Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #69907348)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Union of Airports of Georgia"
Номер конкурса: 69907348
Дата публикации: 12-01-2026
Сумма контракта: 72 570


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT260000213
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.01.2026 18:04
Начало приема предложения 21.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 23.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 72`570.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351810 - Топографические услуги
  • 71354300 - Услуги в области кадастровой съемки
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადით
Дополнительная информация
შპს „საქართველოა აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საინჟინრო მომსახურებების, კერძოდ, ტოპოგრაფიული და საკადასტრო აზომვების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

დაფინანსების წყარო: 2026-2027 წლის სახსრები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 726.00 GEL
Размер гарантии 726 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi mkheidze :: 09.01.2026 11:39
  • Последнее исправление: emeliana uznadze :: 12.01.2026 18:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=665475&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საინჟინრო მომსახურებები, კერძოდ, ტოპოგრაფიული და საკადასტრო აზომვების მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავის, მესტიის, სამტრედიის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ამბროლაურის რაიონები) და კომპანიის ინტერესების სფეროში შემავალი (მათ შორის, გარდაბნის რაიონში მდებარე):

∙ შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა;
∙ მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა;
∙ ხაზობრივი ობიექტების აზომვა;
∙ მიწის ნაკვეთების გამიჯვნა-გაერთიანების ნახაზების შედგენა;
∙ სიტუაციური ნახაზების/ორთოფოტოების/სქემატური ნახაზების მომზადება და ბეჭვდა;
∙ ზღვის დონიდან სიმაღლის ან/და კოორდინატების განსაზღვრა;
∙ მიწის ნაკვეთების, ხაზოვანი და საპროექტო ობიექტების დაკვალვითი სამუშაოები;
∙ მიწის ნაკვეთის ტოპო გადაღება, საველე და კამერალური სამუშაოების ჩატარება.

პრეტენდენტის მიერ შესრულებული შენობა-ნაგებობების, მიწის ნაკვეთების, მათი გამიჯვნა-გაერთიანებისა და ხაზობრივი ობიექტების აზომვითი ნახაზები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს #388 დადგენილებით განსაზღვრულ და საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნებს, მათ შორის, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს geo-cors-ის მხარდაჭერა და ფლობდეს gps მოწყობილობას, რომელიც ჩართული იქნება geo-cors-ის სისტემაში.

პრეტენდენტმა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად აზომვები უნდა შეასრულოს WGS 84-ის კოორდინატთა სისტემაში და UTM-ის კარტოგრაფიულ პროექციაში.

91X172 სმ (±10სმ) ფორმატის სიტუაციური ნახაზების მომზადებისას მიწის ნაკვეთების დატანა უნდა განხორციელდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბაზის მონაცემების მიხედვით, GIS ფაილების სახით. ნახაზები დატანილ უნდა იქნეს უახლეს ორთოფოტოზე და უნდა ასახავდეს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას (მათ შორის, მონაცემებს საკადასტრო კოდების, შენობა- ნაგებობების, ფართობების, მესაკუთრეების და ა.შ. შესახებ) სხვადასხვა ფერებისა თუ ნიშნულების გამოყენებით.

ობიექტებზე ზღვის დონიდან სიმაღლეების განსაზღვრისას, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 12 მარტის #106 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესის“ და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის #471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერნაოსნო მონაცემების და ჰაერნაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერნაოსნო მონაცემების და ჰაერნაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ მოთხოვნათა შესაბამისად.

პრეტენდენტის მიერ საკადასტრო, საველე და კამერალური სამუშაოები უნდა ჩატარდეს მაღალი სიზუსტის ორსიხშირიანი GPS ხელსაწყოთი და აუცილებლობის შემთხვევაში ელექტრონული ტაქეომეტრების გამოყენებით.

პრეტენდენტის მიერ საინჟინრო ქსელების პროექტირება უნდა განხორციელდეს არსებული მოქმედი დადგენილების მიხედვით.
პრეტენდენტის მიერ ტოპოგრაფიული გადაღება უნდა შესრულდეს ტოპოგრაფიული აგეგმვის ინსტრუქციის შესაბამისად და დაცული იქნეს გეგმური და სიმაღლური სიზუსტე.

პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად შექმნილ ტოპოგრაფიულ გეგმებზე დატანილი უნდა იქნეს ყველა სახის ტოპოგრაფიული ელემენტი.

პრეტენდენტის მიერ დამკვეთს საბოლოო პროდუქტი უნდა გადაეცეს არანაკლებ ანალოგიური ორი და ელექტრონული ორი ვერსიის ეგზემპლარის სახით (მათ შორის, სიტუაციური ნახაზები და ორთოფოტოები - საჭროების შემთხვევაში, 5 ანალოგიური ეგზემპლარის სახით, A0 ან/და 91X172 სმ (±10სმ) ზომის ფორმატზე - საჭიროების შემთხვევაში, 2 ანალოგიური ეგზემპლარის სახით), დამკვეთის მიერ მოთხოვნილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 კალენდარულ დღეს, შემსყიდველის მიერ საბოლოო დადასტურებიდან.

პრეტენდენტის მიერ შემსყიდველისთვის შესათანხმებლად მიწოდებული სამუშაო ვერსია (აზომვითი, სიტუაციური ნახაზები და ორთოფოტოები) არ ჩაითვლება საბოლოო პროდუქტად.

თბილისში, სამუშაოს შესრულების ადგილამდე მისვლას პრეტენდენტი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შესაძლებელია, ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში ერთდროულად ან ცალ-ცალკე, დასჭირდეს სამუშაო ვიზიტები:
∙ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში - 4 დღე,
∙ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში - 2 დღე,
∙ მესტიის აეროპორტში - 2 დღე,
∙ ამბროლაურის აეროპორტში - 1 დღე,
∙ თელავის აეროპორტში - 2 დღე,
∙ ზუგდიდის აეროპორტი - 1 დღე.

მიმწოდებელი თავად უზრუნველყოფს ამგვარი ვიზიტების ორგანიზებას და ხარჯებს. ეს ხარჯები შემსყიდველის მიერ ანაზღაურდება მხოლოდ ასეთი ვიზიტების განხორციელების შემთხვევაში.

შემსყიდველი უფლებამოსილია, თავად უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლ(ებ)ის ტრანსპორტირება ან თანხლება რეგიონში ვიზიტის დროს. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს რეგიონში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ღირებულება არ აუნაზღაურდება.

შესყიდვის ობიექტის თავისებურებებიდან გამომდინარე, მოცემულია სავარაუდო მოცულობები, რომლებიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული.

ოფიციალურ შეტყობინებად ითვლება ყველა წერილობითი შეტყობინება (მათ შორის ელექტრონულად მეილზე გაგზავნილი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში.

1.4.2 კონკრეტული მომსახურება გაწეული უნდა იყოს შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის წინასწარ, წერილობითი სახით (მათ შორის ელექტრონულად მეილზე) შეთანხმებული ვადების შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროებებიდან გამომდინარე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია, რომელიც მოიცავს 2022 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში არანაკლებ ერთ შესრულებულ პროექტს შემდეგ მომსახურებებზე:

შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა;
მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვა;
ხაზობრივი ობიექტების აზომვა;
მიწის ნაკვეთების გამიჯვნა-გაერთიანების ნახაზების შედგენა;
სიტუაციური ნახაზების/ორთოფოტოების მომზადება;
მიწის ნაკვეთების, ხაზოვანი და საპროექტო ობიექტების დაკვალვითი სამუშაოები;
მიწის ნაკვეთის ტოპო გადაღება, საველე და კამერალური სამუშაოების ჩატარება;
ზღვის დონიდან სიმაღლის ან/და კოორდინატების განსაზღვრა.

გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების აქტი ან დამკვეთის დადასტურება), სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია მხოლოდ განცხადების ნომრების (SPA, NAT, CMR და ა.შ.) მითითება).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერილურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წერილობით დადასტურებულ უნდა იქნეს ინსტრუმენტების: ლაზერული მანძილმზომის, ელექტრონული ტაქეომეტრის, სხვადასხვა ფორმატის ფერადი პრინტერების, მაღალი სიზუსტის ორსიხშირიანი GPS სისტემის, geo-cors-ის სისტამაში ჩართული მოწყობილობის საკუთრებაში ან სარგებლობაში ფლობა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს geo-cors-ის მხარდაჭერის დამადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (ხელშეკრულება ან/და წერილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან), რომელიც უნდა იყოს მოქმედი ვადით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დოკუმენტის ვალიდურობა ხელშეკრულების მოქმედების სრულ პერიოდზე.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური პერსონალის მინიმუმ 2022 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდში მსგავს სფეროში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის: თითოეულ მათგანზე რეზიუმე - ე.წ. CV, სადაც სრულყოფილად იქნება მოცემული ინფორმაცია პერსონალის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ ან ნებისმიერი სხვა ტიპის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება აღნიშნული ინფორმაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას;

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით, შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი); სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.1.4 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

„მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული „მიღება–ჩაბარების“ აქტი და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან (არსებობის შემთხვევაში) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი მხეიძე, 555704644, g.mkheidze@airports.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით (წინადადების წარმოდგენა) სრულად ეთანხმება შემსყიდველის ელ. ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10.1.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე საჭიროებს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და კვალიფიციურ ელექტრონულ შტამპის დასმას. ხელმოწერას არ საჭიოებს ფასების ცხრილი - დანართი #1, თუ იგი წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატით.
10.1.3 ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება.
10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru