Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #69940283)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 69940283
Дата публикации: 14-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260000302
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.01.2026 12:36
Начало приема предложения 20.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 22.01.2026 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 934.72 GEL
Контрактная цена объекта закупки 25`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79530000 - Переводческие услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებების ფარგლებში, მთარგმნელობითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი და ამავე პუნქტში, დამოუკიდებელი დოკუმენტის სახით ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური დავალება).
Шаг снижения цены 9.00 GEL
Размер гарантии 250 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariam bochorishvili :: 06.01.2026 22:28
  • Последнее исправление: mariam bochorishvili :: 14.01.2026 12:36
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=665108&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებების ფარგლებში, მთარგმნელობითი მომსახურების გაწევა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებების ფარგლებში, მთარგმნელობითი მომსახურების გაწევა მოიცავს როგორც ტექსტობრივი მასალის თარგმნას, ასევე ზეპირ, სინქრონულ თარგმანსაც.

შესყიდვის ობიექტის სრული აღწერა და მომსახურების გაწევის დეტალური პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ში (ტექნიკური დავალება).

დანართი N1 (ტექნიკური დავალება) და დანართი N2 (პრეისკურანტი) შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ტექნიკური დავალება) ატვირთულია წინამდებარე პუნქტში 1.2.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის - სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებების ფარგლებში, მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. დოკუმენტების თარგმნა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მისამართზე, ხოლო ნათარგმნი დოკუმენტები შემსყიდველს უნდა მიეწოდოს მისამართზე: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირის N150 ან/და შემსყიდველის უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
2. ზეპირი სინქრონული თარგმანი უნდა განხორციელდეს შემსყიდველის უფლებამოსილი პირის მიერ მითითებულ მისამართზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოკუპირებული ტერიტორიებისა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის თავისებურების, სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით:

პრეტენდენტს ყოველწლიურად (2023, 2024, 2025 წლებში) გაწეული უნდა ჰქონდეს თარგმნის მომსახურება, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ან/და სახელმწიფო ორგანოებისთვის ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებისთვის ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
პრეტენდენტის მიერ 2023, 2024, 2025 წლებში გაწეული თარგმნის მომსახურების ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15,000.00 ლარს და აღნიშნული მომსახურება, სხვადასხვა უცხო ენებთან ერთად, ერთ-ერთ უცხო ენად სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს ინგლისურ ენას და ინგლისურიდან ქართულად და ქართულიდან ინგლისურად თარგმნის მომსახურებას.

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:
1. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და მომსახურების შესყიდვისა და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR) შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს:
მომსახურების გაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები ან მომსახურების გაწევის შესახებ დამკვეთის (შემსყიდველი) მიერ დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია დამკვეთისა და შემსრულებლის, შესყიდვის საგნის, მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და გაწეული მომსახურების ღირებულების მითითებით (აღნიშნული წერილობითი ინფორმაციის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების ნაცვლად, ხოლო მომსახურების გაწევაზე გაფორმებული ხელშეკრულებების წარმოდგენა სავალდებულოა).

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნა:
პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (პრეისკურანტი).

შენიშვნა:
1. სავალდებულოა წინამდებარე პრეისკურანტის ზღვრული ფასების შემდეგი, მარჯვენა გრაფის - "შემოთავაზებული ფასი" განფასებულად წარმოდგენა. დანართი N2-ის (პრეისკურანტი) წარმოუდგენლობის ან პრეტენდენტის მიერ განსაფასებელი პოზიციების განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის ზღვრულ ფასებს, ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებას. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით შეამცირებს სატენდერო წინადადების ფასს, აღნიშნული ფასკლება უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტით მოცემულ პოზიციებზე თანაბრად და ყველა პოზიციას დააკლდეს თანაბარი პროპორციით.
3. პრეისკურანტის ზღვრული ფასები და პრეისკურანტის სავარაუდო ჯამური ღირებულება მოიცავს მიმწოდებლისათვის გათვალისწინებულ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
4. სავალდებულოა განფასებული დანართი N2-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენა PDF დოკუმენტის სახით, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული, პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

შენიშვნა:
1. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 (მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ) პუნქტში.
2. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტით სხვაობის შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, რადგან შესყიდვის ობიექტია მთარგმნელობითი მომსახურება, რაც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ მოიცავს საწარმოო პროცესს, ამავე დროს, მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვის მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში წარმატებით არის განხორციელებული მრავალი ანალოგიური შესყიდვა.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და მიმწოდებლის მიერ, დადგენილი წესით, საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი) 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ ბოჭორიშვილი, 595313597, mbochorishvili@mdf.org.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
3. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
4. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru