახეობების, საღებავით ზედაპირების დაფარვის
ინტენსივობის გადახრების დასაშვები სტანდარტები და ა.შ.) შეათანხმოს
შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელთან.
6. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, ყველა ტიპის
ზიანზე ან/და დანაკარგზე, რაც გამოწვეული იქნება რეაბილიტაციის
პროცესში ბუნებრივი მოვლენებით (წვიმა, თოვლი, ყინვა, ქარი და ა.შ) და
რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა სათანადო
პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით, პასუხისმგებელია
მიმწოდებელი, რომელიც ვალდებულია შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ
გონივრულ ვადაში აღმოფხვრას ზიანი საკუთარი ხარჯებით. დარღვევის
აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება
ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, რა დროსაც
შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და
მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
7. მიმწოდებელს ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც შესყიდვის საგნის, ისე
სამშენებლო მოედანზე (მათ შორის, შენობაში) არსებული ნივთების
დაცვა-შენარჩუნებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების
დღემდე.