Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #69883882)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "State Military Scientific Technihal Centre "Delta"
Номер конкурса: 69883882
Дата публикации: 12-01-2026


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT260000168
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.01.2026 10:39
Начало приема предложения 18.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 20.01.2026 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`784`561.74 GEL
Контрактная цена объекта закупки 90`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
სხვადასხვა სახეობის სატვირთო ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დავალება
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 900 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan loria :: 29.12.2025 10:13
  • Последнее исправление: ketevan loria :: 12.01.2026 10:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663541&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ სსსტც "დელტა"-ს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა სახეობის სატვირთო ავტომანქანების შეკეთება (ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) გათვალისწინებით) და ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სსიპ სსტც „დელტა“-ს ბალანსზე არსებული ცხრილში მითითებული ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (პრეისკურანტის გათვალისწინებით).
2. სერვისცენტრში მიყვანილი ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყონებლივ, რიგგარეშე, ხოლო მობილური ჯგუფის გამოძახების შემთხვევაში მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნისთანავე (წერილი, ელ.ფოსტა ან/და სხვა ელექტრონული საშუალებები) უნდა ჩაატაროს შესაკეთებელი ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც, მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების/სათადარიგო ნაწილის სახეობა, რაოდენობა/მოცულობა, მათი ღირებულებები, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების კონკრეტული ვადა;
3. ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი (გარდა პრეისკურანტით გათვალისწინებული მეორადი ნაწილებისა) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით. სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს წარმოებული წამყვანი კომპანიების მიერ და შეესაბამებოდეს ავტომობილებისათვის დადგენილ სტანდარტებს;
4. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი); დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).
5. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ, როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
6. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სერვის ცენტრში არსებული კამერების ჩანაწერის არანაკლებ 30 დღიანი შენახვა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
2. შემსყიდველის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ძრავის ზეთის, ზეთის ფილტრის, ჰაერის ფილტრის, სალონის ფილტრის, წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლის ვადა განისაზღვრება 1 სამუშაო დღით;
3. სავალი ნაწილის შეკეთების ვადა განისაზღვრება 1-დან 10-მდე სამუშაო დღით (დეტალის შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში).
4. აგრეგატების შეკეთების/შეცვლის ვადა განისაზღვრება 1-დან 15-მდე სამუშაო დღით.
5. სამღებრო/სათუნუქე სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრება 3-დან 15-მდე სამუშაო დღით.
6. თუ, დაზიანების/დაზიანებული ნაწილის განსაკუთრებით რთული ხასიათის გამო, აღნიშნულ ვადებში ვერ ხერხდება მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევა, მხარეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით თანხმდებიან გონივრულ ვადაზე, მაგრამ არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს თბილისის ფარგლებში არსებული არანაკლებ 1 სერვის ცენტრის საშუალებით.

1.7.1 requirement related to guarantee period

ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი საგარანტიო ვადები:
1. არანაკლებ 1 წელი, გარდა ელექტრონათურები (გარდა XENON-ის ნათურისა), ელექტრომცველები, შუშის საწმენდი რეზინები (ჯაგრისები), სამუხრუჭე ხუნდები, მომჭიმი საკისარი, ანთების სანთლები, მტვერდამცავები და ყველა სხვა სწრაფადცვეთადი დეტალებისა.
2. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) - არანაკლებ 6 თვე;
3.გადაბმულობის კომპლექტზე- არანაკლებ 40000 კმ, სამუხრუჭე ხუნდებზე-არანაკლებ 20000კმ, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე - არანაკლებ 40000 კმ;
4. საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.4. პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.
5. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამოვლენილ ხარვეზებს მიმწოდებელი აღმოფხვრის დამატებითი ანაზღაურების გარეშე;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამოცდილება ანალოგიური საქმიანობის სფეროში (ავტომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება) 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრამდე, თითოეულ წელს არანაკლებ 90 000.00 ლარის ღირებულებით.
2. გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები/ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან/და სხვა განცხადების ნომრ(ებ)ი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. პრეტენდენტს თბილისში უნდა გააჩნდეს მოქმედი არანკლებ ერთი სერვის ცენტრი.
2. სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი აპარატურითა და დანადგარებით:
სერვისცენტრში უნდა იყოს:
1) არანაკლებ 1 კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი,
2) არანაკლებ 1 ძრავიდან ზეთის ამოსატუმბი აპარატი,
3) არანაკლებ 1 განშლადობის გასასწორებელი დანადგარი,
4) არანაკლებ 1 ვულკანიზაციის დანადგარი (ბალანსირების და დისკების გასწორების შესაძლებლობით),
5) არანაკლებ 1 სამღებრო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ფართი (ბოქსი),
6) არანაკლებ 1 ძრავის ამომღები ამწე,
7) არანაკლებ 1 კონდიციონერის დასატუმბი/ამოსატუმბი ელექტრო აპარატი,
რომლებიც განთავსებული უნდა იყოს ერთ სერვის ცენტრში. ასევე, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის ძირითადი აგრეგატების (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, სავალი ნაწილები, ელექტროობა, კონდიციონერის დატუმბვა/ამოტუმბვა) ადგილზე სერვის ცენტრში შეკეთება.
3. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტომანქანების მოდელებისათვის პირველადი ხარჯვადი სათადარიგო ნაწილების მინიმალური მარაგით;
4. პრეტენდენტს უნდა ყავდეს შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული არანაკლებ ერთი მობილური ჯგუფი.
5. პრეტენდენტის სერვის ცენტრ(ებ)ი აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეო-კამერებით. კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი" და ავტოსადგომი (დაცული ტერიტორია). იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის სერვის ცენტრი არ არის აღჭურვილი ვიდეო-კამერებით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის აღჭურვა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
6. პრეტენდენტს ქ. თბილისში ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს ყოველდღიურად (გარდა კვირა დღისა) არაუგვინეს 10:00სთ-დან არანაკლებ 18:00სთ-მდე, შაბათ დღეს არაუგვინეს 10:00სთ-დან არანაკლებ 14:00 სთ-მდე მოქმედი სერვის ცენტრ(ებ)ი.
7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) სერვის ცენტრის საკუთრებაში ან/და სარგებლობის უფლებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი), რითაც დადასტურდება სერვის ცენტრის საკუთრებაში ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა, ამასთანავე სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
ბ) ინფორმაცია წერილობითი სახით სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაკმაყოფილების თაობაზე.
8. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენამდე ფიზიკურად შეამოწმოს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და სერვისცენტრი/მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გაუმართავი ავტომანქანის ევაკუატორით ტრანსპორტირება მის სარგებლობაში არსებულ სერვის ცენტრში შემდგომი შეკეთების მიზნით საკუთარი სახსრებით, რამდენჯერაც არ უნდა გაფუჭდეს და სადაც არ უნდა გაფუჭდეს საქართველოს ტერიტორიაზე, ავტომობილი მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ევაკუატორით მომსახურების უზრუნველყოფა საკუთარი სახსრებით.
2.პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტის შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებას;
3. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
4. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე(მაგალითად თუ პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დააფიქსირა პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულება, რომელიც 12%-ით ნაკლებია პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, მაშინ პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე შემოთავაზებული ღირებულების გრაფაში უნდა მიეთითოს შესაბამის ზღვრულ ღირებულებაზე არანაკლებ 12%-ით ნაკლები თანხა).
5. პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.
6. პრეისკურანტის დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა;
7. დაზუსტებას არ ექვემდებარება პრეისკურანტი, თუ იგი არ არის წარდგენილი ან განუფასებელი პოზიციების რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს;
8. თუ პრეტენდენტი რომელიმე პოზიციის შესრულებას გვთავაზობს უფასოდ, შესაბამის გრაფაში უნდა დააფიქსიროს „0“, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული პოზიცია ჩაითვლება განუფასებლად.
9. თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არის გათვალისწინებული საჭირო მომსახურება, ამ შემთხვევაში საბაზრო ფასების გათვალისწინებითა და მხარეთა შეთანხმებით, შესაბამისი ცვლილების განხორციელების გზით მოხდება საჭირო პოზიციის დამატება პრეისკურანტში (ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს);
10.მიმწოდებელი უფლებამოსილია პრეისკურანტი ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს მხოლოდ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით. პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები. დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნის საფუძველზე

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის დაფინანსების ფარგლებში.
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან ლორია, 551888113, kloria@delta.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით.
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
5. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ სსსტც "დელტას" მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru