Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #69626536)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The State Subordinate Agency - Roads Department of Georgia under the Ministry of Infrastructure of Georgia
Номер конкурса: 69626536
Дата публикации: 30-12-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250024732
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.12.2025 22:31
Начало приема предложения 10.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 12.01.2026 13:30
Предполагаемая цена прейскуранта 1`618.65 GEL
Контрактная цена объекта закупки 12`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50323000 - Ремонт и обслуживание компьютерной периферии
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
კარტრიჯების დამუხტვა-აღდგენის მომსახურება.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 16.00 GEL
Размер гарантии 120 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nika pachulia :: 30.12.2025 19:05
  • Последнее исправление: nika pachulia :: 30.12.2025 22:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664386&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

კარტრიჯების დამუხტვა-აღდგენის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ა) კარტრიჯების აღდგენა უნდა ითვალისწინებდეს დაცლილი კარტრიჯის ფხვნილით შევსებას და საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებული ნებისმიერი სახის დეტალის (დანები, დრამი, ჩიპი, მაგნიტური თუ დამმუხტავი ლილვი და ა.შ.) შეცვლას, რათა უზრუნველყოფილი იქნას კარტრიჯის ქარხნული ხარისხით მუშაობა.
ბ) აღდგენილ კარტრიჯებს უნდა გააჩნდეთ დამცავი ლენტი (ტრანსპორტირებისას ფხვნილის კარტრიჯიდან გადმოყრის თავიდან ასაცილებლად), შეფუთული უნდა იყოს უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი შეფუთვით (სპეციალური ჰაერით გასაბერი პარკით, ე.წ. ,,Airbag”), ასევე უნდა იყოს გასუფთავებული და არ იწვევდეს მომხმარებლის დასვრას ნარჩენი ტონერით.
გ) ყველა აღდგენილ კარტრიჯს უნდა მოყვებოდეს აღდგენის შემდგომ კარტრიჯის ტესტირების ფურცელი, რათა შესაძლებელი იყოს მოთხოვნილ პირობებთან შესაბამისობის დადგენა. შესრულების ხარისხის კონტროლი განხორციელდება როგორც ტესტირების ფურცლის, ასევე შერჩევითი კარტრიჯის შესაბამის მოწყობილობის მეშვეობით ტესტირების გზით.
დ) კარტრიჯი უნდა დაიტენოს სრულად და დატენვა უნდა განხორციელდეს თითოეული კარტრიჯისათვის შესაბამისი მარკისა და ხარისხის ფხვნილით. ამავდროულად კარტრიჯის სრული დატენვისას მიღება-ჩაბარების აქტში მიმწოდებელი ვალდებულია მიუთითოს გამოყენებული ფხვნილის ოდენობა გრამებში და ხარისხის მაჩვენებელი. შემსყიდველი უფლებამოსილია გადაამოწმოს აღნიშნული ჩანაწერის სისწორე და წონის ან ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში არ ჩაიბაროს გაწეული მომსახურება.
ე) საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ, ყოველ ჯერზე შემოწმდება პრეტენდენტის მიერ შემოტანილი ყველა კარტრიჯის ამონაბეჭდის ხარისხი, ხოლო ამორჩევის პრინციპით შემოწმდება მოწოდებული კარტრიჯის რესურსის შესაბამისობა ფასების ცხრილში მითითებულთან. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩენილი იქნა რაიმე სახის ხარვეზი პრეტენდენტი ვალდებულია შეცვალოს წუნდებული კარტრიჯი ახლით, ხარვეზის დადგენიდან არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეში.
ვ) პრეტენდენტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად, უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ლიზინგი, ქირავნობა, თხოვება და ა.შ.), შემდეგი მანქანა-მექანიზმები:

1. ამონაბეჭდის ხარისხის შესამოწმებელი მოწყობილობა (დენსინომეტრი);
2. კარტრიჯის გასასუფთავებელი, დასამუხტი აპარატი (ქარხნული და არა კუსტარულად დამზადებული);
3. ტონერის დასაფასოებელი, დოზატორი (ქარხნული და არა კუსტარულად დამზადებული);
4. კარტრიჯის შესაფუთი აპარატი;
5. პრინტერები დასამუხტი კარტრიჯების გასატესტად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი,ალ. ყაზბეგის გამზ. №12.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს, 2023 წლიდან წინამდებარე ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდში, უნდა გააჩნდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ „შემსყიდველ ორგანიზაციებთან“ (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“) ანალოგიური მომსახურების (კარტიჯების დამუხტვა-აღდგენის მომსახურება) გაწევის გამოცდილება, რის თაობაზეც უნდა წამოადგინოს არანაკლებ 2 (ორი) სხვადასხვა „შემსყიდველი ორგანიზაციის“ მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი.
2. პრეტენდენტს, 2023, 2024, 2025 წლებში უნდა გააჩნდეს კარტრიჯების დამუხტვა-აღდგენის მომსახურების გამოცდილება, ჯამურად 18 000.00 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით, რის დამადასტურებლადაც უნდა წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების და შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს სატენდერო პირობებით მოთხოვნილი შინაარსის მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი), ან/და მითითება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე (NAT/CMR/SPA დაა.შ), სადაც განთავსებულია წინამდებარე პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ამასთან, მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სატენდერო კომისია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომლითაც ცალსახად უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან (თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გვანცა ბაბულეიშვილი, 598633263, gvantsa.babuleishvili@georoad.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი შედგენილია და მხარეთა მიერ ხელმოწერილია ელექტრონულად, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ეგზემპლარ(ებ)ი, ან მისი დამოწმებული ამონაბეჭდი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. მოცემულ ელექტრონულ ტენდერში, პრეტენდენტი სატენდერო წინადადებას წარადგენს დღგ-ის გარეშე. თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებულ იქნება წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა;
8. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ პრეისკურანტში მითითებული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს, შემსყიდველის მიერ, პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ, გასაწევი მომსახურების ერთეულის ზღვრულ ფასებს.
9. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
11. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) მითითებული ერთეულის ფასები მათი ათწილადით გამოსახვის შემთხვევაში, გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს მძიმის შემდეგ ორი ციფრის (მეასედის) სიზუსტით;
12. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას ელექტრონულ ვაჭრობაში, დაზუსტებული პრეისკურანტის წარმოდგენისას, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად მითითებული ერთეულის ფასის მომატება;
13. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
14. პრეტენდენტი ვალდებულია, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ინფორმაცია დაამუშავოს ამავე კანონით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
15. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ მის სატენდერო წინადადებაში მითითებული, ფიზიკური პირების პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოპოვებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პირი თანახმაა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის აღნიშნული ინფორმაციის წარდგენაზე, ასევე, მიმწოდებლის და შემსყიდველის მიერ მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ამავე კანონის მოთხოვნათა დაცვით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru