Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #69970931)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Energy Development Fund"
Номер конкурса: 69970931
Дата публикации: 14-01-2026
Сумма контракта: 1 630 164


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000326
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.01.2026 15:42
Начало приема предложения 31.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 03.02.2026 18:00
Предполагаемая цена закупки 1`630`164.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45300000 - Строительно-монтажные работы
Срок подачи არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტო
Дополнительная информация
მთავრობის განკარგულების დაფუძველზე მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, კერძოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით მზის პანელების სისტემის დამაგროვებლით შესყიდვა-მიწოდება-მონტაჟი.
Количество и объём закупок განსაზღვურლია ტექნიკური დავალებითა და სატენდერო პირობებით
Шаг снижения цены 6`521.00 GEL
Размер гарантии 16`302 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maka berdzenishvili :: 28.11.2025 15:22
  • Последнее исправление: maka berdzenishvili :: 14.01.2026 15:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=657795&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოს და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულებში 58 მოსახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით მზის პანელების სისტემის დამაგროვებლით შესყიდვა-მიწოდება-მონტაჟი.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

(1.2 პუნქტის ანალოგიური დავალება მოცემულია ასევე ფაილში, სადაც მითითებულია ადგილმდებარეობები)
ჯამში 58 კომპლექტი
მზის პანელები დამონტაჟებული უნდა იყოს მიწის ნაკვეთზე და არა შენობებზე.
მზის პანელების სისტემა დამაგროვებლით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1) თითოეული მუდმივი კომლისათვის პიკური სიმძლავრე - 1 კვტ;
2) თითოეული მუდმივი კომლისათვის დღე-ღამური მოხმარება - 8,4 კვტ.სთ;
3) თითოეული მუდმივი კომლისათვის უნდა განთავსდეს არანაკლებ 4.5 კვტ (მუდმივი DC) დადგმული სიმძლავრის სადგური;
4) თითოეული მუდმივი კომლისათვის უნდა განთავსდეს არანაკლებ 4 კვტ (ცვლადი AC) სიმძლავრის გარდამქმნელი (ინვერტორი);
5) თითოეული მუდმივი კომლისათვის დამაგროვებელს უნდა შეეძლოს უამინდობის პერიოდში ელექტროენერგიით უზრუნველყოფა 24 საათის განმავლობაში;
6) მზის პანელები და მაკომპლექტებელი მოწყობილობები უნდა შეირჩეს აღნიშნული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად;
7) დამაგროვებელს უნდა გააჩნდეს CE, RCM, CEC, VDE2510-50, IEC6261 9, IEC 60730, UN38.3 სერთიფიკატი (აღნიშნულის შესახებ პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური პასპორტი, სადაც მითითებული იქნება სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია).
8) დამაგროვებელის მოდულებში გამოყენებული უნდა იყოს ლითიუმის მაღალი ძაბვის (450 VDC) აკუმულატორები;
9) დამაგროვებელის ტემპერატურული ზღვარი უნდა შეადგენდეს არანაკლებ -10 ℃~+55℃
10) დამაგროვებელი უნდა იყოს გარე დადგმულობის (დაცვის რეიტინგი IP66)
11)დამაგროვებელსა და გარდამქმნელს უნდა გააჩნდეთ კომუნიკაციის პორტი ინტერნეტის საშუალებით დისტანციურ ლაივ რეჟიმში მონიტორინგისთვის;
12) პანელები უნდ იყოს Tier 1 მწარმოებლის, N-Type. სერტიფიკატები: ISO 9001:2015: ISO Quality Management System, ISO 14001:2015:ISO Environment Management System, ISO 45001: Occupational Health and Safety;
13) ინვერტერის პარემეტრები უნდა შეესაბამებოდეს ქსელის ევროპულ პარამეტრებს და ქონდეს შემდეგი სერტიფიკატები: EN/IEC 62109-1, EN/IEC 62109-2, IEC 62116
14) პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს თითოეულ ობიექტზე პროექტის დასრულების შემდეგ ყველა ჩატარებული სამუშაოების საშემსრულებლო ნახაზები.
15) ზემოთ ხსენებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მასალების შეძენა/მონტაჟი მიმწოდებლის მოვალეობაა.
16) მიმწოდებელმა საბოლოოდ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის შიდა ქსელთან დაერთებისთვის საჭირო ღონისძიების გატარება (ქსელთან დაერთების უზრუნველყოფა შესაბამისი მასალებით).
17) მიმწოდებელმა მომხმარებლებისთვის უნდა უზრუნველყოს პანელებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკის შესაბამისი მოვლის ინსტრუქტაჟის გაცემა მატერიალური სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების სრულად შესრულების ვადა წარმოადგენს არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოს. რთული რელიეფური და მკაცრი კლიმატის გათვალისწინებით აღნიშნული მომსახურების დაწყების თარიღი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე. მიმწოდებელმა სამუშაოების დაწყება უნდა უზრუნველყოს დაუყონებლივ, მას შემდეგ რაც შესაძლებელი იქნება ტერიტორიაზე გადაადგილება და სამუშაოების ჩატარება.
მათ შორის კალენდარული დღეების რაოდენობა,თითოეულ სამუშაოზე მითითებული უნდა იყოს გეგმა-გრაფიკშიც, რომელიც არ უნდა აჭარბებდეს - საბოლოო შესრულების ვადას - არაუგვიანეს 2026 წლის 31 აგვისტოს.
ვინაიდან მომსახურების დაწყების თარიღი დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე, თუკი საჭირო გახდება, გეგმა-გრაფიკში მითითებული სამუშაოების დაწყების თარიღის ცვლილება/დაკორექტირება შესაძლებელი იქნება გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, როდესაც რეალურად ცნობილი იქნება სამუშაოების დაწყების თარიღი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდებისა და მომსახურების შესრულების ადგილები განსაზღვრულია ტექნიკურ დავალებაზე თანდართული ფაილით, რომელშიც მითითებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ბარისახოსა და უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში 58 მოსახლის ფოტოელექტრული სისტემით მომარაგების თაობაზე.

1.6 guarantee period for the works to be performed

დამაგროვებლის მინიმალური გარანტია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს;
პანელების დაზიანების გარანტია არანაკლებ 15 წელი;
გენერაციის გარანტია არანაკლებ 25 წელი;
ინვენტორი არანაკლებ 10 წელი.
ზემოთ ხსენებული ინფორმაცია უნდა მტკიცდებოდეს შესაბამისი დოკუმენტაციით - მწარმოებლის გარანტიით.

სამონტაჟო მომსახურების, შესრულებული სამუშაოს (ექსპლუატაციის) ვადა -2 წელი.
ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი საკუთარი ხარჯებით.(შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტური საქონელი იგივე მოდელის საქონლით (ახალი).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდეტმა თავის შეთავაზებაში უნდა წარადგინოს მზის პანელისა და ტექნიკურ დავალებაში მოცემული სხვა მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის (საქონლის) მოდელისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მითითებული უნდა იყოს ფასების ცხრილში. მოდელის/მწარმოებელი ქვეყნის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესაბამისი კომენტარი (მოდელი/მწარმოებლის ქვეყანა არ გააჩნია).

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეს პროექტი/პროექტები, სადაც დამონტაჟებული ექნება 1000 კვტ დადგმული სიმძლავრის მზის პანელები და გამოყენებული ექნება 100 კვტ სიმძლავრის ბატარეები.
აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაცია მაგ: ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ან სხვა სახის დოკუმენტაცია, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ წარმატებით შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და ასევე იკვეთებოდეს შესრულებული სამუშაოს დასახელება (შინაარსი). ასევე შესაძლებელია მითითებული იყოს SPA/NAT/CMR ნომრები. ასეთ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო აღარაა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

კომპანიას უნდა ჰყავდეს მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მემონტაჟე, ან სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკატი. ხსენებულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს კვალიფიკაციის (ცოდნის) დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა, სერტიფიკატი).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა ამავე პუნქტში მითითებული სამუშაოების ჩამონათვლის (ექსელის ფაილის შესაბამისად) გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს დეტალური გეგმა-გრაფიკი, სადაც მითითებული იქნება შესასრულებული სამუშაოების შესრულების ვადა კალენდარული დღეების მითითებით სატენდერო პირობების 1.4 პუნქტის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სატენდერო პირობების 1.2 პუქტის შესაბამისად დამაგროვებელს უნდა გააჩნდეს CE, RCM, CEC, VDE2510-50, IEC6261 9, IEC 60730, UN38.3 სერთიფიკატი;

პანელები უნდ იყოს Tier 1 მწარმოებლის, N-Type. სერტიფიკატები: ISO 9001:2015: ISO Quality Management System, ISO 14001:2015:ISO Environment Management System, ISO 45001: Occupational Health and Safety;

ინვერტერის პარემეტრები უნდა შეესაბამებოდეს ქსელის ევროპულ პარამეტრებს და ქონდეს შემდეგი სერტიფიკატები: EN/IEC 62109-1, EN/IEC 62109-2, IEC 62116.

(აღნიშნულის შესახებ პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური პასპორტი, სადაც მითითებული იქნება სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება უნდა განახორციელოს თავად. თუ სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო გახდა ქვეკონტრაქტორის დაქირავება, ამის შესახებ უნდა აცნობოს შემსყიდველს. მოცემულ ეტაპზე ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არ მოითხოვება, თუმცა შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე, პრეტენდენტს უფლება არ აქვს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ან მისი ნაწილი გადასცეს ქვეკონტრაქტორს.ქვეკონტრტაქტორის შესაძლო არსებობის მიუხედავად მხოლოდ მიმწოდებელი იქნება ანგარიშვალდებული შემსყიდველის წინაშე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
2. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის)არარსებობის შესახებ;
3. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმებისდამადასტურებელი დოკუმენტი).
4.ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
დოკუმენტაცია წარმოდგენლი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის)არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომპრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდებააღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმებისდამადასტურებელი დოკუმენტი).
დოკუმენტაცია წარმოდგენლი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5.1.4 for a physical entit

1. ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის თაობაზე
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5.1.5 for a partnership

(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საგადასახადო დავალიანების არ ქონის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პირს გაფორმებული აქვს საქართველოსსაგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდებააღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმებისდამადასტურებელი დოკუმენტი).
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5.1.6 for a non-resident

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილითდამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს 5.1.4 პუნქტის განსაზღვრულიდოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილითდამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივადწარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნულიდოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდაერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
დოკუმენტაცია წარმომდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №12 2017 წლის 14 ივნისი ქ. თბილისი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად.

guarantee for assurance of contract performance

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარ გადასახდელი თანხა წარმოადგენს საბანკო გარანტიის ოდენობის ტოლფას თანხას, რომელიც საბანკო გარანტიის წარდგენისა და პრეტენდეტის მოთხოვნის შესაბამისად გაიცემა მისთვის წინასწარ შექმნილ საბანკო ანგარიშზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების 30%-ისა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.
გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, დასაბუთების გარეშე მიიღოს შესაბამისი თანხა.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება წარმოებს ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს, გეგმა-გრაფიკს, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის, ფორმა N2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად შესრულებული სამუშაოს შემდეგ და არა ეტაპობრივად (გარდა მოთხოვნის შესაბამისად გაცემული ავანსისა,რომელიც გამოაკლდება საბოლოო ანგარიშსწორებისას სრულ თანხას).

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესრულებული სამუშაოს შესახებ დოკუმენტაციის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, ფორმა N2, მიღება-ჩაბარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაკა ბერძენიშვილი, 595720474, m.berdzenishvili@gedf.com.ge 595 72 04 74

additional information/document

10.1 additional information/documents

ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე უცხოეთის მოქალაქეა ან არის უცხოური კომპანია აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემებისამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული ეხება ყველა დოკუმენტს, რომელიც აიტვირთება სისტემაში (ცნობები, სერტიფიკატები, გეგმა-გრაფიკი, რომელიც PDF ფაილის სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი და ა.შ). იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) ფაილის სახით. „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად,პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულხელმოწერას ან/და ელექტრონუ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru