Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Следственные услуги и услуги по обеспечению безопасности (Грузия - Тендер #69626587)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GR Logistics and Terminals LLC
Номер конкурса: 69626587
Дата публикации: 31-12-2025
Сумма контракта: 230 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250024769
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 31.12.2025 12:04
Начало приема предложения 09.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 230`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79700000-Следственные услуги и услуги по обеспечению безопасности
Коды классификатора
  • 79713000 - Охранные услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოუმენტაცია
Дополнительная информация
შპს ,,ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები’’-ს საკუთრებაში არსებული დანართი №2-ით განსაზღვრული საბაჟო–საკონტეინერო ტერმინალების, შენობა ნაგებობების,საოფისე ჯიხურისა და მატერიალური ფასეულებების დაცვის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოუმენტაცია
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino chaligava :: 16.12.2025 15:23
  • Последнее исправление: nino gogua :: 31.12.2025 12:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=661148&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შპს ,,ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები’’-ს საკუთრებაში არსებული დანართი №2-ით განსაზღვრული საბაჟო–საკონტეინერო ტერმინალების, შენობა ნაგებობების, საოფისე ჯიხურისა და მატერიალური ფასეულებების დაცვის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება)
ა) მომსახურების გაწევის პირობები შემსყიდველის საკუთრებაში არსებულ ტერმინალებში:
1. მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს შპს ,,ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები’’-ს საკუთრებაში არსებული დანართი №2-ით განსაზღვრული საბაჟო–საკონტეინერო ტერმინალების, შენობა ნაგებობებისა და მატერიალური ფასეულებების დაცვის მომსახურება.
2. მიმწოდებელმა შესაბამისი ნებადართული სიხშირეების გამოყენებით, უნდააღჭურვოს თითოეული მცველი რადიოკავშირის (რაციის) საშუალებით.
3. მიმწოდებელმა უნდა აღჭურვოს დამკვეთის - შპს „ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალები“-ს საკუთრებაში არსებული თბილისის, ფოთის და ბათუმის საბაჟო–საკონტეინერო ტერმინალები (დაცვის ობიეტები) საგანგაშო სიგნალიზაციით (განგაშის სიგნალის მისაცემად გამოძახების ღილაკებით), მოთხოვნის შესაბამისად (არანაკლებ ერთი ღილაკი თითოეულ დაცვის ობიექტზე), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა;
4. მიმწოდებელმა თითოეული მცველი უნდა აღჭურვოს სპეციალური ტანსაცმელით, რომელზეც მითითებული იქნება დაცვითი ორგანიზაციის დასახელება და ლოგო.
5. ოცდაოთხსაათიან რეჟიმში უზრუნველყოს, დასაცავი ობიექტების შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ვიდეოკონტროლის საშუალებებით (შეთანხმებულ ობიექტებზე), რისთვისაც აუცილებელია მცველმა იცოდეს ვიდეოსათვალთვალო ტექნიკის ექსპლუატაციისა და მისით სარგებლობის წესები.
6. დასაცავ ობიექტებში არსებული მატერიალური ფასეულობების (მოძრავი ქონების) დაცვა ქურდობისაგან, დატაცებისაგან ან სხვა დაზიანებისგან. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია დაცვითი ორგანიზაცია.
7. მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად აანაზღაუროს ზარალი, რომელიც გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით.
8. დასაცავ ობიექტებზე შემსყიდველის საკუთრებაში არსებული დალუქული სათავსოების, ლუქების მუდმივი მონიტორინგი და მონაცემების ფიქსაცია ყოველი სამუშაო დღის დაწყებისა და დამთავრების დროს.
9. შემსყიდველთან წინასწარ შეთანხმებულ ობიექტებზე არ დაუშვას უცხო პირთა გადაადგილება შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე.
10. ობიექტების მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის, მათ შორის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისგან დაცვა.
11. შემსყიდველის დაცვის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინსტრუქციების, დებულებებისა და წესების ცოდნა და მათი მოთხოვნების შესრულება.
12. დაცვითი საქმიანობა უნდა განხორციელდეს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად, რომლის განუხრალად დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დაცვით ორგანიზაციას.
13. უზრუნველყოს სასაშვო რეჟიმის წარმოება და პროცესის ფიქსაცია შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში.
14. უზრუნველყოს, თბომავლის მემანქანესთან ერთად დიზელის საწვავის მიღების პროცესის ორგანიზება და ფიქსაცია შესაბამის აღრიცხვის ჟურნალში.
15. დაცვის თანამშრომლ(ებ)ის მიერ, ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს დაცვის თანამშრომლის შეცვლა, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია შეცვალოს დაცვის თანამშრომელი 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, წინაააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად და შემსყიდველს უფლება ექნება შეწყვიტოს ხელშეკრულება.
16. დაცვის თანამშრომლების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს.

ბ) მომსახურების გაწევის პირობები შემსყიდველის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში მდებარე საოფისე ჯიხურის დაცვის მომსახურებასთან დაკავშირებით:
დაცვის საგანგაშო პულტის მომსახურება სიგნალიზაციის 1 გასაღებით.

გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი:
1. მართვის პულტის (საკონტროლო პანელი) მონტაჟი;
2. შენობის ყველა სათავსოში, რომელიც ესაზღვრება გარე პერიმეტრს მოძრაობის დეტექტორის მონტაჟი;
3. მთლიანი სისტემები უზრუნველყოფილი იქნეს ავარიული კვებით 24 საათის განმავლობაში;
4. ოფისში მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ცენტრალური დაცვის პულტის მეშვეობით სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ხოლო დასვენებისა და უქმე დღეებში დღე - ღამის განმავლობაში;
5. თანმდევი სამონტაჟო სამუშაოები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადა:

• 2026 წლის 17 თებერვლიდან/ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 16 თებერვლის ჩათვლით- უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში, შემდეგ მისამართებზე: საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. თბილისი ისანი-სამგორი რაიონი, (ნაკვეთი 01/154); საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. ფოთი, ნაბადის უბანი, (ნაკვეთი 03/618); საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. ბათუმი, ძმები ნობელების ქუჩის დაბოლოება;

• 2026 წლის 17 თებერვლიდან/ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 16 თებერვლის ჩათვლით- უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში, შემდეგ მისამართზე - საოფისე ჯიხური, ქ. ბათუმი, ქიქავას ქუჩის დაბოლოება; შესყიდვის ობიექტის სამონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილები:
• საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. თბილისი ისანი-სამგორი რაიონი, (ნაკვეთი 01/154);
• საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. ფოთი, ნაბადის უბანი, (ნაკვეთი 03/618);
• საკონტეინერო–საბაჟო ტერმინალი– ქ. ბათუმი, ძმები ნობელების ქუჩის დაბოლოება;
• საოფისე ჯიხური -ქ. ბათუმი, ქიქავას ქუჩის დაბოლოება;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 ლარის ღირებულების, შენობა ნაგებობებისა და მატერიალური ფასეულებების დაცვის მომსახურების გაწევის გამოცდილება, აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია ან/და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრები (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1.პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დაცვის მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის შესაძლებლობები, რაზეც პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალის შესახებ თანდართული "ფორმა N1"-ის მიხედვით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი უნდა იქნეს ლიცენზია საქართველოს კანონის შესაბამისად "კერძო დაცვითი საქმიანობის" შესახებ.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მოცემულ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე დაცვის მომსახურების შესყიდვა, ხოლო ბაზარზე მისი სავარაუდო ფასების შეფასება და ფასწარმოქმნის დასაბუთების კრიტერიუმები რთული დასადგენია. ასევე შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე დაცვის მომსახურება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიდ განეკუთვნება ლიცენზირებად სფეროს, რომელითაც შემსყიდველი დაცულია გარკვეული რისკებისაგან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია არ მოითხოვოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძნების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს გაწეული მომსახურების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ყოველთვიურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გოგუა, 577952552, nino.gogua@railway.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ზვიად მანდარიას, ტელეფონის ნომერი: 577573636

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა დოკუმენტზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი აუნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1, 2.3.1 და 2.7.1 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru