Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги пресс-агентов (Грузия - Тендер #69626526)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 69626526
Дата публикации: 30-12-2025
Сумма контракта: 42 368


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250024725
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.12.2025 19:46
Начало приема предложения 07.01.2026 00:00
Истекает срок принятия предложений 09.01.2026 14:00
Предполагаемая цена закупки 42`368.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 92400000-Услуги пресс-агентов
Коды классификатора
  • 92400000 - Услуги пресс-агентов
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
ახალი ამბების სააგენტოს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 424.00 GEL
Размер гарантии 424 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anna zarandia :: 30.12.2025 18:03
  • Последнее исправление: anna zarandia :: 30.12.2025 19:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664347&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალი ამბების სააგენტოს მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების გაწევის ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1. ინფორმაციის, სტატიების, ფოტომასალის გავრცელება საკუთარ საინფორმაციო სააგენტოზე და დამატებით არანაკლებ 3 სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს (ქვეკონტრაქტორი საინფორმაციო პორტალების) მეშვეობით. ამასთან, აღნიშნული სააგენტოებიდან მინიმუმ ორმა საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია და მიწოდებული მასალა უნდა გაავრცელოს ულიმიტოდ, შეუზღუდავი რაოდენობით.

2. გავრცელებული მასალების ბმულების (ლინკების) მიწოდება შემსყიდველის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე დღეში 2-ჯერ.

3. SMS მომსახურება, რაც გულისხმობს ინფორმაციის მოკლე ანოტაციის, წყაროსა და მისი ამსახველი ბმულის შეტყობინების სახით გაგზავნას შემსყიდველისთვის ოპერატიულად, ინფორმაციის გავრცელებიდან ნახევარი საათის ინტერვალში (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში).

გასაწევი მომსახურების აღწერილობა:

- შემსყიდველის საქმიანობის შესახებ ანონსებისა და სიახლეების მომზადება და გაშუქება, არანაკლებ ოთხ მედია საშუალებაში, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პირობების შესაბამისად;
- მიმწოდებლის საინფორმაციო ვებ-გვერდის არქივის სრული წვდომა შემსყიდველის საქმიანობის ამსახველი აუდიო, ვიდეო თუ ფოტომასალის გამოყენების მიზნით;
- შემსყიდველისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო თემების შესახებ ნიუსების, ინტერვიუების და კომენტარების მომზადება/გავრცელება არანაკლებ სამი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით, ულიმიტოდ;
- შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა დღეში ერთხელ, არანაკლებ ერთი საინფორმაციო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე, უნდა გაავრცელოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შემსყიდველის მიერ შერჩეულ სეგმენტსა და პერიმეტრზე;
- მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება ყველა სააგენტოში უნდა მოხდეს ქართულ ენაზე, ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, არანაკლებ ერთ სააგენტოში სულ მცირე ორ ენაზე, რომლიდან ერთ-ერთი უნდა იყოს ინგლისური (ულიმიტოდ). ამასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული მასალის თარგმნა და განთავსება ულიმიტოდ, არანაკლებ ერთ სააგენტოში ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე, რომელსაც გააჩნია მობილური აპლიკაციაც;
- შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს კვირაში ერთხელ, შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი გადაცემების რეიტინგისა და გაზიარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სადაც კვლევის (რეიტინგი და გაზიარება) გენერალური ერთობლიობა უნდა მოიცავდეს მთელ საქართველოს;
- შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მიწოდებული ინფორმაციის ე.წ. ქარდებად მომზადება (დიზაინის შეთანხმებით) და გავრცელება არანაკლებ სამი საინფორმაციო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურება განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 თებერვლიდან) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს მედია სივრცეში. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ტექნიკური დავალების შესაბამისად, რომელიც მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ელექტრონული ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 სხვადასხვა იურიდიულ პირთან ახალი ამბების სააგენტოს მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მომსახურების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, პრეტენდენტს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს:
ა) მოქმედი არანაკლებ სამენოვანი საინფორმაციო ვებ-გვერდი;
ბ) მოქმედი არანაკლებ სამენოვანი მობილური აპლიკაცია (ANDROID და IOS).
აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან/და ხელწერილი, სადაც მითითებული იქნება რომ კონკრეტული ვებ-გვერდი (შესაბამისი ლინკის მითითებით) და მობილური აპლიკაცია წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება მომსახურებაგაწეულ დღეთა პროპორციულად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 23 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება დღეების პროპორციულად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანნა ზარანდია, 598997173, a.zarandia@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ანნა ზარანდია, +995 (32) 224-40-40, (შიდა-261).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 42 368,00 ლარს, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოუენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას.

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.
10.3.2 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1);
10.3.3 ინფორმაცია/დოკუმენტაცია ან/და ხელწრილი პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული საინფორმაციო ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის შესახებ (პუნქტი 2.3.1);

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru